დავიცვათ ქართული ენა
Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia
დავიცვათ ქართული ენა
?imerkhevli wrote: ერთმა და იგივემ კი არა, ერთსა და იმავეს!
ერთი და იგივე ადამიანი.
ერთი და იმავე ადამიანმა.....
აქ ბრუნვას გააჩნია

არ დალიო ნატახტარი - საწამლავია.
დავიცვათ ქართული ენა
არა, ოცდამეთოთხმეტე წერიაARCHILI wrote:z g a r b i wrote:ARCHILI
ოცდამეთოთხმეტე
ჩემო საყვარელო და ძალიან კარგო ადამიანო ზღარბი... იძულებული ვარ გითხრა, რომ არასწორია შენი ვერსია...
![]()
![]()
![]()
გამარჯობას ქართულად წერის წესების მიხედვით
34-ე = სამოთხე
ანუ მანდ სამოთხე წერია "ქართულად"...
მიმიხვდი?
სამოთხე რომ ყოფილიყო მაშინ ასე იქნებოდა 3-4ე

პს. ვირტუალურ სამყაროში კარგა ხანია წერის ასეთ მეთოდს იყენებენ. მაგალითად CUL8R ან LOL
დავიცვათ ქართული ენა
ერთი და იგივე მხოლოდ სახელობით ბრუნვაშია... ყველა დანარჩენ ბრუნვაში არის - იმავე...KSOVRELI wrote:?imerkhevli wrote: ერთმა და იგივემ კი არა, ერთსა და იმავეს!
ერთი და იგივე ადამიანი.
ერთი და იმავე ადამიანმა.....
აქ ბრუნვას გააჩნია
ანუ:
ერთი და იგივე
ერთმა და იმავემ
ერთსა და იმავეს
და ა.შ.
ასე მასწავლეს სკოლაში

დავიცვათ ქართული ენა
MIRANDA wrote: ერთი და იგივე მხოლოდ სახელობით ბრუნვაშია... ყველა დანარჩენ ბრუნვაში არის - იმავე...
ანუ:
ერთი და იგივე
ერთმა და იმავემ
ერთსა და იმავეს
და ა.შ.
ასე მასწავლეს სკოლაში

სახელობითში: ერთი და იგივე.
სხვა ბრუნვაში: ერთი და იმავე.
არ დალიო ნატახტარი - საწამლავია.
- tamuna_gudarexi
- იეტი
- Posts: 2290
- Joined: 15 ივნ 2005, 15:28
- Location: არსად...
დავიცვათ ქართული ენა
შეცდომაა: კალენდარის
სწორია: კალენდრის

სწორია: კალენდრის

- Sarajistka
- მაწანწალა
- Posts: 356
- Joined: 12 სექ 2008, 00:12
დავიცვათ ქართული ენა
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:ასეთ ფრაზებს საუბრებსა და ნაწერებში ხშირად ვაწყდები.
მკდ რომ ვტქვა, ეს ენის უცოდინრობის ბრალია.
აბა, ნახეთ:
სტარტი აიღო - დაიწყო
განცხადება გააკეთა - განაცხადა
დაჯილდოება მოხდა - დაჯილდოვდა (დააჯილდოეს)
მონაწილეობას იღებდა - მონაწილეობდა
მიმდინარეობს დაფასოება - ფასოვდება
ფულის არქონის გამო - უფულობის გამო
მისამართის გარეშე დარჩა - უმისამართოდ დარჩა
ბოდიში მოუხადა - მოუბოდიშა
ამოღებულ იქნა (ვთქვათ, ყალბი ფული) - ამოიღეს
ანდა იმავე ხასიათის:
მოკლულ იქნა - მოკლეს
გაკვალულ იქნა - გაკვალეს
გამოკლებულ იქნა - გამოაკლდა
რა ჯანდაბაა დამხმარე ზმნების ასე უადგილოდ გამოყენება?
სხვა მარგალიტებიც გამახსენდება და დავწერ...
მე ყველაზე მეტად ის მარგალიტი მომწონს

მჭირდება ლიხაურის კედლის მხატვრობის ფოტოები, გადაღებული 1994 წლის ჩათვლით
დავიცვათ ქართული ენა
1. არა, ოცდამეთოთხმეტე წერია
სამოთხე რომ ყოფილიყო მაშინ ასე იქნებოდა 3-4ე
2. პს. ვირტუალურ სამყაროში კარგა ხანია წერის ასეთ მეთოდს იყენებენ. მაგალითად CUL8R ან LOL

ჩაგეთვალა... კარგა ხანია ასე გულიანად არ მიცინია...
ე.ი. სამოთხე ქართულად იწერება ასე: 3-4-ე ???

სუპერპასუხია

მე, როგორც მივხვდი, გამარჯობა ვირტუალურ ქართულ დამწერლობას ქმნის...
აი, მესმის...

იმენნა ვირტუალური მაშტოციზმია

პ.ს. სუპერი იყო... ეგ ამბავი ანეკდოტებში უნდა გადავწერო მერე...

-
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა
რაში ეთანხმები?teo- wrote:პრინციპში არჩილს ვეთანხმები
ნეტავ ამის გარდა ენასთან დაკავშირებით სადავო არაფერი გვქონდეს.
უბრალოდ, ჩემი წერის თავისებურებზე
საუბარს აღარ ვაპირებ.
რაც მინდოდა, საკმარისად ვთქვი.
ჰოდა, ვინც ჩემსას ვერაფერი გაუგო, ისევ იმან იდარდოს.
ჯანდაბას, ამ წერას თავს დავანებებ, შენგან და სხვებისგან თუ გამართულ ქართულს მოვისმენ.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
დავიცვათ ქართული ენა
გოგა,GAMARJOBA SAKARTVELO wrote:
ნეტავ ამის გარდა ენასთან დაკავშირებით სადავო არაფერი გვქონდეს.
უბრალოდ, ჩემი წერის თავისებურებზე
საუბარს აღარ ვაპირებ.
რაც მინდოდა, საკმარისად ვთქვი.
ჰოდა, ვინც ჩემსას ვერაფერი გაუგო, ისევ იმან იდარდოს.
ჯანდაბას, ამ წერას თავს დავანებებ, შენგან და სხვებისგან თუ გამართულ ქართულს მოვისმენ.
მოკრძალებით მინდა შეგახსენო, რომ ქართული, მეტყველების გარდა, წერაცაა... და სტილურ და აზრობრივ საკითხებზე თავადაც იმდენივე მუშაობა გჭირდება, როგორც ნებისმიერ ჩვენგანს...
რამდენადაც ძალიან კარგი და საჭირო თემა გახსენი (მოცემულ თემას ვგულისხმობ), ჩვენ ერთმანეთს და მათ შორის, შენც გიზიარებთ იმას, რაც არ იცი... ისევე, როგორც თავად აკეთებ...
მაგალითად, პირველივე წინადადებაში რამდენიმე შეცდომა შეინიშნება, "ნეტავის" მერე "," -ები სჭირდება, ისევე, როგორც მრავალ სხვა შემთხვევაში;
წინადადება ასე უნდა გეწეროს:
ამასთან, როგორც მრავალ ჟურნალისტს, შენც გაგეპარა ერთი ფართოდ გავრცელებული შეცდომა - საუბარი ორი ადამიანის კუთვნილებაა და არა ერთის, ერთი მსჯელობს, ამბობს, აცხადებს და ა.შ.ნეტავ, ამის გარდა, ენასთან დაკავშირებით, სადავო არაფერი გვქონდეს.
უბრალოდ, ჩემი წერის თავისებურებზე
საუბარს აღარ ვაპირებ.
მიმიხვდი, ხომ?

ამიტომ, ისევე, როგორც ჩვენ შენი დახმარებით, შენც ყოველი ჩვენგანის დახმარებით ქართულის წერა-კითხვა და გამოყენება დახვეწე და ასე, ენასაც ვემსახურებით და ერთმანეთსაც...

დავიცვათ ქართული ენა
არა მე შენ წერასთან არავითარი პრობლემა ა მაქვს(ცოტა თვალები მიჭრელდებახოლმე) მაგრამ როცა შენ სხვის ბარბარიზმეზე ამდენი გართულება გაქვს შენიც ცოტა თვალში მოსახვედრია:) მერე რა რომ ეს ბარბარიზმი არ არის, მოგბაძავთ მაშინ ყველა და ვნახოთ პროგრესი:P არ გეწყინოს ეხლა;)GAMARJOBA SAKARTVELO wrote:რაში ეთანხმები?teo- wrote:პრინციპში არჩილს ვეთანხმები
ნეტავ ამის გარდა ენასთან დაკავშირებით სადავო არაფერი გვქონდეს.
უბრალოდ, ჩემი წერის თავისებურებზე
საუბარს აღარ ვაპირებ.
რაც მინდოდა, საკმარისად ვთქვი.
ჰოდა, ვინც ჩემსას ვერაფერი გაუგო, ისევ იმან იდარდოს.
ჯანდაბას, ამ წერას თავს დავანებებ, შენგან და სხვებისგან თუ გამართულ ქართულს მოვისმენ.
-
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა
აგაშენა ღმერთმა. მართალი ხარ.ARCHILI wrote:გოგა,GAMARJOBA SAKARTVELO wrote:
ნეტავ ამის გარდა ენასთან დაკავშირებით სადავო არაფერი გვქონდეს.
უბრალოდ, ჩემი წერის თავისებურებზე
საუბარს აღარ ვაპირებ.
რაც მინდოდა, საკმარისად ვთქვი.
ჰოდა, ვინც ჩემსას ვერაფერი გაუგო, ისევ იმან იდარდოს.
ჯანდაბას, ამ წერას თავს დავანებებ, შენგან და სხვებისგან თუ გამართულ ქართულს მოვისმენ.
მოკრძალებით მინდა შეგახსენო, რომ ქართული, მეტყველების გარდა, წერაცაა... და სტილურ და აზრობრივ საკითხებზე თავადაც იმდენივე მუშაობა გჭირდება, როგორც ნებისმიერ ჩვენგანს...
რამდენადაც ძალიან კარგი და საჭირო თემა გახსენი (მოცემულ თემას ვგულისხმობ), ჩვენ ერთმანეთს და მათ შორის, შენც გიზიარებთ იმას, რაც არ იცი... ისევე, როგორც თავად აკეთებ...
მაგალითად, პირველივე წინადადებაში რამდენიმე შეცდომა შეინიშნება, "ნეტავის" მერე "," -ები სჭირდება, ისევე, როგორც მრავალ სხვა შემთხვევაში;
წინადადება ასე უნდა გეწეროს:ამასთან, როგორც მრავალ ჟურნალისტს, შენც გაგეპარა ერთი ფართოდ გავრცელებული შეცდომა - საუბარი ორი ადამიანის კუთვნილებაა და არა ერთის, ერთი მსჯელობს, ამბობს, აცხადებს და ა.შ.ნეტავ, ამის გარდა, ენასთან დაკავშირებით, სადავო არაფერი გვქონდეს.
უბრალოდ, ჩემი წერის თავისებურებზე
საუბარს აღარ ვაპირებ.
მიმიხვდი, ხომ?![]()
ამიტომ, ისევე, როგორც ჩვენ შენი დახმარებით, შენც ყოველი ჩვენგანის დახმარებით ქართულის წერა-კითხვა და გამოყენება დახვეწე და ასე, ენასაც ვემსახურებით და ერთმანეთსაც...
![]()
![]()
მეც ვუშვებ შეცდომებს, განსკუთრებით, მეტყველებაში.
სულ ვმუშაობ საკუთარ თავზე, რომ უკეთესად ვწერო და ვიმეტყველო.
ამ თემის 1ლ წერილსაც სწორედ ასე ვიწყებ.
შენი მხრიდან ეს უკვე კონსტრუქციულია და სწორედ ამას ვითხოვ.
და კიდევ, წინასწარ გეტყვი, რომ როდესაც, ვთქვათ, ვწერ: "26ე სკოლა", "1ლი", "მე19 საუკუნე", "18.30 სთზე", "17ში"
და მსგავსს, ვიცი, რომ დღევანდელი ქართული მართლწერა ტირეს ითხოვს. ანუ, უნდა იწერებოდეს "26-ე სკოლა",
"1ლი", "მე-19 საუკუნე", "18.30 სთ-ზე", "17-ში", მაგრამ ტირეებს შეგნებულად არ ვწერ და ამის გამო,
ჩემთან არ იკამათო.
სხვა შენიშვნებს, კი, ბატონო, სიამოვნებით მივიღებ.
არა მხოლოდ მართლწერაში, მეტყველებაშიც...
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
-
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა
მესმის შენი. გასაგებია.teo- wrote:არა მე შენ წერასთან არავითარი პრობლემა ა მაქვს(ცოტა თვალები მიჭრელდებახოლმე) მაგრამ როცა შენ სხვის ბარბარიზმეზე ამდენი გართულება გაქვს შენიც ცოტა თვალში მოსახვედრია:) მერე რა რომ ეს ბარბარიზმი არ არის, მოგბაძავთ მაშინ ყველა და ვნახოთ პროგრესი:P არ გეწყინოს ეხლა;)GAMARJOBA SAKARTVELO wrote:რაში ეთანხმები?teo- wrote:პრინციპში არჩილს ვეთანხმები
ნეტავ ამის გარდა ენასთან დაკავშირებით სადავო არაფერი გვქონდეს.
უბრალოდ, ჩემი წერის თავისებურებზე
საუბარს აღარ ვაპირებ.
რაც მინდოდა, საკმარისად ვთქვი.
ჰოდა, ვინც ჩემსას ვერაფერი გაუგო, ისევ იმან იდარდოს.
ჯანდაბას, ამ წერას თავს დავანებებ, შენგან და სხვებისგან თუ გამართულ ქართულს მოვისმენ.
ამის გამო, რატომ უნდა გავბრაზდე?
მერწმუნე, სულ რამდენიმე წელიწადში ვირტუალურ მართლწერაში (მობილურის შეტყობინება, სკაიპი, ელ-ფოსტა, ინტერნეტ-ფორუმები და ა.შ) ხმოვნებიც კი ამოვარდება.
მაგრამ მეტყველებას ამით არაფერი დაუშავდება.
აი, "ლაფათქას" რომ იტყვი და იმასვე დაწერ, მაშინ კი ენის სერიოზულ ზიანთან გვექნება საქმე
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
დავიცვათ ქართული ენა
ARCHILI
მიხარია, რომ გაგამხიარულე
3-4-ის მსგავსი მაგალითები არაერთი მაქვს და თუ გაინტერესებს ნელ-ნელა შემოგთავაზებ
ვერაფერს ვხედავ საგანგაშოს ვირტუალურ მართლწერაში ციფრების გამოყენებასა და სიტყვების შემოკლებაში. რაც თავი მახსოვს, ICQ-ში, მესენჯერსა თუ სკაიპში, აგრეთვე სმს-ების გაგზავნის დროს წერის ასეთ სტილს ვიყენებ. იმიტომ, რომ უფრო სწრაფი და მოსახერხებელია.
GAMARJOBA SAKARTVELO

არა მარტო ხმოვნები, სასვენი ნიშნებიცმერწმუნე, სულ რამდენიმე წელიწადში ვირტუალურ მართლწერაში (მობილურის შეტყობინება, სკაიპი, ელ-ფოსტა, ინტერნეტ-ფორუმები და ა.შ) ხმოვნებიც კი ამოვარდება.
-
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა
და ბრჭყალებიც ამოვარდება ვირტუალური ტექსტებიდანNaia wrote:ARCHILI
მიხარია, რომ გაგამხიარულე
3-4-ის მსგავსი მაგალითები არაერთი მაქვს და თუ გაინტერესებს ნელ-ნელა შემოგთავაზებ
ვერაფერს ვხედავ საგანგაშოს ვირტუალურ მართლწერაში ციფრების გამოყენებასა და სიტყვების შემოკლებაში. რაც თავი მახსოვს, ICQ-ში, მესენჯერსა თუ სკაიპში, აგრეთვე სმს-ების გაგზავნის დროს წერის ასეთ სტილს ვიყენებ. იმიტომ, რომ უფრო სწრაფი და მოსახერხებელია.
GAMARJOBA SAKARTVELOარა მარტო ხმოვნები, სასვენი ნიშნებიცმერწმუნე, სულ რამდენიმე წელიწადში ვირტუალურ მართლწერაში (მობილურის შეტყობინება, სკაიპი, ელ-ფოსტა, ინტერნეტ-ფორუმები და ა.შ) ხმოვნებიც კი ამოვარდება.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
და ამით ჩემიანებს ვეხმარები