კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ARCHILI » 15 იან 2009, 17:36

:arrow: :arrow: :arrow:

ყველაზე დიდი მტრები

ევროკავშირის ენერგეტიკის სფეროს წარმომადგენელმა, რომელიც მოლაპარაკებების პროცესს თვალს ადევნებს უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოზე და პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშჩენკოზე განაცხადა: ”ისინი საკუთარი თავის ყველაზე დიდი მტრები არიან.”

კრიზისი შესაძლოა თავიდან ყოფილიყო აცილებული, რომ იუშჩენკოს ახალი წლის წინ ვეტო არ დაედო 2009 წლის გაზის ფასზე, რომელზეც ტიმოშჩენკომ და რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა მოილაპარაკეს და შვეიცარიაში დარეგისტრირებული შუამავალი კომპანიის ”რუს-უკრ-ენერგოსგან” განთავისუფლებაზე უარი ეთქვა. უკრაინა რუსულ გაზს ამ კომპანიისგან ყიდულობს.

სამშაბათს იუშჩენკო ამ მოვლენებს უარყოფდა და ამტკიცებდა, რომ გაზის არანაირ შუმავალ მომწოდებლებთან კავშირები არ აქვს.

ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ კონკურენტი უკრაინელი ლიდერები ვერ აცნობიერებენ, როგორ აღიქვავენ მათ მტრობას ინვესტორები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და დანარჩენი ევროპა.

მათ მსგავსი ტიპის სამარცხვინო საჯარო დაპირისპირება გასულ ოქტომბერშიც ჰქონდათ, როდესაც კიევში საერთაშორისო სავალუტო ფონდის დელეგაცია უკრაინისთვის ფინანსური კრიზისის დროს 16.4 მილიარდის სესხის გადაცემაზე მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა. ამ დროს უკრაინული ვალუტის ფასმა ვარდნა დაიწყო.

ევროკომისიას უკრაინის და საქართველოს ევროკავშირთან დაახლოება ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში სურდა, შეთანხმებებით ვაჭრობის და ენერგეტიკის სფეროში, ეკონომიკაში, ინსტიტუციების მშენებლობაში დახმარებით, და ეს ყველაფერი იმის მიუხედავად, რომ ქვეყნების ბლოკში გაწევრიანების საკითხი დიდი ხნით კითხვის ნიშნის ქვეშ იყო.

მაგრამ ევროკავშირის წარმომადგენლები შეშფოთებულები არიან, რომ უფრო მეტი მხრადაჭერის მოპოვებისთვის უკრაინამ ძალიან ცოტა რამ გაკეთა ეკონომიკური რეფორმების, კორუფციასთან ბრძოლის, გამჭვირვალობის უზრუნველყოფისა და კანონის უზენაესობის დამკვიდრების თვალსაზრისით.

”კორუფციასთან ბრძოლის ნაცვლად, ისინი დროს ერთმანეთთან ბრძოლაში ხარჯავენ,” განაცხადა ევროკავშირის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა.

პოლიტიკურად უხერხული იყო, როდესაც ორივე სახელმწიფო ევროკავშირში გაწევრიანების ენთუზიაზმს ამჟღავნებდა, მაშინ როდესაც ეს უკანასკნელი 2004 წელს 10 ახალი წევრის მიღების შემდეგ ბლოკის გაფართოვების საკითხს მომავლისთვის დებდა.

ევროპულმა სახელმწიფოებმა, საფრანგეთის და გერმანიის ხელმძღვანელობით დაბლოკეს ამერიკის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის ინიციატივა ნატოს სამიტზე უკრაინისა და საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმა მიენიჭებინათ.
ამან ”ბუშის დემოკრატიის გეგმის” ზოგიერთ მხარდამჭერს უბიძგა ევროპელები რუსეთის დამშვიდებაში დაედანაშაულებინა, რომელიც მის სამხრეთ საზღვრებთან ნატოს მიახლოებას მტიკიცედ ეწინააღმდეგება .

მოკავშირეებმა სანაცვლოდ განაცხადეს, რომ ორივე ქვეყანა საბოლოოდ დასავლურ სამხედრო ალიანსს მიუერთდება, მაგრამ ზუსტი თარიღი არ დაასახელეს.

ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა დეკემბერში საკითხი მომავლისთვის გადადეს, მას შემდეგ რაც ვაშინგტონმა აღიარა, რომ მისი კამპანია ალიანსში განხეთქილებას იწვევდა.

ახლა ევროპელებს იმედი აქვთ, რომ მომავალი პრეზიდენტი ბარაკ ობამა ამ საკითხს ნატოს 60 წლის საიუბილეო სამიტზე აპრილში ხელახლა არ წამოჭრის. ნატოს ბოლო სამიტის შემდეგ არცერთი ქვეყანა არ მოქცეულა ისე, რომ წევრობისთვის უფრო მიზიდველი კანდიდატი გამხდარიყო.

=====================================================================================================================

User avatar
GIRA
იეტი
Posts: 1127
Joined: 24 ივლ 2008, 09:59
Location: tbilisi
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by GIRA » 15 იან 2009, 22:16

"ბებერი ბოზები" ბოლოს ისე დაამთავრებენ, როგორც მათ სეხნიებს შვენის ანუ, არავის აღარ დაჭირდება მათი "სხეული"................
მამოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი(ძუძუთმპყრობელი)

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ARCHILI » 19 იან 2009, 15:52

მოგესალმებით, მეგობრებო და მსურს ყურადღება ერთ ძალიან საინტერესო სტატიაზე გავამახვილო, ეს არის სარა მარკუსის სტატია, რომელიც ერთ-ერთ წამყვან საშუალებაში "ტელეგრაფში" დაიბეჭდა ორიოდე დღის წინ...

სტატია მშვიდი ხასიათისაა და საინტერესო და დამაფიქრებელ აქცენტებს სვამს, როგორც წესი, ქართველ ჟურნალისტებზე უფრო გონივრულად, საჭიროდ და ეროვნულადაც კი...

პატივისცემით,
არჩილი



არის სააკაშვილი საქართველოსთვის გამოსადექი კაცი 2009 წელს?

სარა მარკუსი
17 იანვარი 2009


2009 წელი არსად არ იქნება იოლი, ყველა ქვეყანას გლობალური ვირუსის წყალობით ცხოვრება თავისებურად გაურთულდება. მაგრამ საქართველოსთვის ეს წელი კიდევ უფრო რთული და ალბათ, გადამწყვეტი გახდება.

2008 წელი ქვეყანამ ასე დაასრულა: ორ სეპარატისტულ რეგიონს ქვეყნის დედაქალაქი თბილისი კარგა ხანს ვეღარ მისწვდება, ამ ტერიტორიების ნაწილს, რომელიც საქართველოში შედიოდა, ახლა რუსული ჯარი აკონტროლებს; მოსახლეობა იმედგაცრუებულია, მისი პრეზიდენტი მნიშვნელოვნად დისკრედიტებული; უცხოურმა ინვესტიციებმა იკლო, ხოლო საკვანძო საწარმოო სექტორები: ტურიზმი, მშენებლობა და სოფლის მეურნეობა გადარჩენისთვის იბრძვიან.

მიუხედავად მუდმივი მოთქმისა, არსებობს იმის ნიშნები, რომ საქართველოს ჯერ კიდევ გააჩნია, როგორც ლიდერების, ასევე რესურსების პოტენციალი საიმისოდ, რომ 2009 წელს ვითარების სტაბილიზება მოახდინოს, გლობალურ კონტექსტში საკუთარი თავის პოზიციონირება უკეთ შეძლოს.

სტაბილურობა 2009 წელს საქართველოსთვის საკვანძო სიტყვა გახდება. რეალური ეკონომიკური პროგრესისა და ტერიტორიული მთლიანობის იმედი აქ არ არსებობს. მაგრამ ორივე ამ მიმართულებით სტაბილურობის მიღწევა სავსებით შესაძლებელია - სეპარატისტულ რეგიონებს ფრთხილად უნდა მოეპყრან, ვალუტას უნდა დაეხმარონ, სამუშაო ადგილები შეიძლება შეიქმნან ინფრასტრუქტურის ორგანიზებითა და 4.5 მილიარდი დახმარებით, რომელსაც საქართველოს დაპირდნენ, თუ ამ თანხებს კარგად მოიხმარენ.

ეკონომიკური სტაბილურობისა და რუსეთთან ურთიერთობების სტაბილიზაციის გარეშე საქართველო, ქვეყანა, რომელსაც ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი მოქმედი დემოკრატიისა და კეთილდღეობისკენ, მაგრამ რომელიც ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში მაინც ყველაზე პროგრესული და ლიბერალურია (რა თქმა უნდა, სამი ბალსტიისპირული რესპუბლიკის მერე), უკუსვლას დაიწყებს, რაც მისთვის დამანგრეველი იქნება.

:arrow: :arrow: :arrow:

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ARCHILI » 19 იან 2009, 15:53

:arrow: :arrow: :arrow:

სწორედ ამიტომ ბევრს შეიძლება გაუჩნდეს კითხვა, როგორ შეძლებს საქართველო ასე ძვირფასი სტაბილურობის მიღწევას სააკაშვილის მსგვასი ფიცხი კაცის ხელში? პასუხი კი ასეთია: დადგა დრო, როდესაც იარლიყი ”ფიცხი” უნდა გადაიხედოს. სამხრეთ ოსეთში სამხედრო ოპერაციებში ჩართვა საშინელი შეცდომა იყო, მაგრამ სისულელე იქნებოდა აგვისტოს მოვლენებისთვის მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის დადანაშაულება და რუსეთის მიერ მოწყობილი პროვიკაციების დავიწყება.

ომი ცალკე საკითხია, მაგრამ ოფისში ყოფნის ხუთი წლის მანძილზე სააკაშვილმა კონკრეტული, პოზიტიური ცვლილებები მოუტანა თავის ქვეყანას. ის შეებრძოლა რეგიონისთვის დამახასიათებელ კორუპციას. მან უცხოური ინვესტიციების შთამბეჭდავი რაოდენობა მოიზიდა. მან დაამკვიდრა მეწარმეობის სული და შექმნა სამუშაო ადგილები და შემოსავლები. 70 წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირის მიერ გაუდაბურებულ ქვეყანას, მან ალტერნატიული მომავლის იმედი მისცა.

მოცემულ მომენტში არ არსებობს მეორე ასეთი ფიგურა, ვისაც საქართველოს გაყვანა სამშვიდობოს ასე უნდოდეს ან შესაბამისი ხედვა ჰქონდეს. სახელდება მხოლოდ ორი სერიოზული კონკურენტი, ირაკლი ალასანია, გაეროს ყოფილი ელჩი, რომელიც, როგორც ლიდერი არავის გამოუცდია და რომელსაც ზოგადად მცირე გამოცდილება აქვს. გარდა ამისა, მას პრეზიდენტობის სურვილი არ გამოუთქვამს. მეორე კონკურენტი ნინო ბურჯანაძეა, სააკაშვილის ყოფილი მეგობარი, რომელმაც ჯერ ვერ შეძლო თავის გარშემო გახლეჩილი ოპოზიციის გაერთიანება და ვერც ის აჩვენა, რომ ქვეყნის მართვისთვის საჭირო დინამიზმი ან იდეები რეალურად აქვს.

სააკაშვილი არასრულყოფილი და კომპრომეტირებული ლიდერია. ის ჩქარობს, და მისი აშკარა რწმენა იმაში, რომ ”სახელმწიფო თვითონაა” ('L'Etat, c'est Moi') ერთ რამეს განაპირობებს - ის ხშირად ძირს უთხრის დემოკრატიას, რომელისთვისაც იბრძვის.

ირონია იმაშია, რომ სწორედ ომით მოტანილმა უბედურებამ შექმნა პოტენციალი, რომელსაც შეუძლია სააკაშვილი ურყევი თვითდარწმუნებისგან იხსნას. მისი ქმედებების საშინაო და საგარეო კრიტიკამ ის იძულებული გახადა თვალი გაესწორებინა საკუთარი შეცდომებისთვის და მის ქვეყანაში არსებული დემოკრატიის დეფიციტისთვის.

:arrow: :arrow: :arrow:

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ARCHILI » 19 იან 2009, 15:54

:arrow: :arrow: :arrow:

მას შემდეგ, რაც ნატოში გაწევრიანებაზე უარი უთხრეს და ნატომ ღიად განაცხადა, რომ ის ელოდება პროგრესს დემოკრატიული რეფორმების მიმართულებით, პრეზიდენტმა უამრავი ცვლილება წამოიწყო, მათ შორისაა: პრეზიდენტთან მიმართებაში პარლამენტის უფლებამოსილებების გაფართოვება, მედიისთვის უფრო მეტი თავისუფლების მინიჭება, სასამართლოს დამოუკიდებლობის მიღწევა და საკუთრების უფლებების განმტკიცება.

შინ ზეწოლა სააკაშვილზე გრძელდება, რაც ძალიან კარგია, მაგრამ ზეწოლის შინაარსი ქმნის პრობლემებს. ოპოზიცია სრულიად მართალია, როდესაც პრეზიდენტს ომთან, 2007 წელს მშვიდობიანი დემონსტრანტების ავტორიტარულ დარბევასთან, საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების სიცოცხლისუნარიანობასათან დაკავშირებით უსვამს კითხვებს.

მაგრამ ისინი არასწორნი არიან, როდესაც პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ და როდესაც ამის დაპირებას იძლევიან. ეს არაკონსტრუქციულია. როგორც ჩანს, სააკაშვილის გადაყენება ოპოზიციის ერთადერთი მიზანია. შეიძლება ასეთი კითხვაც კი გაჩნდეს, ღვთის გულისთვის, რა უნდა ქნან, თუ ამას მართლაც მიაღწევენ.

თუ ისინი სააკაშვილით არ იქნებიან შეპყრობილნი და ამის ნაცვლად ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეზე ფოკუსირდებიან, ისინი მართლაც ეფექტურ ოპოზიციურ ძალად მოგვევლინებიან, ვინც პრეზიდენტს იდეებით და პოტენციალით აიძულებს უფრო პასუხისმგებლობით მოეკიდოს საქმეს.

იმისთვის, რომ დასახულ მიზანს მიაღწიონ, მათ არა ვადამდელი საპრეზიდენტო, არამედ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა მოითხოვონ, ის, რასაც აქამდე სააკაშვილის ყოფილი მოკავშირე და ახლა ოპოზიციის ლიდერი ნინო ბურჯანაძე ითხოვდა.

არსებული პარლამენტს ცოცხალი დემოკრატიის ნიმუშს ძნელად უწოდებ: 134 ადგილიდან 119 პრომთავრობულ პარტიას ეკუთვნის, ხოლო 16 ოპოზიციურმა დეპუტატმა, რომელმაც ბოლო არჩევნებში ადგილები მოიპოვა უარი თქვა მათზე იმის საფუძველზე, რომ არჩევნები გაყალბებით ჩატარდა. საერთაშორისო დამკვირვებლებმა მართლაც დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ თავის შეიკავეს მისი უკანონოდ გამოცხადებისგან.

უფრო დაბალანსებული პარლამენტის არჩევა მართლაც განამტკიცებს პრეზიდენტისადმი ნდობას შინაც და უცხოეთშიც, ის იქნება დასტური დემოკრატიული პროცესების გაღრმავებისა და ის უკეთ მოახერხებს საპარლამენტო კონტროლის დაწესებას პრეზიდენტის ავტოკრატულ მიდრეკილებებზე.

უნდა ვაღიარო , რომ სააკაშვილის გამორიცხავს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს. მაგრამ თუ ის ასე განაგრძობს, ხოლო ოპოზიცია არჩევნების ნაცვლად სააკაშვილის გადადგომას მოითხოვს, მაშინ ისინი ერთად ჩაშლიან საქართველოს მშვიდობიან სვლას მღელვარე 2009-ში.

==========================================================

User avatar
GIRA
იეტი
Posts: 1127
Joined: 24 ივლ 2008, 09:59
Location: tbilisi
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by GIRA » 20 იან 2009, 09:24

საერთაშორისო დამკვირვებლებმა მართლაც დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ თავის შეიკავეს მისი უკანონოდ გამოცხადებისგან.
აი ამიტომ ეგენი არ არიან ჩვენი მეგობრები და მათ არ სურთ ჩვენი კეთილდღეობა. სულ ამას გავიძახი, ეგენი აქ დიდი ხელფასებისთვის მოდიან მარტო.

სტატია, მართლაც მოსაწონია. მე ვეთანხმები ავტორს და ბევრი ქართველიც მასე ფიქრობს დარწმუნებული ვარ. სააკაშვილის ვადაზე ადრე წასვლა პოსტიდან ჩვენი, მთელი ერის სირცხვილი და დამარცხება იქნება და პარლამენტი, რომელიც მართლაც სიტყვა არ მყოფნის ისეთი კონტიგენტითაა დაკომლექტებული, მართლაც დასაშლელია.
მამოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი(ძუძუთმპყრობელი)

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ARCHILI » 23 იან 2009, 17:17

ობამა საქართველოს ლიდერს, ალბათ, ყურადღებით დააკვრიდება

მეტ რობინსონი
20 იანვარი 2009



თბილისი-საქართველოს ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი მსოფლიოს იმ მცირერიცხოვან ლიდერთა შორისაა, რომელიც ჯორჯ ბუშის ხელისუფლებიდან წასვლის გამო უნდა წუხდეს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ პრეზიდენტი, რომელსაც ის სამშაბთს ადგილს დაუთმობს, იმავე გზნებით დაუჭერს მხარს თბილისს.

სააკაშვილი თავის უახლოეს დასავლელ მოკავშირეს კარგავს, ხუთ წელზე ცოტა ხანია, რაც მშვიდობიანი ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ ის ხელისუფლებაში მოვიდა და ბუშმა სააკაშვილი მსოფლიოში მშვიდობის გავრცელების თავისი გეგმის სარეკლამო ბიჭუნად გამოაცხადა.

ამ ურთიერთობას პირადი ხასიათი ჰქონდა.

ბუში თბილისს 2005 წლის მაისში ეწვია და საქართველოს ”თავისუფლების შუქურა” უწოდა. სააკაშვილმა ერთ-ერთ ქუჩას ბუშის სახელი დაარქვა და ერაყში 2000 ჯარისკაცი გააგზავნა.

მაშინ, როდესაც რუსეთთან აგვისტოს ხანმოკლე ომის შემდეგ მისმა იმიჯმა დარტყმა მიიღო და დემოკრატიისადმი მისი დამოკიდებულების გამო ის კრიტიკის ობიექტი გახდა, სააკაშვილს მოკავშირეები სჭირდება. ვაშინგტონი, თავის მხრივ, ვერ უგულვებელყოფს ქვეყანას, რომელიც ევროპისკენ მიმავალი ენერგეტიკული რესურსების ტრანზიტულ ტერიტორიას წარმოადგენს.

”არა მგონია, ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ, საქართველო მატარებლის ქვეშ შეაგდოს, მაგრამ საქართველოზე აღარ გაკეთდება აქცენტი, როგორც გარდამავლობის მოდელზე, რომლის მსგავსის ნახვასაც ისინი სხვა ქვეყნებში ისურვებდნენ” - ამბობს ჯეფრი მანკოფი, საერთაშორისო ურთიერთობების ამერიკული საბჭოს თანამშრომელი.

კრიტიკოსები ამბობენ, რომ სააკაშვილმა ვერ უერთგულა დემოკრატიას. მან ჩაახშო მედია, სასამართლო და პოლიტიკური ოპოზიცია. ძალაუფლება კონცენტრირებულია ახლო წრეში, რომელსაც დიდწილად იმაში ადანაშაულებენ, რომ ქვეყანა რუსეთთან ომში ჩათრია.

სააკაშვილი, რომელმაც ადვოკატის განათლება აშშ-ში მიიღო, უარყოფს, რომ შეზღუდა დემოკრატიული თავისუფლებანი. მან გადადგა ნაბიჯები, რომლებიც, მისი თქმით, საპრეზიდენტო ხელისუფლებას შეზღუდავს.

ბუშის ადმინისტრაცია ”დაუფიქრებლად, თვალდახუჭული უჭერდა” მხარს სააკაშვილს და მწარედ იყო იმედგაცრულებული, როდესაც საქართველომ მეამბოხე რეგიონში, სამხრეთ ოსეთში, პრორუსი სეპარატისტების წინააღმდეგ გაილაშქრა, ამბობს ჯეიმს ნიქსი, ლონდონის ჩეთმენ ჰაუსის რუსეთისა და ევრაზიის პროგრამების მკვლევარი.

ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ ბუშმა გარკვევით ვერ გააგებინა სააკაშვილს მისი პრივილეგიების საზღვრები, რამაც მძიმე შედეგები მოიტანა. საქართველოს ყოფილმა ელჩმა რუსეთში საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას განუცხადა, რომ სააკაშვლის აზრით, აშშ მხარს უჭერდა მის შეტევას სამხრეთ ოსეთზე.

ახალი ადმინისტრაციას შეუძლია სააკაშვილზე უფრო დიდი ზეწოლა განახორციელოს და რეალური რეფორმების გატარება მოსთხოვის, მით უფრო გამოცოცხლებული ოპოზიციური მოძრაობის ფონზე, რომელიც ომში სააკაშვილს ადანაშაულებს.

ნიქსი ამბობს, რომ ცვლილება, რომელიც თეთრმა სახლმა შეიძლება განხორციელდესა არის ”უფრო ნიუანსირებული პოლტიკა საქართველოს მიმართ”.

”სააკაშვილმა დადო პირობა, რომ ის უფრო მაღალი სტანდარტების შესაბამისად მოიქცევა” - ამბობს ნიქსი- ”მხოლოდ ამით შეიძლება მიაღწიოს წარმატებას ახალ ადმინისტრაციასთან”.

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ARCHILI » 23 იან 2009, 17:19

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:


პრივილიგირებული ინტერესები

აგვისტოში, საქართველოში ტანკებისა და ჯარის გაგზავნით, რუსეთი იმაზე მიანიშნებდა, რომ ის მზადაა დაიცვას ”პრივილიგირებული ინტერესები” თავის პოსტსაბჭოთა სამეზობლოში, რითიც ნატოს გაფართოებას აღმოსავლეთით, რომელიც, მისი აზრით, საფრთხეს უქმნის, წინ აღუდგა.

ვაშინგტონი, ძირითადად მოსკოვის გასაღიზიანებლად, საქართველოს 1 მილიარდ დოლარსა და ომის შემდეგ დახმარებას დაპირდა, მან შავ ზღვაში საომარი ხომალდებით ჰუმანიტარული დახმარება გააგზავნა. რუსეთმა საპასუხოდ აშშ-ს სასაზღვრო წყლებთან უამრავი გემი სამხედრო წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად გაუშვა.

ომმა გაამძაფრა განსხვავებანი ევროპის შიგნით, ნატოს გაფართოებასა და მასში უკრაინისა და საქართველოს გაწევრაინების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით.

ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ეს საკითხი ობამასთვის პრიორიტეტული არ იქნება, განსაკუთრებით შეირაღების კონტროლთან, ირანთან და ავღანეთთან შედარებით - პრობლემები, რომლებთანაც დაკავშირებით ვაშინგტონს რუსეთთან თანამშრომლობა დასჭირდება.

ბუშის პოლიტიკამ აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში რუსეთთან ურთიერთობები სახიფათოდ დაძაბა-ამბობს მანკოფი.

ბუშის თეთრი სახლი აგვისტოს ომისთვის მთლიანად მოსკოვს ადანაშაულებდა. მაგრამ იმ მომენტისთვის ობამას კომენტარები ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომ მას ”იმასთან, რაც ხდებოდა, უფრო ნიუანსირებული დამოკიდებულება ჰქონდა” - მიაჩნია მანკოფს.

”აგვისტოს ომმა ერთმნიშვნელოვნად შეახსენა ყველას, რომ რუსეთის იგნორირება არ შეიძლება”- ამბობს ის.

დასავლელმა დიპლომატებმა უარი უთხრეს საქართველოს ნატოში გაწევრიანების ამბიციებს, რომელთაც სასტიკი დარტყმა რუსეთის დამანგრეველმა პასუხმა და სააკაშვილის გადაწყვეტილებამ მიაყენა - დაეწყო საჰაერო და ქვეითი შეტევა სამხრეთ ოსეთზე, რომელიც თბილისის კონტროლიდან 1990-იანების დასაწყისში გამოვიდა.

საქართველომ ის მცირედი კონტროლიც კი დაკარგა, რომელსაც ფლობდა სამხრეთ ოსეთსა და მეორე სეპარატისტულ რეგიონზე, აფხაზეთზე. ორივე რეგიონი მოსკოვმა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.

ათობით ათას ქართველ ლტოლვილს თვალსაწიერ მომავალში შინ დაბრუნების მცირე პერსპექტივა აქვთ, ხოლო ინვესტორებზე გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა იქონია ზეგავლენა.

რამდენიმე საკვანძო მოკავშირემ გაწყვიტა კავშირი პრეზიდენტთან, ხოლო გამოცოცხლებული ოპოზიცია მის გადადგომას ითხოვს.

”მე ვფიქრობ, ბუშის ადმინისტრაციის წასვლა შეცვლის ქართველების შეხედულებებს სააკაშვილზე” - ამბობს მანკოფი - ”ახალი ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ აშშ-ს ადმინისტრაციის მხარდაჭერის მოპოვების შესაძლებლობა მისთვის იკლებს”.

=============================================================



User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ლეონტი » 26 იან 2009, 00:51

Truli
კარგი ფილმია.
აი აქ უკეთესი ხარისხია:

Хроники Грузинского Августа - Алания ТВ - Part1

http://www.youtube.com/watch?v=xOP8KDNwHv8

სულ 6 ნაწილია.
დანარჩენიც აქაა:

http://www.youtube.com/user/nutsubidza

User avatar
GIRA
იეტი
Posts: 1127
Joined: 24 ივლ 2008, 09:59
Location: tbilisi
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by GIRA » 26 იან 2009, 01:29

კარგი ფილმი რას ნიშნავს?

მე ქართველი ვარ და ჩემი ქვეყნის მხარეს ვარ მაგას თქმაც არ უნდა, მაგრამ ეს ტექნოლოგიები ხომ იცით არა? როგორ მოგაწოდებენ ულუფას და რა დოზით.

მგონი მიხვდით არა?

მთავარია ეს ფილმები ვისთვის არის განკუთვნილი და რა დოზით საყურებლად.

სულ ესაა რა, თორემ სიმართლე ერთია და ღვთისგან მოდის!!!!!!!!!!!
მამოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი(ძუძუთმპყრობელი)

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ლეონტი » 26 იან 2009, 09:28

GIRA
კარგი ფილმი იმას ნიშნავს, რომ თუმცა წმინდა რუსული, პროპაგანდისტული სტილითაა დამზადებული, საბჭოტა სკოლის, და დიქტორის ტონალობაც ზუსტად იმ სკოლის სტილშია, მაგრამ რუსული აუდიტორიისთვის ეგრეა ალბათ საჭირო.
რა თქმა უნდა იმ აზრსაც ვეთანხმები რომ ამ ფილმს ჭეშმარიტების აღწერის პრეტენზია არა აქვს, რადგან ის პროპაგანდისტულია, და თამაშის კანონებითაა შექმნილი.
მე ვგულისხმობ, ისინი რომ 50 მსგავსს ფილმს უცბათ გამოაცხობენ, შენ თუნდაც 1 რაღაც დონის ხომ უნდა დაამზადო და გაუშვა აუდიტორიისთვის, მით უმეტეს ყველამ იცის რომ რუსული მანქანა საბჭოურ სტილში მუშაობს და განსხვავებული აზრი უბრალოდ აინტერესებთ , სხვა თუ არაფერი.
იუ თუბზე , სადაც ეს ფილმი ვნახე რამდენიმე საკმაოდ სოლიდური ანტიქართული ფილმი დევს.

Sikvdila
ბოდიალა
Posts: 202
Joined: 20 აპრ 2007, 19:35
Location: Tbilisi, GE
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Sikvdila » 26 იან 2009, 09:41

ლეონტი
აქ დევს ეგ ფილმი მაღალი ხარისხით, 1 .avi ფაილად.
http://www.graf.ge/index.php?showtopic=961

User avatar
GIRA
იეტი
Posts: 1127
Joined: 24 ივლ 2008, 09:59
Location: tbilisi
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by GIRA » 26 იან 2009, 11:50

ლეონტი
ეგ ფილმი უფრო რუსული მასობრივი აუდიტორიისთვისაა განკუთვნილი, მაგრამ მივა, რომ იქაურ მასასთან საყურებლად????

მე დარწმუნებული ვარ მთელმა რუსეთმა ანუ მთელმა რუსულმა საზოგადოებამ, რომ უყუროს მაგ ფილმს, 50 ანტიქართული ფილმიც ვერ გადაწონის.

მაგრამ, როგორ გინდა ამის გაკეთება. იუთუბიზე მთელი საზოგადოება ვერ ნახავს მაგ ფილმს.
მამოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი(ძუძუთმპყრობელი)

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]