საგა სამცხეში ავტოსტოპით ჩასულებისგან

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
საგა სამცხეში ავტოსტოპით ჩასულებისგან

Post by Truli » 20 იან 2009, 00:08

სანამ მინიბუსით მივდიოდით სამხედრო პოლიციის მანქანამ ჩაგვიქროლა, თან უკან ღია საბარგული ჰქონდა, მიყვარს საბარგულებით მგზავრობა (ფიტარეთი).. და წავიკმუტუნეთ ორივემ... ნეტავ დავლოდებოდით...
მგონი მხოლოდ ეს იყო დასანამი ჩვენი მგზავრობიასას.
გული მღერის, სული ხარობს ამ სალი კლდეების სემყურე..
მარტონი ვდგავართ ხერთვისის გასასვლელთან, ასპინძის გზაზე და მინდა ვიკივლო "მიყვარს სამცხე!!!" მიყვარს!!! მინდოდა ტოხასაც ჩემთან ერთად ეყვირა.. კიდევ უფრო მიხაროდა.. ამ მიწაში ვგრძნობ ფესვებს, მიუხედავად იმისა რომ წარმოდგენა არ მაქვს რამდენი საუკუნის წინ დატოვეს ჩემმა წინაპრებმა ეს მიწა.. არცერთი ნათესავი არ მყავს არ... არ ვიცი რომელი ძეგლის მშენებლობასთან ჰქონდათ მათ რაიმე საერთო.. რომელი იყო მათი სოფელი... რატომ წავიდნენ არ როდის, ანვინ იყო ის ვინც წავიდა და ქარელში დასახლდა? არაფერი არ ვიცი.. უბრალოდ რაღაც ინსტინქტი მკარნახობს რომ ეს ჩემი მიწაა და მე მისი სიყვარული რაღაც ღრმად ჩაფლულ გენებში მიდევს.
მანქანა 11 - მანილისფერი
გამოჩნდა ისევ 06 ჟიგული.. მალინისფერი, როგორც ჩვენი კარავი..
თვალები ჩავუჟუჟუნეთ.. ტელეპატურად ვაცნობეთ რომ მგზავრები ვართ, ასპინძისკენ მივდივართ და მათი მანქანის ფერი ძალიან მოგვწონს, რადგან ასეთი კარავი გვაქვს. არ ვიცი მძღოლი რას მივხვდა, მაგრამ გააჩერა და ნიჯგორამდე მიგვიყვანა. არ გვისაუბრია.
მანქანა 12 - სომხური
ვიფიქრეთ ღამე ურაველის ხეობაში გაგვეთენებინა და... უნდა მიგვეღწია იქამდე.
ნიჯგორში ხიზაბავრიდან ჩამოსული ვოლგა გავაჩერეთ, რომელშიც სომხურ მუსიკას ვისმენდით. ტოხამ აქო მუსიკა და ასპინძამდეც ჩავედით.
ასპინძა ისევ ფეხით გადავკვეთეთ. იმ სახლსაც ჩავუარეთ, სადაც გუშინდელი სამხედროები სამძიმარზე მივიდნენ. აქ მათი, სამხედრო პოლიციის, რომელიც ვარძიის გზაზე ვნახეთ, და სხვა მანქანებიც იდგნენ.
ისიც ვიფიქრეთ სამძიმარზე შევსულიყავით :)
გზა განვაგრძეთ, ასპინძაში ლუდი ვიყიდეთ. იმდენ ყურადღებას ვიპყრობდით ორი მოგზაური, რომ შთაბეჭდილება დაგვრჩა, აქ ყველა გვიცნობს და ყველაფერი იციან ჩვენზე. ტაქსისტებმაც გაითვალისწინეს გუშინდელი გამოცდილება და ყურადღებას აღარ გვაქცევდნენ.
ასპინძას გავცდით და გზის პირას ნაძვნარში ლუდის დასალევად ჩამოვსხედით, თან ხეობის სილამაზით ვტკბებოდით.
ჩაგვიქროლეს სამხედრო პოლიციამაც, გუშინდელებმაც.. ჩვენ კი არ ვინძრეოდით.
ბოლოს, როცა ლუდითაც და პეიზაჟებითაც ტკბობა გვეყო, გავედით გზაზე და
მანქანა 13 - სამხედრო ექიმები
გავაჩერეთ შავი ჯიპი.. უკვე მანქანებით თვლა გვერეოდა. ყველა მანქანას სახელი შევარქვით და დრო და დრო ვიმეორებდით თანმიმდეწვრობას.
ჩვენი ახალი თანამგზავრები სამხედრო ექიმები იყვნენ, ერთი პოლკოვნიკი, მეორე მაიორი, არც კი გაგვკვირვებია, როდესაც აღმოჩნდა რომ ისინიც ასპინძიდან სწორედ იმ სამძიმარიდან მოდიოდნენ, სადაც სხვა სამხედროები იყვნენ.
საუბრის თემა კვლავ ომი. დაახლოვებით იგივე რაც წინა სამხედროებთან. შევეხეთ უკრაინის პოლიტიკასაც.. ტოხა და პოლკოვნიკი მსჯელობდნენ იუშჩენკო უარესია თუ სააკაშვილი.
ტოხამ ისევ მოყვა თავისი ბიოგრაფია.. მგონი მეათეჯერ.. პოლკოვნიკმა თქვა რომ დაძმობილებულები ვართ ქართველები და უკრაინელები.. უკრაინის არმიაზეც ვისაუბრეთ, პერევში რუსების მდგომარეობაზე. ექიმი ოპტიმისტურად იყო განწყობილი:
- მალე შიმშილით დაიხოცებიან
- უკვე დიდი ხანია მათხოვრობაზე გადავიდნენ.. - არ გავიზიარე ოპტიმიზმი მე - მარა როდის აქეთ აღელვებთ ეგ რუსებს?
- მოსახლეობა ისევ გავა და ვიღას ემათხოვრებიან?
ასე მივედით ურაველის შესართავთან და იქ დავემშვიდობეთ ექიმებს.
Last edited by Truli on 20 იან 2009, 13:33, edited 3 times in total.
მი მალატ შვან

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
საგა სამცხეში ავტოსტოპით ჩასულებისგან

Post by Truli » 20 იან 2009, 00:11

გაგრძელება ხვალ. იმედია ტოხაც დამაწევს ფოტოებს :)
მი მალატ შვან

User avatar
KINALOKO
იეტი
Posts: 2266
Joined: 25 აპრ 2007, 13:41
Location: "океан вливающегося в каплю"
საგა სამცხეში ავტოსტოპით ჩასულებისგან

Post by KINALOKO » 20 იან 2009, 00:49

:!:
земля -- это ангел,
несущий меня по небу.
Мир состоит из глаголов, а не из существительных.
Ищите себя в самих себе, и вы найдете все.

auf

User avatar
ნიმფა
იეტი
Posts: 1352
Joined: 12 ოქტ 2007, 15:23
Location: სამშობლო
Contact:
საგა სამცხეში ავტოსტოპით ჩასულებისგან

Post by ნიმფა » 20 იან 2009, 01:11

Truli

არაჩვეულებრივი ხარ რუსო... :)

ისე სასიამოვნოდ იკითხება შენი ნაწერი, რომ სურათბეი აღარც მჭირდება:) ისედაც ყველაფერი ჩანს :)
ეს პოსტები არაა, ეს მოთხრობაა:)

ყოჩაღ!

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
საგა სამცხეში ავტოსტოპით ჩასულებისგან

Post by Int3lig3nt » 20 იან 2009, 01:15

Truli
საღოლ ტრული :)

მაგრად მაინტერესებდა შენი ამბავი და დარეკვასაც ვცდილობდი, ამაოდ :).

მოუთმენლად ველი მონათხრობის გაგრძელებას Image
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
საგა სამცხეში ავტოსტოპით ჩასულებისგან

Post by ARCHILI » 20 იან 2009, 02:33

Truli


გიჟი ხარ - გიჟი!!!


გადარეული!!!




მაგიტომაც მიყვარხარ....




:D

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
საგა სამცხეში ავტოსტოპით ჩასულებისგან

Post by Naia » 20 იან 2009, 10:04

Truli
ტრული, ადრეც გითხარი, რომ ძალიან კარგად წერ. შენს ადგილას მე სერიოზულად ვიფიქრებდი ამაზე:) ცოტას თუ წაიმუშავებდი ქართულ ენაზე(ბარბარიზმების აღმოფხვრას ვგულისხმობ) შენგან მშვენიერი მწერალი დადგებოდა ;)

მეორეც, ისე მოვიხიბლე შენი რეპორტაჟით, რომ რამდენიმე წუთით მეც მომინდა ავტოსტოპით გადაადგილება :)

აბა, ველი გაგრძელებას და ფოტოებსაც თუ შემოგვთავაზებთ ძალიან კარგი იქნება

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
საგა სამცხეში ავტოსტოპით ჩასულებისგან

Post by Mta Mkvarebia » 20 იან 2009, 11:29

Truli
ვეთანხმები ნაიას, ნიჭი, ბიძიკო, ნიჭიიიი :D
ჰოდა კარვული ნომინაციების თემაში საუკეთესო რეპორტიორის ნომინაცია რატომ არ არის? შენ შეგხვდებოდა პრიზი, უეჭველად :D
Image

User avatar
Linda
იეტი
Posts: 1451
Joined: 17 მაი 2007, 20:49
საგა სამცხეში ავტოსტოპით ჩასულებისგან

Post by Linda » 20 იან 2009, 12:05

ძალიან მაგრად წერ, უმაგრესადაა აღწერილი მოგზაურობა

დღეს უნდა დაამთავრო მოყოლა აუცილებლად, ამდენი ხალხი ელოდება :D

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
საგა სამცხეში ავტოსტოპით ჩასულებისგან

Post by ZVIOSULI » 20 იან 2009, 12:37

Truli
ჩვენ შენით ვამაყობთ - ხუმრობის გარეშე :)
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

User avatar
nusa
იეტი
Posts: 2183
Joined: 08 ივნ 2007, 09:46
Location: Tbilisi
Contact:
საგა სამცხეში ავტოსტოპით ჩასულებისგან

Post by nusa » 20 იან 2009, 12:41

რა არის ეხლა ეს, ა?.....

ასე შუა გზაზე რომ მიგვატოვე შეიძლება?




მოუთმენლად ველი გაგრძელებას!


სუპერ მთხრობელი ხარ!!!!!!!!!! :D
Image

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
საგა სამცხეში ავტოსტოპით ჩასულებისგან

Post by Truli » 20 იან 2009, 12:46

გაგრძელება


ურაველი
ბინდდებოდა. ჩვენ კვლავ მარტო დავრჩით გზაზე... უკან ასპინძაა, წინ ახალციხე, მარცხნივ ურაველი, მარჯვნივ ორფოლო.. ჩვენ ურაველი გზას ავუყევით. ვიწრო ხეობას მიუსაფარი კლდეები კრავდა, რომლებზეც აქა იქ ფოთლოვანი ხეები იზრდებოდა.. ბინდი ჩამოწვა.. მდინარის პირები თოვლით იყო დაფარული. რამდენიმე კილომეტრის გავლა მოგვიწია, სანამ საბანაკედ ვარგის ადგილს ვიპოვიდით. ბოლოს დაცარიელებული ფაცხები "ამაღლება დავინახეთ და დასაზვერად ჩავედით. ტოხამ მდინარეზე გადასასვლელი იპოვა და ჩვენც მეორე ნაპირზე ავღმოვჩნდით. ცოტა მანძილიც გავიარეთ, ხან თოვლში, ხან კი კლდეების ვიწყო ბილიკებზე და პატარა ველზე ავღმოვჩნდით. შეშა ბლომად იყო, ერთერთი ხის ქვეშ თოვლი არ იყო და აქ კარავი გავშალეთ, შეშა მოვაგროვეთ...
ყინავდა.. სიცივისგან თითები გვერთმეოდა... მაგრამ.. არ ვიცი რა მოხდა ჩემში.. თავი ინდიელის ქალი მეგონა.. ყინვა, ფეხების თითების მოყინვა არანაერ დისკომფორტს არ მიქმნიდა.. მშვიდად ვაგროვებდი შეშას, ვამტვრევდი ფიჩხს მოყინული ხელებით, თითქოს ეს ჩემთვის ნორმალური საქმიანობაა.
დრო და დრო ხან მე ხან ტოხა მოყინულ თითებს სულს ვუბერავდით და აქციურად ვიზელდით, რათა სისხლის მოძრაობა აღგვედგინა. ცეცხლი თოვლში ცუდად ინთებოდა და ნესტიანი შეშა მალე ქვრებოდა.
რაც კი არაყი გვქონდა დაილია და ნარჩენები ცეცხლის სულებს შევწირედ მსხვერპლად.
ნეტავ რამ გვაიძულა ჩვენ, ამ სიცივეში, ასე წამოვსულიყავით თავგადასავლების საძიებლად, თბილი ლოგინების ნაცვლად ცივ კარავში ძილი რატომ ვარჩიეთ? რა გვჭირს ნეტავ?
კითხვაზე პასუხი არცერთს არ გვქონია, თუმცა დარწმუნებული ვარ, ორივეს, არჩევანმის საშუალება რომ გვქონოდა, თბილ ოთახებს მდინარე ურაველის მოყინულ ნაპირს ვარჩევდით.
ჩაი ძლივს ავადუღეთ... დავლიეთ...
ეულ ნაპირზე, სადაც ყინვამ და წყვდიადმა დაისადგურეს, ჩამქვრალი კოცონის გვერდით, ორი გაყინული მგზავრი კარვის წინ ეწეოდა და ვარლსკვავებით მოჭედილ ცას უყურებდა. ჩვენი სიგარეტის ბოლი კოსმოსისკენ, იმ ვარლსკვავებისკენ ადიოდა, როგორც საიდუმლო გზავნილი, ჩვენი ოცნებებიც, ნატვრების და იდუმალი სურვილების შესახებ...
არა, ყინვა არ გვიშლიდა ხელს ბედნიერად გვეგრძნო თავი..
რა კარგია რომ აქ ვართ.
მი მალატ შვან

User avatar
Тоха
ასფალტზე მოარული
Posts: 19
Joined: 25 დეკ 2008, 14:45
Contact:
საგა სამცხეში ავტოსტოპით ჩასულებისგან

Post by Тоха » 20 იან 2009, 12:53

Ã￾¥Ñ€Ã￾µÃ￾½Ã￾°ÑÂ￾Ñ‘. Ã￾žÃ￾¿Ã￾µÑ€Ã￾°Ñ‚Ã￾¸Ã￾²Ã￾½Ã￾¾ Ã￾¿Ã￾¾Ã￾´Ã￾³Ã￾¾Ñ‚Ã￾¾Ã￾²Ã￾¸Ã￾ȄÂ￾ÑÂ￾ Ã￾¾Ñ‚чÃ￾µÑ‚. Ã￾â€￾Ã￾° Ã￾¸ 2-Ã￾µ ÑÂ￾трÃ￾°Ã￾½Ã￾¸Ñ†Ñ‹ Ã￾¾Ñ‚Ã￾·Ñ‹Ã￾²Ã￾¾Ã￾². :shock:
Ã￾’Ã￾¾Ã￾¾Ã￾±Ñ‰Ã￾µÃ￾¼ Ã￾°Ã￾²Ñ‚Ã￾¾ÑÂ￾Ñ‚Ã￾¾Ã￾¿ Ã￾² Ã￾“руÃ￾·Ã￾¸Ã￾¸ Ã￾²Ã￾¾Ã￾·Ã￾¼Ã￾¾Ã￾¶Ã￾µÃ￾½!!! Ã￾â€￾уÃ￾¼Ã￾°ÑŽ Ã￾½Ã￾¾Ã￾²Ñ‹Ã￾¹ Ã￾²Ã￾¸Ã￾´ Ã￾¿ÑƒÑ‚Ã￾µÑˆÃ￾µÑÂ￾Ñ‚Ã￾²Ã￾¸ÑÂ￾ Ã￾·Ã￾´Ã￾µÑÂ￾ÑŒ Ã￾¾ÑÂ￾Ã￾²Ã￾¾Ã￾¸Ñ‚ÑÂ￾ÑÂ￾.
Ã￾¤Ã￾¾Ñ‚Ã￾¾Ã￾¼Ã￾°Ñ‚Ã￾µÑ€Ã￾¸Ã￾°Ã￾» Ã￾¿Ã￾¾Ã￾ºÃ￾° Ã￾³Ã￾¾Ñ‚Ã￾¾Ã￾²Ã￾¸Ñ‚ÑÂ￾ÑÂ￾. Ã￾—Ã￾°Ã￾»Ã￾¸Ã￾²Ã￾°ÑŽ Ã￾½Ã￾° Ã￾¾Ã￾´Ã￾¸Ã￾½ ÑÂ￾Ã￾°Ã￾¹Ñ‚. Ã￾¡Ã￾µÃ￾³Ã￾¾Ã￾´Ã￾½ÑÂ￾ Ã￾½Ã￾°Ñ‡Ã￾½Ñƒ Ã￾²Ñ‹Ã￾ºÃ￾»Ã￾°Ã￾´Ñ‹Ã￾²Ã￾°Ñ‚ÑŒ Ã￾·Ã￾´Ã￾µÑÂ￾ÑŒ.
Ã￾šÑ€ÑÂ￾ Ã￾±ÑƒÃ￾´Ñƒ!

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
საგა სამცხეში ავტოსტოპით ჩასულებისგან

Post by Truli » 20 იან 2009, 13:09

ბოდიშს ვიხდი დაყოვნებისთვის. გადატვირთული დღე მაქვს სამსახურში.

----

დილა ურაველის ხეობაში
მციოდა... ამ სიტყვით შემიძლია ავღწერიო ეს ღამე... დილით გავიგე ტოხა ამოძრავდა.. ელვის ხმა... მეც ავწიე თავი, ცხვირი საძილიდან გამოვყავი და დარწმუნებული ვარ საძილესა და მის გარეთ ტემპერატურის სხვაობა 30 გრადუსზე მეტი იყო.
თავი გამოვყავი და მომესმა ტოხა მაღალ ხმაზე კიოდა...
- შენგან კარგი სოპრანო დადგებოდა - ვუთხარი..
- აბა შენ ჩაიცვი შარვალი და ვნახოთ..
დასრულდა ჩვენი ვოკალური ნიჭის გამოვლინება, გაყინული შარვლის ჩაცმით და შევუდექით არანაკლებ გაყინული ბათინკების ჩაცმა.
კოცონთან ბრძოლა... არა.. ურაველის ხეობის ცეცხლის ღვთაებებს ჩვენ არ მოვწონვართ.
მე ისევ ინდიელი ქალის ფლეგმატიურობით.. მიუხედავად ოთხოვე კიდურის მოყინვისა აუღელვებლად ვაგროვებდი ფიჩხს და ველოდებოდი ტოხა როდის მოაგვარებდა ცეცხლის ღვთაებასთან ერთიერთობებს.
დაიდგა კანი წყლით... მოიხარშა სუპი ადგილობრივი მცენარეულობით და გაყინულერბს ცხელი სუპი ღმერთების ამბროზიად მოგვეჩვენა...
სუპს ბუტერბროდები, ჩაი და სნიკერსი დავაყოლეთ.
დადგა კარვის აკეცვის დრო. დავბერტყეთ ფენებს შორის დაგროვილი ყინული და ზედა ნაწილი იალქანივით გასაშრობად გავჭიმეთ ხეებზე.
შუა დღე ახლოვდებოდა, როდესაც ვიწყო ხეობაში მზემ შემოანათა და უმალვე დათბა.
- ეგებ ნავი გავაკეთოთ, კარვის ხედა ნაწილი იალქნად გამოვიყენოთ და ისე წავიდეთ თბილისში?
ტოხამ ვიწრო ურაველს სკეპტიკურად შეხედა, მე გავახსენე რომ სულ ოთხიოდენ კილომეტრში ურაველი მტკვარს უერთდება. მაშინ ტოხამ ზაჰესი გამახსენა, თუმცა იდეის ორიგინალურობა მოეწონა.. მალინისფერი იალქანიც ისე ლამაზად გამოიყურებოდა...
მზემ მალე გაალღვო და გააშრო კარავი. ბარგი ჩავალაგეთ და ჩვენი მეორე სახლიც მივატოვეთ.. კარგად გვიმასპინძლა ამ ველმა, თუმცა ცივად...
გავედით გზაზე და მტკვრისკენ დავიძარით. გზად ტოხა რაღაცას უსტვენდა, მე ვღიღინებდი... გზა ჩვენია, ჩვენ მივდივართ!
აქ კი უამრავი მანქანა დავინახეთ. თურმე ახალციხელები ნათლისღების დღესასწაულზე მდინარესი დანსაბანად ურაველის და მტკვრის შესართავს იყენებდნენ. გავცდით მორწმუნეთა კოლონას და დავიწყეთ ისევ მანქანების გაჩერება.
Last edited by Truli on 20 იან 2009, 13:23, edited 1 time in total.
მი მალატ შვან

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
საგა სამცხეში ავტოსტოპით ჩასულებისგან

Post by Truli » 20 იან 2009, 13:10

Тоха
jdoms jdoms ;)
kak vidish otzivi samiye polojitelniye :)) mojesh i sam otpisatsa :))
მი მალატ შვან

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]