
გასვლამდე 15 წუთი რომ დარჩა მატარებლისკენ დავიძარით
გზად ეს ინტელიგენტურად ჩაცმული ახალგაზრდა შემოგვხვდა. რომელსაც ხელთ რატომღაც პარალონი და ეჭვი მაქვს საძილე ტომარა ეჭირა


ნინი 85-იც და ტრულალაც მოვდნენ ჩვენს გასაცილებლად.


და საერთოდ,იმდენი გამცილებელი გვყავდა ყველას ჩამოთვლა ალბათ გამიჭირდება. ძალიან დიდი მადლობა თითოეულ მათგანს, რომ არ დაიზარეს ჩვენს გასაცილებლად მოსვლა და ქალაქიდან გამგზავრებისთანავე თბილი და სასიამოვნო განწყობა გვაჩუქეს. შემოგევლეთ ყველას


შეიძლება ამ ხალხმრავლობის ბრალიც იყო ჩვენი ვაგონის გამცილებელი ქალბატონის უმიზეზო გაკაპასება


