მგონი მხოლოდ ეს იყო დასანამი ჩვენი მგზავრობიასას.
გული მღერის, სული ხარობს ამ სალი კლდეების სემყურე..
მარტონი ვდგავართ ხერთვისის გასასვლელთან, ასპინძის გზაზე და მინდა ვიკივლო "მიყვარს სამცხე!!!" მიყვარს!!! მინდოდა ტოხასაც ჩემთან ერთად ეყვირა.. კიდევ უფრო მიხაროდა.. ამ მიწაში ვგრძნობ ფესვებს, მიუხედავად იმისა რომ წარმოდგენა არ მაქვს რამდენი საუკუნის წინ დატოვეს ჩემმა წინაპრებმა ეს მიწა.. არცერთი ნათესავი არ მყავს არ... არ ვიცი რომელი ძეგლის მშენებლობასთან ჰქონდათ მათ რაიმე საერთო.. რომელი იყო მათი სოფელი... რატომ წავიდნენ არ როდის, ანვინ იყო ის ვინც წავიდა და ქარელში დასახლდა? არაფერი არ ვიცი.. უბრალოდ რაღაც ინსტინქტი მკარნახობს რომ ეს ჩემი მიწაა და მე მისი სიყვარული რაღაც ღრმად ჩაფლულ გენებში მიდევს.
მანქანა 11 - მანილისფერი
გამოჩნდა ისევ 06 ჟიგული.. მალინისფერი, როგორც ჩვენი კარავი..
თვალები ჩავუჟუჟუნეთ.. ტელეპატურად ვაცნობეთ რომ მგზავრები ვართ, ასპინძისკენ მივდივართ და მათი მანქანის ფერი ძალიან მოგვწონს, რადგან ასეთი კარავი გვაქვს. არ ვიცი მძღოლი რას მივხვდა, მაგრამ გააჩერა და ნიჯგორამდე მიგვიყვანა. არ გვისაუბრია.
მანქანა 12 - სომხური
ვიფიქრეთ ღამე ურაველის ხეობაში გაგვეთენებინა და... უნდა მიგვეღწია იქამდე.
ნიჯგორში ხიზაბავრიდან ჩამოსული ვოლგა გავაჩერეთ, რომელშიც სომხურ მუსიკას ვისმენდით. ტოხამ აქო მუსიკა და ასპინძამდეც ჩავედით.
ასპინძა ისევ ფეხით გადავკვეთეთ. იმ სახლსაც ჩავუარეთ, სადაც გუშინდელი სამხედროები სამძიმარზე მივიდნენ. აქ მათი, სამხედრო პოლიციის, რომელიც ვარძიის გზაზე ვნახეთ, და სხვა მანქანებიც იდგნენ.
ისიც ვიფიქრეთ სამძიმარზე შევსულიყავით

გზა განვაგრძეთ, ასპინძაში ლუდი ვიყიდეთ. იმდენ ყურადღებას ვიპყრობდით ორი მოგზაური, რომ შთაბეჭდილება დაგვრჩა, აქ ყველა გვიცნობს და ყველაფერი იციან ჩვენზე. ტაქსისტებმაც გაითვალისწინეს გუშინდელი გამოცდილება და ყურადღებას აღარ გვაქცევდნენ.
ასპინძას გავცდით და გზის პირას ნაძვნარში ლუდის დასალევად ჩამოვსხედით, თან ხეობის სილამაზით ვტკბებოდით.
ჩაგვიქროლეს სამხედრო პოლიციამაც, გუშინდელებმაც.. ჩვენ კი არ ვინძრეოდით.
ბოლოს, როცა ლუდითაც და პეიზაჟებითაც ტკბობა გვეყო, გავედით გზაზე და
მანქანა 13 - სამხედრო ექიმები
გავაჩერეთ შავი ჯიპი.. უკვე მანქანებით თვლა გვერეოდა. ყველა მანქანას სახელი შევარქვით და დრო და დრო ვიმეორებდით თანმიმდეწვრობას.
ჩვენი ახალი თანამგზავრები სამხედრო ექიმები იყვნენ, ერთი პოლკოვნიკი, მეორე მაიორი, არც კი გაგვკვირვებია, როდესაც აღმოჩნდა რომ ისინიც ასპინძიდან სწორედ იმ სამძიმარიდან მოდიოდნენ, სადაც სხვა სამხედროები იყვნენ.
საუბრის თემა კვლავ ომი. დაახლოვებით იგივე რაც წინა სამხედროებთან. შევეხეთ უკრაინის პოლიტიკასაც.. ტოხა და პოლკოვნიკი მსჯელობდნენ იუშჩენკო უარესია თუ სააკაშვილი.
ტოხამ ისევ მოყვა თავისი ბიოგრაფია.. მგონი მეათეჯერ.. პოლკოვნიკმა თქვა რომ დაძმობილებულები ვართ ქართველები და უკრაინელები.. უკრაინის არმიაზეც ვისაუბრეთ, პერევში რუსების მდგომარეობაზე. ექიმი ოპტიმისტურად იყო განწყობილი:
- მალე შიმშილით დაიხოცებიან
- უკვე დიდი ხანია მათხოვრობაზე გადავიდნენ.. - არ გავიზიარე ოპტიმიზმი მე - მარა როდის აქეთ აღელვებთ ეგ რუსებს?
- მოსახლეობა ისევ გავა და ვიღას ემათხოვრებიან?
ასე მივედით ურაველის შესართავთან და იქ დავემშვიდობეთ ექიმებს.