მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ფორუმი დახურულია
თემა დახურულია
GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 06 თებ 2009, 01:26

optimisti wrote:გულით ვთხოვ მონარქიის აღდგენის მომხრეებს, პათეტიკისა და სადღეგრძელოების გარეშე განმიმარტოს ვინმემ:

1. რა ფუნქცია ექნება მეფეს საქართველოში.

2. დღესდღეობით არაბული ქვეყნების გარდა თუ არის სადმე მმართველი მონარქი?

3. რითი სჯობია მემკვიდრეობითი მმართველი არჩეულ მმართველს?
1. ფუნქცია შენ და ჩვენ უნდა მოვუძებნოთ ან არ მოვუძებნოთ.

2. სხვა ქვეყნებს ვერ ვიხსენებ, მაგრამ, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვთქვათ, პუტინი და
მედვედევი ან ალიევები მონარქები არ არიან, მარამ მაინც თანამდებობრივ-კლანურ მემკვიდრეობასთან გვაქვს საქმე.

3. ვფიქრობ, რომ არაფრით.
მომხრე ვარ, ყველა ადამიანს ხელისუფლებაში მოსვლის პოტენციური შესაძლებლობა ჰქოდეს.
ისე, საქართველოს სინამდვილეში ეგებ მემკვიდრეობითი მმარათველობა სჯობდეს მუდმივ ძიძგილაობასა და არჩევნებს
(ფუი, ფუი, ფუი, ეს რა ვთქვი)?
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

Post by ARCHILI » 06 თებ 2009, 02:05

GAMARJOBA SAKARTVELO

უაააჰაჰაჰაჰაჰაჰა



უაჰაჰაჰაჰაჰაჰა



უაჰაჰაჰაჰაჰაჰა



ბიჭო!

ბიჭო!

ბიჭო!

ბიჭო!




:lol: :lol: :lol:
Image

User avatar
GIRA
იეტი
Posts: 1127
Joined: 24 ივლ 2008, 09:59
Location: tbilisi
Contact:
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

Post by GIRA » 06 თებ 2009, 02:07

ძალიან დიდი ხანი ვიფიქრე არჩილ(გამზარდია), დამეპოსტა თუ არა ამ თემაში. მე შენ პირადად არ გიცნობ, მაგრამ შენმა ზოგიერთმა თემამ და პოსტმა დადებითი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე. აი ახლა კიდე რამოდენიმე დღეა ვკითხულობ და სულ მეფიქრება ამ თემაზე და რაღაცნაირად ვერ ვისვენებ, რომ არ მოგწერო პირადად შენ.
როგორც მივხვდი ფრიად მორწმუნე და ღვთის მოშიში ადამიანი ხარ, მარხვებს იცავ, მითუმეტეს მონასტერში ცხოვრობ ხოლმე, საიდანაც უწმიდესია წამოსული. ფაქტიურად მის სახლში. განა არ გასწავლეს შენ მორჩილება, მდუმარება ან და ის არ გითხრეს, რომ სხვის თვალში დირეს დანახვას, შენს თვალში რა უნდა დაინახო? ან იუდა იკარიოტელმა უფალს ამბორუყო და მერე, რომ გაყიდა არ გახსოვს? ან სხვისი განმკითხავი, რომ განიკითხება არ გახსოვს?
კარგად გაიხსენე რა თქვა უწმიდესმა, ესენი არ იქნებიან მეფეები, ესენი გააჩენენ ბავშვს, რომელიც გაიზრდება ღვთის სამსახურში, ზედმიწევნით ისწავლის ქართულ ისტორიას, კულტურას, ღვთისა და ერის უანგაროდ სიყვარულს და შემდეგ თუ ხალხი მოინდომებს, აირჩევს კონსტიტუციურ მონარქიასაცო.
არჩევანი, რომ გააკეთო, რაღაც ხომ უნდა გქონდეს ასარჩევი?
შენ კიდე ამ დროს ცხოვრობ ღვთისა და პატრიარქის სახლში, ერთ თემაში ამბორს უყოფ და მორჩილებ და მეორე თემაში კი ირიბად განიკითხავ კიდეც......

ძალიან მეწყინა შენი ნაწერის კითხვა, ძალიან. მითუმეტეს არ იცნობ მაგ ხალხს და არ ეკუთვნის მათ არავისგან ასეთი მოხსენიება. ეს საქართველოა ძმაო, ყველა ყველას ვიცნობთ ასე თუ ისე და ერთმანეთის ნათესავები ვართ, ცოტა ფრთხილად უნდა ვიყოთ!!!!
ანას მე ბავშვობიდან ვიცნობ და არანაირად არ ეკუთვნის მას ის ეპიტეთები, რითაც შენ ამკობ!!!!!!!!!!
მომიტევე თუ რამე ზედმეტი მომივიდა. პატივისცემით გირა.

ხო, მართლა შეიძლება ის ვერ გადმოვეცი, რასაც ვგრძნობ, რადგან მწერალი არ გახლავართ. მოგეხსენებათ მწერლობაც ღვთისგან ბოძებული ნიჭია.
მამოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი(ძუძუთმპყრობელი)

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

Post by ლეონტი » 06 თებ 2009, 09:34

GIRAეს პოსტი პირადად არჩილს მიწერე , მაგრამ რადგან გამოაქვეყნე ნება მომეცი ჩემი აზრი გამოვთქვა.
უპირველესად გეთანხმები შენც და სხვასაც არჩილის შეცდომაში მხილებაში, როცა მან მუქთახორებად მოიხსენია დიდებულთა გვარის წარმომადგენლები.
რადგან მუქთახორობა ეს პიროვნული თვისებაა და არა ზოგად კლასობრივი, რასაც ბოლშევიკები გაიძახოდნენ.
რაც შეეხება შენს მხილებას მორჩილებასთან და მდუმარებასთან დაკავშირებით, ამაზე არ გეთანხმები. მორჩილება ცოტა სხვანაირად მესმის და პიროვნული აზრების არგამოხატვაში არ მდგომარეობს, პატრიარქი ხომ თავად ამბობს რომ ეს ხალხის გადასაწყვეტია, და არა 1 კაცის, თუნდაც ის უმაღლესი იერარქი იყოს.
ერმა უნდა გადაწყვიტოს, არა მარტო მეფის, არამედ საერთოდ თავისი ყოფის, და ყოფნა არყოფნის ყველა ნიუანსი.
გავიხსენოთ ბოლო ეპიზოდები საქართველოს დრამატული ისტორიიდან, მეფე თუმცა თავგანწირული იყო ,თბილისს გაერიდა, ხოლო ხალხი დარჩა , ეს მისი არჩევანი იყო და 100 000 სმა კაცმა , ქალმა და ბავშვმა გააკეთა თავისი არჩევანი , რომელიც არც მეფეს და არც ელიტას არ გაუკეტებია.
აქ ხალხი წყვეტს ყველაფერს და არა 1 პიროვნება, ვინც გინდა იყოს.
:wink:

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

Post by qvevri » 06 თებ 2009, 10:24

ღრმად პატივცემულნო, უკვე დიდი ხარნია ვაკვირდები ამ თემას და მასში მიმდინარე საუბრებს. ამ თემაში ეს გახლავთ ჩემი პირველი და ბოლო წერილი. ჩემდა უნებურად მახსენდება ერთი ძველი ქართული გამონათქვამი "არამკითხე მოამბეო, მიტყეპე და მიაგდეო"...
მომიტევეთ ყველამ, ვისაც გადაგიწყვეტიათ "მეფის ტახტიდან ჩამოგდება", მაგრამ მოკრძალებულად შეგახსენებთ, რომ სწორედ ამისაკენ ისწრაფვოდა საქართველოს მტერი ყოველ დროში, რადგან თუ საქართველო ყოფილა ძლიერი, ეს მხოლოდ მაშინ, როდესაც მას ძლიერი მმართველო ჰყოლია და არა ისეთ შემთხვევაში(როგორც თქვენი საუბრიდანა სჩანს), როდესაც არანაირი მეფე არ ჰყოლია ჩვენს ქვეყანას და ეგრეთწოდებული დემოკრატიის პრინციპებით უცხოვრია. ჯერ ერთი, მინდა გკითხოთ, როდის გამოაცხადა უწმინდესმა ამის შესახებ? როდოს თქვა, რომ არიქა და მეფედ უნდა ვაკურთხო ესა თუ ისაო? ხოდა თუ უწმინდესს არ უთქვია ამის შესახებ, რომელიც ამ "იდეის ავტორია" თქვენ რატომ აკეთებთ ასეთ უგვანო განცხადებებს? არ ვიცი სხვა როგორ ჰფიქრობს, მაგრამ მე ესე მგონია, რომ ძლიერ და ღირსეულ საქართველოდ წარმომიდგენია ისეთი ქვეყანა, სადაც საუბრობენ წმინდა, თავანკარა ქართულით, შეექცევიან ქართულ პურსა და ღვინოს, მისდევენ წინაპართა ადათებს, არიან მართლმადიდებელი ქრისტიანები, არიან სხვადასხვა ჯურის (და არა სექტების) შემწყნარებლები და ამ ყველაფერს სათავეში, დედა ეკლესიის წინამძღოლთან ერთად უდგას დავით მეფის(მეფსალმუნე)ჩამომავალი ბაგრატოვანი, რომლებიც ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე იდგნენ სულ მიდამ ქართველ ერთან ერთად. ჩვენ მეფე იმისათვის კი არ გვჭირდებოდა რისთვისაც სხვა ბევრ ერებს(მომიტევონ).... არამედ იმისათვის, რომ იგი ყოფილიყო წინამძღოლი ქრისტეს მხედრობისა, რომელსაც უდიდესი მისია ჰქინდა ქვეყნიერებაზე. თავისთავად ცხადია ის, ვინც დაივიწყა ქართველი ერის სულიერი მისია, მისთვის მეფეც ზედმეტი ბარგია და ამ შემთხვევაში ისინი, ერთის მხრივ უწმინდესის იდეას, ხოლო მეორეს მხრივ, ძლიერი საქართველოსა და ქართველი ერის კვლავ თავის სიმაღლეზე დაბრუნებას ეწინააღმდეგებიან. დიდი ბოდიშის მოხდით, მაგრამ მაინც ვიტყვი ასეთი ადამიანების გასაგონად ერთს: ასეთები ყოველთვის მრავლად იყვნენ და იქნებიან, მაგრამ პრობლემას მათი სიმრავლე კი არ წარმოადგენს, არამედ მათი სიმცირე, ვინც სწორად და ამავდროულად შორს მხედველია და შეუძლია საკუთარ ცხვირს იქით გაიხედოს. ჩვენ, საქართველოს ჩვენი ქვეყვნის ისტორიის მთავარზე უმთავრესი ფურცელი ჯერ კიდევ დასაწერი გვაქვს, ერთხელ უწმინდესმა თავის ქადაგებაში თქვა, რომ "გოლოგოთა გავლილია, დარჩა აღდგომაო", ეს მან საქართველოზე თქვა და აქედან გამომდინარე ჩვენ მთავარი ბრძოლა წინ გველოდება და სწორედ ამისათვის გვესაჭიროება ის, ვინც ტრადიციულად და ისტორიულად გვწინამძღლობდა და გვედგა სათავეში. რატომ ფიქრობთ, რომ თქვენი გადასაწყვეტია ეს ყველაფერი? რატომ გგონიათ, რომ მეფისა და უწმინდესის გინებით თქვენ ჭეშმარიტ ქართულ საქმეს აკეთებთ? ეს ყველაფერი ერთიორად საწყენია მაშინ, როდესაც ამას (არამარტო კარავში)აკეთებს მორწმუნე საზოგადოება. ამით ისინი მიემსგავსებიან იმ ბრბოსა თუ გნებავთ გემს, რომელსაც ღუზა და რული მოსტეხია და განწირული დაცურავს ოკეანის ტალღებში. რატომ აკეთებთ იმას, რაც წესით ჩვენმა მტერმა უნდა აკეთოს? იცით როგორ აძაგგძაგებს ჩვენს მტერს ამ ამბის გაგონებაზე? მე ვთვლი, რომ ეს თემა ყოვლად უღირსი თემაა და უნდა დაიხუროს! მომიტევეთ ასეთი მკაცრი ნათქვამი, მითუმეტეს, რომ თავად ვარ ბევრი "კარავსათვის" შეუსაბამო თემის ავტორი, მაგრამ....
ესე იგი XXI საუკუნეა და რაღა დროს მეფეა? მაშინ, რაღა დროს ღმერთია? რაღა დროს ეკლესიაა? რაღა დროს ტრადიციები და ადათებია? რაღა დროს ქართული ენაა და საერთოდ რაღა დროს ქვეყნის საზღვრებია? მოდით გავერთიანდეთ და გავითქვიფოდ მსოფლიო ერებში და ვიცხოვროდ მათთან ერთად ისე, როგორც ეს "ღირსეულ" ბრბსოს შეეფერება. მოდით დავივიწყოთ ენა, მამული სარწმუნოება....
მათზე, ვინც თავის წინაპრებსა და საერთოდ ისტორიას ივიწყებს დიდმა ილიამ თქვა ზედმიწევნით კარგად და მორგებულად, როდესაც ამბობდა, რომ ისტორიადავიწყებული კაცი ნადირია, რომელიც, რაკი დედის ძუძუს მოსშორებია აღარ ახსოვს თავისი ვინაობა და წარსულიო... ცოტა შორს გაიხედეთ და დაინახავთ რაშიც არის საქმე. მე ტელევიზორს საერთოდ არ ვუყურებ და ჩემთვისაა ნათელი ყველაფერი ის, რაც ხდება და თქვენ ხომ უფრო ნათლად უნდა ხედავდეთ ყველაფერს? თუ მხოლოდ ტელესერიალებასდა მსგავს სისულელეებს უყურებთ? თუმცა პრინციპში სხვა მაინც არაფერი გადაიცემა ტელევიზიით... მოკლედ აბა თქვენ იცით, ახლო მომავალში გახსენით თემები "ძირს პატრიარქი" "ძირს ენა" "მამული" "სარწმუნოება"... მიდით ბიჭებო, მიდით, საქართველო თქვენგნით გაბრწყინდება.
Last edited by qvevri on 06 თებ 2009, 15:30, edited 4 times in total.

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

Post by Nika » 06 თებ 2009, 10:56

ლეონტი
არის ერთი გამონაკლისი მუქთახორებში. ეს ვართ ჩვენ. არც კლასი არც პიროვნემა. მთელი ერი ვართ მუქთახორები (ძალიან პატარა გამონაკლისის გარდა). ძაან მწყინს მარა ეგრეა.
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

Post by ლეონტი » 06 თებ 2009, 11:07

Nika
მე არ ვთვლი ჩემ თავს მუქთახორად, დილიდან დაღამებამდე ვმუშაობ და არ ვცდილობ ფული რაც შეილება იოლად გამოვძალო ვინმეს, მაგრამ უცხოელებთან შედარებით მართლა მუქთახორა მგონია ჩემი თავი.
ჩვენ ზნეობა დაგვავიწყეს.ზნეობა კი უპირველესად შრომაა და არა ჩალიჩი.

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

Post by ARCHILI » 06 თებ 2009, 11:19

GIRA

ძალიან საინტერესოა, ძმობილო, რასაც მწერ...

მართალი გითხრა, თავადაც ძალიან ბევრს ვფიქრობ იმ თემაზე, რაზეც შენ დამიწერე ახლა... ზოგჯერ ძალიან ძნელია ზღვარი გაავლო მონობასა და მორჩილებას, ასევე ერულ და ბერულ ცხოვრებას შორის...

არსებობს თავისუფალი არჩევანი, რაც ასევე ღვთისგანაა ბოძებული, მაგრამ მოდი, აქ მორჩილების საიდუმლოებასა და მადლზე ნუ ვისაუბრებთ. ეს საკმაოდ ფართო თემაა და ფაქიზი...

აქ, ჩვენ ვცხოვრობთ ერში და მე საკუთარ თავს წარმოვადგენ არა მხოლოდ როგორც პიროვნებას, არამედ, როგორც გარკვეული სტატუსის მქონე პირს - ანუ სტატუსურ ადამიანს...

აქ, ჩემი, როგორც ადამიანის, გარკვეული სოციალური და საზოგადოებრივი სტატუსის მქონე პირის ინტერესი, უფლება და თუ გინდა ვალდებულებაც ძალიან ხშირად შეიძლება კონფლიქტში მოდიოდეს...

ამიტომ, იძულებული ვარ, რომ გარკვეული პრიორიტეტები გამოვიტანო და როცა საკითხი საზოგადოებრივ პოზიციას ეხება, მაშინ, ჩემს პირად-პიროვნულ (ასე ვთქვათ, კერძო) პოზიციებს გვერდით ვდებ და წინ ჩემი, როგორც საზოგადოებრივი სტატუსის მქონე პირის პოზიციებს მივმართავ...

ამ უფლებების შეკვეცის უფლება (ბოდიში ტავტოლოგიაზე) კი არავის აქვს... ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში და მთელი ჩვენი მოღვაწეობა არც უნდა, არც და ვერც აეწყობა ე.წ. მორჩილებაზე, რაზედაც ხშირად საუბრობენ ბოლო პერიოდში...

ასე, რომ... მარტივად რიმ ვთქვათ, ძალიან ხშირად, მე არა როგორც კერძო ადამიანი, არამედ, როგორც გარკვეული საზოგადოებრვი სტატუსის მქონე პირი ვმოქმედებ და დამერწმუნე, ჩემი გარჩევა არც საინტერესოა და რომც გახდეს საინტერესო, საკმაოდ რთული საკითხია...

შეიძლება ის კონკრეტული არ იმსახურებს იმ "ეპითეტებს", რაზედაც მიმითითე, მაგრამ... კარგად დააკვირდი, აქ კონკრეტულ ადამიანებზე არ ვამბობ, ძირითადად, კრებითში ვლაპარაკობ და ამდენად, არა მგონია, ეგ შენიშვნა ბოლომდე მართებული იყოს.

ილია ამბობდა "საზოგადო სენზედა ვწერთო", სწორედ ილიაა ჩემი მასწავლებელი და მითუმეტეს ამ კონკრეტული საზოგადოებრივი პროცესების მიმართ, შენ თუ ერთ მათგანს იცნობ პირადად, მე, დამერწმუნე, ამ "საზოგადოებას" კარგად და ჯეროვნად ვფლობ "შიგნიდან"... და რომ ვიცნობ, ვიცი კიდეც, თუნდაც რად აქცევენ შენი ბავშვობის მეგობარს და რაში გამოიყენებენ...

ეს ყველაფერი კიდევ უფრო რთული და მძიმე საკითხია და ძალიან ბევრ რამეს არც აქ - ამ ვიწრო ლოკალურ სივრცეში და არც სხვა-ბევრად ფართე სივრცეში არ ვაცხადებ... მაგრამ... დანერწმუნე, რასაც ვამბობ, ის განმტკიცებულია არა მხოლოდ ერთი, კონკრეტული არგუმენტით, არამედ, არგუმენტების მთელი...

რაც შეეხება ჩემს "ეპითეტებს", როგორც ზემოთ ვთქვი, გინდა კლდიაშვილი აიღე, გინდა ჭონქაძე და გინდა სხვა, და ყველაზე მთავარი, გადაავლე თვალი ილიას და ნახავ, რომ ჩემი სატირაც და ირონიაც სარკაზმითა და უხეშობითაც კი, ცხადია ვერ მივა იმასთან, რაც ილიამ დაგვიტოვა...

მიუხედავად ყველაფრისა, თუნდაც იმისა, რომ ეს საპიემო ინფორმაცია იყო და საზოგადოდ გამოქვეყნდა (ასე ვთქვათ), შენს შეხედულებას ძალიან ვაფასებ და სერიოზულად დავფიქრდები, ამისათვის მადლობასაც გიხდი.
Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

Post by ARCHILI » 06 თებ 2009, 11:29

qvevri wrote: 1. ეს ყველაფერი ერთიორად საწყენია მაშინ, როდესაც ამას (არამარტო კარავში)აკეთებს მორწმუნე საზოგადოება. ამით ისინი მიემსგავსებიან იმ ბრბოსა თუ გნებავთ გემს, რომელსაც ღუზა და რული მოსტეხია და განწირული დაცურავს ოკეანის ტალღებში. რატომ აკეთებთ იმას, რაც წესით ჩვენმა მტერმა უნდა აკეთოს? იცით როგორ აძაგგძაგებს ჩვენს მტერს ამ ამბის გაგონებაზე?

2.მე ვთვლი, რომ ეს თემა ყოვლად უღირსი თემაა და უნდა დაიხუროს! მომიტევეთ ასეთი მკაცრი ნათქვამი, მითუმეტეს, რომ თავად ვარ ბევრი "კარავსათვის" შეუსაბამო თემის ავტორი, მაგრამ....

3. ....

გიორგი, მიუხედავად შენი პატივისცემისა, უნდა ვთქვა, რომ: (1) არის სწორედ განკითხვის კლასიკური ნიმუში... და ამაზე ჩემი კომენტარიც კი არაა საჭირო.

(2) კლასიკური ბოლშევიზმია - "დავხუროთ თემა", რადგან მკაცრია... მეტს კი არაფერს აკეთებდნენ კომუნისტები...

დანარჩენი კი კლასიკური დემაგოგიაა...

შენი უფლებაა, რომ შეაფასო ეს ყველაფერი უღირსობად, ღვთის გმობად და ქვეყნის მტრობად (ისევ ბოლშევიკური ფორმულაა ესეც სხვათაშორის), თუმცა... შენი დავხუროთ დაახლოებით ისე ჟღერს, როგორც ბოლშევიკური "დავხვრიტოთ ერის მტერი" - მიხეილ ჯავახიშვილის მიმართ ბრალდებები სწორედ იდენტურიიყო შენი ბრალდებებისა.

თუმცა, შენი უფლებაა ასე იფიქრო...
Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

Post by ARCHILI » 06 თებ 2009, 11:31

გამარჯობა,


პირველი: მცნება არა - ცნებაა სწორი

ჯერ ისწავლე და მერე წერე...

:wink:

ის, რომ შენ ვერ აღმოაჩინე შენთვის საკმარისი ინფორმაცია, ეგ ნამდვილად შენი პრობლემაა და არა დამწერის...

ალბათ, ჯერ ბევრის სწავლა გჭირდება, სანამ განასხვავებ არგუმენტირებულ მსჯელობას პირადი შეხედულებებისაგან და ალბათ, მერე საინტერესოც გახდება შენი მოსმენა ან წაკითხვა, მანამდე კი ჯერ ბევრი, ბევრი გაქვს წასაკითხი, სასწავლი და გამოსაცდელი. მერე, ალბათ, უკვე საინტერესოს ზღვარსაც მიუახლოვდები, შემდეგი ეტაპი სიღრმისეულობა და მერე კვალიფიციურობა გახდება. ჯერ ახალგაზრდა ხარ და წინ გაქვს ყველაფერი...

ერთი შემთხვევა გამახსენდა, მარკ ტვენს მისწერა ერთმა მხატვარმა მწერლობა რომ უნდოდა, გონებისათვის თევზის ქონი არის კარგი და რას მირჩევთო, მარკ ტვენმა მოუსმინა, მის ნაწერებსაც გადაავლო თვალი და მერე ურჩია: თევზის ქონი ნამდვილად კარგია გონებისათვის და თუ თქვენი ეს ნაწერი და შეხედულება ტიპური ნიმუშია დანარჩენისაცო, მაშინ, ადექით, შეიძინეთ, ასე, ორი წყვილი ვეშაპი, მაინცდამაინც დიდი ზომისა არ გინდათ, საშუალო გეყოფათო, ჰოდა მიიღეთ ეგ ოდენობა თევზის ქონისაო. რა ვიცი, ეგებ შენც გამოგადგეს მარკ ტვენის რჩევა...

ამ რჩევის შესრულების შემდეგ კი შეიძინე ლიტერატურა, მათ შორის სამეცნიეროც (ეს, უფრო სამომავლოდ, ალბათ) და ისწავლე, ჯერ ინფორმაციის აღქმა, შემდეგ ანალიზი, აზრის ჩამოყალიბება და ა.შ. რომ, საბოლოოდ, მიაღწიო იმ მიზნებს, რაზეც ჯერჯერობით მხოლოდ ამბიცია გაქვს...

შემიძლია შემოგთავაზო ის, რომ ჩემს სტუდენტებს ვთხოვ დაგეხმარონ, მათ უკვე ბევრი რამ იციან და ბევრ რამეს გასწავლიან, ეს შენთვის საინტერესო და საჭიროც კი არის...

შენთან კამათი, უფრო საინტერესოც და მიზანშეწონილიც მხოლოდ ამის შემდეგ გახდება... თორემ... ისე... სხვადასხვა სიბრტყეზე ვდგავართ ჩვენ და არც შენ მეკამათებოდი, მეც რომ "ტვინის ბურღვა" დაგიწყო, მაგალითად, საკითხზე, ფოკუსი ფოტოაპარატს ასე კი არა ისე უნდა გაუსწორო თქო, მომიტრიალდები და მეტყვი, წადი, რა ძმაო, ისწავლე და მერე მელაპარაკეო... ასე მოვიქცევი მეც...
Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

Post by ARCHILI » 06 თებ 2009, 11:43

ლეონტი


პატივისცემის ფონზე ერთ განმარტებას გავაკეთებ:

პირადად, მე "მუქთახორა მჭამელებში", ზოგადი კრებითი მეტაფორა გამოვიყენე, რომელიც ქვეყნის ყველა "მუქთახორა მჭამელს" ეკუთვნის, ასოციაცია "ჩვენს დიდებულებთან" სწორედ ზოგიერთმა თქვენგანმა გააკეთა... შეიძლება იტქვას, რომ რაც მე არ მიგულისხმია, თქვენ იგულისხმეთ...

სწორედ ზოგიერთი თქვენგანის ასოციაციის შემდეგ ვიფიქრე, რომ ეს ასოციაცია ჩნდება "ჩვენს დიდებულებთან" მიმართებაშიც...

ამსათაურის მეორე ნაწილი კი ასევე კრებითია "ნიუ მეფეებში" კონკრეტული ეს ორი ახალგაზრდა სრულიადაც არ იგულისხმება, არამედ მხატვრული ფორმაა, იმისა, რაც ახალ მმართველობას სიმბოლურად შეიძლება შეეფერებოდეს. საქმეც ამაშია, რომ საქართველოშიდემოკრატიული მმართველობა ვერ ყალიბდება და სხვადასხვა ტიპის "მეფობასთან" გვაქვს ხოლმე საქმე, ეს სიახლეც, მორიგი "ნიუმეფობა" იქნება...

ძალიან გამიკვირდა, რომ ჩვენმა ერუდირებულმა და ნიჭიერმა ლოკალურმა საზოგადოებამ ასე მარტივად დასმული ფორმულა ვერ ამოიკითხა...

როგორც გირას დავუწერე, ვიმეორებ, ჩემი "ეპითეტები" ვერც კი მივა იმ "ეპითეტებთან", რაც ილიას გამოუყენებია თავად-აზნაურობის ინსტიტუტთან დაკავშირებით...

ასე, რომ თუ "მამხილებთ" ხოლმე სამშობლოს მტრობაში, ღვთის გმობაში, განკითხვაში, უზრდელობაში და კიდევ სხვა მრავლში, რომელიც ჩემმა მეგობრებმა ასე დაინანებლად გამოიმეტეთ ჩემთვის, მაინც, ეგებ, საამისოდ უფრო რაციონალურად და მართებულად მიუდგეთ...

დიდი მადლობა გამოხმაურებისათვის.

ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემს სიტყვას რაღაც ძალა ჰქონია, ამას კი სამომავლოდ უფრო მეტად გავითვალისწინებ :wink:
Image

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

Post by ლეონტი » 06 თებ 2009, 12:11

ARCHILI
ჟურნალისტურ-პუბლიცისტური ექსპერიმენტები?
ჩვენ პადოპიტნი კროლიკები ვართ?
საკუთარი ძალების მოსინჯვა?
განათლებისთვის საით გაგვაგზავNი?
:P
(დამატებითი განმარტება: ეს ხუმრობაა.)

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

Post by ARCHILI » 06 თებ 2009, 12:18

ლეონტი wrote:
(დამატებითი განმარტება: ეს ხუმრობაა.)
სწორედ რომ დროული, ეგ თქვენ არ შეგეშლებოდათ!!!

:D
Image

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 06 თებ 2009, 13:14

ARCHILI
გმადლობ, შეხსენებისთვის, რომ ძნ ბევრი მაქვს წასაკითხი.
ნამდვილად ასეა, რადგან წიგნი ამოუწურავი სამყაროა.
აქვე გეტყვი, ჩემი საუკეთესო საჩუქარი წიგნია. აგერ, 8 თვეში დაბადების დღე მაქვს, 3 თვეში გიორგობა იქნება და რომელიმე დღეობაზე მაჩუქე, რა.
ავტოგრაფით თუ იქნება, მადლიერი დაგრჩები.
ვინძლო, დიდი პიარსპეციალისტი გახდე (თუ უკვე არ ხარ), ვიამაყებ, დიდმა არჩილმა მაჩუქა-მეთქი.
ვიდრე რაიმე წიგნს მაჩუქებ, მანამდე წიგნების წასაკითხად ბიბლიოთეკაში წავალ.
ჰო, და კიდევ ბაგრატოვანთა ჯვრისწერაზე უნდა გავიქცე.
ვფიქრობ, რომ საფუძველი მაინც მნიშვნელოვან მოვლენას ეყრება...
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 06 თებ 2009, 13:19

GIRA
Nika
ლეონტი
qvevri

წავიკითხე თქვენი ბოლო ნაწერები და ბევრ საკითხში თქვენს განწყობას ვეთანხმები.
ძნ საინტერესოდ მსჯელობთ და რაც მომწონს, ვხედავ ზომიერებას და არა გალანძღვას.
უფრო მეტიც, ასეთი დიპლომატიური წერილი, რაც გირამ დაწერა, ძნ დიდი ხანია, არსად წამიკითხავს.

qvevri
შენს წერილში ნაღდად რომ სამშობლოს მოსიყვარულე კაცის განწყობაა.
ვიზიარებ შენს შეხედულებათა დიდ ნაწილს.
ეგაა, რომ თემის დახურვის მოწოდებას არ ვეთანხმები.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

ფორუმი დახურულია
თემა დახურულია

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]