Post
by Naia » 22 დეკ 2008, 01:45
საშობაო აქცია შედგა!!! დღეს 35 ოჯახს მცირედი სიხარული მაინც მოვგვარეთ:)
ყველაფერი ასე დაიწყო:
23 ნოემბერს გოგა, ნინი_85, ლიკაკო და მე მეტეხში ჩავედით და იქ ჩასახლებულ დევნილებს (სულ 35 ოჯახი) მეგობრებში, თანამშრომლებსა და კარაველებში შეგროვილი თბილი ტანსაცმელი ჩავუტანეთ.
უკან დაბრუნებისას გაგვიჩნდა იდეა საახალწლოდ დევნილი ბავშვებისთვის საშობაო აქცია მოგვეწყო. კარავზე გავხსენით თემა. თავიდანვე ბევრი გამოეხმაურა ამ თემას. კარაველების გარდა აქციის შესახებ უამრავ მეგობარსა და ნაცნობსაც შევატყობინეთ.
შემოწირულობების მიღება 1 თვე გრძელდებოდა. თავიდან კანტიკუნტად, მიწურულისკენ კი გახშირდა ზარები. მირეკავდნენ კარაველები, მეგობრები, თანამშრომლები და დევნილებისთვის ტანსაცმელს ან თანხას მთავაზობდნენ.
საბოლოო ჯამში 940 + ლარამდე შეგროვდა.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გოგას და მის მეგობრებს, აგრეთვე ინტელას, ლეონტის, ნავიგატორს, ნიმფას, მირანდას, თიკალოს და თამუნა_გუდარეხს გაღებული ფულადი შემოწირულობისთვის.
აგრეთვე, მთაშენკას, ზიკას, სასკვას, მარიშკას, ქვევრს, მაკენას, ქეთუნა-4-ს, ლიამას და მის ოჯახს, ლიკაკოს ოჯახს და ამ აქციის ყველა მონაწილეს.
როგორც გუშინ დავწერე, შეგროვილი თანხით პლასტმასის ვარცლები, წყლის ამოსაღები ჭურჭელი, ელექტრო მადუღარები, მანდარინი, შოკოლადები და სარეცხის ფხვნილი შევიძინეთ.
დარჩენილი თანხით 'ელკანასგან' მინიმალურ ფასებში შევიძინეთ: ლობიო, ცულისპირა და ქართული ჩაი. გარდა ამისა, მაკენამ საჩუქრად გადმოგვცა
'ელკანას' თხილი.
Last edited by
Naia on 22 დეკ 2008, 12:34, edited 4 times in total.