აპრილის ბოლოს 2 დღიანი მივლინება მქონდა სამეგრელოში. სამსახურიდან რვანი ვიყავით წასულები. მივლინების მიზანი იყო მიწისქვეშა წყლების, კონკრეტულად, „ღროულის წყაროების“ შესწავლა-გამოკვლევა.
გთავაზობთ მოკლე ექსკურსს შედგენილი ანგარიშიდან ამოღებული ფრაგმენტების საშუალებით.
ქ. ფოთის წყალმომარაგების წყაროდ შერჩეული „ღროულის წყაროები“ მდებარეობს მარტვილის რაიონში, ქ. მარტვილიდან ჩრდილოეთით მე-17 კმ-ზე, მდ. აბაშის ზემო წელში, ზღვის დონიდან 432 მეტრზე. წყაროების განთავსების კორდინატებია: E 289531; N 4709459
ხეობის გარკვეული მონაკვეთი თითქმის მთლიანად დაფარულია ფართოფოთლოვანი ტყით, რომლის შექმნაში მონაწილეობენ რცხილა (Carpinus caucasica), წიფელი (Fagus orientalis), კოლხური ბზა (Buxus coichica), წაბლი (Castanea sativa), ნეკერჩხლის სახეობები (Acer campestre, A. laerum და სხვა.), თელადუმა (Telmus elliptika), კავკასიური (ჩვეულებრივი) ხურმა (Diosputus lotus) , თხილი (Corulus avellana), კოლხური ჯონჯოლი (Staphulea colchica) და ა. შ. დასახელებული სახეობებიდან ხუთი (ბზა, თელადუმა, ჯონჯოლი, ხურმა, წაბლი), შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში (1982).
წყაროები მდებარეობს მთიან რეგიონში და განლაგებულია ე.წ. სამეგრელოს ჩრდილო კირქვიანი ზოლის ფარგლებში. ჩრდილოეთის მხრიდან მას ესაზღვრება ქვედა ცარცული დაკარსტული ქანებით აგებული ასხის მასივი.
ტერიტორიის ძირითადი მდინარეა აბაშა, როელიც სათავეს ასხის მასივის სამხრეთ კალთებზე იღებს და წარმოადგენს მდ. ტეხურის მარცხენა შენაკადს.
"ღროულის წყაროები"-დან სათავეს იღებს მდ. ღროული, რომლის სიგრძე დახლოებით 400 მეტრია და მდ. აბაშა-ს მარჯვენა შენაკადს წარმოადგენს.
ფოტოები შეუგნებლად წავშალე, რისთვისაც ბოდიშს ვიხდი. ისე კი, ფოტოები სამსახურში მაქვს ის ფოტოები.
სამეგრელო - 29.04.06-01.05.06
Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia
სამეგრელო - 29.04.06-01.05.06
Last edited by gobe on 21 ივლ 2006, 01:23, edited 1 time in total.
სამეგრელო - 29.04.06-01.05.06
gobe
დიდი მადლობა თხრობისთვისაც და ფოტოებისთვისაც.
აუ რა ადგილები ყოფილა!
ისე ეს ის ფოთის წყალმომარაგების პროექტია EBRD-ს კრედიტით რომ კეთდება? თუ ეს ის პროექტია, რამდენადაც ვიცი პრაქტიკულად ყველაფერი მზადაა და სამშენებლო სამუშაოები სავარაუდოდ შემოდგომაზე უნდა დაიწყოს.

დიდი მადლობა, სამეგრელო საერთოდ არ მინახავს და სწორედ მარტვილი-აბაშის ჩანჩქერები ძალიან მაინტერესებდა
დიდი მადლობა, სამეგრელო საერთოდ არ მინახავს და სწორედ მარტვილი-აბაშის ჩანჩქერები ძალიან მაინტერესებდა
სამეგრელო - 29.04.06-01.05.06
მეც წარმოდგენა არ მქონდა როგორი იყო სამეგრელო
საინტერესო ადგილია 

სამეგრელო - 29.04.06-01.05.06
Kakha
EBRD-სთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვი. მაგით არ დავინტერესებულვარ, ჩემთვის მთავარია სახეტიალო მქონდეს და რა თქმა უნდა პარალელურად საქმეც გაკეთდეს. ისე კი, ჯერჯერობით მიმდინარეობს წყაროს სანიტარული დაცვის ზონების დადგენა. როგორც ვიცი, სამშენებლო სამუშაოების დაწყება წელს არის დაგეგმილი. მაგრამ, დარწმუნებული არა ვარ
, ასე რომ, არ მინდა შეცდომაში შეგიყვანო.
EBRD-სთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვი. მაგით არ დავინტერესებულვარ, ჩემთვის მთავარია სახეტიალო მქონდეს და რა თქმა უნდა პარალელურად საქმეც გაკეთდეს. ისე კი, ჯერჯერობით მიმდინარეობს წყაროს სანიტარული დაცვის ზონების დადგენა. როგორც ვიცი, სამშენებლო სამუშაოების დაწყება წელს არის დაგეგმილი. მაგრამ, დარწმუნებული არა ვარ

სამეგრელო - 29.04.06-01.05.06
gobe
სამეგრელოს სილამაზის შესახებ მსმენია. ალბათ მომავალი წლისთვის მოვახერხებ მანდ წასვლას. წლევანდელი წლის გეგმებში გამიჭირდება ჩასმა.
სამეგრელოს სილამაზის შესახებ მსმენია. ალბათ მომავალი წლისთვის მოვახერხებ მანდ წასვლას. წლევანდელი წლის გეგმებში გამიჭირდება ჩასმა.

ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია