მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ფორუმი დახურულია
თემა დახურულია
GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 04 თებ 2009, 02:36

ARCHILI
არ გიწონებ იმ ადამიანის მუქთახორად შეფასებას, რომლესაც არ იცნობ და, აგრეთვე, იმ ტონს, რომელიც ამ თემის 1ლ წერილებშია.
ზედმეტად კატეგორიული ხარ, ისევე, როგორც ლეონტი და სხვებიც.
სულ ეს არის.
შენს კომპეტენტურობასა და პიარტექნოლოგიების ცოდნაში ეჭვი მეპარება ან ალოგიკურად მსჯელობ-მეთქი, არ მითქვამს
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

Post by ARCHILI » 04 თებ 2009, 02:46

GAMARJOBA SAKARTVELO


პირველი, რომ მე აქ კრებითში ვლაპარაკობ... სათაურსაც გადაავლე თვალი...

:wink:

მეორე კიდევ, შენ წარმოიდგინე, მრავალ საკითხთან მიმართებაში, მაქვს საკმარისი ინფორმაცია და იმაზე მეტიც (მგონი ამაში შენც ვერ შემეწინააღმდგები), ვიდრე შენ ან სხვას ჰგონია...

ამიტომ...

როგორც წესი, მე უსაფუძვლოდ არაფერს ვამბობ თუ არა და ერთი მაგალითი მაინც დამიდე ჩემი სამიათასრაღაც პოსტიდან და მერე ვნახოთ, რომელი უფრო უსაფუძვლოდ ვაკეთებთ ხოლმე შეფასებებს...

:wink:

მეორე, რადიკალიზმს რაც შეეხება, ამგვარი პოზიცია მოცემულ საკითხზე სრულიად გასაგებია, ხოლო შინაარსობრივი მხარე - მხატვრული თვალსაზრისით, სატირა და ირონიაა. დიდი ბოდიში, მაგრამ ეს ყოველმხრივ მიღებული ფორმაა ლიტერატურასა და ტექსტოლოგიაში. თუ ჩემი არ გჯერა, "კაცია ადამიანს?!" გადაავლე კიდევ ერთხელ თვალი და დარწმუნდები. იქ ილიას თავადებზე ისეთი შეფასებები აქვს, ცხადია, ასეთ პროზაულ უნართან მე სად მოვალ... კიდევ კლდიაშვილს გადახედე და ასე შემდეგ....

ასე, რომ ვეჭვობ, ჩემს გამოთქმულთან რაიმე ოდნავარგუმენტირებული მსჯელობა მოხერხდეს...

ცხადია, უფლება, რომ თუნდაც უმიზეზოდ არ დამეთანხმო, შენს მხარესაა, მაგრამ ჩემს ტესტებთან ან ავორთან არა მგონია რაიმე ერგუმენტირებული კრიტიკა შეძლო...

:wink:
Image

optimisti
ბოდიალა
Posts: 223
Joined: 18 იან 2008, 14:31
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

Post by optimisti » 04 თებ 2009, 16:21

გულით ვთხოვ მონარქიის აღდგენის მომხრეებს, პათეტიკისა და სადღეგრძელოების გარეშე განმიმარტოს ვინმემ:

1. რა ფუნქცია ექნება მეფეს საქართველოში.

2. დღესდღეობით არაბული ქვეყნების გარდა თუ არის სადმე მმართველი მონარქი?

3. რითი სჯობია მემკვიდრეობითი მმართველი არჩეულ მმართველს?

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

Post by ARCHILI » 04 თებ 2009, 17:18

optimisti wrote:გულით ვთხოვ მონარქიის აღდგენის მომხრეებს, პათეტიკისა და სადღეგრძელოების გარეშე განმიმარტოს ვინმემ:

1. რა ფუნქცია ექნება მეფეს საქართველოში.

2. დღესდღეობით არაბული ქვეყნების გარდა თუ არის სადმე მმართველი მონარქი?

3. რითი სჯობია მემკვიდრეობითი მმართველი არჩეულ მმართველს?

სადღეგრძელოს გარეშე მანდ არაფერი იქნება სათქმელი...

მთავარი პათეტიკის უფლებას უკარგავ?

:wink:
Image

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

Post by Nika » 04 თებ 2009, 17:45

რაის მეფე 21-ე საუკუნეა. ხალხი მარსზე აპირებს გაფრენას.
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
Druides
იეტი
Posts: 1934
Joined: 23 აპრ 2004, 13:54
Location: Galia
Contact:
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

Post by Druides » 04 თებ 2009, 18:24

optimisti


შვედეთი ინგლისი დანია ჰოლანდია ეს რაც გამახსენდა....

ზემოთ ჩამოთვლილ ეროვნებებს უხარია მეფე რომ ჰყავთ და მეფის შენახვის ტრ.... აქვთ და თვლიან ამას თავისი ქვეყნის სავიზიტო ბარათად და ჩევნ არც გვიხარია არც მაგათი შენახვის ტავი გავქვს თუნდაც 100 ათასი ლარი იყოს გამოყოფილი მათ შესანახად....

იმიტომ არ მინდა მეფე რომ ქართულად ვერ მეტყველებს ნორმალურად ყველაფერი მესმის რომ საქართველოში არ დაბადებულა და ასე შემდეგ მაგრამ მაინც თუმცა არააა გამორიცხული რომ ისწავლა კიდეც უკვე მე მაგ კაცის ბოლო ინტერვიუ 10 წლის წინ ვნახე და მაშინ აშკარად უჭირდა ქართულად ლაპარაკი
გიჟს აჰყე, ჭკვიანს დაჰყე!

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

Post by gobe » 04 თებ 2009, 19:02

Druides,

მეფობის კანდიდატი ეგ კი არა, მაგის შთამომავალი იქნება და აქედან გამომდინარე, მეფობამდე ჯერ კიდევ რამოდენიმე ან რამოდენიმე ათეული წელია.

– ვაჟია, ვაჟი! - დავიძახებთ ყველა და თოფებს დავაქუხებთ*.


______________________________________________________________

* - ქალიშვილის შემთხვევაში არ ვიცი როგორ იქნება. თუმცა, ტექნიკა წინ წავიდა**

** - –ვაჟია, ვაჟი! - დავიძახებთ ყველა და თოფებს დავაქუხებთ*

...

[size=0].[/size]

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

Post by ARCHILI » 04 თებ 2009, 20:47

gobe wrote:
მეფობამდე ჯერ კიდევ რამოდენიმე ან რამოდენიმე ათეული წელია.

გობე...



"მეფობამდე ""ჯერ კიდევ" "რამოდენიმე ათეული წელია"


კი არა



"მეფობიდან" "უკვე" "რამოდენიმე ასეული წელია"



:wink:
Image

optimisti
ბოდიალა
Posts: 223
Joined: 18 იან 2008, 14:31
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

Post by optimisti » 05 თებ 2009, 14:28

Druides,

შვედეთში, ბრიტანეთში, ჰოლანდიაში და საერთოდ არსად ევროპაში მონარქები ა რ მ ა რ თ ა ვ ე ნ.

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

Post by kotetbeli » 05 თებ 2009, 14:50

მე თემას უფრო ასე დავარქმევდი:

,,წამოვა თუ არა მეფე ლაშქრობაში?"
წამოვა?
არ წამოვა?
მეფე შხაპს იღებს, მერე დავრეკოთ?
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
Druides
იეტი
Posts: 1934
Joined: 23 აპრ 2004, 13:54
Location: Galia
Contact:
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

Post by Druides » 05 თებ 2009, 16:08

optimisti



100 პროცენტით არ მართავენ თუმცა მათაც დაუტოვეს გარკვეული უფლებები და ხელის მოწერის უფლება აქვთ სხვადასხვა სახის საბუთებსა და კანონების მიღებაზე...
ჩვენ ჩვენსას მივხედოთ ისინი როგორმე მიხედავენ თავისას :D :D
გიჟს აჰყე, ჭკვიანს დაჰყე!

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

Post by Tamusia » 05 თებ 2009, 16:45

მთავარი მაინც ერის, ხალხის ცნობიერებაა. ხალხი არ უნდა იყოს მონა, თვითონ უნდა უნდა განაპირობებდეს დაისვამს თუ არა თავზე თანამდებობით ზემდგომ ნებისმიერ პირს, მეფე იქნება ის, მამასახლისი, თუ კორპუსის თავმჯდომარე. ქვეყანაში მდგომარეობის გამოსწორებაც ამ პრინციპს ემყარება, ჩემი აზრით, და არა მმართველობის ნაირსახეობას. თუ რამეში საჭიროა, კი ბატონო იყოს მეფე, ოღონდ კარგად აგვიხსნან რაშია საჭირო და ნურც თავიდან და ნურც მერე გადავლენ დადგენილ ნორმებს.

ისე გვარიშვილობით შეფასება ნამეტანი მაღიზიანებს, რაც მეფის არსებობის შემთხვევაში, ცხადია აქტუალური გახდება, მაგრამ ხალხს, რომელსაც სწორი ფასეულობები აქვს, ეს მომენტი ვერაფერს დააკლებს.


რაც შეეხება შენახვას, ახლანდელი მთავრობა რა გვიჯდება ნეტა?


ისე ანის შორიდან ვიცნობ: ჩემი თანამშრომელი იყო(ახლაც ქართულის მასწავლებლად მუშაობს), მისი დიშვილი კი ჩემი მოსწავლეა და შემიძლია ვთქვა, რომ მის ოჯახს რაიმე არაჯანსაღი, სნობური და მსგავსი გამაღიზიანებელი ამბიციები არ გააჩნია.
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 06 თებ 2009, 00:58

optimisti wrote:Druides,

შვედეთში, ბრიტანეთში, ჰოლანდიაში და საერთოდ არსად ევროპაში მონარქები ა რ მ ა რ თ ა ვ ე ნ.
გეგონოს, რომ არ მართავენ.
ისინი ამ ქვეყნების სტაბილურობასა და ფასეულობებს განასახიერებენ, ისევე, როგორც ტაილანდის, იაპონიის, ესპანეთის,
დანიის სამეფო ოჯახები...
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 06 თებ 2009, 01:14

ARCHILI wrote:GAMARJOBA SAKARTVELO


პირველი, რომ მე აქ კრებითში ვლაპარაკობ... სათაურსაც გადაავლე თვალი...

:wink:

მეორე კიდევ, შენ წარმოიდგინე, მრავალ საკითხთან მიმართებაში, მაქვს საკმარისი ინფორმაცია და იმაზე მეტიც (მგონი ამაში შენც ვერ შემეწინააღმდგები), ვიდრე შენ ან სხვას ჰგონია...

ამიტომ...

როგორც წესი, მე უსაფუძვლოდ არაფერს ვამბობ თუ არა და ერთი მაგალითი მაინც დამიდე ჩემი სამიათასრაღაც პოსტიდან და მერე ვნახოთ, რომელი უფრო უსაფუძვლოდ ვაკეთებთ ხოლმე შეფასებებს...

:wink:

მეორე, რადიკალიზმს რაც შეეხება, ამგვარი პოზიცია მოცემულ საკითხზე სრულიად გასაგებია, ხოლო შინაარსობრივი მხარე - მხატვრული თვალსაზრისით, სატირა და ირონიაა. დიდი ბოდიში, მაგრამ ეს ყოველმხრივ მიღებული ფორმაა ლიტერატურასა და ტექსტოლოგიაში. თუ ჩემი არ გჯერა, "კაცია ადამიანს?!" გადაავლე კიდევ ერთხელ თვალი და დარწმუნდები. იქ ილიას თავადებზე ისეთი შეფასებები აქვს, ცხადია, ასეთ პროზაულ უნართან მე სად მოვალ... კიდევ კლდიაშვილს გადახედე და ასე შემდეგ....

ასე, რომ ვეჭვობ, ჩემს გამოთქმულთან რაიმე ოდნავარგუმენტირებული მსჯელობა მოხერხდეს...

ცხადია, უფლება, რომ თუნდაც უმიზეზოდ არ დამეთანხმო, შენს მხარესაა, მაგრამ ჩემს ტესტებთან ან ავორთან არა მგონია რაიმე ერგუმენტირებული კრიტიკა შეძლო...

:wink:
შენი ამ თემის 1ლი წერილი კგდ წავიკითხე და სწორედა, რომ მუქთახორებად გყავს ნახსენები ბაგრატიონები
"ახლა კიდევ ახალ მუქთამჭამელებს დავუწყებთ რჩენას...."
ფაქტია, რომ ბაგრატინთა ოჯახი იგულისხმე.

ამასთან, შენს წერილში ვერაფერი ვნახე ისეთი, რომელიც შთაბეჭდილებას ოდნავ მაინც შემიქმნდა, რომ ამ
საკითხში კომპეტენტური ხარ და საკმარის ინფორმაციას ფლობ.

მხოლო, მრჩება შთაბეჭდილება, რომ შენს პირად შეფასება-შეხედულებას ვეცნობი, რომელიც, ცხადია,
სულაც არ ნიშნავს საფუძვლიან ცოდნას ან კომპეტენციას

შენ არ ხარ ის, ვინც ბაგრატიონებს ას ეუნდა მოიხსენიებდეს.
რადიკალიზმს რაც შეეხება, რადიკალიზმი და ლანძღვა სხვა და სხვა მცნებებია.
შენ სწორედა, რომ ილანძღები.
ასევე, შეგახსენებ, რომ ილია და კლდიშვილი მხატვრული ნაწრამოებებით ცდილობდნენ თავადაზნაურთა ნაკლოვანებზე ყურადღების გამახვილებას. შენს ნაწერებში მე ამას ვერ ვხედავ.
გულწრფელად გეუბნები რა, შენი ტონი არ არ ის ლამაზი...
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 06 თებ 2009, 01:16

ARCHILI
მეც არ ვემხრობი მონარქიის აღდგენას, მაგრამ, მომკალი და შენსავით ეგრე ვერ ვილაპარაკებ, რა...
ვერ ვიტყვი, მუქთახორებს ახალი მეფეები ემატებათ-მეთქი...
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

ფორუმი დახურულია
თემა დახურულია

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]