კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ნინი_85 » 16 დეკ 2008, 18:00

დღესაც გათოვდა და
თბილისი თეთრად შეიმოსა,
ეს თოვლი კი არა
თეთრი იებია არხოტის.
ჯერ მე დაგინახე,
პირველმა ეს მე დაგინახე,
შორი ბავშვობიდან
მწამდი, მიყვარდი და მახსოვდი...
შენკენ მოვდიოდი,
მთა-მთა ტკივილებით ავსილი.
ტირილი რას ჰქვია,
უფლის ძეს შენს ნახვას არც ვთხოვდი...
ძნელად შეგეჩვიე,
მაისშიც გათოვდი ასკილით,
ძნელად შეგეუღლე,
შენამდე ჯერ ლექსზე გავთხოვდი..
არაგვის წყალნასვამ ლექსებს
შენ ატლასით მიმოსავ,
უღელი დროდადრო
კერის პირს საბელად არ მყოფნის,
ბედნიერ იანვარს
შორიდან სისხამზე მილოცავ,
შენით თოვს ფიფქები
ქათქათა იებად არხოტის...


სანათა
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
tama
მაწანწალა
Posts: 502
Joined: 28 ივნ 2007, 00:07
Location: tbilisi
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by tama » 16 დეკ 2008, 19:45

არ გეგონოს რომ მიყვარდე ქალავ,
მე მხოლოდ ყვითელ დალალებს ვეტრფი,
ეს გული რამდენ ტკივილებს მალავს,
რამდენი ვთქვი და რამდენი ვერ ვთქვი.

სიყვარულისა რა გითხრა ქალავ,
თუ ვეღარ ვუძლებ მწარე მარწუხებს,
შენდამი ტრფობას ჩემს გულში ვკრძალავ,
ვკრძალავ და უფრო ძლიერ მაწუხებ.

არ ვიცი, იქნებ მიყვარხარ ქალავ,
ან თმები მიყვარს მხრებზე რომ იხვევ,
ხევსურ კაცივით სიყვარულს ვმალავ
და პოეტივით ლექსებად გიმხელ.
ჩემო ათასჯერ დახვრეტილო,
მაინც უკვდავო საქართველო!

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by meore monadire » 16 დეკ 2008, 19:50

tama

თამაზ მაგარი ხარ თუ შეგიძლია აი ეს ლექსი რომ დადო:

მნათობის შუქია მწვერვალებზე
ვაჟების გულებს ვერ ანათებს
ძილა თაოდ არის მცხუნვარე მზე
...
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by Mta Mkvarebia » 17 დეკ 2008, 14:12

აბაა, სულ ახალი, ცხელ-ცხელი ლობიანები მოვიდა :D , ამ წუთას გამოაცხო :wink: :

ჩემთან თოვს...


”ღმერთო დიდებულო, მამულის ანგელოზო,
ლერწი გვიმრავლე და გაგვიხარე,”

გათოვდა...
ხის სახლში ალბათ ცხელ ღუმელთან
ჯვრებდასმულ ლობიანს დააცხობს ბებია.
თბილისში ისევ ვიფარებ საბანს
მარტოობის და
მიუსაფრობის...
იქ ჩიტის აზვრამდე მაკვრიელს ელიან
კერის მოსალოცად...
და სულის ზედაშე
ისეთი სუფთაა...
რომ შესმა გინდება:
რიონის,
რომელიც მიაპობს ნაპირებს
(მთებში მოცურავე ქალთევზა ნისლებით)
დავთვრები ხელდახელ.
შეშა შეუკეთეთ-
ცეცხლი შეუკვეთეთ-
ჩემივე თვალების ქვესკნელი მაშინებს.
ლექსად ჩამოვასხი ამ წლების ზედაშე
და მამისონამდე გავზომე...
(არშინი).
და თუ ჩამოვედი
ქალაქით გადაღლილს,
სულში ნაოჭებს რომ ჭიშკართან დავითვლი,
უბრალოდ მითხარი:
-ხომ იცი გელიან,
ყოველთვის გელიან-
ქვე შენი ჭირიმე...

ქალაქი ახლა იფარებს საბანს
მარტოობის და მიუსაფრობის.
გათოვდა...
მოტივად- ბედობაც მეყოფა
საბაბად- პირველი ფანტელის ჩამოყრა...
დასარეკად და ამის სათქმელად:
-ჩემთან თოვს....

თეკლე ბატონიშვილი
Image

User avatar
ele
იეტი
Posts: 1173
Joined: 06 სექ 2007, 13:56
Location: tb ele see
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ele » 19 დეკ 2008, 12:18

Image
. . . კიდევ ერთი დღე . . .

User avatar
tama
მაწანწალა
Posts: 502
Joined: 28 ივნ 2007, 00:07
Location: tbilisi
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by tama » 19 დეკ 2008, 22:40

რაც გაჰქრა, გაჰქრა, წავიდა,
რაც არ გამქრალა, ქრება,
ქრება, რომ მერე თავიდან
კვლავ მოგვევლინოს ვნებად.
რაც მიდის, მიდის, რაც არა,
რჩება უბრალოდ, რჩება,
რჩება ის, რაც არ დამწვარა,
რაც არ გაშლილა ფრთებად.
რაც მოდის, მოდის დროულად,
მოდის, მოჰყვება ნამქერს,
მოდის ის, რაც არ მოსულა,
რომ მოვიდეს და გაჰქრეს.
ჩემო ათასჯერ დახვრეტილო,
მაინც უკვდავო საქართველო!

User avatar
tama
მაწანწალა
Posts: 502
Joined: 28 ივნ 2007, 00:07
Location: tbilisi
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by tama » 19 დეკ 2008, 22:43

სიცოცხლისაგან მიტოვებული მე მიმატოვა სიკვდილმა
და ყველასაგან დაობლებული არ მიმატოვა ტკივილმა,
მე გამაღვიძა გულჩათხრობილ სევდის კივილმა
და ამ სიცოცხლის უსამართლო მწარე ღიმილმა...

უსიკვდილოდ და უსიცოცხლოდ ცხოვრება მიჭირს
მე წუთისოფლის უსამართლო მოქცევა მიკვირს
და ეს უაზრო წამები კი უკვალოდ მიქრის
მე კი ვერ ვასწრებ რომ რამე ვთქვა, დღეები მიქრის...

ან რა აზრი აქვს ნეტავ ჩემთვის ამ მდორე წუთებს
თუ კი მკვდარი ვარ და სიკვდილსაც ვაწუხებ თურმე.
თუ ჩემმა გულმა მიღალატა _ აღარ ვარ უკვე
და უსიცოცხლო სიკვდილსაც კი მე ვეღარ ვუთმენ
ჩემო ათასჯერ დახვრეტილო,
მაინც უკვდავო საქართველო!

User avatar
tama
მაწანწალა
Posts: 502
Joined: 28 ივნ 2007, 00:07
Location: tbilisi
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by tama » 19 დეკ 2008, 22:44

ჩვენ არყოფნიდან მოვედით,
და ვნახეთ ყოფნა რაც არი,
აზრი ამქვეყნად ყოფნისა
თითქოს არი და არც არი

წინ წყალი, უკან მეწყერი
ცეცხლი და ბოლოს ნაცარი
ბედნიერებას ვეძებდით
მაგრამ ვერ ვპოვეთ მარცვალი
სიკვდილი - დედა ყოფილა,
სიცოცხლე - დედინაცვალი.

ვახუშტი კოტეტიშვილი
ჩემო ათასჯერ დახვრეტილო,
მაინც უკვდავო საქართველო!

User avatar
tama
მაწანწალა
Posts: 502
Joined: 28 ივნ 2007, 00:07
Location: tbilisi
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by tama » 19 დეკ 2008, 22:46

დარჩა სიხარულის მხოლოდ მოგონება
და ჩემი დღეები ქრიან პეპლებივით.
ლურჯი საღამოა, მოდის დაღონება
და გრძნობის კოცონზე ჩუმად ვიფერფლები.
რა მწარეა ასე დროის გაგრძელება,
ეს თეთრი ცრემლები და გლოვა ჩემია.
რა ვქნა, მე ცხოვრება ისევ მეძნელება
და წითელ ყვავილებს ტყვია მირჩევნია.
სამარისკენ მივალ მკვდარი სურვილებით,
ო, ჩემი საშველი ალბათ არ იქნება.
თვალები ქრებიან, მე ნელა ვილევი
და ჩემი იღბალი იწვევს დაფიქრებას.
და გაფრინდა ლოცვა ციდან მონაბერი,
დაო, მოვიქანცე მე ღამის თენებით.
ახლა ქვეყანაზე არ მსურს არაფერი,
არ მსურს არაფერი, გარდა მოსვენების.
მე ჩემი იმედი სადღაც შორს მგონია
და სიჩუმე ისევ სასაფლაოზეა.
გული - სამარეა, გრძნობა - კოცონია,
ტანი - სიმძიმეა, სული - ქაოსია...
ჩემო ათასჯერ დახვრეტილო,
მაინც უკვდავო საქართველო!

User avatar
KINALOKO
იეტი
Posts: 2266
Joined: 25 აპრ 2007, 13:41
Location: "океан вливающегося в каплю"
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by KINALOKO » 19 დეკ 2008, 22:46

tama


აიიი, რაებსაც წერ, იქიდან რას გრძნობ ის მაინტერესებს... :D :D :D

თუ "ზედმეტი" მომივიდა, ბოდიში თუ გინდა :D

:)
земля -- это ангел,
несущий меня по небу.
Мир состоит из глаголов, а не из существительных.
Ищите себя в самих себе, и вы найдете все.

auf

User avatar
tama
მაწანწალა
Posts: 502
Joined: 28 ივნ 2007, 00:07
Location: tbilisi
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by tama » 19 დეკ 2008, 22:49

მძიმე დღეა მძიმე ---------------------------------------------- :D
ჩემო ათასჯერ დახვრეტილო,
მაინც უკვდავო საქართველო!

User avatar
KINALOKO
იეტი
Posts: 2266
Joined: 25 აპრ 2007, 13:41
Location: "океан вливающегося в каплю"
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by KINALOKO » 19 დეკ 2008, 22:51

:D
ბედი

წერა

8)
земля -- это ангел,
несущий меня по небу.
Мир состоит из глаголов, а не из существительных.
Ищите себя в самих себе, и вы найдете все.

auf

User avatar
tama
მაწანწალა
Posts: 502
Joined: 28 ივნ 2007, 00:07
Location: tbilisi
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by tama » 19 დეკ 2008, 22:52

- Отдать тебе любовь?
- Отдай!
- Она в грязи...
- Отдай в грязи!..
- Я погадать хочу...
- Гадай.
- Еще хочу спросить...
- Спроси!..
- Допустим, постучусь...
- Впущу!
- Допустим, позову...
- Пойду!
- А если там беда?
- В беду!
- А если обману?
- Прощу!
- "Спой!"- прикажу тебе..
- Спою!
- Запри для друга дверь...
- Запру!
- Скажу тебе: убей!..
- Убью!
- Скажу тебе: умри!..
- Умру!
- А если захлебнусь?
- Спасу!
- А если будет боль?
- Стерплю!
- А если вдруг - стена?
- Снесу!
- А если - узел?
- Разрублю!
- А если сто узлов?
- И сто!..
- Любовь тебе отдать?
- Любовь!..
- Не будет этого!
- За что?!
- За то, что
не люблю рабов.
ჩემო ათასჯერ დახვრეტილო,
მაინც უკვდავო საქართველო!

User avatar
ele
იეტი
Posts: 1173
Joined: 06 სექ 2007, 13:56
Location: tb ele see
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ele » 21 დეკ 2008, 23:32

საღამო ამნაირ სახის
დარდივით გაჩნდება ისევ.
დაო, ვგრძნობ გრიგალის ძახილს,
დაო, ვგრძნობ წამების მიზეზს.

გათავდა ცრემლების თოვა,
ო, ხსოვნას რა ნელა ძინავს.
და თეთრი ქალწული - გლოვა
ეცემა სისხლიან მინას.

და ირგვლივ სამარეს უვლის
ფარული სურვილის ლანდი.
და ჩემი მწუხარე სული
მსგავსია დათოვლილ სანთლის.

ეს მხარე ღამდება, რადგან
ცისფერი იმედი მიდის.
როგორი სიჩუმე დადგა,
ო, როგორ ჩამოწვა ბინდი!..

მე წავალ სხვანაირ სახით,
ჩემს წასვლას დიდება მისდევს.
დაო, ვგრძნობ გრიგალის ძახილს,
დაო, ვგრძნობ წამების მიზეზს.



ტერენტი
. . . კიდევ ერთი დღე . . .

User avatar
ele
იეტი
Posts: 1173
Joined: 06 სექ 2007, 13:56
Location: tb ele see
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ele » 23 დეკ 2008, 11:34

დილიდან თოვს. . .
მთელი დღე თოვს. . .
ისე თეთრად თოვს
ისე ლამაზად
როგორც ოდესღაც
როცა გიყვარდი. . .
როცა ოცნებით
გზებს მივყვებოდით
შორს. . .
დავფარავ მე
სატკივარს ჩემს. . .
რადგან მოთოვა
ირგვლივ სითეთრემ
ამდენი შავი
უცებ დაფარა. . .
მოლოდინმა კი
გული დაღალა. . .
ნუთუ მართლა შორს ხარ?
ნუთუ აღარ მოხვალ? . .
ნუთუ ჩვენი გზები
გაიყარა მართლა? . .
აღარც მაგონდები. . .
აღარც მენატრები. . .
თოვლმაც ვერ გვიშველა
გზა ვერ მოგვასწავლა. . .
. . . კიდევ ერთი დღე . . .

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]