ფეხბურთი ხომ არ გვეთამაშა?

ღია ცის ქვეშ სხვა აქტივობების შესახებ

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
legenda
იეტი
Posts: 2401
Joined: 05 დეკ 2007, 14:00
Location: Tbilisi
ფეხბურთი ხომ არ გვეთამაშა?

Post by legenda » 08 დეკ 2008, 10:19

მდა....

ეს რა თამაშის იყო .... დიდებული.

მე რომ მივედი თამაში უკვე 10 წუთის დაწყებული იყო.
მივიკითხ-მოვიკითხე გულშემატკივრები და მერე მოთამაშეების მოკითხვაზე გადავედი... აქვე მინდა ავღნიშნო, რომ თამაშის შეუჩერებლად მოვახერხე თითქმის ყველას გადაკოცნა :lol: მერე გაჩაღდა თამაში მარა რა გაჩაღდა.

პირველი გოლის ავტორი ჩვენი ლეგენდარული გოგა აღმოჩნდა... ბრავო! იქუხა ტაშმა. გ ო გ ა! გ ო გ ა! გაყვიროდნენ გულშემატკივრები. ერთს მეორე ბურთი მოყვა, მეორეს მესამე და გოლების წვიმა წამოვიდა :) სამწუხაროდ ზურა ნ-მა სერიოზული ტრამვა მიიღო, თუმცა მოედნის დატოვება არც უფიქრია, უნდა გენახათ საკუთარ მეკარეს როგორ იცავდა და უფრთხილდებოდა გუნდი, განსაკუთრებით კონსტანტინე :wink:
შემდეგ ვანსკის ჩასცხეს მაგრად, მემგონი ლამაც დავლანდე მწვანე მოლზე გართხმული :roll: თუმცა მიუხედავად ამ ყველაფრისა მოედანზე თამაში დუღდა... გულშემატკივრეს რაც შეეხება, გ ა ი ყ ი ნ ნ ე ნ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, თუმცა გატანილ გოლებზე სათანადო ოვაციებს არ იშურებდნენ, თითქმის ყველა პაპარაცობდა... გვანცეცუნა არაჩვეულებრივი კომენტატორია, დამიჯერეთ :) გულშემატკივართა რიგებს დრო და დრო ემატებოდა ხალხი, და აი ისიც ლეგენდარული მამა, იგივე Mr. Zorro, რომელმაც ღირსეულად შეცვალა მეკარე ზურა ნ. თუმცა ჯიბიდან ხელი ვერ ამოვაყოფინეთ, "ძველი" ბიჭივით იდგა კარში :lol: , მამა ნუ გვარცხვენ მეთქი, აბა რა ვქნა მცივააა :lol: , ხოდა ლაპარაკ-ლაპარაკში გოლებიც გავიდა, ზოგი იგებდა და ზოგიც აგებდა...

ფავორიტები:
ყველაზე ბევრი გოლის ავტორი - გოგა, 4 გოლი გაიტანა
საუკეთესო მეკარე - თუ არ ვცდები მონადირეს +, ამან გოლები აიღო, ბიჭო, ბიჭო...
საუკეთესო ერთგული მოთამაშე - ზურა N, მიუხედავად ტრამვისა საკუთარი კარი არ დაუტოვებია
საუკეთესო დაცვა - კონსტანტინე, ამ კაცის იმედზე შეგიძლიად იყოთ
საუკეთესო თავდამსხმელი - პაატა, ხო მართლა ვისი + იყო პაატა?
ყველაზე ჩუმი მოთამაშე - ჯნოსი, მხოლოდ საქმე
ყველაზე ხმაურიანი მოთამაშე - დოქტორ აკო, რა პრეტენზიები ქონდა მოთამაშეებთან
საუკეთესო მოსიყვარულე მოთამაშე - მონადირე
საუკეთესო სვანი მოთამაშე - ლამა
საუკეთესო მოთამაშე - ჯაბა, თუმცა ამ კაცს რაგბი უფრო მოუხდებოდა ჩემი აზრით
საუკეთეოს მორბენალი მოთამაშე - #9, ხო იმ მოთამაშის არც სახელი ვიცი და არც წარმომავლობა, კარგად კი დარბოდა და
საუკეთესო მწოლიარე მოთამაშე - ვანსკი, ნუ ეს კაცი მწვანე მოლს უხდებაააა
საუკეთესო "ძველი" ბიჭი მოთამაშე - ზორრო.

აი ასე ვისიამოვნე პირადად მე ამ ლამაზი თამაშით, დიდი მადლობა ყველას და მინდა გითხრათ, რომ: მ ე ა მ ა ყ ე ბ ი თ

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
ფეხბურთი ხომ არ გვეთამაშა?

Post by namcecuna » 08 დეკ 2008, 11:21

legenda

:lol: :lol: :lol:

ამ დილაუთენია და სიცხიანი მაგრად გამახალისეეეე :lol:
იმდენი ვიცინე-გიჟიაო-სამსახურში მომნათლეს :lol:
ნომინაციები -სუპერ!
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ფეხბურთი ხომ არ გვეთამაშა?

Post by MIRANDA » 08 დეკ 2008, 11:27

legenda
8) კარგია!

User avatar
khrukhuna
მაწანწალა
Posts: 586
Joined: 16 ივნ 2008, 12:37
Location: tbilisi
Contact:
ფეხბურთი ხომ არ გვეთამაშა?

Post by khrukhuna » 08 დეკ 2008, 11:49

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:კრუხი, ცოტაც და კგ სპორტული ფოტორეპორტიორი გახდები.

.

:oops: :oops: :oops:
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:კრუხი, ინტელას ხმა არ გამიგია. ეტყობა, პაპარაცობდა.
ინტელა ხმას ვერ იღებდა, სამაგიეროდ სიხარულისგან ბიუსჰალტერს და საცვალს აფრიალებდა :D

legenda
ძააააალიან მაგარი ხარ :*

User avatar
Monadire
იეტი
Posts: 1097
Joined: 04 დეკ 2007, 11:07
Location: ალპური ზონა
ფეხბურთი ხომ არ გვეთამაშა?

Post by Monadire » 08 დეკ 2008, 12:58

შაბათს თუ church.ge-ს ვეთამაშებით მგონი აჯობებს შუა კვირაში კიდევ მოგვესცხო ერთი თამაში სადმე.
დროა საბრძოლო, ძირითად შემადგენლობაზეც დავფიქრდეთ .
თამაშის სურვილი ყველას ექნება და თითოეული თავის თავს მაქსიმალურად დადებს რა თქმა უნდა , მაგრამ ძირითადში ყველა ვერ მოხვდება.
გასართობი თამაში სხვაა, მაგრამ აქ კარავის პრესტიჟზეა საუბარი.
წინა თამშებზე დაკვირვების შედეგად ჩემი ვარაუდით შემადგენლობა ეგეთი უნდა იყოს
1.ჯაბა ფიცხელაური
2.ჯნოსი
3.a12
4.კონსტანტინე
5.x mindia x
მეკარედ ჩემს შაბათს მოყვანილ მეგობარს გთავაზობთ. ნასვამმა აუარება ე.წ. save გააკეთა და ფხიზელი უკეთ ითამაშებს ალბათ (თუ არ და იქვე დავაბრუნებ შაბათის დროინდენ ფორმაში) .
6.ალეკო
დანარჩენები შეცვლებზე ვიქნებით უკლებლივ ყველა.
ჰო ეს ჩემი სავარაუდო შემადგენლობაა და რა თქმა უნდა რედაქტირებას ექვემდებარება .
შაბათამდე ალბათ შევთანხმდებით
აუ ნეტა აქამდე სად ვიყავი?

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
ფეხბურთი ხომ არ გვეთამაშა?

Post by teo- » 08 დეკ 2008, 15:44

ა12მა სად ითამაშა გაფიცებ?
არა ექსკურსიას! Image

User avatar
VANO
იეტი
Posts: 2902
Joined: 24 ივნ 2008, 18:21
Location: ჯერ მე თვითონ გავარკვიო
Contact:
ფეხბურთი ხომ არ გვეთამაშა?

Post by VANO » 08 დეკ 2008, 16:24

მე მინდა განცხადება გავაკეთო და გთხოვთ მომისმინოთ :)

ხომ არ აჯობებდა ოთხშაბათს ან ხუთშაბათს გაგვევარჯიშა?

თამაშის წინა მოთელვა გაგვევლოთქვა. კიდე უფრო შევეწყობოდით ერთმანეთს.

ჰაა რასიტყოდით? ეს ბოლო ვარჯიში 35-ე სკოლის სტადიონზე გაგვევლო...
ქალი ქალია, მაგრამ თუ გაცხარდა ცოლიაო...

Image

User avatar
ele
იეტი
Posts: 1173
Joined: 06 სექ 2007, 13:56
Location: tb ele see
ფეხბურთი ხომ არ გვეთამაშა?

Post by ele » 08 დეკ 2008, 16:26

legenda

სიტყვები არ მყოფნიის. . . :lol:

მე მჯეროდა შენი. . . ვიცოდი დეტალურ ინფორმაციას რომ მომაწვდიდი
ამიტომაც არ წამოვედი. . . :oops: :P :roll: :D
. . . კიდევ ერთი დღე . . .

User avatar
doctor ako
მაწანწალა
Posts: 342
Joined: 10 ივლ 2008, 13:37
Location: დედამიწის სამოთხე
ფეხბურთი ხომ არ გვეთამაშა?

Post by doctor ako » 08 დეკ 2008, 18:29

გამარჯობათ!

მორიგი ფეხბურთ-ლაშქრობა შედგა,გილოოცავთ!

... ჯანმრთელობას გისურვებთ,მოთამაშეებ-გულშემატკივრებიანად!
(იქ ამბავი დატრიალდა...)

ჰო... 2008 წლის 6 დეკემბერი იყო,ბევრი სიხარულის,ოვაციის,ქომაგობის,ტრავმების და გოლების საფეხბურთო საღამო საბურთალოს "ნოუ კამპზე".

ინგლისურ-გერმანული ფეხბურთი აჩვენა "იქითა" მხარემ და "ჩვენ" იტალიურ-ესპანური.

მოკლედ: ფეხბურთ-რაგბი გამოვიდა ჯამში!

სტადიონზე პირველი მოვედი და ათ წუთში მშვენიერი გულშემატკივრები "მოფრინდნენ" თბილ ქვეყნებიდან,(აბა ამ სიცივეში საიდან), მირანდინიო და ლინდა. ეს რა ნახა ჩემმა თვალებმა მირანდინიოს მარჯვენა ხელის მტევანი თაბაშირში ქონდა... (მოგვიანებით გეტყვით რა მოუვიდა სინამდვილეში,რაღაც-რაღაცეებს გეტყოდათ და არ დაუჯეროთ...)

... ზურა ნ მოვიდა ფოტოშეიარაღებით,შემდეგ გულშემატკივრები და მოთამაშეები ერთი მეორეს მიყოლებით მოვიდნენ.მოკითხვები,ჩახუტებები,ოვაციები, დასაწყისის თანვე კარგი "სიჩქარით" დაიძრა.თამაშზე რომ არაფერი ვთქვათ...

გულშემატკივართა რეკორდული რაოდენობა "მოფრინდა" თბილქვეყნებიდან.
(ვიცი გაუჭირდებოდათ ვიზების აღება,გადმოფრენა,ჩამოსვლა კი ,მაგრამ ბილეთების შოვნა და "ნოუ კამპ"-ის სტადიონზე მოხვედრა უბრალო საქმე ხომ არა არის)

სხვათაშორის იმ საღამოს ბარსელონამ ვალენსია გაანადგურა.(ეს ლირიული გადახვევა)

ხუთი-ხუთზე ვითამაშეთ,სამი პლიუსი იყო,რომლებმაც ძალიან კარგად ითამაშეს, პლიუსმა მეკარემ კი ისეთი სანხაობა მოაწყო... ორივე ხლებით-ბრავო!!!

და კიდოოო -მომავალი თამაშის წინ კარავის ფეხბურთის ფედერაციმ ფეხბურთელებს "დოპინგ ტესტი" ჩაუტაროს!
ყველას ეხება ეს, განსაკუთრებით იმ გულშემატკივრებს რომლებიც "სხვა საქმით"არიან დაკავებული.
ტანსაცმელი,ჩასაცმელი და სხვა ... ბაზრობებზე. ხოხ!

სანამ ბურთს თამაშში შევიყვანდით ყველას გასაგონად ხმამაღლა "ვიყვირე" :ნახევარი ძალით დაარტყით ბურთი,განსაკუთრებით ჯაბა-ტაიფუნსა და ლამა-ზვავს მივმართე.ამით ბურთიც არ გაიხეოდა და ჩვენც ნაკლებ დაზიანებას მივიღებდით.
ეჰ,ბურთი გადარჩა ,მაგრამ ჩვენ კი ვერა!(ასეთია სინამდვილე)

ფეხბურთ-რაგბი

პირველი თამაში 6:5 დამთავრდა "ჩვენს"-ს სასარგებლოდ.

პირველი თხუთმეტი წუთი კარგად წარიმართა,გავხურდით,დავეწყვეთ,გოლებიც გავიდა ორივე მხარეს.


მერე კი სულ სხვა "რამე" დაიწყო...

ჯაბა-ტაიფუნი ელვისებურად შემოვარდებოდა,მე ხშირად ამივლიდა, ვანსკისაც,კოკასთან უფრო უჭირდა და ჯნოსის ვერც ერთხელ ვერ გასცდა...

მონადირემ რაც დაგვზოგა პირველ ტაიმში,მეორე ტაომში "აგვინაზღაურა" კარგად ითამაშა,მის მდგომარეობას თუ გავითვალისწინებთ მაშინ ხუთიანი.
საკამაოდ ბევრი ირბინა, მისი ხმა ნაკლებ ისმოდა.
მონადირეს პლიუსმა, მეკარემ , უძლიერესად ითამაშა,მისი დამსახურებაა უმეტესად,თორემ ორჯერ მეტი გოლი გავიდოდა მათ კარში.
(ნუ ეხლა ბარსას მეკარე რომ მაგარია,ამას რათ უნდა ბევრი ლაპარაკი)
მეკარე ძლიერ დარტყმებსაც იგერიებდა, ბოლო მცველი ფუნქციაც მიითვისა და ზოგჯერ შეტევაშიც გადმოდიოდა საკმაოდ შედეგიანად,გოლითაც სრულდებოდა.სწრაფი და ტექნიკური.
90-იანი წლების პარაგვაის ნაკრების მეკარე - ჩილავერტი გამახსენდა,კარს ხომ იცავდა,მცველიც იყო,შეტევაზეც გადადიოდა,კუთხურის ჩამოწოდებისას უმეტესად მოწინააღმდეგის საჯარიმოში იყო,ჯარიმასაც თვითონ ასრულებდა.
მეკარეს ხუთი!



... და გულშემატკივრები გვამხნევებდნენ შეძახილებით, ჩვენც "ვიმშვენებდით"ამ ოვაციებს,ამდენი ლამაზი მანილოსანი ამ სიცივეში რომ დადგება და გიგულშემატკივრებს,მერე შენს სახელს რომ გაიგონებ ისე ათამაშდები...
(ისეთი სიცივე იყო გულშემატკივარი გოგონები იყვირებდნენ აბა რას იზამდნენ,ხელებსაც გვიქნევდენენ რომ არ გაყინულიყვნენ)
გულშემატკივრებში მივამაგრეთ ინტელიგენტი,ამდენ ლამაზმანს თვალყურის დევნება ხომ ჭირდებოდა.სურათებსაც იღებდა. ეჰ შუა თამაშში რომ ვიყავით დაივიწყა თავისი მოვალეობა და ... მე ეგ გვიან გავიგე

ლეგენდა რომ გიქომაგებს: დოქტორ აკოოო... საუბარს შევეშვი და თამაშზე გადავედი. კომენტატორობა მომეწონა მისი!
ყველაზე ხმაურიან მოთამაშედ დამასახელა ლეგენდამ,მიზეზს მოგახსენებ:
თამაშის წინ "ავხმაურდი" ნახევარი ძალით რომ დაერტყათ,მეორე- "ჩვენი" თავდამსხმელი ვანსკის პლიუსი,რომელიც ძალიან კარგად თამაშობდა,მცველებსაც ხშირად "გემრიელად" უმკლავდებოდა გოლებიც გაჰქონდა,იყო მომენტები ჩემთვისაც შეეძლო პასი მოეცა მაგრამ... ჩემი "თექნიკიდან" გამომდინარე "დაეზარა" ალბათ. მესამე-როცა "შეტაკებები" გაიზარდა,არც წესებსაც იცავდნენ "ავხმაურდი" მსაჯი გვინდა-მეთქი,გულშემატკივრებში კაცი ინტელიგენტი იყო და მან იმსაჯოს მეთქი,ინტელამ რა ვიციო მე მსაჯობისო და მომიცილა,სიმანდვილეში "სხვა" რამით იყო დაკავებული და რა ემსაჯებოდა.

ჩვენი მეკარე ისე მედგრად იცავდა კარს,თითქოს დარიალის ხეობას იცავდა "უცხოსგან". "იმათმა" -ჯაბამ,ლამამ,მონადირემ-"ტრიო" შექმნეს და ბურთის დარტყმებს ვინ ჩივის რაგბის "ელემენტებით" სტუმრობდნენ ზურა ნ-ს. არ გატყდა "ჩვენი" მეკარე,ტრავმირებული იდგა კარში,ძლივს იდგა ფეხებზე,დიდი ხანი შემცვლელიც არ ჩანდა,ბოლოს როგორ იქნა მრ.ზორრო მოვიდა და ზურა ნ ტაშით გავაცილეთ მოსასვენებლად.მარა ვინ დაისვენა,გულშემატკივრობასთან ერთად ფოტოკორესპონდენტობაც მოასწრო.


მატჩის გმირი ზურა ნ-ი არის!

მეორე მეკარემ გვასახელა,ძალით დავაყენეთ კარში,რადგამ მისი ამპლუა ეგ არ ყოფილა,თან ციოდა და როცა "ჩვენ" შეტევაზე გადავიდოდით ხელებს ჯიბეში ჩაიწყობდა ან ცალი ხელით ტელეფონს "ეჩალიჩებოდა"(დამამტკიცებელი საბუთი მაქვს)

ვანსკის მეორე პლიუსმა ისეთი სანახაობა დახატა და ლამაზი გოლი გაგვიტანა ერთ თამაშს უდრიდა,ტექნიკური,სწრაფი-ქარივით იყო!

გამარჯობა საქართველომ რაც მეტი გოლი გაგვიტანა მით უფრო რთული იყო მისი დაწყნარება,სიხარულს გულშემატკივრებთად "გადასვლით" გამოხატავდა,მაისურის გახდა დააპირა,მაგრამ ყვითელი ბარათის მიღების შეეშინდა და გადაიფიქრა.

გულშემატკივრები არ ცხრებიან,სასკვა ყველაფერს აშუქებს,(ხმა თუ შერჩა საერთოდ) ...

მშვენიერი ნინი,ყველაფერთან ერთად ისტორიულ ფოტოებს გვიღებდა.ნინის დიდი მადლობა!

ნამცეცუნა-ო და... ისეთი ქომაგობა სცოდნია(თუ სიცივის ბრალია)... გულშემატკივრობაში-"გოლიათუნაო" არის! ყოჩაღ!

ნუსა - მახსოვს შენ მარტო რომ დარჩი წინა თამშის დროს და არ "მიგვატოვე" ,ბოლომდე გვიერთგულე! ახლა მითუმეტეს! შენს ხმას სხვებში ვარჩევთ უკვე! გაიხარე!


კონსტანტინე დღითი-დღე უმატებს სათამაშო დონეს,საომედო დაცვა,შეტევაზე გადადის,გოლიც გააქვს,უკანაც ასწრებს დაბრუნებას.მასე გააგრძელოს!


ჯნოსიმ უკანაც და წინაც ერთნაირად კარგათ ითამაშა,დაცვა გააბრუა,ტექნიკა აქვს,სისწრაფეც,თუ დასჭირდა ძალაც.ლამას და ჯაბას ის უმკლავდებოდა მხოლოდ.ჩვენც გვაზღვევდა წინ რომ ვრჩებოდით.

მე და ვანსკი ყველაზე მეტად დავშავდით. აბა მე თამაშით ვერაფერი ისეთი...ერთი გოლი ჯნოსიმ გამატანინა ცარიელ კარში,მეორე კონსტანტინეს კარგი პასი არ გავაფუჭე და გოლიც "ვიზეიმეთ".
"ჩემიანმა" პასი მომცა მე წინ გადავაწოდე და ამასობაში ლამამ მარჯვენა მხარი "წამაგლიჯა",ისეთი სიჩქარით,მე ასოთხმოცი გრადუსით მოვტრიალდი,თავი შევიმაგრე არ დავცემულვარ,თვითონ დაბზრიალდა და წაიქცა. ჯარიმააო იყვირა უცბათ,(ვისი ჯარიმა)შენ წამაქციეო... იუმორია მოკლედ,მე წავაქციე...
უკნიდან ვიღაცამ დამარტყა და მარცხენა მუხლით "დავერჭვე" "მინდორზე" და სამახსოვრო "სურათი"დამრჩა ფეხზე.(სურათს მოგვიანებით დავდევ)

ლამას ვერ ვაჩერებდით,მისი ფეხების პატრონს აბა რას დაეწევი თუ გაგექცა და მეკარემ ჯობია კარი დატოვოს... მარა ზურა ნ-ს მატჩის გმირია,დამტვრეული მაინც იდგა კარში.

ჯაბა-ტაიფუნი მრისხანე თავდამსხმელია,გვაწიოკებდა,მაგრამ ჯნოსის ვერაფერი უყო. რამდენჯერმე მანაც მითავაზა "ფეხ-დარტყმა".

ვანსკი დაშავდა ჩემსავით,მაგრამ მინდორზე "გორაობაზე" მაჯობა. უფრო მარცხენა ფეხში ურტყეს.ტექნიკურად თამაშობდა.კარგ პასებსაც "გამოწერდა ხოლმე. წინ რომ გადავიდოდა უკან ჩემსავით ეზარებოდა დაბრუნება,ჯნოსი "გვახსენებდა",ზოგჯერ არ "გვესმოდა".

ორი ჩემთვის კარ(ა)ველი გოგონა დავაფიქსირე,მათი ხმა ნაკლებ ისმოდა,რა იქნებოდა აბა, მირანდინიო ისე გამწარებით ყვიროდა,შეეშინდათ!
მირანდინიო სიცივის და თან ხელის ტკივილის გამო ყვიროდა ასე გამალებით.
ლინდაც შიგადაშიგ იყვირებდა,დანარჩენი დრო ხელით იჭერდა მირანდინიოს,არიქა არ წაიქცესო.

ხრუხუნას ძველი "თავ-ტრავმა" მოუშუშდა,არ "შეშინდა" და ისევ ხელში აიღო თავისი "ფოტოიარაღი" და "გასროლებიც" განახორცილელა.

თეოს ასეთი გულშემატკივრობა სცოდნია და ... სად იყავი მანამდე შენ!

ზღარბის შეძახილი სხვა თამაშის დროს არ "დაგვაკლდეს",სიცივის მიუხედავათ თავი არ დაუზოგავზ. ... და კიდოოო ლამზი ღიმილით აგვავსე! ხოხ!

თამაშის ბოლოს ნახევრად"კოლექტიური"ფოტო გადავიღეთ გულშემატკივრებთან.
ბოლოს ნაიამ და თუ არ ვცდები ნინუკალა მოვიდნენ,ჯობს გვიან ვიდრე ...
ადრე კოდო უკეთესია.

(სამსახურში ვარ,ისე ჩქარად "მივახუჭუჭე",ხარვეზებისთვის და თუ ვინმე გამომრჩა მომიტევეთ! შემახსენეთ და გამოვასწორებ! სურათებიც იქნება!)

მადლობა ყველას!!!!!!!!!!!!!!!!!



...

User avatar
VANO
იეტი
Posts: 2902
Joined: 24 ივნ 2008, 18:21
Location: ჯერ მე თვითონ გავარკვიო
Contact:
ფეხბურთი ხომ არ გვეთამაშა?

Post by VANO » 08 დეკ 2008, 18:49

ნეტა ამდენის წერა არ დაგეზარა აკო? :D :D :D
ქალი ქალია, მაგრამ თუ გაცხარდა ცოლიაო...

Image

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ფეხბურთი ხომ არ გვეთამაშა?

Post by MIRANDA » 08 დეკ 2008, 19:34

ეს რა ნახა ჩემმა თვალებმა მირანდინიოს მარჯვენა ხელის მტევანი თაბაშირში ქონდა... (მოგვიანებით გეტყვით რა მოუვიდა სინამდვილეში,რაღაც-რაღაცეებს გეტყოდათ და არ დაუჯეროთ...)
მეც მითხარი ერთი რა მომივიდა... თორემ ვერ ვუხსნი ხალხს მოტეხილი თუ არ მაქვს ხელი თაბაშირში რატომღა ჩამისვეს...
სურათებიც იქნება!
ველი :)

User avatar
doctor ako
მაწანწალა
Posts: 342
Joined: 10 ივლ 2008, 13:37
Location: დედამიწის სამოთხე
ფეხბურთი ხომ არ გვეთამაშა?

Post by doctor ako » 08 დეკ 2008, 21:14

Vanski

ნეტა ამდენის წერა არ დაგეზარა აკო?
ზედმეტად "მოვინდომე" და შენი დავალება შევასრულე!
(წერა საშინლად მეზარება,კარგად რომ ვწერდე კიდოოო ჰო!)
(სკოლაში რვა საკონტროლო წერიდან ოთხს სპეციალურად ვაცდენდი,აი ასე მიყვარდა წერა)


... მეორე თამაში 3:4 წავაგეთ,ეგ ჩემს სინდისზეა.ერთი გოლი თავიდან ბოლომდე ჩემი "დამსახურებაა",მეორე -"სანახევროდ".
Last edited by doctor ako on 08 დეკ 2008, 21:21, edited 1 time in total.

User avatar
khrukhuna
მაწანწალა
Posts: 586
Joined: 16 ივნ 2008, 12:37
Location: tbilisi
Contact:
ფეხბურთი ხომ არ გვეთამაშა?

Post by khrukhuna » 08 დეკ 2008, 21:16

აკოოო ფოტოები რააააააააააააააააააა

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ფეხბურთი ხომ არ გვეთამაშა?

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 08 დეკ 2008, 21:52

doctor ako wrote:გამარჯობათ!
პირველი თამაში 6:5 დამთავრდა "ჩვენს"-ს სასარგებლოდ.

უ1ლესად, გამარჯობა.
შენა, კაცო, საიდან მოიტანე 6:5 მოვიგეთო?
1ლი თამაში 5:5 დასრულდა, მე2 კი 4:3 მოგიგეთ.
აი, ასე.
ჩვენს მეჯარეს რაც შეეხება,, მართალი ხარ, ის მართლაც შესანიშნავად თამაშობდა და თანაც, იმის ფონზე,
რომ გვარიანად ნასვამი იყო და ამპუით მეკარეც არ ყოფილა
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ფეხბურთი ხომ არ გვეთამაშა?

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 08 დეკ 2008, 21:53

Monadire wrote:
წინა თამშებზე დაკვირვების შედეგად ჩემი ვარაუდით შემადგენლობა ეგეთი უნდა იყოს
1.ჯაბა ფიცხელაური
2.ჯნოსი
3.a12
4.კონსტანტინე
5.x mindia x
თანახმა ვარ სათადარიგოში ვიყო.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]