
აქვე, მცირედი ინფორმაცია ჩაიზე და სიტყვა "ჩაი"-ზე :
ბუდისტი ბერები მედიტაციის დროს ჩაის სვამდნენ, რათა არ ჩასძინებოდათ,
საგულისხმოა, რომ "ჩაი" და "სიფხიზლე" ჩინურ ენაში ერთი იეროგლიფით აღინიშნება
მეოთხე საუკუნეში ჩრდილოეთ ჩინეთში აღმოაჩინეს, რომ ყველაზე კარგი ჩაი ქორფა ფოთლებისგან მზადდებოდა, ამიტომ ეწოდა სასმელს "ჩა", რაც ჩრდილო ჩინურ დიალექტზე ( ეს დიალექტები კი იმდენი აქვთ და ერთმანეთისგან იმდენად განსხვავებული, რომ... ეს კიდევ ცალკე თემაა

სიტყვა "ჩაი" სახმელეთო გზით გავრცელდა როგორც რუსეთში, ისე საქართველოშიც (სახმელეთო-სავაჭროევრო "აბრეშუმის გზა")
ევროპაში გავრცელებული ჩაის აღმნიშვნელი სიტყვა "თი" კი ჩინეთის სამხრეთ დიალექტზე ნიშნავდა ჩაის და რადგანაც ევროპელები ძირითადად ჩინეთის სამხრეთში ზღვით ხვდებოდნენ, ამიტომ ჩაის სახელი"თი"-ც სამხრეთ დიალექტიდან აიღეს