დავიცვათ ქართული ენა

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 20 იან 2009, 18:45

optimisti wrote:მთელი შემართებით გიჭერ მხარს მივიწყებული, უსამართლოდ უკუგდებული ქართული სიტყვების გაცოცხლების საქმეში. ვითომ რაო, თუ გუშინ აღმოჩენილი სიტყვები '"თინეიჯერი, პრეზენტაცია, ფართი..... " (აღარ გავაგრძელებ), ასე უცებ დამკვიდრდა ქართულ მეტყველებაში, რატომ უნდა გაუჭირდეს ძირძველ ქართულ სიტყვებს ისევ ხმარებაში დაბრუნება, ამას ხომ მხოლოდ დამოკიდებულების შეცვლა სჭირდება ( მე ვგულისხმობ იმ ანდაზის სავალალო განხორციელებას: "თურაშაულის პატრონი ტყეში ეძებდა პანტასაო"). აი ეს უნდა შევიგნოთ და ჩვენი არასრულფასოვნების კომპლექსების გამო არ უნდა ვაკნინებდეთ მშობლიურ ენას.
რაც შეეხება თვეების ქართული სახელების აღორძინებას, გთხოვ ჩამოწერე რომ დავიმახსოვრო. (შეიძლება ადრე სადმე უკვე გაქვს ეს გაკეთებული მაგრამ მე არ მინახავს და ამის გამო ბოდიშს გიხდი.
გმადლობ

რაც შეეხება თვეების ძველ ქართულ დასახელებას, ისინი ამ თემის მე12 გვრედზე მიწერია.
აქაც გადმოვიტან და ზოგი1 თვეს სხვა ძველ სახელებსაც მივუწერ და განმარტებებსაც:

1 . იანვარი - აპანი, აპნისი (მოდის რომაული მითოლოგიით საწყისისა და სასრულის ღმერთის იანუსიდან)
2. თებერვალი - სურწყუნისი (რომაული მითოლოგიით მიწისქვეშა სამეფოს ღმერთის მიხედვით)
3. მარტი - მირკანი (რომაული მითოლოგიით ომის ღმერთის მარსის მიხედვით)
4. აპრილი - იგრიკა (მოდის ლათინური სიტყვიდან aperire, რაც გახსნას ნიშნავს)
5. მაისი - ვარდობისთვე, ვარდობისა (რომაულ მითოლგიაში ნაყოფიერების ღმერთის - მერკურის დედა მაიას სახელიდან)
6. ივნისი - თიბათვე, მარიალისა, ივანობისთვე (რომაულ მითოლოგიაში ცის კაბადონისა და ქორწინების ღმერთის, იუპიტერის ცოლის, იუნონას მიხედვით)
7. ივლისი - მკათათვე, კვირიკობისთვე (რომის იმპერიის მმართველ იულიუს კეისრის საპატივსაცემოდ)
8. აგვისტო - მარიამობისთვე, ქველთობისა (კეისარ გაიუს ოქტავიანე ავგუსტუსის საპატივსაცემოდ)
9. სექტემბერი - ენკენისთვე (ლათინურად septem - შვიდის მიხედვით. აქვე დავაზუსტებ, რომ რადგან ძველი რომაული
კალენდრით ახალი წელი მარტიდან იწყებოდა, სექტემბერი წელიწადის მე7 თვედ ითვლებოდა. ლათინური რიცხვითი სახელიც
მან და მომდევნო თვეებმაც, ამიტომ შეიძინეს)
10. ოქტომბერი - ღვინობისთვე (ლათინურად octem - რვის მიხედვით)
11. ნოემბერი - გიორგობისთვე, ჭინკობისთვე (ლათინურად novem - ცხრის მიხედვით)
12. დეკემბერი - ქრისტეშობისთვე, ტირისდენი, ტირისკონი (ლათინურად decem - ათის მიხედვით)

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 21 იან 2009, 18:34

კვირის დღეების ქართულ შესატყვისებს ვინმე ხომ არ დაწერდით?
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
perwkli
იეტი
Posts: 1088
Joined: 09 მარ 2007, 04:18
Location: ბუნბუნლანდია
დავიცვათ ქართული ენა

Post by perwkli » 21 იან 2009, 19:11

აუ მე მომწონს გრამატიკული ფორმების სპეციალურად დამახინჯება, მაგ: დაგხოცავ :roll: მე შია ან რამე ასეთი :roll:
პეპილოტა ვიქტუალინა როგალდინა.

http://bunbunland.blogspot.com/

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
დავიცვათ ქართული ენა

Post by qvevri » 21 იან 2009, 19:49

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:კვირის დღეების ქართულ შესატყვისებს ვინმე ხომ არ დაწერდით?
ახალგაზრდობაში მახსოვდა და თანაც ფრიად მომწონდა, მაგრამ ვაჰ დრონი, დრონი.

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by lama » 21 იან 2009, 20:39

qvevri wrote:
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:კვირის დღეების ქართულ შესატყვისებს ვინმე ხომ არ დაწერდით?
სვანურს დავწერდი:

ორშაბათი - დეშდიშ
სამსაბათი - თახაშ
ოთხშაბათი - ჯიმაშ
ხუთშაბათი - ცაშ
პარასკევი - ვებიშ
შაბათი - სამტინ
კვირა - მშლადეღ (მზის დღე)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 22 იან 2009, 01:11

lama wrote:
qvevri wrote:
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:კვირის დღეების ქართულ შესატყვისებს ვინმე ხომ არ დაწერდით?
სვანურს დავწერდი:

ორშაბათი - დეშდიშ
სამსაბათი - თახაშ
ოთხშაბათი - ჯიმაშ
ხუთშაბათი - ცაშ
პარასკევი - ვებიშ
შაბათი - სამტინ
კვირა - მშლადეღ (მზის დღე)
მადლობა ამისთვის. თვეებსაც აქვთ სვანური სახელები?
საყურადღებოა, რომ კვირა დღეს მზის სახელი ძნ ბევრ ენაში ჰქვია:
ინგლისურად "სანდი", გერმანულად - "ზონთაგ" ან "ზონაბენდ", ძველქართულად - "მზისა" და ა.შ.
ძნ ბევრ ენაშია კვირა დღე მზესთან დაკავშირებული, მაგრამ საიდან ეს, არ ვიცი.
თითქოს, ქრისტიანულ სარწმუნოებას უკავშირდება?
გავიხსენოთ, აბა, 1ლად ღმერთმა რა შეჰქმნა?
კვირა უწინ რომელი დღით იწყებოდა?
თუ შაბათს დღეს უფლმა დაისვენა, კვირა დღე ჰომ არ იქცა, კვირის დასაწყისად?
თუ კი, მზის ამოსვლა, როგორც დღის დასაწყისი, კვირის დასაწყისის სიმბოლოც ჰომ არ იყო და კვირას მზის დღე ამიტომ ერქვა?
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
დავიცვათ ქართული ენა

Post by Naia » 22 იან 2009, 01:47

GAMARJOBA SAKARTVELO
ძნ ბევრ ენაშია კვირა დღე მზესთან დაკავშირებული, მაგრამ საიდან ეს, არ ვიცი.
თითქოს, ქრისტიანულ სარწმუნოებას უკავშირდება
როგორც მახსოვს, წარმართულ სარწმუნოებას უკავშირდება. წარმართულ მსოფლიოში კვირა მზის ღვთაების დღედ იყო მიჩნეული, ორშაბათი კი მთვარის, ერთ-ერთი ვარაუდით სწორედ აქედან მოდის ეს სახელწოდებები. ივ. ჯავახიშვილს ძალიან საინტერესო ნაშრომები აქვს ამ თემაზე შექმნილი. კვირის დანარჩენ დღეებს ძველ ქართულში პლანეტების ძველ ქართული სახელწოდებები ჰქონდათ. ეს ძალიან კარგად აქვს წარმოდგენილი შოთა რუსთაველს 'ვეფხისტყაოსანში'

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 22 იან 2009, 02:11

Naia wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
ძნ ბევრ ენაშია კვირა დღე მზესთან დაკავშირებული, მაგრამ საიდან ეს, არ ვიცი.
თითქოს, ქრისტიანულ სარწმუნოებას უკავშირდება
როგორც მახსოვს, წარმართულ სარწმუნოებას უკავშირდება. წარმართულ მსოფლიოში კვირა მზის ღვთაების დღედ იყო მიჩნეული, ორშაბათი კი მთვარის, ერთ-ერთი ვარაუდით სწორედ აქედან მოდის ეს სახელწოდებები.
დღესაც ბევრ ენაშია მზისა და მთვარის დღე.
იმავე ინგლისურში 2შაბათს "მანდი" ჰქვია, რომელიც მთვარის დღეს ნიშნავს
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by ZVIOSULI » 22 იან 2009, 10:14

მგონი ქართულე ენაზე და "დავიცვათო" ცოტა არაკორექტულად ჟღერს Image
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 22 იან 2009, 11:21

ZVIOSULI wrote:მგონი ქართულე ენაზე და "დავიცვათო" ცოტა არაკორექტულად ჟღერს Image
მოიცა, კგდ მითხარი, რისი თქმა გინდა
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by lama » 22 იან 2009, 12:20

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:
lama wrote:
qvevri wrote:
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:კვირის დღეების ქართულ შესატყვისებს ვინმე ხომ არ დაწერდით?
სვანურს დავწერდი:

ორშაბათი - დეშდიშ
სამსაბათი - თახაშ
ოთხშაბათი - ჯიმაშ
ხუთშაბათი - ცაშ
პარასკევი - ვებიშ
შაბათი - სამტინ
კვირა - მშლადეღ (მზის დღე)
მადლობა ამისთვის. თვეებსაც აქვთ სვანური სახელები?
საყურადღებოა, რომ კვირა დღეს მზის სახელი ძნ ბევრ ენაში ჰქვია:
ინგლისურად "სანდი", გერმანულად - "ზონთაგ" ან "ზონაბენდ", ძველქართულად - "მზისა" და ა.შ.
ძნ ბევრ ენაშია კვირა დღე მზესთან დაკავშირებული, მაგრამ საიდან ეს, არ ვიცი.
თითქოს, ქრისტიანულ სარწმუნოებას უკავშირდება?
გავიხსენოთ, აბა, 1ლად ღმერთმა რა შეჰქმნა?
კვირა უწინ რომელი დღით იწყებოდა?
თუ შაბათს დღეს უფლმა დაისვენა, კვირა დღე ჰომ არ იქცა, კვირის დასაწყისად?
თუ კი, მზის ამოსვლა, როგორც დღის დასაწყისი, კვირის დასაწყისის სიმბოლოც ჰომ არ იყო და კვირას მზის დღე ამიტომ ერქვა?

მართალია მასწავლებელოოოო

:wink: :wink: :wink: :wink:

სათაურთან დაკავშირებით, შენიშვნაზე, ძალიან ბევრი ვიცინე

:lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol:
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 22 იან 2009, 12:25

lama wrote: სათაურთან დაკავშირებით, შენიშვნაზე, ძალიან ბევრი ვიცინე

:lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol:
შენ ზვიოს შენიშვნას გულისხმობ?
მე ჯერ კიდევ ვერ მივხვდი, რისი თქმა უნდა და ვიმედოვნებ, გაგვარკვევს.

ჰო, ზევით გკითხე, სვანურად თვეებს თუ აქვთ სახელები-მეთქი
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by lama » 22 იან 2009, 12:30

GAMARJOBA SAKARTVELO
თვეებს არ აქვთ სახელებიო

დედაჩემმა მითხრა :)

მოკლედ, ზვიო სიტყვების თამაშის ოსტატია

:D:D:D:D:D:D:D:D:
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 22 იან 2009, 13:05

lama wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
თვეებს არ აქვთ სახელებიო

დედაჩემმა მითხრა :)

მოკლედ, ზვიო სიტყვების თამაშის ოსტატია

:D:D:D:D:D:D:D:D:
სიტყვების თამაშს მეც შევხედე, მაგრამ იმდენად უადგილოდ მეჩვენა, დავასკვენი, რომ სხვა რამის თქმა უნდოდა.

შენი ბავშები ქართულად ჰო მეტყველებენ?
თუ ბარბარიზმებით აქვთ ენა ამოვსებული?
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by lama » 22 იან 2009, 13:10

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:
lama wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
თვეებს არ აქვთ სახელებიო

დედაჩემმა მითხრა :)

მოკლედ, ზვიო სიტყვების თამაშის ოსტატია

:D:D:D:D:D:D:D:D:
სიტყვების თამაშს მეც შევხედე, მაგრამ იმდენად უადგილოდ მეჩვენა, დავასკვენი, რომ სხვა რამის თქმა უნდოდა.

შენი ბავშები ქართულად ჰო მეტყველებენ?
თუ ბარბარიზმებით აქვთ ენა ამოვსებული?
მე ბავშვები არ მყავს ჯერ :(
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]