ბაქო 2008ის ქრისტეშობას

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ბაქო 2008ის ქრისტეშობას

Post by Mta Mkvarebia » 15 დეკ 2008, 15:38

Image

გასვლამდე 15 წუთი რომ დარჩა მატარებლისკენ დავიძარით

გზად ეს ინტელიგენტურად ჩაცმული ახალგაზრდა შემოგვხვდა. რომელსაც ხელთ რატომღაც პარალონი და ეჭვი მაქვს საძილე ტომარა ეჭირა :wink: ნეტა რად უნდოდა?
Image

ნინი 85-იც და ტრულალაც მოვდნენ ჩვენს გასაცილებლად.
Image

Image

და საერთოდ,იმდენი გამცილებელი გვყავდა ყველას ჩამოთვლა ალბათ გამიჭირდება. ძალიან დიდი მადლობა თითოეულ მათგანს, რომ არ დაიზარეს ჩვენს გასაცილებლად მოსვლა და ქალაქიდან გამგზავრებისთანავე თბილი და სასიამოვნო განწყობა გვაჩუქეს. შემოგევლეთ ყველას :D . ჰოო, კიდევ დიდი მადლობა ლომს, რომელმაც აზერბაიჯანული ოპერატორი კომპანიის მობილურის სიმ ბარათი გაგვატანა, მასზე არსებული თანხით, რომლის საშუალებითაც ვუკავშირდებოდით ახლობლებს და ჩვენს საყვარელ კარველებს :D .

შეიძლება ამ ხალხმრავლობის ბრალიც იყო ჩვენი ვაგონის გამცილებელი ქალბატონის უმიზეზო გაკაპასება :wink: . კინაღამ შემოველახეთ :lol: და ყოველ წამს ვაგონიდან ჩამოყრით გვემუქრებოდა. მდგომარეობა იმანაც გაართულა რომ გოგა, ჩვენი ბილეთებითურთ სალაროსთან ელოდებოდა მარიშკას და პაატას და ცდილობდა პაატასთვის ბილეთის აღებას. ჩვენ კი უბილეთოდ მატარებელში ვერ ავდიოდით, არადა მის გასვლამდე წამები რჩებოდა. როგორ მოვასწარით ბილეთების გამცილებლისათვის გადაცემა და ვაგონში ახტომა აღარ მახსოვს. ჩვენებთან ინდივიდუალურად დამშვიდობებაზე საუბარი ზედმეტია, ფანჯრიდან ვუქნევდით ხელს და ისინი კიდევ იქიდან გვიღებდნენ ფოტოებს :)
khrukhuna wrote:Image
Image
Image
Image
Last edited by Mta Mkvarebia on 15 დეკ 2008, 20:21, edited 2 times in total.
Image

User avatar
Kavtaradze
იეტი
Posts: 1151
Joined: 27 მაი 2007, 23:34
Location: კოსმოს
ბაქო 2008ის ქრისტეშობას

Post by Kavtaradze » 15 დეკ 2008, 15:40

ეეე გირეკავდით და გოგამ არ უპასუხა ტელეფონს :( რაღაც აზერბაიჯანულად(აქაურზე უფრო მკვახე) მიზუმერებდა :D და მერე გაითიშა :D

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
ბაქო 2008ის ქრისტეშობას

Post by ნინი_85 » 15 დეკ 2008, 15:54

მშვიდობით დაბრუნებას გილოცავთ ყოჩაღებო :D

რავარი თოვლი დაგახვედრეთ :wink:

გამოაცხვეთ ახლა რეპორტაჟი, თქვენებური გემრიელი :)
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ბაქო 2008ის ქრისტეშობას

Post by Mta Mkvarebia » 15 დეკ 2008, 15:58

მატარებელი დაიძრა და ჩვენც გადავნაწილდით კუპეებში. მაგრამ ერთი სადარდებელი გვქონდა მარიშკამ და პაატამ ვერ მოასწრეს სადგურში მოსვლა. იმედი გვქონდა სამგორში მაინც ამოვიდოდნენ, მაგრამ მხოლოდ გარდაბანში დაგვეწივნენ, როცა საზღვარზე ერთი საათით მოგვიწია გაჩერება. მათაც მაგარი თავგადასავლები ჰქონიათ თურმე გზა აბნევია ტაქსის მძღოლს :wink: . მათ მოსვლამდე გოგა და კაპასი განცილებელი დამეგობრდნენ (გოგას მანდილოსნებზე ზემოქმედების კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტი :wink: ), შერიგება კოცნით აღნიშნეს და მას შემდეგ "მამულია"-ს რომ ეძახდა ("ქალბატონო დეიდა"-ს რუსული ვარიანტით :lol: ) , ეს ხანუმი სერიოზულად აპროტესტებდა, რამდენ წლით კი ხარ ჩემზე უფროსიო? :lol:

ამ ფოტოებზე ჯერ წყნარად ვართ, ადაპტაციას გავდივართ :wink:

Image

Image

Image

მერე სანიტარული ჩამოვლა გავაკეთეთ კუპეებში :)
Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ბაქო 2008ის ქრისტეშობას

Post by Mta Mkvarebia » 15 დეკ 2008, 16:30

Image

აქ ლომმა დაგვირეკა, რომელიც ვაგზლიდან კარველებთან ერთად სადღაც წასულა (სად ვერ გავარკვიეთ, თუმცა რაღაც იდეებმა გაიჟღერა, მაგრამ არა, არ მჯერა მე მაგის :lol: :lol: :lol: )
Image

უკომენტაროდ :lol: . თუმცა რა გაგიკვირდათ, "გოროდში" მიდის გოგო, ლაშქრობაში კი არა :wink:

Image

აი თურმე რისთვის გამოპრანჭულა :wink:
Image

თოვლის ბაბუამ კანფეტები დაგვირიგა :D
Image
Image

User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
ბაქო 2008ის ქრისტეშობას

Post by tiko_r » 15 დეკ 2008, 17:01

ვაჰ რა გადასარევი მოგზაურობა იყო!
თუმცა მარტო რომ წავსულიყავი პარიზივით არ მომეწონებოდა


დრო ვატარეთ - დაუვიწყარი


მოკლედ, მთამყვ, შენ მორჩი, მერე მე დავუვლი ფოტოებს და ჩემი თვალითაც გადმოგცემთ ბაქოს.


ჯერ თვალს ვადევნებ
Last edited by tiko_r on 15 დეკ 2008, 17:35, edited 1 time in total.

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ბაქო 2008ის ქრისტეშობას

Post by Mta Mkvarebia » 15 დეკ 2008, 17:07

tiko_r wrote:..მოკლედ, მთამყვ, შენ მორჩი, მერე მე დავუვლი ფოტოებს და ჩემი თვალითაც გადმოგცემთ ბაქოს.
ჩემს მორჩენამდეც კარგად იყავი და მერეც :lol:

რა მორჩება გოგო იმხელა რეპორტაჟს ასე დაწვრილებით თუ გავაგრძელე? :wink: მაგრამ არაფერი დაგვიმალოთ არც სურათები და არც ფაქტებიო და :lol: ...

მოკლედ ვაგრძელებ დაწვრილებით:

ჩვენს კუპეში დროებით კაზინო გახსნეს :lol:

Image

Image

ნაიას სადაც მოუხერხდება ყველგან ეძინა :wink: . თუმცა რა ექნა, ჩვენი კუპე დაკავებული იყო დაა... ამიტომ კუპეებში განლაგების თავდაპირველი გეგმა შეიცვალა და ნაიას ნაცვლად ვარდანაულ შემოგვისახლეს. აი სწორედ ამ შემთხვევის გამო გადავიღეთ სახალისო ფოტოების მთელი სერია. მაგრამ ამაზე მოგვიანებით :wink: .
Image

დამაინტერესა, გოგოები რას აკეთებენთქო და... აი თურმე რას :lol:

Image

მოკალათებულიყვნენ ცალკე კუპეში და "დევჩიშნიკი" ჰქონდათ მოწყობილი :) რა თქმა უნდა შევუერთდი და ავფოფხდი მეორე იარუსზე :wink:

Image

Image

Image

მერე ჯერ ერთი მამრობითი სქესის წარმომადგენელი მოვიდა...

Image

Image

მერე არ ვიცი რა ხდებოდა კუპეში ასეთი საინტერესო, ტომა და თიკოს ასეთი ინტერესი რომ დავიმსახურეთ, ზემოდან კარგად ვერ ვხედავდი :wink: , მაგრამ მგონი ვარდანაული მხრებით წმენდდა ჩვენს ტალახიან ბათინკებს :lol: Image

Image
Image

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ბაქო 2008ის ქრისტეშობას

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 15 დეკ 2008, 17:17

მთაშენკა,
რა გემრიელად იცი ხოლმე ამბების გადმოცემა.
ყოჩაღ. გააგრძელე.

tiko_r
შენ ბაქოს გასვლის მთავარ რეპორტიორად იყავი დანიშნული.
აბა, შენი ფოტოხედვა დაგვანახე
Mta Mkvarebia wrote:
tiko_r wrote:..მოკლედ, მთამყვ, შენ მორჩი, მერე მე დავუვლი ფოტოებს და ჩემი თვალითაც გადმოგცემთ ბაქოს.
ჩემს მორჩენამდეც კარგად იყავი და მერეც :lol:

რა მორჩება გოგო იმხელა რეპორტაჟს ასე დაწვრილებით თუ გავაგრძელე? :wink: მაგრამ არაფერი დაგვიმალოთ არც სურათები და არც ფაქტებიო და :lol: ...

ჩვენს კუპეში დროებით კაზინო გახსნეს :lol:
მთაშენკა, არავითარი სამორინე არ ყოფილა.
1ხელი ვითამაშეთ და ეგ იყო.
ფსონებს არ ჩამოვსულვართ, აი, მცირეოდენი სანაძლეო კი გვქონდა.
რას ამბობ, კუპეში აზერის პოლიცია სამორინეს გაგვახსნევინებდა?
ისედაც, მთელს აზერბაიჯანში კანონით აკრძალეს სამორინეები
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ბაქო 2008ის ქრისტეშობას

Post by Mta Mkvarebia » 15 დეკ 2008, 17:25

მერე მეორე
Image

მერე მესამე და მეოთხე :wink:
Image

Image

ჰოდა ყველამ ჩვენს კუპეში გადმოინაცვლა, 4-4 კაცი რომ შემობობღდნენ მეორე სართულზე, შემთხვევით გავლილმა გამცილებელმა ქალმა ისეთი იკივლა კინაღამ ძირს ჩამოვცვივდით:" პალამაიტე კჩორტუ, ნუ კა სპუსტიტეს ვნიზ, ილი სპუშუ ს პოეზდა" :lol:
რას ვიზამდით ჩამოვედით :)

პაატა წავიდა და ლოგინები გაშალა :lol: (აქ შეიძლებოდა პაატას რეკლამა და პიარი ყოფილიყო ფული რომ გადაეხადა :lol: , მაგრამ არ დავამადლით, ორ სიტყვას შევაწევთ :wink: უყოჩაღესი ბიჭია, ხანდახან ბუტერბროდებსაც უმზადებს ხოლმე გოგოებს, რა თქმა უნდა თვითონ თუ არ შია, რაც ძალიან იშვიათად ხდება :lol: )

Image

უკვე საკმაოდ გვანი იყო დასაძინებლად რომ დავიშალეთ
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ბაქო 2008ის ქრისტეშობას

Post by Mta Mkvarebia » 15 დეკ 2008, 17:31

GAMARJOBA SAKARTVELO
სამორინეში (მიგიხვდი შენიშვნას :wink:) ჯოკერის ის ერთი ხელი ვიგულისხმე მეც. თორემ ფულზე რომ არავინ თამაშობდა მაგას ისედაც ყველა მიხვდება :) . ჰოოდა ჩემი მოყოლის მანერაზე წერდი და, ჰიპერბოლისადმი* მიდრეკილება რომ მაქვს, აქამდე შეამჩნევდი :oops: :wink: .

ნ-----------------
* - გაზვიადება თხრობისას
Image

User avatar
L-O-M-I
იეტი
Posts: 1170
Joined: 02 ივლ 2008, 10:53
ბაქო 2008ის ქრისტეშობას

Post by L-O-M-I » 15 დეკ 2008, 18:00

კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება! ძაან მიხარია რომ ისე ჩვენთან ხართ თორემ რაგაცნაირი შეგრძნება მქონდა....

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ბაქო 2008ის ქრისტეშობას

Post by Mta Mkvarebia » 15 დეკ 2008, 18:03

მაგრამ სიცილ-კისკისის ხასიათზე მყოფებს რა დააძინებდათ? :D

მერე კედელში ერთი მოზრდილი ნახვრეტი იპოვეს, მაგრად იხალისეს და "ის ვინ იყო" თემაში დასადები ფოტოებიც გადაიღეს :)

Image

Image

Image

არ ვიცი, გამწარებულ გულზე რა შეუკეთა ამ ჩვენმა გამცილებელმა ღუმელში, მაგრამ ღამით საშინლად ცხელოდა, სუნთქვის საშუალება არ იყო. ჰოდა აქედან წამოვიდა, ჩვენს ჩამოსვლისთანავე სამომავლო გეგმებში რეკლამისთვის გამოყენებული ფრაზაც: "ცეცხლოვანი ღამის მატარებელი" :wink:

* * *

L-O-M-I
რაღაცნაირი როგორი? გეგონა იქ დავრჩებოდით? :lol:
Image

User avatar
Linda
იეტი
Posts: 1451
Joined: 17 მაი 2007, 20:49
ბაქო 2008ის ქრისტეშობას

Post by Linda » 15 დეკ 2008, 18:12

Mta Mkvarebia
L-O-M-I
რაღაცნაირი როგორი? გეგონა იქ დავრჩებოდით?
სიცარიელის გრძნობა ჰქონდა თქვენს გარეშე :) ვერ ძლებდა :D :lol:



Welcome Back!!

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
ბაქო 2008ის ქრისტეშობას

Post by გვალდა » 15 დეკ 2008, 21:02

ვინ წავიდა ვინ გააცილა დავიბენი :) რა კარგიაა და როგორ გული მწყდება რომ აქაურად ვეღარ ვაქტიურობ :twisted:

ველოდები გაგრძელებას. დარწმუნებული ვარ მატარებლიდან ჩამოსვლის მერე უფრო საინტერესოა ბაქოო.
სვანეთოლოგი

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
ბაქო 2008ის ქრისტეშობას

Post by Truli » 15 დეკ 2008, 21:18

ჰეჰე გვეგონა ჩვენ დაგხვდებოდით :) კინაღამ პირიქით გამოვიდა :)
მი მალატ შვან

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]