დავიცვათ ქართული ენა

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by teo- » 22 დეკ 2008, 16:09

პრინციპში არჩილს ვეთანხმები :roll:
არა ექსკურსიას! Image

User avatar
KSOVRELI
მაწანწალა
Posts: 922
Joined: 03 სექ 2008, 19:04
Location: თბილისი
დავიცვათ ქართული ენა

Post by KSOVRELI » 22 დეკ 2008, 16:42

imerkhevli wrote: ერთმა და იგივემ კი არა, ერთსა და იმავეს!
?

ერთი და იგივე ადამიანი.
ერთი და იმავე ადამიანმა.....

აქ ბრუნვას გააჩნია :wink:
არ დალიო ნატახტარი - საწამლავია.

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
დავიცვათ ქართული ენა

Post by Naia » 22 დეკ 2008, 16:47

ARCHILI wrote:
z g a r b i wrote:ARCHILI

ოცდამეთოთხმეტე :wink:


ჩემო საყვარელო და ძალიან კარგო ადამიანო ზღარბი... იძულებული ვარ გითხრა, რომ არასწორია შენი ვერსია...


:cry: :cry: :cry:


გამარჯობას ქართულად წერის წესების მიხედვით


34-ე = სამოთხე




ანუ მანდ სამოთხე წერია "ქართულად"...


:)




მიმიხვდი?




:wink:
არა, ოცდამეთოთხმეტე წერია

სამოთხე რომ ყოფილიყო მაშინ ასე იქნებოდა 3-4ე :D

პს. ვირტუალურ სამყაროში კარგა ხანია წერის ასეთ მეთოდს იყენებენ. მაგალითად CUL8R ან LOL

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
დავიცვათ ქართული ენა

Post by MIRANDA » 22 დეკ 2008, 16:50

KSOVRELI wrote:
imerkhevli wrote: ერთმა და იგივემ კი არა, ერთსა და იმავეს!
?

ერთი და იგივე ადამიანი.
ერთი და იმავე ადამიანმა.....

აქ ბრუნვას გააჩნია :wink:
ერთი და იგივე მხოლოდ სახელობით ბრუნვაშია... ყველა დანარჩენ ბრუნვაში არის - იმავე...

ანუ:

ერთი და იგივე
ერთმა და იმავემ
ერთსა და იმავეს
და ა.შ.

ასე მასწავლეს სკოლაში :roll:

User avatar
KSOVRELI
მაწანწალა
Posts: 922
Joined: 03 სექ 2008, 19:04
Location: თბილისი
დავიცვათ ქართული ენა

Post by KSOVRELI » 22 დეკ 2008, 17:21

MIRANDA wrote: ერთი და იგივე მხოლოდ სახელობით ბრუნვაშია... ყველა დანარჩენ ბრუნვაში არის - იმავე...

ანუ:

ერთი და იგივე
ერთმა და იმავემ
ერთსა და იმავეს
და ა.შ.

ასე მასწავლეს სკოლაში :roll:

:D მეც ესე ვიცოდი, მაგრამ ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებით :D

სახელობითში: ერთი და იგივე.
სხვა ბრუნვაში: ერთი და იმავე.
არ დალიო ნატახტარი - საწამლავია.

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
დავიცვათ ქართული ენა

Post by tamuna_gudarexi » 22 დეკ 2008, 22:18

შეცდომაა: კალენდარის
სწორია: კალენდრის
:roll:

User avatar
Sarajistka
მაწანწალა
Posts: 356
Joined: 12 სექ 2008, 00:12
დავიცვათ ქართული ენა

Post by Sarajistka » 22 დეკ 2008, 22:28

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:ასეთ ფრაზებს საუბრებსა და ნაწერებში ხშირად ვაწყდები.
მკდ რომ ვტქვა, ეს ენის უცოდინრობის ბრალია.
აბა, ნახეთ:

სტარტი აიღო - დაიწყო
განცხადება გააკეთა - განაცხადა
დაჯილდოება მოხდა - დაჯილდოვდა (დააჯილდოეს)
მონაწილეობას იღებდა - მონაწილეობდა
მიმდინარეობს დაფასოება - ფასოვდება
ფულის არქონის გამო - უფულობის გამო
მისამართის გარეშე დარჩა - უმისამართოდ დარჩა
ბოდიში მოუხადა - მოუბოდიშა

ამოღებულ იქნა (ვთქვათ, ყალბი ფული) - ამოიღეს
ანდა იმავე ხასიათის:
მოკლულ იქნა - მოკლეს
გაკვალულ იქნა - გაკვალეს
გამოკლებულ იქნა - გამოაკლდა

რა ჯანდაბაა დამხმარე ზმნების ასე უადგილოდ გამოყენება?
სხვა მარგალიტებიც გამახსენდება და დავწერ...

მე ყველაზე მეტად ის მარგალიტი მომწონს :arrow: ადგილი ჰონდა დანაშაულებრივ ქმედებას და სხვა ამგვარი მართლაც და 'მარგალიტები'. :shock:
მჭირდება ლიხაურის კედლის მხატვრობის ფოტოები, გადაღებული 1994 წლის ჩათვლით

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
დავიცვათ ქართული ენა

Post by ARCHILI » 22 დეკ 2008, 23:02



1. არა, ოცდამეთოთხმეტე წერია

სამოთხე რომ ყოფილიყო მაშინ ასე იქნებოდა 3-4ე :D

2. პს. ვირტუალურ სამყაროში კარგა ხანია წერის ასეთ მეთოდს იყენებენ. მაგალითად CUL8R ან LOL

:lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol:


ჩაგეთვალა... კარგა ხანია ასე გულიანად არ მიცინია...

ე.ი. სამოთხე ქართულად იწერება ასე: 3-4-ე ???

:wink:

:lol: :lol: :lol: :lol: :lol:

სუპერპასუხია :lol: :lol: :lol: :lol: :lol:


მე, როგორც მივხვდი, გამარჯობა ვირტუალურ ქართულ დამწერლობას ქმნის...

აი, მესმის... :idea: :idea: :idea:

იმენნა ვირტუალური მაშტოციზმია :wink: :wink: :wink:


:lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol:




პ.ს. სუპერი იყო... ეგ ამბავი ანეკდოტებში უნდა გადავწერო მერე...


:wink:

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 23 დეკ 2008, 01:05

teo- wrote:პრინციპში არჩილს ვეთანხმები :roll:
რაში ეთანხმები?

ნეტავ ამის გარდა ენასთან დაკავშირებით სადავო არაფერი გვქონდეს.
უბრალოდ, ჩემი წერის თავისებურებზე
საუბარს აღარ ვაპირებ.
რაც მინდოდა, საკმარისად ვთქვი.
ჰოდა, ვინც ჩემსას ვერაფერი გაუგო, ისევ იმან იდარდოს.

ჯანდაბას, ამ წერას თავს დავანებებ, შენგან და სხვებისგან თუ გამართულ ქართულს მოვისმენ.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
დავიცვათ ქართული ენა

Post by ARCHILI » 23 დეკ 2008, 01:23

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:

ნეტავ ამის გარდა ენასთან დაკავშირებით სადავო არაფერი გვქონდეს.
უბრალოდ, ჩემი წერის თავისებურებზე
საუბარს აღარ ვაპირებ.
რაც მინდოდა, საკმარისად ვთქვი.
ჰოდა, ვინც ჩემსას ვერაფერი გაუგო, ისევ იმან იდარდოს.

ჯანდაბას, ამ წერას თავს დავანებებ, შენგან და სხვებისგან თუ გამართულ ქართულს მოვისმენ.
გოგა,

მოკრძალებით მინდა შეგახსენო, რომ ქართული, მეტყველების გარდა, წერაცაა... და სტილურ და აზრობრივ საკითხებზე თავადაც იმდენივე მუშაობა გჭირდება, როგორც ნებისმიერ ჩვენგანს...

რამდენადაც ძალიან კარგი და საჭირო თემა გახსენი (მოცემულ თემას ვგულისხმობ), ჩვენ ერთმანეთს და მათ შორის, შენც გიზიარებთ იმას, რაც არ იცი... ისევე, როგორც თავად აკეთებ...

მაგალითად, პირველივე წინადადებაში რამდენიმე შეცდომა შეინიშნება, "ნეტავის" მერე "," -ები სჭირდება, ისევე, როგორც მრავალ სხვა შემთხვევაში;

წინადადება ასე უნდა გეწეროს:
ნეტავ, ამის გარდა, ენასთან დაკავშირებით, სადავო არაფერი გვქონდეს.
უბრალოდ, ჩემი წერის თავისებურებზე
საუბარს აღარ ვაპირებ.
ამასთან, როგორც მრავალ ჟურნალისტს, შენც გაგეპარა ერთი ფართოდ გავრცელებული შეცდომა - საუბარი ორი ადამიანის კუთვნილებაა და არა ერთის, ერთი მსჯელობს, ამბობს, აცხადებს და ა.შ.

მიმიხვდი, ხომ? :wink:

ამიტომ, ისევე, როგორც ჩვენ შენი დახმარებით, შენც ყოველი ჩვენგანის დახმარებით ქართულის წერა-კითხვა და გამოყენება დახვეწე და ასე, ენასაც ვემსახურებით და ერთმანეთსაც...


:) :) :)

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by teo- » 23 დეკ 2008, 01:34

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:
teo- wrote:პრინციპში არჩილს ვეთანხმები :roll:
რაში ეთანხმები?

ნეტავ ამის გარდა ენასთან დაკავშირებით სადავო არაფერი გვქონდეს.
უბრალოდ, ჩემი წერის თავისებურებზე
საუბარს აღარ ვაპირებ.
რაც მინდოდა, საკმარისად ვთქვი.
ჰოდა, ვინც ჩემსას ვერაფერი გაუგო, ისევ იმან იდარდოს.

ჯანდაბას, ამ წერას თავს დავანებებ, შენგან და სხვებისგან თუ გამართულ ქართულს მოვისმენ.
არა მე შენ წერასთან არავითარი პრობლემა ა მაქვს(ცოტა თვალები მიჭრელდებახოლმე) მაგრამ როცა შენ სხვის ბარბარიზმეზე ამდენი გართულება გაქვს შენიც ცოტა თვალში მოსახვედრია:) მერე რა რომ ეს ბარბარიზმი არ არის, მოგბაძავთ მაშინ ყველა და ვნახოთ პროგრესი:P არ გეწყინოს ეხლა;)
არა ექსკურსიას! Image

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 23 დეკ 2008, 01:49

ARCHILI wrote:
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:

ნეტავ ამის გარდა ენასთან დაკავშირებით სადავო არაფერი გვქონდეს.
უბრალოდ, ჩემი წერის თავისებურებზე
საუბარს აღარ ვაპირებ.
რაც მინდოდა, საკმარისად ვთქვი.
ჰოდა, ვინც ჩემსას ვერაფერი გაუგო, ისევ იმან იდარდოს.

ჯანდაბას, ამ წერას თავს დავანებებ, შენგან და სხვებისგან თუ გამართულ ქართულს მოვისმენ.
გოგა,

მოკრძალებით მინდა შეგახსენო, რომ ქართული, მეტყველების გარდა, წერაცაა... და სტილურ და აზრობრივ საკითხებზე თავადაც იმდენივე მუშაობა გჭირდება, როგორც ნებისმიერ ჩვენგანს...

რამდენადაც ძალიან კარგი და საჭირო თემა გახსენი (მოცემულ თემას ვგულისხმობ), ჩვენ ერთმანეთს და მათ შორის, შენც გიზიარებთ იმას, რაც არ იცი... ისევე, როგორც თავად აკეთებ...

მაგალითად, პირველივე წინადადებაში რამდენიმე შეცდომა შეინიშნება, "ნეტავის" მერე "," -ები სჭირდება, ისევე, როგორც მრავალ სხვა შემთხვევაში;

წინადადება ასე უნდა გეწეროს:
ნეტავ, ამის გარდა, ენასთან დაკავშირებით, სადავო არაფერი გვქონდეს.
უბრალოდ, ჩემი წერის თავისებურებზე
საუბარს აღარ ვაპირებ.
ამასთან, როგორც მრავალ ჟურნალისტს, შენც გაგეპარა ერთი ფართოდ გავრცელებული შეცდომა - საუბარი ორი ადამიანის კუთვნილებაა და არა ერთის, ერთი მსჯელობს, ამბობს, აცხადებს და ა.შ.

მიმიხვდი, ხომ? :wink:

ამიტომ, ისევე, როგორც ჩვენ შენი დახმარებით, შენც ყოველი ჩვენგანის დახმარებით ქართულის წერა-კითხვა და გამოყენება დახვეწე და ასე, ენასაც ვემსახურებით და ერთმანეთსაც...


:) :) :)
აგაშენა ღმერთმა. მართალი ხარ.
მეც ვუშვებ შეცდომებს, განსკუთრებით, მეტყველებაში.
სულ ვმუშაობ საკუთარ თავზე, რომ უკეთესად ვწერო და ვიმეტყველო.
ამ თემის 1ლ წერილსაც სწორედ ასე ვიწყებ.
შენი მხრიდან ეს უკვე კონსტრუქციულია და სწორედ ამას ვითხოვ.

და კიდევ, წინასწარ გეტყვი, რომ როდესაც, ვთქვათ, ვწერ: "26ე სკოლა", "1ლი", "მე19 საუკუნე", "18.30 სთზე", "17ში"
და მსგავსს, ვიცი, რომ დღევანდელი ქართული მართლწერა ტირეს ითხოვს. ანუ, უნდა იწერებოდეს "26-ე სკოლა",
"1ლი", "მე-19 საუკუნე", "18.30 სთ-ზე", "17-ში"
, მაგრამ ტირეებს შეგნებულად არ ვწერ და ამის გამო,
ჩემთან არ იკამათო.

სხვა შენიშვნებს, კი, ბატონო, სიამოვნებით მივიღებ.
არა მხოლოდ მართლწერაში, მეტყველებაშიც...
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 23 დეკ 2008, 01:56

teo- wrote:
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:
teo- wrote:პრინციპში არჩილს ვეთანხმები :roll:
რაში ეთანხმები?

ნეტავ ამის გარდა ენასთან დაკავშირებით სადავო არაფერი გვქონდეს.
უბრალოდ, ჩემი წერის თავისებურებზე
საუბარს აღარ ვაპირებ.
რაც მინდოდა, საკმარისად ვთქვი.
ჰოდა, ვინც ჩემსას ვერაფერი გაუგო, ისევ იმან იდარდოს.

ჯანდაბას, ამ წერას თავს დავანებებ, შენგან და სხვებისგან თუ გამართულ ქართულს მოვისმენ.
არა მე შენ წერასთან არავითარი პრობლემა ა მაქვს(ცოტა თვალები მიჭრელდებახოლმე) მაგრამ როცა შენ სხვის ბარბარიზმეზე ამდენი გართულება გაქვს შენიც ცოტა თვალში მოსახვედრია:) მერე რა რომ ეს ბარბარიზმი არ არის, მოგბაძავთ მაშინ ყველა და ვნახოთ პროგრესი:P არ გეწყინოს ეხლა;)
მესმის შენი. გასაგებია.
ამის გამო, რატომ უნდა გავბრაზდე?
მერწმუნე, სულ რამდენიმე წელიწადში ვირტუალურ მართლწერაში (მობილურის შეტყობინება, სკაიპი, ელ-ფოსტა, ინტერნეტ-ფორუმები და ა.შ) ხმოვნებიც კი ამოვარდება.
მაგრამ მეტყველებას ამით არაფერი დაუშავდება.
აი, "ლაფათქას" რომ იტყვი და იმასვე დაწერ, მაშინ კი ენის სერიოზულ ზიანთან გვექნება საქმე
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
დავიცვათ ქართული ენა

Post by Naia » 23 დეკ 2008, 09:57

ARCHILI
მიხარია, რომ გაგამხიარულე :)

3-4-ის მსგავსი მაგალითები არაერთი მაქვს და თუ გაინტერესებს ნელ-ნელა შემოგთავაზებ :)

ვერაფერს ვხედავ საგანგაშოს ვირტუალურ მართლწერაში ციფრების გამოყენებასა და სიტყვების შემოკლებაში. რაც თავი მახსოვს, ICQ-ში, მესენჯერსა თუ სკაიპში, აგრეთვე სმს-ების გაგზავნის დროს წერის ასეთ სტილს ვიყენებ. იმიტომ, რომ უფრო სწრაფი და მოსახერხებელია.


GAMARJOBA SAKARTVELO
მერწმუნე, სულ რამდენიმე წელიწადში ვირტუალურ მართლწერაში (მობილურის შეტყობინება, სკაიპი, ელ-ფოსტა, ინტერნეტ-ფორუმები და ა.შ) ხმოვნებიც კი ამოვარდება.
არა მარტო ხმოვნები, სასვენი ნიშნებიც

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 23 დეკ 2008, 12:37

Naia wrote:ARCHILI
მიხარია, რომ გაგამხიარულე :)

3-4-ის მსგავსი მაგალითები არაერთი მაქვს და თუ გაინტერესებს ნელ-ნელა შემოგთავაზებ :)

ვერაფერს ვხედავ საგანგაშოს ვირტუალურ მართლწერაში ციფრების გამოყენებასა და სიტყვების შემოკლებაში. რაც თავი მახსოვს, ICQ-ში, მესენჯერსა თუ სკაიპში, აგრეთვე სმს-ების გაგზავნის დროს წერის ასეთ სტილს ვიყენებ. იმიტომ, რომ უფრო სწრაფი და მოსახერხებელია.


GAMARJOBA SAKARTVELO
მერწმუნე, სულ რამდენიმე წელიწადში ვირტუალურ მართლწერაში (მობილურის შეტყობინება, სკაიპი, ელ-ფოსტა, ინტერნეტ-ფორუმები და ა.შ) ხმოვნებიც კი ამოვარდება.
არა მარტო ხმოვნები, სასვენი ნიშნებიც
და ბრჭყალებიც ამოვარდება ვირტუალური ტექსტებიდან
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]