ჰო და, ამ არეულობით დაღლილი და მოწყენილი ვსეირნობდი ერთხელ სკვერში, უცებ გიტარის ხმა მომესმა, ვხედავ ირანელი და ჩინელი ერთმენეთს ატყუებენ : გიტარის დაკვრა ვიციო

(ჯერ მე რა ვიცი და ეგენი - ჩემზე უარესები

)
და მივხვდი, რომ ყველაფერთან ერთად ძალიან მენატრებოდა ჩემი გიტარაც

ჯერ მომერიდა, მაგრამ ცოტა ხანში დავძლიე სიმორცხვე, მივუახლოვდი და ვთხოვე:
თუ შეიძლება, გიტარა მათხოვეთ, ცოტას დავუკრავ და დაგიბრუნებთ მეთქი

:D
იმათაც შემომხედეს ცნობისმოყვარე და გაკვირვებული თვალებით და გიტარა გამომიწოდეს

:D
თავი დახრილი მქონდა და ისე ვუკრავდი და ვმღეროდი, თავი რომ ავწიე დავინახე, თურმე ჩემს ირგვლივ სტუდენტები მოგროვილიყვნენ და მისმენდნენ
ეტყობა ამ ირანელს სიმღერა არასდროს მოუსმენია, ჩემი ხმა დიდის ამბით ჩაიწერა მობილურში და თავის აღტაცებას ვერ მალავდა
შეჩვენებული, მოიხიბლა ჩემი "მომკალით"
იმ უბედურმა

, ჩემი სიმღერით რომ მოიხიბლა, შემომთავაზა ჩემს ანსამბლში ხომ არ იმრერებდიო

:D
ჯერ მე რა მომღერალი ვიყავი და მერე მაგისი ანსამბლი რა იქნებოდა ხომ წარმოგიდგენიათ
მე ვუთხარი: თქვენ რომ ჩვენი მომღელებისთვის მოგასმენინათ, ალბათ სულ ჭკუიდან გადახვიდოდით მეთქი,
მერე საათს დავხედე, საღამოს რვა საათი იყო, - უუუუუი! ძალიან გვიანია, სახლში უნდა დავბრუნდე მეთქი

(მე რა ვიცოდი, აქ თურმე ცხოვრებას ღამის თორმეტი საათიდან იწყებდნენ

)
საყვარლად გაეცინათ

:D და დიიიდი მადლობები გადამიხადეს
მეც ნასიამოვნები და გახალისებული დავბრუნდი სახლში
