დავიცვათ ქართული ენა
Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia
-
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა
ამ ბოლო დროს კონფლიქტურ ზონებში მშვიდობაზე პასუხისმგებელ დასავლელ დამკვირვებლებს მონიტორებს ეძახიან.
ჰომ ვერ მეტყვით, რა ჯანდაბაა ეუთოს ან ევროკავშირის მონიტორი?
მონიტორი არა ეკრანი.
თქვი, რა, შე დალოცვილო დამკვირვებელი.
მესმის, ასე მონიტორინგის (ქართულად სადამკვირვებლო, დამკვირვებელთა ან მკვლევართა) ჯგუფის
წევრს მოიხსენიებენ, მაგრამ გავთავხედდები და ვიტყვი, რომ "მონიტორის" ხსენებულ კონტექსტში მთქმელი გაუნათლებელი
და ხეპრეა, ისევე, როგორც სიტყვა დეველოპერული კომპანიის მთქმელ-დამმკვიდრებელი, მაშინ,
როდესაც სამშენებლო კომპანია უნდა ითქვას.
მკდ:
მონიტორი(როგორც ადამიანი) - დამკვირვებელი
დეველოპერი, დეველოპელური - მშენებელი, სამშენებლო

მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
დავიცვათ ქართული ენა
დამკვირვებელი დამკვირვებელია, მანდ მართლაც არაფერია გაურკვეველი. სავსებით გეთანხმები.GAMARJOBA SAKARTVELO wrote:
მკდ:
მონიტორი(როგორც ადამიანი) - დამკვირვებელი
დეველოპერი, დეველოპელური - მშენებელი, სამშენებლო
მარა დეველოპერი მაინცდამაინც მშენებელი არაა.... დეველოპერი სიტყვა develop - განვითარებიდანაა ნაწარმოები და მას ისეთ ორგანიზაციას ან პიროვნებას უწოდებენ, რომელიც ორგანიზაციის განვითარებაზეა სპეციალიზირებული.
ქართულ სინამდვილეში კი ამ ტერმინმა სრულიად სხვა გაგება დაიმკვიდრა.
а в горах по утрам туман, дым твоих Ñигарет,
еÑли хочешь Ñоити Ñ ÑƒÐ¼Ð°, лучше ÑпоÑобов нет !!!

еÑли хочешь Ñоити Ñ ÑƒÐ¼Ð°, лучше ÑпоÑобов нет !!!

დავიცვათ ქართული ენა
დეველოპერი ცოტა სხვა რამეა ვიდრე სამშენებლო. ანუ დეველოპერული არის უფრო კომპლექსური, მოიცავს უფრო მეტ ასპექტს. სამშენებლო კიდე მარტო მშენებლობას გულისხმობს.
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com
http://www.vardzelashvili.com
-
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა
შენ მართალი ხარ.Archil wrote:დამკვირვებელი დამკვირვებელია, მანდ მართლაც არაფერია გაურკვეველი. სავსებით გეთანხმები.GAMARJOBA SAKARTVELO wrote:
მკდ:
მონიტორი(როგორც ადამიანი) - დამკვირვებელი
დეველოპერი, დეველოპელური - მშენებელი, სამშენებლო
მარა დეველოპერი მაინცდამაინც მშენებელი არაა.... დეველოპერი სიტყვა develop - განვითარებიდანაა ნაწარმოები და მას ისეთ ორგანიზაციას ან პიროვნებას უწოდებენ, რომელიც ორგანიზაციის განვითარებაზეა სპეციალიზირებული.
ქართულ სინამდვილეში კი ამ ტერმინმა სრულიად სხვა გაგება დაიმკვიდრა.
ამ შემთხვევაში სიტყვა "დეველოპერის" მნიშვნელობაც ისევე არასწორადაა გამოყენებული, როგორც სიტყვა
"მონიტორი" (დამკვირვებელი).
სინამდვილეში, სამშენებლო კომპანია თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, "დეველოპერულში"
სამშენებლოს გულისხმობს და ასეთი განმარტებაც მას ამიტომ შევუსაბამე.
რა თქმა უნდა, თავად დეველოპერი გაცილებით მეტს მოიცავს, ვიდრე მხოლოდ მშენებლობას, მაგრამ
ზუსტი მნიშვნელობითაც კი მასაც მოეპოვება ქართული განმარტება - განვითარება.
ჰოდა, თუ კომპანია მხოლოდ სამშენებლო არ არის და არ მოსწონს განმარტება "სამშენებლო კომპანია",
მაშინ დაირქვას განვითარების (თუ გინდ, განმავითარებელი) კომპანია.
სხვა შედმთხვევაში, ამის მთქმელი ჩემთვის მაინც ძალად განათლებული, უარეს შემთხვევაში კი, უვიცია.
დარწმუნებული ვარ, ამ ტერმინის შემომღებს არაფერი აქვს სარეკლამო ტრიუკთან
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
-
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა
თვეების ქართული შესატყვისები:
1 . იანვარი - აპანი, აპნისი
2. თებერვალი - სურწყუნისი
3. მარტი - მირკანი
4. აპრილი - იგრიკა
5. მაისი - ვარდობისთვე
6. ივნისი - თიბათვე
7. ივლისი - მკათათვე
8. აგვისტო - მარიამობისთვე
9. სექტემბერი - ენკენისთვე
10. ოქტომბერი - ღვინობისთვე
11. ნოემბერი - გიორგობისთვე
12. დეკემბერი - ქრისტეშობისთვე, ტირისდენი, ტირისკონი

Last edited by GAMARJOBA SAKARTVELO on 20 იან 2009, 18:51, edited 1 time in total.
დავიცვათ ქართული ენა
როგორ გადავთარგმნოთ ქართულად ე.წ. "აბჟიმატორი"?
დავიცვათ ქართული ენა
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:
12. დეკემბერი - ქრისტეშობისთვე, ტირისდენი, ტირისკონი

- ტირისდენის 31-ში დაკავებული ბრძანდებით?
უკეთეს შემთხვევაში, თანამოსაუბრე პირს დააფჩენს

არა, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს... ისე მართალი ხარ, რატომაც არა!
არ დალიო ნატახტარი - საწამლავია.
დავიცვათ ქართული ენა
KSOVRELI

დავიცვათ ქართული ენა
მომჭიმი.masai11 wrote:როგორ გადავთარგმნოთ ქართულად ე.წ. "აბჟიმატორი"?
დავიცვათ ქართული ენა
არა ეგ "გამჟიმვატორის" თარგმანი უფროა.ლეონტი wrote:მომჭიმი.masai11 wrote:როგორ გადავთარგმნოთ ქართულად ე.წ. "აბჟიმატორი"?

"აბჟიმატორი" ეგეთი, ბრტყელტუჩასმაგვირი ინსტრუმენტია, რომელსაც ინტერნეტ სადენების მონტაჟის, მასზე თავაკების დასამაგრებლად იყენებ.
პრაქტიკაში წავაწყდი ამ თარგმანის პრობლემას, ხელშეკრულებაში როგორ ჩაგვეწერა არ ვიცოდით

-
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა
ჩვენი უბედურება ეგ არის, რომ ქართული უკვე გვეხამუშება.KSOVRELI wrote:GAMARJOBA SAKARTVELO wrote:
12. დეკემბერი - ქრისტეშობისთვე, ტირისდენი, ტირისკონიწარმოიდგინე, ვიღაცას ეკითხები:
- ტირისდენის 31-ში დაკავებული ბრძანდებით?
უკეთეს შემთხვევაში, თანამოსაუბრე პირს დააფჩენს
არა, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს... ისე მართალი ხარ, რატომაც არა!
თაც, მერეე, როგორი ქრთული...
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
- imerkhevli
- მაწანწალა
- Posts: 540
- Joined: 21 ნოე 2008, 23:35
- Contact:
დავიცვათ ქართული ენა
varvara წერდა:
პასტით ვერ ჩაუწერეთ წინ პოსტერებს რომ აკრავდით?
შეცდომაა-სწორია
პასტა------კალამი
[/img][/list]
პასტით ვერ ჩაუწერეთ წინ პოსტერებს რომ აკრავდით?
შეცდომაა-სწორია
პასტა------კალამი
[/img][/list]
დავიცვათ ქართული ენა
შეცდომაა - კალამიimerkhevli wrote:varvara წერდა:
პასტით ვერ ჩაუწერეთ წინ პოსტერებს რომ აკრავდით?
შეცდომაა-სწორია
პასტა------კალამი
სწორია - ბატის ფრთა
შეცდომაა - ბატის ფრთა
სწორია - ინდაურის ფრთა
შეცდომაა - ინდაურის ფრთა
სწორია - ინდაურის საცივი...
ანუ,,,
imerkhevli wrote:varvara წერდა:
ინდაურით ვერ ჩაუსაცივეთ წინ პოსტერებს რომ აკრავდით? - შენიშვნა ჩემია ა.გ.![]()
-
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა
ასეთ ფრაზებს საუბრებსა და ნაწერებში ხშირად ვაწყდები.
მკდ რომ ვტქვა, ეს ენის უცოდინრობის ბრალია.
აბა, ნახეთ:
სტარტი აიღო - დაიწყო
განცხადება გააკეთა - განაცხადა
დაჯილდოება მოხდა - დაჯილდოვდა (დააჯილდოეს)
მონაწილეობას იღებდა - მონაწილეობდა
მიმდინარეობს დაფასოება - ფასოვდება
ფულის არქონის გამო - უფულობის გამო
მისამართის გარეშე დარჩა - უმისამართოდ დარჩა
ბოდიში მოუხადა - მოუბოდიშა
ამოღებულ იქნა (ვთქვათ, ყალბი ფული) - ამოიღეს
ანდა იმავე ხასიათის:
მოკლულ იქნა - მოკლეს
გაკვალულ იქნა - გაკვალეს
გამოკლებულ იქნა - გამოაკლდა
რა ჯანდაბაა დამხმარე ზმნების ასე უადგილოდ გამოყენება?
სხვა მარგალიტებიც გამახსენდება და დავწერ...

- nataliko-nataliko
- მაწანწალა
- Posts: 702
- Joined: 29 აგვ 2008, 21:32
- Location: მზის და ვარდების მხარე
დავიცვათ ქართული ენა
ანიმაციურ მულტფილმზე რას იტყვით?
როგორც ვიცი ანიმაციური ფილმი ან უბრალოდ მულტფილმი უნდა იყოს...

როგორც ვიცი ანიმაციური ფილმი ან უბრალოდ მულტფილმი უნდა იყოს...
вÑе к лучшему