Post
by Mta Mkvarebia » 26 დეკ 2008, 00:33
ცეცხლთაყვანისმცემელთა ტაძარი ათეშგა
ცეცხლი ყოველთვის დიდ როლს თამაშობდა აზერბაიჯანელი ხალხის ცხოვრებაში. მიწიდან ამოხეთქილი ჩაუმქრალი ალი ყოველთვის თაყვანისცემის გრძნობას იწვევდა ადგილობრივებში. მას აღმერთებდნენ და მის საპატივსაცემოდ წმინდა სალოცავებს აგებდნენ. ერთერთი ასეთი სალოცავია ათეშგა-ს ტაძარი, რომელიც "ცეცხლის სახლს" ნიშნავს და ბაქოდან 30 კილომეტრში, სურახანის დასახლებაში მდებარეობს . ახლანდელი ათეშგა XVII-XVIII საუკუნეებში "მუდმივი", ჩაუქრობელი ცეცხლის - მიწიდან ამომავალი გაზის ადგილას გაშენდა
ძველი პერიოდან მოყოლებული, ბაქო მოიხსენიებოდა როგორც ადგილი, სადაც მარადიული უქრობი ცეცხლი ამოდიოდა მიწიდან. სურახანში იყო ზოროასტრიზმ-ცეცხლთაყვანისმცემლების სალოცავი, რომლებიც მოდიოდნენ აქ რათა თაყვანი ეცათ მათი ღვთაებისთვის - ცეცხლისთვის. როგორც ითვლება ეს ამ რელიგიის პირველი სალოცავი ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისს განეკუთვნება. არაბების მიერ აზერბაიჯანისა და ბაქოს დაპყრობის და ისლამის მიღების შემდეგ, ზოროასტრიული ტაძარი დანგრეულ იქნა. ბევრი ზოროასტრიელი, რომლებმაც ისლამი არ მიიღეს, იძულებული გახდა, ინდოეთში წასულიყო. მაშ შემდეგ ცეცხლთაყვანისმცემლობის შემდგომი ისტორია უკვე იქ გრძელდება. ბევრი ტაობა შეიცვალა, სანამ ვაჭრობა და აბრეშუმის გზა კვლავ დააკავშირებდა ცეცხლთაყვანისმცემლებს სურახანის სალოცავთან. ცეცხლისადმი თაყვანისცემა ამ სალოცავში განახლდა XV საუკუნის შემდეგ, ინდოეთთან კულტურულ-ეკონომიკური ურთიერთობების განვიტარების შედეგად. XVII საუკუნის ცნობებში მოიხსენიებიან ინდუსები, რომლებიც ცეცხლის თაყვანსაცემად ჩამოდიოდნენ აზერბაიჯანში.
ცეცხლთაყვანისმცემელთა ძველ სალოცავზე მდიდარმა ინდოელმა ვაჭრებმა ახალი ნაგებობები ააშენებინეს. ტაძრის უფრო ადრეული ნაწილი 1713 წელს განეკუთვნება, უფრო გვიანი პერიოდისაა ცენტრალური ტაძარი, რომელიც როგორც მასზე გაკეტებული წარწერა გვამცნობს, 1810 წელს აგებულა ვაჭარ კანჩანაგარას შემოწირულობით. XVIII საუკუნის განმავლობაში ცენტრალური სალოცავის გარშემო სამლოცველოები, კელიები ქარავანსარაები, ანუ ქარვასლები გაჩნდა. ძეგლის კელიებზე გაკეთებულია სხვადასხვა წარწერები, ინდური დამწერლობის შრიფტებით დავანაგარის და გურმუკის გამოყენებით.
განდეგილები, დაახლოებით რამდენიმე ათეული ადამიანი, რომლებით ათეშგა-ში ცხოვრობდნენ, ცეცხლს ეთაყვანებოდნენ, ასკეტური ცხოვრების წესს ეწეოდნენ, და სულს განიწმენდნენ ხორცის წამებით. ტანზე იკიდებდნენ ჯაჭვებს, რომლებიც წონით 30 კილოგრამს აღემატებოდა, ნაკვერცხლებზე წვებოდნენ, სანამ სანამ სხეულის გარკვეული ნაწილი არ დანაკვერცხლდენოდა. ისინი არ მუშაობდნენ და ინდოელი ვაჭრების შემოწირულობით ცხოვრობდნენ. განდეგილებს სწამდათ, რომ სიკვდილის შემდეგ ადამიანის სული ტრანსფორმირებას განიცდიდა და რეინკარნაციის სახით კვლავ ბრუნდებოდა დედამიწაზე. რომელ სხეულში დამკვიდრდებოდა ხელახლა მოვლენილი სული - მდიდარი ადამიანის თუ რომელიმე ცხოველის გარსში, ეს მათი წარმოდგენებით კარმაზე - მისი კეთილი და ბოროტი საქმეების თანაფარდობაზე იყო დამოკიდებული.
XIX საუკუნის დასაწყისში ტაძარმა ის სახე მიიღო რაც დღეისათვის აქვს. მთავარ ტაძარ-სამლოცველოს გვერდით მდებარეობს ოთხკუთხა ორმო, რომელიც ახლა ქვის ლოდებითაა ამოვსებული, რომელშიც გარდაცვლილი ინდუსების სხეულებს წვავდნენ წმინდა ცეცხლზე.
XIX საუკუნის შუა პერიოდში, მიწის არევის გამო მიწიდან ბუნებრივი გაზის ამოსვლა ამ ადგილას შეწყდა. განდეგილებმა ეს ფაქტი მიიღეს როგორც ღმერთების რისხვის ნიშანი და დაიშალნენ. ათეშგა, როგორც თაყვანისცემის ადგილი 1880 წლამდე არსებობდა, როცა აქ მომლოცველი bოლო ინდუსი ინდოეთში წავიდა.
სარესტავრაციო სამუშაოების მერე ტაძარი 1975 წლიდან გაიხსნა, როგორც მუზეუმი. ის ტურისთებისათვის ერთერთ ხშირადმონახულებად ღირშესანიშნაობას წარმოადგენს.
