დავიცვათ ქართული ენა

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 20 ოქტ 2008, 01:59

ამ ბოლო დროს კონფლიქტურ ზონებში მშვიდობაზე პასუხისმგებელ დასავლელ დამკვირვებლებს მონიტორებს ეძახიან.
ჰომ ვერ მეტყვით, რა ჯანდაბაა ეუთოს ან ევროკავშირის მონიტორი?
მონიტორი არა ეკრანი.
თქვი, რა, შე დალოცვილო დამკვირვებელი.
მესმის, ასე მონიტორინგის (ქართულად სადამკვირვებლო, დამკვირვებელთა ან მკვლევართა) ჯგუფის
წევრს მოიხსენიებენ, მაგრამ გავთავხედდები და ვიტყვი, რომ "მონიტორის" ხსენებულ კონტექსტში მთქმელი გაუნათლებელი
და ხეპრეა, ისევე, როგორც სიტყვა დეველოპერული კომპანიის მთქმელ-დამმკვიდრებელი, მაშინ,
როდესაც სამშენებლო კომპანია უნდა ითქვას.

მკდ:
მონიტორი(როგორც ადამიანი) - დამკვირვებელი
დეველოპერი, დეველოპელური - მშენებელი, სამშენებლო
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by Archil » 20 ოქტ 2008, 02:51

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:
მკდ:
მონიტორი(როგორც ადამიანი) - დამკვირვებელი
დეველოპერი, დეველოპელური - მშენებელი, სამშენებლო
დამკვირვებელი დამკვირვებელია, მანდ მართლაც არაფერია გაურკვეველი. სავსებით გეთანხმები.

მარა დეველოპერი მაინცდამაინც მშენებელი არაა.... დეველოპერი სიტყვა develop - განვითარებიდანაა ნაწარმოები და მას ისეთ ორგანიზაციას ან პიროვნებას უწოდებენ, რომელიც ორგანიზაციის განვითარებაზეა სპეციალიზირებული.

ქართულ სინამდვილეში კი ამ ტერმინმა სრულიად სხვა გაგება დაიმკვიდრა.
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by Nika » 20 ოქტ 2008, 12:46

დეველოპერი ცოტა სხვა რამეა ვიდრე სამშენებლო. ანუ დეველოპერული არის უფრო კომპლექსური, მოიცავს უფრო მეტ ასპექტს. სამშენებლო კიდე მარტო მშენებლობას გულისხმობს.
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 20 ოქტ 2008, 13:02

Archil wrote:
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:
მკდ:
მონიტორი(როგორც ადამიანი) - დამკვირვებელი
დეველოპერი, დეველოპელური - მშენებელი, სამშენებლო
დამკვირვებელი დამკვირვებელია, მანდ მართლაც არაფერია გაურკვეველი. სავსებით გეთანხმები.

მარა დეველოპერი მაინცდამაინც მშენებელი არაა.... დეველოპერი სიტყვა develop - განვითარებიდანაა ნაწარმოები და მას ისეთ ორგანიზაციას ან პიროვნებას უწოდებენ, რომელიც ორგანიზაციის განვითარებაზეა სპეციალიზირებული.

ქართულ სინამდვილეში კი ამ ტერმინმა სრულიად სხვა გაგება დაიმკვიდრა.
შენ მართალი ხარ.
ამ შემთხვევაში სიტყვა "დეველოპერის" მნიშვნელობაც ისევე არასწორადაა გამოყენებული, როგორც სიტყვა
"მონიტორი" (დამკვირვებელი).
სინამდვილეში, სამშენებლო კომპანია თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, "დეველოპერულში"
სამშენებლოს გულისხმობს და ასეთი განმარტებაც მას ამიტომ შევუსაბამე.

რა თქმა უნდა, თავად დეველოპერი გაცილებით მეტს მოიცავს, ვიდრე მხოლოდ მშენებლობას, მაგრამ
ზუსტი მნიშვნელობითაც კი მასაც მოეპოვება ქართული განმარტება - განვითარება.
ჰოდა, თუ კომპანია მხოლოდ სამშენებლო არ არის და არ მოსწონს განმარტება "სამშენებლო კომპანია",
მაშინ დაირქვას განვითარების (თუ გინდ, განმავითარებელი) კომპანია.
სხვა შედმთხვევაში, ამის მთქმელი ჩემთვის მაინც ძალად განათლებული, უარეს შემთხვევაში კი, უვიცია.
დარწმუნებული ვარ, ამ ტერმინის შემომღებს არაფერი აქვს სარეკლამო ტრიუკთან
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 11 დეკ 2008, 11:10

თვეების ქართული შესატყვისები:
1 . იანვარი - აპანი, აპნისი
2. თებერვალი - სურწყუნისი
3. მარტი - მირკანი
4. აპრილი - იგრიკა
5. მაისი - ვარდობისთვე
6. ივნისი - თიბათვე
7. ივლისი - მკათათვე
8. აგვისტო - მარიამობისთვე
9. სექტემბერი - ენკენისთვე
10. ოქტომბერი - ღვინობისთვე
11. ნოემბერი - გიორგობისთვე
12. დეკემბერი - ქრისტეშობისთვე, ტირისდენი, ტირისკონი
Last edited by GAMARJOBA SAKARTVELO on 20 იან 2009, 18:51, edited 1 time in total.

User avatar
masai11
ფანტომასის სიძე
Posts: 718
Joined: 12 იან 2007, 21:39
Location: შენს გვერდით
დავიცვათ ქართული ენა

Post by masai11 » 11 დეკ 2008, 14:43

როგორ გადავთარგმნოთ ქართულად ე.წ. "აბჟიმატორი"?

User avatar
KSOVRELI
მაწანწალა
Posts: 922
Joined: 03 სექ 2008, 19:04
Location: თბილისი
დავიცვათ ქართული ენა

Post by KSOVRELI » 11 დეკ 2008, 20:43

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:
12. დეკემბერი - ქრისტეშობისთვე, ტირისდენი, ტირისკონი
:D წარმოიდგინე, ვიღაცას ეკითხები:

- ტირისდენის 31-ში დაკავებული ბრძანდებით?

უკეთეს შემთხვევაში, თანამოსაუბრე პირს დააფჩენს :D

არა, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს... ისე მართალი ხარ, რატომაც არა!
არ დალიო ნატახტარი - საწამლავია.


User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by ლეონტი » 13 დეკ 2008, 01:00

masai11 wrote:როგორ გადავთარგმნოთ ქართულად ე.წ. "აბჟიმატორი"?
მომჭიმი.

User avatar
masai11
ფანტომასის სიძე
Posts: 718
Joined: 12 იან 2007, 21:39
Location: შენს გვერდით
დავიცვათ ქართული ენა

Post by masai11 » 16 დეკ 2008, 10:55

ლეონტი wrote:
masai11 wrote:როგორ გადავთარგმნოთ ქართულად ე.წ. "აბჟიმატორი"?
მომჭიმი.
არა ეგ "გამჟიმვატორის" თარგმანი უფროა.
:D
"აბჟიმატორი" ეგეთი, ბრტყელტუჩასმაგვირი ინსტრუმენტია, რომელსაც ინტერნეტ სადენების მონტაჟის, მასზე თავაკების დასამაგრებლად იყენებ.
პრაქტიკაში წავაწყდი ამ თარგმანის პრობლემას, ხელშეკრულებაში როგორ ჩაგვეწერა არ ვიცოდით :lol:

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 16 დეკ 2008, 22:04

KSOVRELI wrote:
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:
12. დეკემბერი - ქრისტეშობისთვე, ტირისდენი, ტირისკონი
:D წარმოიდგინე, ვიღაცას ეკითხები:

- ტირისდენის 31-ში დაკავებული ბრძანდებით?

უკეთეს შემთხვევაში, თანამოსაუბრე პირს დააფჩენს :D

არა, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს... ისე მართალი ხარ, რატომაც არა!
ჩვენი უბედურება ეგ არის, რომ ქართული უკვე გვეხამუშება.
თაც, მერეე, როგორი ქრთული...
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
imerkhevli
მაწანწალა
Posts: 540
Joined: 21 ნოე 2008, 23:35
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by imerkhevli » 18 დეკ 2008, 13:46

varvara წერდა:
პასტით ვერ ჩაუწერეთ წინ პოსტერებს რომ აკრავდით?

შეცდომაა-სწორია
პასტა------კალამი
[/img][/list]

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
დავიცვათ ქართული ენა

Post by ARCHILI » 20 დეკ 2008, 00:10

imerkhevli wrote:varvara წერდა:
პასტით ვერ ჩაუწერეთ წინ პოსტერებს რომ აკრავდით?

შეცდომაა-სწორია
პასტა------კალამი
შეცდომაა - კალამი
სწორია - ბატის ფრთა

შეცდომაა - ბატის ფრთა
სწორია - ინდაურის ფრთა

შეცდომაა - ინდაურის ფრთა
სწორია - ინდაურის საცივი...

ანუ,,,
imerkhevli wrote:varvara წერდა:
ინდაურით ვერ ჩაუსაცივეთ წინ პოსტერებს რომ აკრავდით? - შენიშვნა ჩემია ა.გ. :wink:

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 20 დეკ 2008, 03:12

ასეთ ფრაზებს საუბრებსა და ნაწერებში ხშირად ვაწყდები.
მკდ რომ ვტქვა, ეს ენის უცოდინრობის ბრალია.
აბა, ნახეთ:

სტარტი აიღო - დაიწყო
განცხადება გააკეთა - განაცხადა
დაჯილდოება მოხდა - დაჯილდოვდა (დააჯილდოეს)
მონაწილეობას იღებდა - მონაწილეობდა
მიმდინარეობს დაფასოება - ფასოვდება
ფულის არქონის გამო - უფულობის გამო
მისამართის გარეშე დარჩა - უმისამართოდ დარჩა
ბოდიში მოუხადა - მოუბოდიშა

ამოღებულ იქნა (ვთქვათ, ყალბი ფული) - ამოიღეს
ანდა იმავე ხასიათის:
მოკლულ იქნა - მოკლეს
გაკვალულ იქნა - გაკვალეს
გამოკლებულ იქნა - გამოაკლდა

რა ჯანდაბაა დამხმარე ზმნების ასე უადგილოდ გამოყენება?
სხვა მარგალიტებიც გამახსენდება და დავწერ...
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
nataliko-nataliko
მაწანწალა
Posts: 702
Joined: 29 აგვ 2008, 21:32
Location: მზის და ვარდების მხარე
დავიცვათ ქართული ენა

Post by nataliko-nataliko » 20 დეკ 2008, 16:31

ანიმაციურ მულტფილმზე რას იტყვით? :roll:

როგორც ვიცი ანიმაციური ფილმი ან უბრალოდ მულტფილმი უნდა იყოს...
все к лучшему

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]