გამარჯობა,
პირველი: მცნება არა - ცნებაა სწორი
ჯერ ისწავლე და მერე წერე...
ის, რომ შენ ვერ აღმოაჩინე შენთვის საკმარისი ინფორმაცია, ეგ ნამდვილად შენი პრობლემაა და არა დამწერის...
ალბათ, ჯერ ბევრის სწავლა გჭირდება, სანამ განასხვავებ არგუმენტირებულ მსჯელობას პირადი შეხედულებებისაგან და ალბათ, მერე საინტერესოც გახდება შენი მოსმენა ან წაკითხვა, მანამდე კი ჯერ ბევრი, ბევრი გაქვს წასაკითხი, სასწავლი და გამოსაცდელი. მერე, ალბათ, უკვე საინტერესოს ზღვარსაც მიუახლოვდები, შემდეგი ეტაპი სიღრმისეულობა და მერე კვალიფიციურობა გახდება. ჯერ ახალგაზრდა ხარ და წინ გაქვს ყველაფერი...
ერთი შემთხვევა გამახსენდა, მარკ ტვენს მისწერა ერთმა მხატვარმა მწერლობა რომ უნდოდა, გონებისათვის თევზის ქონი არის კარგი და რას მირჩევთო, მარკ ტვენმა მოუსმინა, მის ნაწერებსაც გადაავლო თვალი და მერე ურჩია: თევზის ქონი ნამდვილად კარგია გონებისათვის და თუ თქვენი ეს ნაწერი და შეხედულება ტიპური ნიმუშია დანარჩენისაცო, მაშინ, ადექით, შეიძინეთ, ასე, ორი წყვილი ვეშაპი, მაინცდამაინც დიდი ზომისა არ გინდათ, საშუალო გეყოფათო, ჰოდა მიიღეთ ეგ ოდენობა თევზის ქონისაო. რა ვიცი, ეგებ შენც გამოგადგეს მარკ ტვენის რჩევა...
ამ რჩევის შესრულების შემდეგ კი შეიძინე ლიტერატურა, მათ შორის სამეცნიეროც (ეს, უფრო სამომავლოდ, ალბათ) და ისწავლე, ჯერ ინფორმაციის აღქმა, შემდეგ ანალიზი, აზრის ჩამოყალიბება და ა.შ. რომ, საბოლოოდ, მიაღწიო იმ მიზნებს, რაზეც ჯერჯერობით მხოლოდ ამბიცია გაქვს...
შემიძლია შემოგთავაზო ის, რომ ჩემს სტუდენტებს ვთხოვ დაგეხმარონ, მათ უკვე ბევრი რამ იციან და ბევრ რამეს გასწავლიან, ეს შენთვის საინტერესო და საჭიროც კი არის...
შენთან კამათი, უფრო საინტერესოც და მიზანშეწონილიც მხოლოდ ამის შემდეგ გახდება... თორემ... ისე... სხვადასხვა სიბრტყეზე ვდგავართ ჩვენ და არც შენ მეკამათებოდი, მეც რომ "ტვინის ბურღვა" დაგიწყო, მაგალითად, საკითხზე, ფოკუსი ფოტოაპარატს ასე კი არა ისე უნდა გაუსწორო თქო, მომიტრიალდები და მეტყვი, წადი, რა ძმაო, ისწავლე და მერე მელაპარაკეო... ასე მოვიქცევი მეც...