აბა თქვენ იცით!
საახალწლო აქცია ომის დროს დაზარალებული ოჯახებისთვის
Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia
- Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
საახალწლო აქცია ომის დროს დაზარალებული ოჯახებისთვის
ისეთი კარგი ვარცლები და წყლის ამოსაღები სათლები უყიდიათ მადუღარებთან ერთად! ცოტა ხნის წინ ვნახე, ჩემი გამზადებული საჩუქარი გადავეცი, მე ხომ წაღვერში მივდივარ დასაზვერად
. რა ყოჩაღები არიან! როგორ იყო ეს ყველაფერი (თითო 35 ცალი) ჩაპრესილი "ზურმუხტაში" არ ვიცი ვარცლების ზემოთ კი თიკალო იჯდა ,როგორც პრინცესა მდოგვის მარცვალზე
. წარმომიდგენია, რა გაბრწყინებული სახეები ექნებათ დევნილებს ამ საჩუქრებს რომ გადასცემთ.
აბა თქვენ იცით!
აბა თქვენ იცით!
საახალწლო აქცია ომის დროს დაზარალებული ოჯახებისთვის
ახლა დავბრუნდი სახლში, ვლღვები და აზრზე მოვდივარ.
დიდი მადლობა მირანდას და თიკალოს დახმარებისთვის. სიცივისა და ტალახის მიუხედავად არ დაეზარათ ბაზრობაზე წამოსვლა და ტვირთის თრევა
და კიდევ, გოგას ყველაფრის ორგანიზებისთვის 
სულ შეგროვდა 890 ლარი
ამ თანხიდან დღეს შევიძინეთ:
35 ც. პლასტმასის ვარცლი
35 ც. წყლის ამოსაღები პლასტმასის ჭიქა
35 ც. ელექტრო მადუღარა (ე.წ. 'მინუტკა')
35 კოლოფი სარეცხის ფხვნილი (შუა ბაზრობაზე გოგას დაურეკეს და თხოვეს თუ შეგიძლიათ ეგებ დევნილებს ფხვნილიც უყიდოთო)
37 კგ. ხუთი სხვადასხვა დასახელების შოკოლადი
70 კგ მანდარინი
დარჩენილი თანხით ხვალ ლობიოს და მსგავს სურსათს შევიძენთ.
ტრანსპორტირების საკითხი მოგვარებულია.
წავალთ 2 მინიბუსით, რომელთაგან 1 სატვირთო იქნება, სადაც ჩავალაგებთ შემოწირულობას
სამგზავრო მინიბუსი გოგამ უფასოდ იშოვა!
ასე, რომ ვისაც სურვილი აქვს შემოგვიერთდით. თქვენი ჩასვლით ლტოლვილებსაც გაახარებთ და დარიგების პროცესსაც დააჩქარებთ.
ცნობისათვის, მანდარინი და შოკოლადი დაუფასოებელი მიგვაქვს. დღეს შევიძინეთ 3 ც სასწორი და ერთჯერადი ცელოფნის პარკები და ხვალ ადგილზე ავწონით და ისე დავურიგებთ თითოეულ ოჯახს.
სურსათის გარდა თან მიგვაქვს კარაველთა და არა-კარაველთა მიერ შემოწირული ტანსაცმელი.
მოკლედ, ხვალ 10 სთ-ზე სამთო ქიმიასთან გელით!

Last edited by Naia on 20 დეკ 2008, 20:17, edited 1 time in total.
- Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
საახალწლო აქცია ომის დროს დაზარალებული ოჯახებისთვის
Naia
მიხარიხართ და ვამაყობ თქვენით. ყველა თქვენგანით, ვინც რაღაც გაიღო დევნილებისთვის
.

Mta Mkvarebia
გაიხარე
დიდი მადლობა, რომ არ დაიზარე და დევნილებისთვის ამანათი გამოგვიტანე. შენი საახალწლო ამანათი რომელიმე პატარას ძალიან გაახარებს ხვალ 
გაიხარე
-
tamari-khevi
- მაწანწალა
- Posts: 464
- Joined: 08 დეკ 2008, 11:13
საახალწლო აქცია ომის დროს დაზარალებული ოჯახებისთვის
აბა,ხვალ მეც შემოგიერთდებით ჩემი ბარგით!ღმერთმა დაგლოცოთ კეთილი საქმეების კეთებისათვის!!!!!!!!!!!!
-
GAMARJOBA SAKARTVELO
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
საახალწლო აქცია ომის დროს დაზარალებული ოჯახებისთვის
მთაშენკას და ნაიას ზედმიწევნით ყველაფერი დაუწერიათ.
ეგრეა, ეგრეა.
მინიბუსი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ უფასოდ გამოგვიყო.
სატვირთო მინიბუსი ასევე უფასოდ Tsitsiმ იშოვა.
თიკალო და ჩემი მეგობარი მარიკა, რომელიც ამას წინათ შუამთის დასუფთავების აქციაშიც მონაწილეობდა,
მეტეხის საქველმოქმედო აქციას დღეს ფულით შეეწივნენ, აგრეთვე სამოსით.
დღეს საყიდლებზე ვარკეთილიდან სადგურამდე ნაია, მირანდა და თიკალო დადიოდნენ.
ვერ წარმოიდგენთ, როგორ ივაჟკაცეს.
დილით მაკენას, ქეთუნა-4ისა და ქვევრისგანაც ველით საჩუქრებს დევნილებისთვის.

მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
-
GAMARJOBA SAKARTVELO
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
საახალწლო აქცია ომის დროს დაზარალებული ოჯახებისთვის
სხვა რა?
დიდი იმედო მქონდა, 35 საჩუქარს ვოშოვნიდით, მაგრამ, სამწუხაროდ (გამოვტყდები, სერიოზული იმედგაცრუებულიც დავრჩი), მხოლოდ 17 საჩუქარი ვიშოვნეთ და აქედან ნახევარზე მეტი არაკარაველსა და ახლადშემოკარვებულს ეკუთვნის.
არ ვიცი, რა ვთქვა. ვერავინ დამაჯერებს, რომელიმე ჩვენთაგანს უფორ უჭირს, ვიდრე უსახლკარო დევნილებს.
მკდ, რადგან 35 საჩუქარი ვერ შეგროვდა, შემოწირულ სამოსს ადგილზე ზომების მიხედვით გადავანაწილებთ.
სხვა გზა არ გვაქვს. 17ს ჰომ არ დავასაჩუქრებთ და 18ს უსაჩუქროდ დავტოვებთ?
საახალწლო წვიმა-სათამაშოებს კი ბავშვებიან ოჯახებს გადავცემთ.

ჩემი ბუშტის ფოტოები მომეცითრა.. უკვე მენატრება:(
საახალწლო აქცია ომის დროს დაზარალებული ოჯახებისთვის
გოგა შემოგევლოს ჩემი თავი, მადლობა შენ რომ ესე აზროვნებ და ესეთ აქციებს აწყობ.GAMARJOBA SAKARTVELO wrote:გუშინ ლეონტიმ 10მდე ხელბარგი საჩუქარი გამოგვატანა დევნილი ბავშებისთვის წასაღებად.
სოფელ მეტეხეში 80მდე ბავშვია და უკვე წარმომიდგენია, ისინი რას გაიხარებენ.
გარდა ამისა, ლეონტი, აგრეთვე ნიმფა საქველმოქმედო აქციას ფულითაც შეეწივნენ.
მადლობა მათ
ქრისტემ რაც თქვა ხომ ყველას გვახსოვს : რასაც გაუკეთებ ამ მცირედთაგანს იცოდე რომ ის მე გამიკეთეო.
და წარმოვიდგინოთ რომ რეალურად ამას ქრისტეს უკეთებ და ჩვენ ღვთისმსახურები ანუ ქრისტიანები ვართ იდეაში და ესეც უნდა მოვიქცეთ.
მე პირადად ვთვლი რომ არაფერი გამიკეთებია და მრცხვენია ამის.
საახალწლო აქცია ომის დროს დაზარალებული ოჯახებისთვის
საშობაო აქცია შედგა!!! დღეს 35 ოჯახს მცირედი სიხარული მაინც მოვგვარეთ:)
ყველაფერი ასე დაიწყო:
23 ნოემბერს გოგა, ნინი_85, ლიკაკო და მე მეტეხში ჩავედით და იქ ჩასახლებულ დევნილებს (სულ 35 ოჯახი) მეგობრებში, თანამშრომლებსა და კარაველებში შეგროვილი თბილი ტანსაცმელი ჩავუტანეთ.
უკან დაბრუნებისას გაგვიჩნდა იდეა საახალწლოდ დევნილი ბავშვებისთვის საშობაო აქცია მოგვეწყო. კარავზე გავხსენით თემა. თავიდანვე ბევრი გამოეხმაურა ამ თემას. კარაველების გარდა აქციის შესახებ უამრავ მეგობარსა და ნაცნობსაც შევატყობინეთ.
შემოწირულობების მიღება 1 თვე გრძელდებოდა. თავიდან კანტიკუნტად, მიწურულისკენ კი გახშირდა ზარები. მირეკავდნენ კარაველები, მეგობრები, თანამშრომლები და დევნილებისთვის ტანსაცმელს ან თანხას მთავაზობდნენ.
საბოლოო ჯამში 940 + ლარამდე შეგროვდა.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გოგას და მის მეგობრებს, აგრეთვე ინტელას, ლეონტის, ნავიგატორს, ნიმფას, მირანდას, თიკალოს და თამუნა_გუდარეხს გაღებული ფულადი შემოწირულობისთვის.
აგრეთვე, მთაშენკას, ზიკას, სასკვას, მარიშკას, ქვევრს, მაკენას, ქეთუნა-4-ს, ლიამას და მის ოჯახს, ლიკაკოს ოჯახს და ამ აქციის ყველა მონაწილეს.
როგორც გუშინ დავწერე, შეგროვილი თანხით პლასტმასის ვარცლები, წყლის ამოსაღები ჭურჭელი, ელექტრო მადუღარები, მანდარინი, შოკოლადები და სარეცხის ფხვნილი შევიძინეთ.
დარჩენილი თანხით 'ელკანასგან' მინიმალურ ფასებში შევიძინეთ: ლობიო, ცულისპირა და ქართული ჩაი. გარდა ამისა, მაკენამ საჩუქრად გადმოგვცა
'ელკანას' თხილი.

Last edited by Naia on 22 დეკ 2008, 12:34, edited 4 times in total.
საახალწლო აქცია ომის დროს დაზარალებული ოჯახებისთვის
შეძენილი სურსათისა და ტანსაცმლის ძირითადი ნაწილი ჩემს სახლში მოვათავსეთ.
დილით, 9.30-ზე გამომიარა ციციმ და მისმა მეგობარმა გიგამ, რომელიც არათუ უანგაროდ დაგვთანხმდა დაგვხმარებოდა თავისი სატვირთო მინიბუსით ტვირთის წაღებაზე, არამედ დევნილებისთვის თბილი ხელთათმანები შეიძინა და მოგვიანებით აქტიურად ჩაერთო შემოწირულობის განაწილებაში. ტვირთი მანქანაში ჩავტვირთეთ და სამთო ქიმიისკენ დავიძარეთ.
სამთო ქიმიასთან კარაველებს შევხვდით. ნაწილი გასაცილებლად იყო მოსული და შემოწირულობა მოეტანა ლტოლვილებისთვის. ქეთუნა_4 თავისი გამომცხვარი უგემრიელესი კექსით გაგვიმასპინძლდა ყველას.
ჰო, აქ კიდევ ერთი საინტერესო რამ მოხდა. ს/ქიმიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ჩვენი შეკრების მიზეზის გაგების შემდეგ მცირედი ფულადი შემოწირულობა გაიღო დევნილებისთვის. რითაც ძალიან გაგვახარა
ს/ქიმიასთან უკვე გველოდა გოგას მიერ უფასოდ ნაშოვნი მინიბუსი, რომელიც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ სიხარულით გვათხოვა. უფრო მეტიც, მეტეხში თავად კობა სუბელიანი შეგვეგება, რომელიც ესტონეთის ელჩს დევნილებისთვის საახალწლო საჩუქრების დასარიგებლად ჩამოყვა. ჩვენთან შეჩერდა, მინიბუსში ამოვიდა, სათითაოდ ყველას ხელი ჩამოგვართვა და ასეთი გულისხმიერებისთვის დიდი მადლობა გადაგვიხადა
(არადა, განსაკუთრებული არაფერი გაგვიკეთებია)

Last edited by Naia on 22 დეკ 2008, 10:58, edited 2 times in total.
საახალწლო აქცია ომის დროს დაზარალებული ოჯახებისთვის
ადგილზე მისულებს მედიის წარმომადგენლები და კამერიანი ოპერატორები დაგვხვდნენ. მათ დანახვაზე გაჩნდა მოსაზრება ზურგით ჩავსულიყავით მინიბუსიდან და კამერებს მოვრიდებოდით 
მოკლედ, პრესისა და სტუმრების წასვლამდე ერთ-ერთი დევნილის ოჯახში შეშის ღუმელთან ვთბებოდით და თან მასპინძელს მათ ყოფაზე ვესაუბრებოდით. მოგვიანებით გამოვედით, მინიბუსიდან ტვირთი გადმოვიტანეთ და გოგას ბრიგადირობა-მითითებებით ძალიან ორგანიზებულად დავანაწილეთ შემოწირულობა.
განსაკუთრებით ჩვენი მისვლა პატარებს გაუხარდათ. სათამაშოების დანახვაზე თვალები აუციმციმდათ და მოთმინებით ელოდნენ ჩვენი მუშაობის დასრულებასა და დარიგების დაწყებას. საჩუქრები სიის მიხედვით დავანაწილეთ. იმედი მაქვს ყველა კმაყოფილი დაბრუნდა სახლში. ჩვენ განსაკუთრებით გავუსვით ხაზი იმ ფაქტს, რომ არ ვიყავით რომელიმე ორგანიზაციის ან სამსახურის წარმომადგენლები. გარკვევით ავხსენით, რომ ეს იყო უბრალო ხალხის მიერ საახალწლოდ დევნილებისთვის გაკეთებული საჩუქარი.
იმედი მაქვს, დღეს ბევრი ადამიანის გული გავახარეთ და საახალწლოდ რაღაც სითბო და სიყვარული შევიტანეთ მათ ოჯახებში.
ამ აქციის მთავარი ფოტოგრაფი იეტი ვარდანაული იყო. ასე, რომ ახლა მის ფოტოებს ველით

Last edited by Naia on 22 დეკ 2008, 10:59, edited 1 time in total.
საახალწლო აქცია ომის დროს დაზარალებული ოჯახებისთვის
მართლაც სასიმოვნოა თუ ცოტათი მართლაც დავეხმარეთ რამეში და წინასაახალწლო განწყობა შევუქმენით პატარებს. ყველას მადლობა ვინც ამ საქმეში პატარ წვილიც კი შეიტანა
ხო და ველოდებით აბა იეტი ვარდანაულს
ხო და ველოდებით აბა იეტი ვარდანაულს