Post
by doctor ako » 08 დეკ 2008, 18:29
გამარჯობათ!
მორიგი ფეხბურთ-ლაშქრობა შედგა,გილოოცავთ!
... ჯანმრთელობას გისურვებთ,მოთამაშეებ-გულშემატკივრებიანად!
(იქ ამბავი დატრიალდა...)
ჰო... 2008 წლის 6 დეკემბერი იყო,ბევრი სიხარულის,ოვაციის,ქომაგობის,ტრავმების და გოლების საფეხბურთო საღამო საბურთალოს "ნოუ კამპზე".
ინგლისურ-გერმანული ფეხბურთი აჩვენა "იქითა" მხარემ და "ჩვენ" იტალიურ-ესპანური.
მოკლედ: ფეხბურთ-რაგბი გამოვიდა ჯამში!
სტადიონზე პირველი მოვედი და ათ წუთში მშვენიერი გულშემატკივრები "მოფრინდნენ" თბილ ქვეყნებიდან,(აბა ამ სიცივეში საიდან), მირანდინიო და ლინდა. ეს რა ნახა ჩემმა თვალებმა მირანდინიოს მარჯვენა ხელის მტევანი თაბაშირში ქონდა... (მოგვიანებით გეტყვით რა მოუვიდა სინამდვილეში,რაღაც-რაღაცეებს გეტყოდათ და არ დაუჯეროთ...)
... ზურა ნ მოვიდა ფოტოშეიარაღებით,შემდეგ გულშემატკივრები და მოთამაშეები ერთი მეორეს მიყოლებით მოვიდნენ.მოკითხვები,ჩახუტებები,ოვაციები, დასაწყისის თანვე კარგი "სიჩქარით" დაიძრა.თამაშზე რომ არაფერი ვთქვათ...
გულშემატკივართა რეკორდული რაოდენობა "მოფრინდა" თბილქვეყნებიდან.
(ვიცი გაუჭირდებოდათ ვიზების აღება,გადმოფრენა,ჩამოსვლა კი ,მაგრამ ბილეთების შოვნა და "ნოუ კამპ"-ის სტადიონზე მოხვედრა უბრალო საქმე ხომ არა არის)
სხვათაშორის იმ საღამოს ბარსელონამ ვალენსია გაანადგურა.(ეს ლირიული გადახვევა)
ხუთი-ხუთზე ვითამაშეთ,სამი პლიუსი იყო,რომლებმაც ძალიან კარგად ითამაშეს, პლიუსმა მეკარემ კი ისეთი სანხაობა მოაწყო... ორივე ხლებით-ბრავო!!!
და კიდოოო -მომავალი თამაშის წინ კარავის ფეხბურთის ფედერაციმ ფეხბურთელებს "დოპინგ ტესტი" ჩაუტაროს!
ყველას ეხება ეს, განსაკუთრებით იმ გულშემატკივრებს რომლებიც "სხვა საქმით"არიან დაკავებული.
ტანსაცმელი,ჩასაცმელი და სხვა ... ბაზრობებზე. ხოხ!
სანამ ბურთს თამაშში შევიყვანდით ყველას გასაგონად ხმამაღლა "ვიყვირე" :ნახევარი ძალით დაარტყით ბურთი,განსაკუთრებით ჯაბა-ტაიფუნსა და ლამა-ზვავს მივმართე.ამით ბურთიც არ გაიხეოდა და ჩვენც ნაკლებ დაზიანებას მივიღებდით.
ეჰ,ბურთი გადარჩა ,მაგრამ ჩვენ კი ვერა!(ასეთია სინამდვილე)
ფეხბურთ-რაგბი
პირველი თამაში 6:5 დამთავრდა "ჩვენს"-ს სასარგებლოდ.
პირველი თხუთმეტი წუთი კარგად წარიმართა,გავხურდით,დავეწყვეთ,გოლებიც გავიდა ორივე მხარეს.
მერე კი სულ სხვა "რამე" დაიწყო...
ჯაბა-ტაიფუნი ელვისებურად შემოვარდებოდა,მე ხშირად ამივლიდა, ვანსკისაც,კოკასთან უფრო უჭირდა და ჯნოსის ვერც ერთხელ ვერ გასცდა...
მონადირემ რაც დაგვზოგა პირველ ტაიმში,მეორე ტაომში "აგვინაზღაურა" კარგად ითამაშა,მის მდგომარეობას თუ გავითვალისწინებთ მაშინ ხუთიანი.
საკამაოდ ბევრი ირბინა, მისი ხმა ნაკლებ ისმოდა.
მონადირეს პლიუსმა, მეკარემ , უძლიერესად ითამაშა,მისი დამსახურებაა უმეტესად,თორემ ორჯერ მეტი გოლი გავიდოდა მათ კარში.
(ნუ ეხლა ბარსას მეკარე რომ მაგარია,ამას რათ უნდა ბევრი ლაპარაკი)
მეკარე ძლიერ დარტყმებსაც იგერიებდა, ბოლო მცველი ფუნქციაც მიითვისა და ზოგჯერ შეტევაშიც გადმოდიოდა საკმაოდ შედეგიანად,გოლითაც სრულდებოდა.სწრაფი და ტექნიკური.
90-იანი წლების პარაგვაის ნაკრების მეკარე - ჩილავერტი გამახსენდა,კარს ხომ იცავდა,მცველიც იყო,შეტევაზეც გადადიოდა,კუთხურის ჩამოწოდებისას უმეტესად მოწინააღმდეგის საჯარიმოში იყო,ჯარიმასაც თვითონ ასრულებდა.
მეკარეს ხუთი!
... და გულშემატკივრები გვამხნევებდნენ შეძახილებით, ჩვენც "ვიმშვენებდით"ამ ოვაციებს,ამდენი ლამაზი მანილოსანი ამ სიცივეში რომ დადგება და გიგულშემატკივრებს,მერე შენს სახელს რომ გაიგონებ ისე ათამაშდები...
(ისეთი სიცივე იყო გულშემატკივარი გოგონები იყვირებდნენ აბა რას იზამდნენ,ხელებსაც გვიქნევდენენ რომ არ გაყინულიყვნენ)
გულშემატკივრებში მივამაგრეთ ინტელიგენტი,ამდენ ლამაზმანს თვალყურის დევნება ხომ ჭირდებოდა.სურათებსაც იღებდა. ეჰ შუა თამაშში რომ ვიყავით დაივიწყა თავისი მოვალეობა და ... მე ეგ გვიან გავიგე
ლეგენდა რომ გიქომაგებს: დოქტორ აკოოო... საუბარს შევეშვი და თამაშზე გადავედი. კომენტატორობა მომეწონა მისი!
ყველაზე ხმაურიან მოთამაშედ დამასახელა ლეგენდამ,მიზეზს მოგახსენებ:
თამაშის წინ "ავხმაურდი" ნახევარი ძალით რომ დაერტყათ,მეორე- "ჩვენი" თავდამსხმელი ვანსკის პლიუსი,რომელიც ძალიან კარგად თამაშობდა,მცველებსაც ხშირად "გემრიელად" უმკლავდებოდა გოლებიც გაჰქონდა,იყო მომენტები ჩემთვისაც შეეძლო პასი მოეცა მაგრამ... ჩემი "თექნიკიდან" გამომდინარე "დაეზარა" ალბათ. მესამე-როცა "შეტაკებები" გაიზარდა,არც წესებსაც იცავდნენ "ავხმაურდი" მსაჯი გვინდა-მეთქი,გულშემატკივრებში კაცი ინტელიგენტი იყო და მან იმსაჯოს მეთქი,ინტელამ რა ვიციო მე მსაჯობისო და მომიცილა,სიმანდვილეში "სხვა" რამით იყო დაკავებული და რა ემსაჯებოდა.
ჩვენი მეკარე ისე მედგრად იცავდა კარს,თითქოს დარიალის ხეობას იცავდა "უცხოსგან". "იმათმა" -ჯაბამ,ლამამ,მონადირემ-"ტრიო" შექმნეს და ბურთის დარტყმებს ვინ ჩივის რაგბის "ელემენტებით" სტუმრობდნენ ზურა ნ-ს. არ გატყდა "ჩვენი" მეკარე,ტრავმირებული იდგა კარში,ძლივს იდგა ფეხებზე,დიდი ხანი შემცვლელიც არ ჩანდა,ბოლოს როგორ იქნა მრ.ზორრო მოვიდა და ზურა ნ ტაშით გავაცილეთ მოსასვენებლად.მარა ვინ დაისვენა,გულშემატკივრობასთან ერთად ფოტოკორესპონდენტობაც მოასწრო.
მატჩის გმირი ზურა ნ-ი არის!
მეორე მეკარემ გვასახელა,ძალით დავაყენეთ კარში,რადგამ მისი ამპლუა ეგ არ ყოფილა,თან ციოდა და როცა "ჩვენ" შეტევაზე გადავიდოდით ხელებს ჯიბეში ჩაიწყობდა ან ცალი ხელით ტელეფონს "ეჩალიჩებოდა"(დამამტკიცებელი საბუთი მაქვს)
ვანსკის მეორე პლიუსმა ისეთი სანახაობა დახატა და ლამაზი გოლი გაგვიტანა ერთ თამაშს უდრიდა,ტექნიკური,სწრაფი-ქარივით იყო!
გამარჯობა საქართველომ რაც მეტი გოლი გაგვიტანა მით უფრო რთული იყო მისი დაწყნარება,სიხარულს გულშემატკივრებთად "გადასვლით" გამოხატავდა,მაისურის გახდა დააპირა,მაგრამ ყვითელი ბარათის მიღების შეეშინდა და გადაიფიქრა.
გულშემატკივრები არ ცხრებიან,სასკვა ყველაფერს აშუქებს,(ხმა თუ შერჩა საერთოდ) ...
მშვენიერი ნინი,ყველაფერთან ერთად ისტორიულ ფოტოებს გვიღებდა.ნინის დიდი მადლობა!
ნამცეცუნა-ო და... ისეთი ქომაგობა სცოდნია(თუ სიცივის ბრალია)... გულშემატკივრობაში-"გოლიათუნაო" არის! ყოჩაღ!
ნუსა - მახსოვს შენ მარტო რომ დარჩი წინა თამშის დროს და არ "მიგვატოვე" ,ბოლომდე გვიერთგულე! ახლა მითუმეტეს! შენს ხმას სხვებში ვარჩევთ უკვე! გაიხარე!
კონსტანტინე დღითი-დღე უმატებს სათამაშო დონეს,საომედო დაცვა,შეტევაზე გადადის,გოლიც გააქვს,უკანაც ასწრებს დაბრუნებას.მასე გააგრძელოს!
ჯნოსიმ უკანაც და წინაც ერთნაირად კარგათ ითამაშა,დაცვა გააბრუა,ტექნიკა აქვს,სისწრაფეც,თუ დასჭირდა ძალაც.ლამას და ჯაბას ის უმკლავდებოდა მხოლოდ.ჩვენც გვაზღვევდა წინ რომ ვრჩებოდით.
მე და ვანსკი ყველაზე მეტად დავშავდით. აბა მე თამაშით ვერაფერი ისეთი...ერთი გოლი ჯნოსიმ გამატანინა ცარიელ კარში,მეორე კონსტანტინეს კარგი პასი არ გავაფუჭე და გოლიც "ვიზეიმეთ".
"ჩემიანმა" პასი მომცა მე წინ გადავაწოდე და ამასობაში ლამამ მარჯვენა მხარი "წამაგლიჯა",ისეთი სიჩქარით,მე ასოთხმოცი გრადუსით მოვტრიალდი,თავი შევიმაგრე არ დავცემულვარ,თვითონ დაბზრიალდა და წაიქცა. ჯარიმააო იყვირა უცბათ,(ვისი ჯარიმა)შენ წამაქციეო... იუმორია მოკლედ,მე წავაქციე...
უკნიდან ვიღაცამ დამარტყა და მარცხენა მუხლით "დავერჭვე" "მინდორზე" და სამახსოვრო "სურათი"დამრჩა ფეხზე.(სურათს მოგვიანებით დავდევ)
ლამას ვერ ვაჩერებდით,მისი ფეხების პატრონს აბა რას დაეწევი თუ გაგექცა და მეკარემ ჯობია კარი დატოვოს... მარა ზურა ნ-ს მატჩის გმირია,დამტვრეული მაინც იდგა კარში.
ჯაბა-ტაიფუნი მრისხანე თავდამსხმელია,გვაწიოკებდა,მაგრამ ჯნოსის ვერაფერი უყო. რამდენჯერმე მანაც მითავაზა "ფეხ-დარტყმა".
ვანსკი დაშავდა ჩემსავით,მაგრამ მინდორზე "გორაობაზე" მაჯობა. უფრო მარცხენა ფეხში ურტყეს.ტექნიკურად თამაშობდა.კარგ პასებსაც "გამოწერდა ხოლმე. წინ რომ გადავიდოდა უკან ჩემსავით ეზარებოდა დაბრუნება,ჯნოსი "გვახსენებდა",ზოგჯერ არ "გვესმოდა".
ორი ჩემთვის კარ(ა)ველი გოგონა დავაფიქსირე,მათი ხმა ნაკლებ ისმოდა,რა იქნებოდა აბა, მირანდინიო ისე გამწარებით ყვიროდა,შეეშინდათ!
მირანდინიო სიცივის და თან ხელის ტკივილის გამო ყვიროდა ასე გამალებით.
ლინდაც შიგადაშიგ იყვირებდა,დანარჩენი დრო ხელით იჭერდა მირანდინიოს,არიქა არ წაიქცესო.
ხრუხუნას ძველი "თავ-ტრავმა" მოუშუშდა,არ "შეშინდა" და ისევ ხელში აიღო თავისი "ფოტოიარაღი" და "გასროლებიც" განახორცილელა.
თეოს ასეთი გულშემატკივრობა სცოდნია და ... სად იყავი მანამდე შენ!
ზღარბის შეძახილი სხვა თამაშის დროს არ "დაგვაკლდეს",სიცივის მიუხედავათ თავი არ დაუზოგავზ. ... და კიდოოო ლამზი ღიმილით აგვავსე! ხოხ!
თამაშის ბოლოს ნახევრად"კოლექტიური"ფოტო გადავიღეთ გულშემატკივრებთან.
ბოლოს ნაიამ და თუ არ ვცდები ნინუკალა მოვიდნენ,ჯობს გვიან ვიდრე ...
ადრე კოდო უკეთესია.
(სამსახურში ვარ,ისე ჩქარად "მივახუჭუჭე",ხარვეზებისთვის და თუ ვინმე გამომრჩა მომიტევეთ! შემახსენეთ და გამოვასწორებ! სურათებიც იქნება!)
მადლობა ყველას!!!!!!!!!!!!!!!!!
...