სამეგრელო - 29.04.06-01.05.06

ღია ცის ქვეშ სხვა აქტივობების შესახებ

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
სამეგრელო - 29.04.06-01.05.06

Post by gobe » 27 ივნ 2006, 17:43

აპრილის ბოლოს 2 დღიანი მივლინება მქონდა სამეგრელოში. სამსახურიდან რვანი ვიყავით წასულები. მივლინების მიზანი იყო მიწისქვეშა წყლების, კონკრეტულად, „ღროულის წყაროების“ შესწავლა-გამოკვლევა.

გთავაზობთ მოკლე ექსკურსს შედგენილი ანგარიშიდან ამოღებული ფრაგმენტების საშუალებით.

ქ. ფოთის წყალმომარაგების წყაროდ შერჩეული „ღროულის წყაროები“ მდებარეობს მარტვილის რაიონში, ქ. მარტვილიდან ჩრდილოეთით მე-17 კმ-ზე, მდ. აბაშის ზემო წელში, ზღვის დონიდან 432 მეტრზე. წყაროების განთავსების კორდინატებია: E 289531; N 4709459

ხეობის გარკვეული მონაკვეთი თითქმის მთლიანად დაფარულია ფართოფოთლოვანი ტყით, რომლის შექმნაში მონაწილეობენ რცხილა (Carpinus caucasica), წიფელი (Fagus orientalis), კოლხური ბზა (Buxus coichica), წაბლი (Castanea sativa), ნეკერჩხლის სახეობები (Acer campestre, A. laerum და სხვა.), თელადუმა (Telmus elliptika), კავკასიური (ჩვეულებრივი) ხურმა (Diosputus lotus) , თხილი (Corulus avellana), კოლხური ჯონჯოლი (Staphulea colchica) და ა. შ. დასახელებული სახეობებიდან ხუთი (ბზა, თელადუმა, ჯონჯოლი, ხურმა, წაბლი), შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში (1982).

წყაროები მდებარეობს მთიან რეგიონში და განლაგებულია ე.წ. სამეგრელოს ჩრდილო კირქვიანი ზოლის ფარგლებში. ჩრდილოეთის მხრიდან მას ესაზღვრება ქვედა ცარცული დაკარსტული ქანებით აგებული ასხის მასივი.

ტერიტორიის ძირითადი მდინარეა აბაშა, როელიც სათავეს ასხის მასივის სამხრეთ კალთებზე იღებს და წარმოადგენს მდ. ტეხურის მარცხენა შენაკადს.

"ღროულის წყაროები"-დან სათავეს იღებს მდ. ღროული, რომლის სიგრძე დახლოებით 400 მეტრია და მდ. აბაშა-ს მარჯვენა შენაკადს წარმოადგენს.

ფოტოები შეუგნებლად წავშალე, რისთვისაც ბოდიშს ვიხდი. ისე კი, ფოტოები სამსახურში მაქვს ის ფოტოები.
Last edited by gobe on 21 ივლ 2006, 01:23, edited 1 time in total.

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
სამეგრელო - 29.04.06-01.05.06

Post by Kakha » 28 ივნ 2006, 10:04

gobe
დიდი მადლობა თხრობისთვისაც და ფოტოებისთვისაც.

აუ რა ადგილები ყოფილა!

ისე ეს ის ფოთის წყალმომარაგების პროექტია EBRD-ს კრედიტით რომ კეთდება? თუ ეს ის პროექტია, რამდენადაც ვიცი პრაქტიკულად ყველაფერი მზადაა და სამშენებლო სამუშაოები სავარაუდოდ შემოდგომაზე უნდა დაიწყოს.

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
სამეგრელო - 29.04.06-01.05.06

Post by Gvalva » 28 ივნ 2006, 10:30

gobe

დიდი მადლობა, სამეგრელო საერთოდ არ მინახავს და სწორედ მარტვილი-აბაშის ჩანჩქერები ძალიან მაინტერესებდა

User avatar
toga
იეტი
Posts: 1063
Joined: 26 აპრ 2005, 17:00
სამეგრელო - 29.04.06-01.05.06

Post by toga » 28 ივნ 2006, 11:29

მეც წარმოდგენა არ მქონდა როგორი იყო სამეგრელო :? საინტერესო ადგილია :roll:

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
სამეგრელო - 29.04.06-01.05.06

Post by gobe » 28 ივნ 2006, 14:03

Kakha
EBRD-სთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვი. მაგით არ დავინტერესებულვარ, ჩემთვის მთავარია სახეტიალო მქონდეს და რა თქმა უნდა პარალელურად საქმეც გაკეთდეს. ისე კი, ჯერჯერობით მიმდინარეობს წყაროს სანიტარული დაცვის ზონების დადგენა. როგორც ვიცი, სამშენებლო სამუშაოების დაწყება წელს არის დაგეგმილი. მაგრამ, დარწმუნებული არა ვარ :?:, ასე რომ, არ მინდა შეცდომაში შეგიყვანო.

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
სამეგრელო - 29.04.06-01.05.06

Post by Wanderer » 28 ივნ 2006, 18:34

gobe
სამეგრელოს სილამაზის შესახებ მსმენია. ალბათ მომავალი წლისთვის მოვახერხებ მანდ წასვლას. წლევანდელი წლის გეგმებში გამიჭირდება ჩასმა. :D
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]