მონატრება ბეიჯინგიდან

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
lika-li
მაწანწალა
Posts: 408
Joined: 26 აპრ 2008, 21:31
მონატრება ბეიჯინგიდან

Post by lika-li » 21 დეკ 2008, 21:09

ალბათ 10 000 ხინკალი ერთად მოიხარშებოდა ამ ქვაბში :lol:

Image

ისე, მართლა საინტერესოა, რას ხარშავდნენ შიგ (ან ვის :lol: ) ?

თუმცა ადვილი შესაძლებელია უბრალოდ წყლის რეზერვუარი ყოფილიყო :roll:

სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კითხვა გვაწუხებდა, გიდი არ გვყავდა და ვერ დავიკმაყოფილეთ ცნობისმოყვარეობა ;)
...მე ჩრდილიც მიყვარს შენი,
მზის დაბნელების მსგავსი...

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
მონატრება ბეიჯინგიდან

Post by namcecuna » 21 დეკ 2008, 21:16

lika-li wrote:პატარა ჩინელი ბაიები :D

Image

ალბათ ისინიც ექსკურსიაზე არიან ;)

თუ მათი უცხოელი მეთვალყურეებით ვიმსჯელებთ (რომლებიც წარამარა ფოტოებს უღებდნენ და ართობდნენ პატარებს) , ეს ბავშვები შეძლებული ოჯახის შვილები უნდა ყოფილიყვნენ.
ვაიიი რა საყვარლები არიან :D:D:D

არა რა, პატარა ჩინელიც კარგია :D
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
lika-li
მაწანწალა
Posts: 408
Joined: 26 აპრ 2008, 21:31
მონატრება ბეიჯინგიდან

Post by lika-li » 21 დეკ 2008, 21:19

აკრძალულ ქალაქში ყოველ შენობას არქმევდნენ სიმბოლურ სახელებს, მაგალითად "ციური სიწმინდის სასახლე", "გულისხმიერების სასახლე",
"სიმშვიდისა და მარადიულობის სასახლე",
"მაღალი ჰარმონიის კარიბჭე" ( ამ სასახლის დარბაზში იმპერატორი დრაკონის ტახტზე იჯდა და ბრძანებებს იქიდან იძლეოდა ;))

ახლა იმ დრაკონის ფოტოს ვერსად ვპოულობ და თუ ვნახე, მომავალში ჩავამატებ, იქამდე კი

საიმპერატორო ბაღი

Image
...მე ჩრდილიც მიყვარს შენი,
მზის დაბნელების მსგავსი...

User avatar
lika-li
მაწანწალა
Posts: 408
Joined: 26 აპრ 2008, 21:31
მონატრება ბეიჯინგიდან

Post by lika-li » 21 დეკ 2008, 21:32

namcecuna
:lol:

მართლა საყვარლები არიან.

აქვე პატარებთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ ასეთი რამ, რაც ჩინეთში ვნახე სხვაგან არსად მინახავს :lol:

მშობლები თავის პატარებს (დაახლოებით ორ, სამ წლამდე ბავშვებს) აცვამენ ისეთ შარვლებს, რომლებსაც უბე აქვთ ჩაჭრილი წინიდან მოყოლებული უკან ბოლომდე :lol:

ისე, რომ პატარებს ტაკუნები უჩანთ და როცა უნდათ და სადაც უნდათ ბუნებრივ მოთხოვნილებას კომფორტულად იკმაყოფილებენ :lol:


დამერწმუნეთ :lol: ეს არც ისე ლამაზია შესახედავად, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ასეთ ფაქტს საიმპერატორო ბაღში წააწყდებით (მე წავაწყდი :lol:)

პირველად რომ ვნახე, თვალებს არ დავუჯერე, მეგონა რაღაც შემთხვევითობას ჰქონდა ადგილი :lol:

მაგრამ მერე, მეორე ბავშვზეც რომ ვნახე და მესამეზეც და ასე გაგრძელდა დაუსრულებლად, მივხვდი რომ ეს ჩინელებისთვის ჩვეულებრივი ამბავი და მეტიც, მათი აზრით საკმაოდ პრაქტიკული გამოგონება იყო :lol:

ბოლოს ჩემს ლექტორს ვკითხე და მანაც დამიდასტურა, თან მკითხა კიდეც ღიმილით, ხო საყვარლები არიანო? :lol:

მაგრამ ყველაზე გასაკვირი ის არის, რომ შემოდგომაზე, რომელიც ბეიჯინგში საკმაოდ ცივია, ისევ ასეთი შარვლებით დაყავდათ პატარები :roll:

არ სციოდათ ნეტა? :wink:
...მე ჩრდილიც მიყვარს შენი,
მზის დაბნელების მსგავსი...

User avatar
lika-li
მაწანწალა
Posts: 408
Joined: 26 აპრ 2008, 21:31
მონატრება ბეიჯინგიდან

Post by lika-li » 21 დეკ 2008, 21:50

ესეც საიმპერატორო ბაღის მიდამოებში ;)

Image
...მე ჩრდილიც მიყვარს შენი,
მზის დაბნელების მსგავსი...

User avatar
Bivrili
მაწანწალა
Posts: 992
Joined: 28 ოქტ 2007, 00:58
Location: სახატეთი...
მონატრება ბეიჯინგიდან

Post by Bivrili » 21 დეკ 2008, 21:52

lika-li

ყოველ დღე მოუთმენლად ველი ახალ ფოტოებს და ახალ ამბებს...

რა საყვარელი მეგობრები გყავს, ის აზერბაიჯანელი ძალიან მომეწონა....

ისა ხინკალზე გამახსენდა,ქართული მუსიკით რომ გააოცე ეს უკვე ვიცი და ქართული კერძები თუ გაასინჯე და თუ მოეწონათ?....

კიდევ დაწერე რა რამე ჩაის დამზადების და სმის კულტურაზე....

ჰო, კიდევ მაინტერესებს სასმელ წყალს როგორი გემო აქვს?...



პ.ს. იცი ჩვენც რამდენი მოვაგროვეთ მსგავსი ერთჯერადი ბოთლებიიი
:lol: :lol: :lol: ......

გელოდებიიიით......

:)
მე არა ვარ ევროპელი, მე არა ვარ აზიელი, მე ვარ კავკასიელი...

User avatar
lika-li
მაწანწალა
Posts: 408
Joined: 26 აპრ 2008, 21:31
მონატრება ბეიჯინგიდან

Post by lika-li » 21 დეკ 2008, 22:15

Bivrili
მსიამოვნებს, რომ კითხულობ ჩემს პოსტებს :)

ჩამოთვლილ თემებზე აუცილებლად გავამახვილებ ყურადღებას, ოღონდ ოდნავ მოგვიანებით.

ახლა თავი თავისით მიდის ბალიშისკენ :lol:


კერძებთან დაკავშირებით კი მოგახსენებთ :lol:

ერთხელაც როცა მომბეზრდა ჩინური სადილი, ავდექი და ხინკალი გავაკეთე :lol: თავის ცომის მოზელვიან- ხინკლის მოხვევიანად :lol:

სამზარეულოში რომ ვიდექი, ჩემმა უცხოელმა მეგობრებმა აიარ ჩაიარეს და შემომიარეს - ლიკა რაღაცა საინტერესოს აკეთებსო:lol:
ეგრე გინდათ მეთქი? ავდექი და სათითაოდ ყველას გავასინჯე ხინკალი, ნაცნობებსაც და უცნობებსაც, გაააგიჟდნენ და ჭკუიდან გადაცდნენ (და ახლა იმათ ნამდვილი ხინკალი რომ გაესინჯათ, ხომ წარმოგიდენიათ რა იქნებოდა :lol: )

ეს რა არისო?! სადაურიაო?! რა ჰქვიაო?! ქართულიო?! მოიცა... და საქართველო სად არისო?! :lol:

მერე მეორე დღეს ჩემი ჩინელი და იტალიელი თანამშრომლები მოვიდნენ ჩემთან, ამ დრომდე შემორჩენილი გვქონდა რამოდენიმე და გაცხელებას ვაპირებდით ...

ვინ გაცალა? :lol:

იტალიელმა გავსინჯავ თუ შეიძლებაო, და გასინჯა კი არა, თვალის დახამხამებაში მუსრი გაავლო ჩვენს ცივ ხინკალს :lol:

ჩინელი გაგიჯდა, ეს რა გიქნია?! ბავშვებს ერთი კვირის საჭმელი გაუთავეო?!

:lol: ჩვენ კი ვიცინოდით - არა უშავს კაცოო- ვამბობდით, მაგრამ მაინც გული გვწყდებოდა რომ აღარ გვქონდა ხინკალი :lol:
Last edited by lika-li on 21 დეკ 2008, 22:20, edited 1 time in total.
...მე ჩრდილიც მიყვარს შენი,
მზის დაბნელების მსგავსი...

User avatar
lika-li
მაწანწალა
Posts: 408
Joined: 26 აპრ 2008, 21:31
მონატრება ბეიჯინგიდან

Post by lika-li » 21 დეკ 2008, 22:18

და ბოლოს, ფოტო განწყობისათვის ;)

გაოცებული "კოსწიკა" (უკრაინელი კაწიას საყვარელი თოჯინა) :lol: თვალებგაფართოებული გაჰყურებს "აკრძალულ ქალაქს" :lol:

Image

მენატრებით, ძილინებისა :*
...მე ჩრდილიც მიყვარს შენი,
მზის დაბნელების მსგავსი...

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
მონატრება ბეიჯინგიდან

Post by namcecuna » 21 დეკ 2008, 22:31

lika-li

ჰეჰ, რა მაგარია :)
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
მონატრება ბეიჯინგიდან

Post by meore monadire » 22 დეკ 2008, 09:34

lika-li


რა კარგად წერ ლიკა :)
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
legenda
იეტი
Posts: 2401
Joined: 05 დეკ 2007, 14:00
Location: Tbilisi
მონატრება ბეიჯინგიდან

Post by legenda » 22 დეკ 2008, 09:53

იმდენად მაგარია რომ უკომენტაროდ დავტოვებ.... :D

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
მონატრება ბეიჯინგიდან

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 23 დეკ 2008, 02:51

lika-li
გამოვტყდები და ხინკალზე მეტად ჩინური დამპლინგის მირთმევია მირჩევნია.
ზუსტად ხინკლის მსგავსია ზომა-წონა-ფერით,
მაგრამ მათი უფრო სასარგებლო მისართმევია, ვიდრე ჩვენი ხინკალი.
თანაც, ისიც ღორის ხორციტ მზადდება.
როგორ ამზადებენ ცომს ისე, ან ღორის ხორცის ცხიმს ისეთს რას უშვრებიან, რომ კუჭს არ ვნებს?
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
მონატრება ბეიჯინგიდან

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 23 დეკ 2008, 02:54

lika-li
იმედია, ჩინური კერძების დამზადებას ისწავლი და შემდეგ სამშობლოში მათ დასაგემოვნებლად დაგვპატიჟებ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
lika-li
მაწანწალა
Posts: 408
Joined: 26 აპრ 2008, 21:31
მონატრება ბეიჯინგიდან

Post by lika-li » 03 იან 2009, 16:46

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:lika-li
გამოვტყდები და ხინკალზე მეტად ჩინური დამპლინგის მირთმევია მირჩევნია.
ზუსტად ხინკლის მსგავსია ზომა-წონა-ფერით,
მაგრამ მათი უფრო სასარგებლო მისართმევია, ვიდრე ჩვენი ხინკალი.
თანაც, ისიც ღორის ხორციტ მზადდება.
როგორ ამზადებენ ცომს ისე, ან ღორის ხორცის ცხიმს ისეთს რას უშვრებიან, რომ კუჭს არ ვნებს?
ზომა-წონა-ფერით კი, მაგრამ გემოთი ჩვენს ხინკალთან ახლოსაც ვერ მოვა :wink: (ეს ჩემი აზრია)

შევეცდები ვისწავლო რამდენიმე სახის ჩინური კერძის მომზადების წესი და რომ დავბრუნდები, დაგაგემოვნებინოთ :wink:
...მე ჩრდილიც მიყვარს შენი,
მზის დაბნელების მსგავსი...

User avatar
lika-li
მაწანწალა
Posts: 408
Joined: 26 აპრ 2008, 21:31
მონატრება ბეიჯინგიდან

Post by lika-li » 03 იან 2009, 18:50

გამოცდები მქონდა და ამიტომ მოგანატრეთ თავი :wink: :D (მოგანატრეთ? :lol: ) კიდევ ერთი გამოცდა დამრჩა და კვლავინდებურად აქტიურად განვაგრძობ წერას

ყველას გილოცავთ ახალ წელს!
ღმერთმა მრავალს დაგასწროთ!
სიკეთის, სიხარულის, სიყვარულის, ბედნიერების და ჯანმრთელობის მომტანი ყოფილიყოს 2009 წელი თითოეული თქვენთაგანისთვის!
იხარეთ და იდღეგრძელეთ!!!

ჩინეთში ახალ წელს, (მგონი ერთხელ უკვე ვახსენე) პირველ იანვარს არ აღნიშნავენ როგორც წესი, მაგრამ მაინც რთავენ ქალაქს უცხოელი სტუმრებისთვის თავის მოსაწონებლად, ჩინური ახალი წელი კი მოძრავი დღესასწაულია, ამჯერად მგონი 26 იანვარს იწყება და თებერვლის შუა რიცხვებამდე გასტანს.

Image
...მე ჩრდილიც მიყვარს შენი,
მზის დაბნელების მსგავსი...

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]