მონატრება ბეიჯინგიდან

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
lika-li
მაწანწალა
Posts: 408
Joined: 26 აპრ 2008, 21:31
მონატრება ბეიჯინგიდან

Post by lika-li » 10 დეკ 2008, 19:40

Varvara
:)ყავასაც სვამენ, თუმცა უმრავლესობა, ჩაის უფრო თვლის მიზანშეწონილად.( განსაკუთრებით მწვანე ჩაის, რომელიც მართლაც რომ ძალიან სასარგებლოა)

აქვე, მცირედი ინფორმაცია ჩაიზე და სიტყვა "ჩაი"-ზე :

ბუდისტი ბერები მედიტაციის დროს ჩაის სვამდნენ, რათა არ ჩასძინებოდათ,
საგულისხმოა, რომ "ჩაი" და "სიფხიზლე" ჩინურ ენაში ერთი იეროგლიფით აღინიშნება

მეოთხე საუკუნეში ჩრდილოეთ ჩინეთში აღმოაჩინეს, რომ ყველაზე კარგი ჩაი ქორფა ფოთლებისგან მზადდებოდა, ამიტომ ეწოდა სასმელს "ჩა", რაც ჩრდილო ჩინურ დიალექტზე ( ეს დიალექტები კი იმდენი აქვთ და ერთმანეთისგან იმდენად განსხვავებული, რომ... ეს კიდევ ცალკე თემაა ;)) ნორჩ ფოთოლს ნიშნავდა.
სიტყვა "ჩაი" სახმელეთო გზით გავრცელდა როგორც რუსეთში, ისე საქართველოშიც (სახმელეთო-სავაჭროევრო "აბრეშუმის გზა")

ევროპაში გავრცელებული ჩაის აღმნიშვნელი სიტყვა "თი" კი ჩინეთის სამხრეთ დიალექტზე ნიშნავდა ჩაის და რადგანაც ევროპელები ძირითადად ჩინეთის სამხრეთში ზღვით ხვდებოდნენ, ამიტომ ჩაის სახელი"თი"-ც სამხრეთ დიალექტიდან აიღეს
Last edited by lika-li on 11 დეკ 2008, 13:20, edited 1 time in total.
...მე ჩრდილიც მიყვარს შენი,
მზის დაბნელების მსგავსი...

User avatar
lika-li
მაწანწალა
Posts: 408
Joined: 26 აპრ 2008, 21:31
მონატრება ბეიჯინგიდან

Post by lika-li » 10 დეკ 2008, 19:54

ლეონტი wrote:
ჩინეთსი იმდენი მრავალფეროვან გემრიელი ნაციონალური და ჯანმრთელობისთვის სარგო საკვებია.
მაგ ნაგავი საკვების ცენტრში ანუ მაკდონალდში რა გინდა?
მეგობრებს შევყევი, თორემ პირადად მე არ ვგიჟდები მაინცდამაინც მაკდონალდსზე :)

რაც შეეხება ჩინურ კერძებს, სასარგებლოობისა რა მოგახსენოთ, ძალიან ცხიმიანი, ან ძალიან ტკბილი, ან ძალიან ცხარე (ან კიდევ ტკბილი და მლაშე ერთდროულად, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს :))
აი ის რაც ახასიათებთ ჩინურ კერძებს

დამერწმუნეთ, არც ისე სასარგებლოა, თუმცა შეიძლება მაკდონალდს სჯობდეს :)
...მე ჩრდილიც მიყვარს შენი,
მზის დაბნელების მსგავსი...

User avatar
lika-li
მაწანწალა
Posts: 408
Joined: 26 აპრ 2008, 21:31
მონატრება ბეიჯინგიდან

Post by lika-li » 10 დეკ 2008, 20:08

ეს კი ჩა გუანის ჭაღი და დღეისთვის ბოლო პოსტი, გემშვიდობებით ხვალამდე ;)

Image

მენატრებით, ძილინებისა :*
...მე ჩრდილიც მიყვარს შენი,
მზის დაბნელების მსგავსი...

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
მონატრება ბეიჯინგიდან

Post by tamuna_gudarexi » 10 დეკ 2008, 20:57

არ მეგონა, რომ ასე დავინტერესდებოდი ჩინეთით... მაგრამ მთხრობელი ისე სასიამოვნოდ და საინტერესოდ აღწერს, ერთი სული მაქვს, როდის შემოვიჭყიტები და ახალი ამბებიც დამხვდება!
თითქოს შემეცნებით დოკუმენტურ ფილმს ვუცქერდე, თანაც საოცრად დამამშვიდებელს.

წარმატებებს გისურვებ უცნობო მეგობარო! :)

User avatar
lika-li
მაწანწალა
Posts: 408
Joined: 26 აპრ 2008, 21:31
მონატრება ბეიჯინგიდან

Post by lika-li » 11 დეკ 2008, 13:42

tamuna_gudarexi

უღრმესი მადლობა თბილი სიტყვებისთვის,

ძალიან მსიამოვნებს უცნობი მეგობრის კეთილგანწყობა :)
...მე ჩრდილიც მიყვარს შენი,
მზის დაბნელების მსგავსი...

User avatar
lika-li
მაწანწალა
Posts: 408
Joined: 26 აპრ 2008, 21:31
მონატრება ბეიჯინგიდან

Post by lika-li » 11 დეკ 2008, 14:05

განვაგრძობ ჩა გუანის თემას,

უნდა ითქვას, რომ მოცემული ჩა გუანი ცოტა განსხვავებულია, რადგან ჩაიდნებს მოკლე ცხვირები აქვთ,
მე კი ჩემი ჩინელი მასწავლებლისგან გამიგია, რომ ჩა გუანის ჩაიდნებს ძალიან გრძელი ცხვირები აქვთ, ოფიციანტი კი ჩაის ჩამოსხმისას, მაგიდიდან საკმაოდ მოშორებით დგას და ისე ასხამს, რომ ერთი წვეთიც არ იღვრება ფინჯნის გარეთ,

ძალიან საინტერესო სანახაობაა, პატარა ჩაიდნის გრძელი ცხვირიდან გადმოდის ჩაის გრძელი და ქაფქაფა ჭავლი, უცხოელებზე რომ არაფერი ვთქვათ, თვით ჩინელებიც კი უფრთხიან და ოდნავ უკან იწევიან ხოლმე ჩაის დასხმისას. ამას ღიმილით აკეთებენ, რადგან იციან, რომ ამ საქმში დაოსტატებულ ოფიციანტს არაფერი შეეშლება :)
...მე ჩრდილიც მიყვარს შენი,
მზის დაბნელების მსგავსი...

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
მონატრება ბეიჯინგიდან

Post by ლეონტი » 11 დეკ 2008, 14:18

lika-li wrote:
ლეონტი wrote:


დამერწმუნეთ, არც ისე სასარგებლოა, თუმცა შეიძლება მაკდონალდს სჯობდეს :)
ჩინურ რესტორანში მენიუს გადავხედე, ბრინჯი ქერქმოუცლელი და ორთქლზე მოშუშული ღოლოს ყლორტები მოვატანინე,ნივრის წვენში, ისე დამანაყრა რომ მეტი არ შეიძლება, თან იაფად.
ესე რომ უნდა იცოდე რა და რატომ მიირთვა.
არ გამიბრაზდე.
:wink:

User avatar
lika-li
მაწანწალა
Posts: 408
Joined: 26 აპრ 2008, 21:31
მონატრება ბეიჯინგიდან

Post by lika-li » 11 დეკ 2008, 14:24

და კიდევ, ეს ჩა გუანი, სხვებისგან განსხვავებით, დიდი ზომისაა თანაც იმდენად რომ იქ სცენაცაა მოწყობილი

ამ სცენაზე იმართება ჩინური სპექტაკლები ( ვფიქრობ, ასეთი ჩა გუანი, უცხოელ სტუმრებზე უნდა იყოს გათვალისწინებული )


მაყურებლის განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს მსახიობების ნიღბები (სიკეთის ან ბოროტების გამომხატველი ფერებით) და მათი კოსტიუმები

Image
...მე ჩრდილიც მიყვარს შენი,
მზის დაბნელების მსგავსი...

User avatar
lika-li
მაწანწალა
Posts: 408
Joined: 26 აპრ 2008, 21:31
მონატრება ბეიჯინგიდან

Post by lika-li » 11 დეკ 2008, 15:06

ბარემ ცოტა რამ თეატრის შესახებ

პირველი ჩანაწერები და ტერმინები, თეატრთან დაკავშირებით, ("ჩან იუ" (მმომღერალი, მსახიობი), "პაი იუ" (მასხარა, კომიკოსი)) ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-2 - 1-ელ ათასწლეულებს განეკუთვნება

თეატრის განვითარებას ხელი შეუწყო "ბაი სიმ", (ბაი - ასი, სი- წარმოდგენა)
ასი წარმოდგენა, რომელიც საცირკო ჟანრის ელემენტებს შეიცავდა

ამ ჩა გუანის წარომდგენაც შეიცავდა საცირკო ელემენტებს,

ესეც ბიჭი :)

Image
...მე ჩრდილიც მიყვარს შენი,
მზის დაბნელების მსგავსი...

User avatar
lika-li
მაწანწალა
Posts: 408
Joined: 26 აპრ 2008, 21:31
მონატრება ბეიჯინგიდან

Post by lika-li » 11 დეკ 2008, 15:12

ესეც გოგო ;)

Image
...მე ჩრდილიც მიყვარს შენი,
მზის დაბნელების მსგავსი...

User avatar
lika-li
მაწანწალა
Posts: 408
Joined: 26 აპრ 2008, 21:31
მონატრება ბეიჯინგიდან

Post by lika-li » 11 დეკ 2008, 15:28

თანის ეპოქაში შეიქმნა ახალი სცენური საცეკვაო - სასიმღერო ფორმა - "და ციუი ი".
აქ იყო მუსიკა, სიმღერა, ცეკვა, პანტომიმა. სატირულად ამასხარავებდნენ მთავრობას და მოღალატე ჩინოვიკებს.

აქ ჩნდება სახასიათო გმირებიც: ენაკვიმატი მასხარა, გულუბრყვილო, ბრიყვი( აქედანაა ნიღბებიც წარმოშობით, ჩინელები კარგად ერკვევიან რომელი ნიღაბი რას ნიშნავს :))

უფრო ახლოდან ერთერთი მსახიობი ნიღბით

Image
...მე ჩრდილიც მიყვარს შენი,
მზის დაბნელების მსგავსი...

User avatar
lika-li
მაწანწალა
Posts: 408
Joined: 26 აპრ 2008, 21:31
მონატრება ბეიჯინგიდან

Post by lika-li » 11 დეკ 2008, 15:29

მოწყენილი გმირი :( ;)

Image
...მე ჩრდილიც მიყვარს შენი,
მზის დაბნელების მსგავსი...

User avatar
lika-li
მაწანწალა
Posts: 408
Joined: 26 აპრ 2008, 21:31
მონატრება ბეიჯინგიდან

Post by lika-li » 11 დეკ 2008, 15:43

მე-8 საუკუნეში თანის დინასტიის იმპერატორ სიუან წუნის კარზე დაარსდა ცნობილი თეატრალური სკოლა " ლი იუანი" (ლი - მსხალი, იუან - ბაღი),

აქ ამზადებდნენ სამეფო კარისთვის მუსიკოსებს, მომღერლებს, მოცეკვავვეებს, მსახიობებს.

მე-10-12 სს. ჩინეთში უკვე არსებობდა მსახიობთა პროფესული დასები

Image
...მე ჩრდილიც მიყვარს შენი,
მზის დაბნელების მსგავსი...

User avatar
lika-li
მაწანწალა
Posts: 408
Joined: 26 აპრ 2008, 21:31
მონატრება ბეიჯინგიდან

Post by lika-li » 11 დეკ 2008, 15:46

რა საყვარელი მსუქანაა :D და მისი უცნაური კიკინა? (ვგონებ, ხელოვნური უნდა იყოს) :lol:

Image

ალბათ მიხვდით, თუ როგორ უყვართ ჩინელებს წითელი ფერი, უყვართ ის სიტყვა არ არის, გიჟდებიან :D
...მე ჩრდილიც მიყვარს შენი,
მზის დაბნელების მსგავსი...

User avatar
lika-li
მაწანწალა
Posts: 408
Joined: 26 აპრ 2008, 21:31
მონატრება ბეიჯინგიდან

Post by lika-li » 11 დეკ 2008, 16:15

ლეონტი wrote:
ჩინურ რესტორანში მენიუს გადავხედე, ბრინჯი ქერქმოუცლელი და ორთქლზე მოშუშული ღოლოს ყლორტები მოვატანინე,ნივრის წვენში, ისე დამანაყრა რომ მეტი არ შეიძლება, თან იაფად.
ესე რომ უნდა იცოდე რა და რატომ მიირთვა.
არ გამიბრაზდე.
:wink:
რას ბრძანებთ ლეონტი :), გასაბრაზებელს ვერაფერს ვხედავ.

ისე, საქართველოში ჩინური სამზარეულო მეც მომწონდა, ეს ალბათ ჩვენი პროდუქტების სისაღისა და გემრიელობის დამსახურებაა.
აქ კი, იმავე კერძს რომ ვუკვეთავთ, რასაც საქართველოში ვუკვეთავდით, სულ სხვა, სპეციფიური გემო აქვს :( და ცხიმში ყიპყიპებს,
თანაც მძაფრი ჩინური სანელებლებითაა გაჯერებული და ... ერთი სიტყვით, უცხოელები არ გიჟდებიან მაინცდამაინც,

ჩვენ, ქართველები, სხვა უცხოელი სტუდენტების მსგავსად თვითონ ვიმზადებთ ხოლმე ქართულ კერძებს, როცა მოგვენატრება,
მართალია ჩინური პროდუქტებით კეთდება, მაგრამ მაინც გემრიელი გამოდის ;)

ჩინური კი მრავალფეროვნებისთვის კარგია, ერთხელ და ორჯერ არა უშავს, მაგრამ ყოველდღე ..... არ არის მისაღები,
რა თქმა უნდა ყველა კერძს "ერთ ქვაბში ვერ მოვხარშავთ" :lol:, არსებობს გამონაკლისებიც

და საეთოდ, გემოვნებაზე ხომ არ დაობენ :wink:
...მე ჩრდილიც მიყვარს შენი,
მზის დაბნელების მსგავსი...

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]