


ყველაზე დიდი მტრები
ევროკავშირის ენერგეტიკის სფეროს წარმომადგენელმა, რომელიც მოლაპარაკებების პროცესს თვალს ადევნებს უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოზე და პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშჩენკოზე განაცხადა: ”ისინი საკუთარი თავის ყველაზე დიდი მტრები არიან.”
კრიზისი შესაძლოა თავიდან ყოფილიყო აცილებული, რომ იუშჩენკოს ახალი წლის წინ ვეტო არ დაედო 2009 წლის გაზის ფასზე, რომელზეც ტიმოშჩენკომ და რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა მოილაპარაკეს და შვეიცარიაში დარეგისტრირებული შუამავალი კომპანიის ”რუს-უკრ-ენერგოსგან” განთავისუფლებაზე უარი ეთქვა. უკრაინა რუსულ გაზს ამ კომპანიისგან ყიდულობს.
სამშაბათს იუშჩენკო ამ მოვლენებს უარყოფდა და ამტკიცებდა, რომ გაზის არანაირ შუმავალ მომწოდებლებთან კავშირები არ აქვს.
ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ კონკურენტი უკრაინელი ლიდერები ვერ აცნობიერებენ, როგორ აღიქვავენ მათ მტრობას ინვესტორები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და დანარჩენი ევროპა.
მათ მსგავსი ტიპის სამარცხვინო საჯარო დაპირისპირება გასულ ოქტომბერშიც ჰქონდათ, როდესაც კიევში საერთაშორისო სავალუტო ფონდის დელეგაცია უკრაინისთვის ფინანსური კრიზისის დროს 16.4 მილიარდის სესხის გადაცემაზე მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა. ამ დროს უკრაინული ვალუტის ფასმა ვარდნა დაიწყო.
ევროკომისიას უკრაინის და საქართველოს ევროკავშირთან დაახლოება ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში სურდა, შეთანხმებებით ვაჭრობის და ენერგეტიკის სფეროში, ეკონომიკაში, ინსტიტუციების მშენებლობაში დახმარებით, და ეს ყველაფერი იმის მიუხედავად, რომ ქვეყნების ბლოკში გაწევრიანების საკითხი დიდი ხნით კითხვის ნიშნის ქვეშ იყო.
მაგრამ ევროკავშირის წარმომადგენლები შეშფოთებულები არიან, რომ უფრო მეტი მხრადაჭერის მოპოვებისთვის უკრაინამ ძალიან ცოტა რამ გაკეთა ეკონომიკური რეფორმების, კორუფციასთან ბრძოლის, გამჭვირვალობის უზრუნველყოფისა და კანონის უზენაესობის დამკვიდრების თვალსაზრისით.
”კორუფციასთან ბრძოლის ნაცვლად, ისინი დროს ერთმანეთთან ბრძოლაში ხარჯავენ,” განაცხადა ევროკავშირის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა.
პოლიტიკურად უხერხული იყო, როდესაც ორივე სახელმწიფო ევროკავშირში გაწევრიანების ენთუზიაზმს ამჟღავნებდა, მაშინ როდესაც ეს უკანასკნელი 2004 წელს 10 ახალი წევრის მიღების შემდეგ ბლოკის გაფართოვების საკითხს მომავლისთვის დებდა.
ევროპულმა სახელმწიფოებმა, საფრანგეთის და გერმანიის ხელმძღვანელობით დაბლოკეს ამერიკის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის ინიციატივა ნატოს სამიტზე უკრაინისა და საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმა მიენიჭებინათ.
ამან ”ბუშის დემოკრატიის გეგმის” ზოგიერთ მხარდამჭერს უბიძგა ევროპელები რუსეთის დამშვიდებაში დაედანაშაულებინა, რომელიც მის სამხრეთ საზღვრებთან ნატოს მიახლოებას მტიკიცედ ეწინააღმდეგება .
მოკავშირეებმა სანაცვლოდ განაცხადეს, რომ ორივე ქვეყანა საბოლოოდ დასავლურ სამხედრო ალიანსს მიუერთდება, მაგრამ ზუსტი თარიღი არ დაასახელეს.
ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა დეკემბერში საკითხი მომავლისთვის გადადეს, მას შემდეგ რაც ვაშინგტონმა აღიარა, რომ მისი კამპანია ალიანსში განხეთქილებას იწვევდა.
ახლა ევროპელებს იმედი აქვთ, რომ მომავალი პრეზიდენტი ბარაკ ობამა ამ საკითხს ნატოს 60 წლის საიუბილეო სამიტზე აპრილში ხელახლა არ წამოჭრის. ნატოს ბოლო სამიტის შემდეგ არცერთი ქვეყანა არ მოქცეულა ისე, რომ წევრობისთვის უფრო მიზიდველი კანდიდატი გამხდარიყო.
=====================================================================================================================