გმადლობoptimisti wrote:მთელი შემართებით გიჭერ მხარს მივიწყებული, უსამართლოდ უკუგდებული ქართული სიტყვების გაცოცხლების საქმეში. ვითომ რაო, თუ გუშინ აღმოჩენილი სიტყვები '"თინეიჯერი, პრეზენტაცია, ფართი..... " (აღარ გავაგრძელებ), ასე უცებ დამკვიდრდა ქართულ მეტყველებაში, რატომ უნდა გაუჭირდეს ძირძველ ქართულ სიტყვებს ისევ ხმარებაში დაბრუნება, ამას ხომ მხოლოდ დამოკიდებულების შეცვლა სჭირდება ( მე ვგულისხმობ იმ ანდაზის სავალალო განხორციელებას: "თურაშაულის პატრონი ტყეში ეძებდა პანტასაო"). აი ეს უნდა შევიგნოთ და ჩვენი არასრულფასოვნების კომპლექსების გამო არ უნდა ვაკნინებდეთ მშობლიურ ენას.
რაც შეეხება თვეების ქართული სახელების აღორძინებას, გთხოვ ჩამოწერე რომ დავიმახსოვრო. (შეიძლება ადრე სადმე უკვე გაქვს ეს გაკეთებული მაგრამ მე არ მინახავს და ამის გამო ბოდიშს გიხდი.
რაც შეეხება თვეების ძველ ქართულ დასახელებას, ისინი ამ თემის მე12 გვრედზე მიწერია.
აქაც გადმოვიტან და ზოგი1 თვეს სხვა ძველ სახელებსაც მივუწერ და განმარტებებსაც:
1 . იანვარი - აპანი, აპნისი (მოდის რომაული მითოლოგიით საწყისისა და სასრულის ღმერთის იანუსიდან)
2. თებერვალი - სურწყუნისი (რომაული მითოლოგიით მიწისქვეშა სამეფოს ღმერთის მიხედვით)
3. მარტი - მირკანი (რომაული მითოლოგიით ომის ღმერთის მარსის მიხედვით)
4. აპრილი - იგრიკა (მოდის ლათინური სიტყვიდან aperire, რაც გახსნას ნიშნავს)
5. მაისი - ვარდობისთვე, ვარდობისა (რომაულ მითოლგიაში ნაყოფიერების ღმერთის - მერკურის დედა მაიას სახელიდან)
6. ივნისი - თიბათვე, მარიალისა, ივანობისთვე (რომაულ მითოლოგიაში ცის კაბადონისა და ქორწინების ღმერთის, იუპიტერის ცოლის, იუნონას მიხედვით)
7. ივლისი - მკათათვე, კვირიკობისთვე (რომის იმპერიის მმართველ იულიუს კეისრის საპატივსაცემოდ)
8. აგვისტო - მარიამობისთვე, ქველთობისა (კეისარ გაიუს ოქტავიანე ავგუსტუსის საპატივსაცემოდ)
9. სექტემბერი - ენკენისთვე (ლათინურად septem - შვიდის მიხედვით. აქვე დავაზუსტებ, რომ რადგან ძველი რომაული
კალენდრით ახალი წელი მარტიდან იწყებოდა, სექტემბერი წელიწადის მე7 თვედ ითვლებოდა. ლათინური რიცხვითი სახელიც
მან და მომდევნო თვეებმაც, ამიტომ შეიძინეს)
10. ოქტომბერი - ღვინობისთვე (ლათინურად octem - რვის მიხედვით)
11. ნოემბერი - გიორგობისთვე, ჭინკობისთვე (ლათინურად novem - ცხრის მიხედვით)
12. დეკემბერი - ქრისტეშობისთვე, ტირისდენი, ტირისკონი (ლათინურად decem - ათის მიხედვით)