მონატრება ბეიჯინგიდან

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
lika-li
მაწანწალა
Posts: 408
Joined: 26 აპრ 2008, 21:31
მონატრება ბეიჯინგიდან

Post by lika-li » 06 დეკ 2008, 14:38

მე, ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ამ უნივერსიტეტში მოვხვდი,

ჩინელები კი მოხარულები არიან, რომ საქართველომ საუკეთესო სტუდენტები (:P :lol: )აღირსა ბეკუ-ს ( ანუ ბეიჯინგის ენისა და კულტურის უნივერსიტეტს, იგივე ბი ელ სი იუ-ს ლატინურად ვერ ვწერ ;) :D )

იმის გარდა, რომ ჩვენთვის უფასოა სწავლა (ისე კი საკმაოდ ძვირადღირებული ყოფილა როგორც სხვა სტუდენტებისგან გავიგე), ცხოვრება, სამედიცინო მომსახურება და სახელმძღვანელოები,
გვერიცხება სტიპენდიაც :)

მოკლედ ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ ისწავლო (მითუმეტეს, რომ ლექტორებიც ერთმანეთზე უკეთესები გვყავს :))

მაგრად გამიმართლა! :)
Last edited by lika-li on 06 დეკ 2008, 14:42, edited 1 time in total.
...მე ჩრდილიც მიყვარს შენი,
მზის დაბნელების მსგავსი...

User avatar
Linda
იეტი
Posts: 1451
Joined: 17 მაი 2007, 20:49
მონატრება ბეიჯინგიდან

Post by Linda » 06 დეკ 2008, 14:41

lika-li

ძალიან თბილი, ლამაზი და მომხიბვლელი ღიმილი გაქვს :-)


საინტერესო თემაა და ველი შემდეგ ისტორიებს

User avatar
lika-li
მაწანწალა
Posts: 408
Joined: 26 აპრ 2008, 21:31
მონატრება ბეიჯინგიდან

Post by lika-li » 06 დეკ 2008, 14:46

Linda

:oops: გმადლობ ჩემო კარგო!

ძალიან მენატრებით

ისტორიები უხვად მაქვს!!! :)
...მე ჩრდილიც მიყვარს შენი,
მზის დაბნელების მსგავსი...

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
მონატრება ბეიჯინგიდან

Post by ნინი_85 » 06 დეკ 2008, 14:57

lika-li

ლიკა, ფოტოებიც დადე რა :)
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
bela
მაწანწალა
Posts: 553
Joined: 14 ივნ 2008, 20:27
მონატრება ბეიჯინგიდან

Post by bela » 06 დეკ 2008, 15:02

lika-li
აი, ამას გეუბნებოდი ამდენი ხანი, მომიყევი მეთქი
და რაკი შენი ხმა გავიგეეე....
ჩვენც ძალიან გვენატრები, ყველას, ვინც კი გიცნობს კარავზე, უბრალოდ ასეთი ხარ, სიყვარულს აფრქვევ...

რეპორტაჟის გაგრძელებას კი სულმოუთქმელად ველით...

User avatar
Linda
იეტი
Posts: 1451
Joined: 17 მაი 2007, 20:49
მონატრება ბეიჯინგიდან

Post by Linda » 06 დეკ 2008, 15:03

lika-li

საჭმლის ჩხირებით ჭამა ისწავლე? :D

მე საქართველოში "ვამუღამებ" :D ახლაც სალათს ვიკეთებ და უკვე მოვამზადე, ჩხირებით უნდა ვჭამო

User avatar
lika-li
მაწანწალა
Posts: 408
Joined: 26 აპრ 2008, 21:31
მონატრება ბეიჯინგიდან

Post by lika-li » 06 დეკ 2008, 15:19

ჩვენს სტუდქალაქი სავსეა მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოსული უცხოელი სტუდენტებით,

ვის არ შეხვდები: ფრანგები, იტალიელები, გერმანელები, ინგლისელები, ამერიკელები, ესპანელები, რუსები, უკრაინელები, სლოვაკები, კუბელები, პუერტო-რიკოელები, ეკვადორელები, კორეელები და იაპონელები (ცვენა :D )აზერბაიჯანელები, თურქები, სომხები, ტაჯიკები, ყაზახები, ინდოელები, ინდონეზიელები, არაბები, აფრიკელები, ირანელები, საქართველო ( მხოლოდ სამი სტუდენტი :) ) და საქართველოზე პატარა ქვეყნები :)

ზოგს ინგლისურად ველაპარაკებოდით, ზოგს რუსულად, ზოგს გერმანულად და ზოგს ჩინურად, გვენატრებოდა ქართულად ლაპარაკი.
...მე ჩრდილიც მიყვარს შენი,
მზის დაბნელების მსგავსი...

User avatar
lika-li
მაწანწალა
Posts: 408
Joined: 26 აპრ 2008, 21:31
მონატრება ბეიჯინგიდან

Post by lika-li » 06 დეკ 2008, 15:33

ჰო და, ამ არეულობით დაღლილი და მოწყენილი ვსეირნობდი ერთხელ სკვერში, უცებ გიტარის ხმა მომესმა, ვხედავ ირანელი და ჩინელი ერთმენეთს ატყუებენ : გიტარის დაკვრა ვიციო :D (ჯერ მე რა ვიცი და ეგენი - ჩემზე უარესები :D)

და მივხვდი, რომ ყველაფერთან ერთად ძალიან მენატრებოდა ჩემი გიტარაც :)
ჯერ მომერიდა, მაგრამ ცოტა ხანში დავძლიე სიმორცხვე, მივუახლოვდი და ვთხოვე:

თუ შეიძლება, გიტარა მათხოვეთ, ცოტას დავუკრავ და დაგიბრუნებთ მეთქი
:D:D

იმათაც შემომხედეს ცნობისმოყვარე და გაკვირვებული თვალებით და გიტარა გამომიწოდეს :D:D

თავი დახრილი მქონდა და ისე ვუკრავდი და ვმღეროდი, თავი რომ ავწიე დავინახე, თურმე ჩემს ირგვლივ სტუდენტები მოგროვილიყვნენ და მისმენდნენ :D

ეტყობა ამ ირანელს სიმღერა არასდროს მოუსმენია, ჩემი ხმა დიდის ამბით ჩაიწერა მობილურში და თავის აღტაცებას ვერ მალავდა :lol:

შეჩვენებული, მოიხიბლა ჩემი "მომკალით" :lol: :lol:

იმ უბედურმა :lol: , ჩემი სიმღერით რომ მოიხიბლა, შემომთავაზა ჩემს ანსამბლში ხომ არ იმრერებდიო :D:D
ჯერ მე რა მომღერალი ვიყავი და მერე მაგისი ანსამბლი რა იქნებოდა ხომ წარმოგიდგენიათ :lol:

მე ვუთხარი: თქვენ რომ ჩვენი მომღელებისთვის მოგასმენინათ, ალბათ სულ ჭკუიდან გადახვიდოდით მეთქი,

მერე საათს დავხედე, საღამოს რვა საათი იყო, - უუუუუი! ძალიან გვიანია, სახლში უნდა დავბრუნდე მეთქი :D (მე რა ვიცოდი, აქ თურმე ცხოვრებას ღამის თორმეტი საათიდან იწყებდნენ :D)

საყვარლად გაეცინათ :D:D და დიიიდი მადლობები გადამიხადეს :)

მეც ნასიამოვნები და გახალისებული დავბრუნდი სახლში :)
...მე ჩრდილიც მიყვარს შენი,
მზის დაბნელების მსგავსი...

User avatar
lika-li
მაწანწალა
Posts: 408
Joined: 26 აპრ 2008, 21:31
მონატრება ბეიჯინგიდან

Post by lika-li » 06 დეკ 2008, 15:40

nusa
teo-
იმედი მაქვს, მართლაც საინტერესო გამოვა :)

ნინი_85
კი ნინ აუცილებლად დავდებ ფოტოებს, უკვე მალე :)

bela
ბელააა :) ძლივს დავიწყე რა ეს საქმე და გავაგრძელებ სადამდეც შევძლებ :)მეც ძალიან მენატრები :*

Linda
ისე დავამუღამე ჩხირებით ჭამა, რომ უკვე ვეჭვობ წინა ცხოვრებაში ჩინელი ხომ არ ვიყავი :lol: :lol: :lol: :lol: :lol:
...მე ჩრდილიც მიყვარს შენი,
მზის დაბნელების მსგავსი...

User avatar
lika-li
მაწანწალა
Posts: 408
Joined: 26 აპრ 2008, 21:31
მონატრება ბეიჯინგიდან

Post by lika-li » 06 დეკ 2008, 16:26

ეს ყველაფერი სწავლის დაწყებამდე მოხდა, შემდეგ გავიარეთ ეიჩ ეს ქეის გამოცდები და გამომჟღავნებული ცოდნის მიხედვით გადაგვანაწილეს სხვადასხვა კურსზე.

მერე :(, ჩინელები არ ენდვნენ საღვარგარეთის ქვეყნებიდან ჩამოტანილ ჯანმრთელობის ცნობებს და გინდა თუ არა, თავიდან უნდა გაიაროთო სამედიცინო შემოწმებაო :cry: :cry:

აუუ :cry:, მე კიდე ვერ ვიტან ნემსს, და მოვრთე ღრიალი და დედასთან დავრეკე თბილისში: "მიშველეეეეთ!" მეთქი :lol: მერე დედაჩემმა საელჩო შეაწუხა :lol: : რა არის, რას გამიგიჟეთ ბავშვი, ან აქ რას ითხოვდით ჯანმრთელობის ცნობას, ან იქ ხელახლა რაღატომ აკეთებინებთო :lol:

პირველი მდივანი სულ ბოდიშებზე იყო: ბოდიში, ქალბატონო, ასეთი წესია ჩვენს ქვეყანაშიო :D

ასე რომ, დედამ ვერ მიშველა , თან ვენიდან სისხლს მიღებდნენ, თან ღაპაღუპით მდიოდა ცრემლები :D და გავიძახოდი ჩინურად : "ვო შოუ პუ ლიაო წუო ჭეი გა "( ვერ ვიტან ამის გაკეთებას მეთქი)- მეთქი :lol:

ვერც გავიგე ისე ამიღეს სისხლი :D

კიდევ ერთხელ მომიწია იმისმა დამტკიცებამ, რომ ჯანმრთლი ვიყავი და ჩინელებისთვის საფრთხეს არ წარმოვადგენდი :lol: :lol:
...მე ჩრდილიც მიყვარს შენი,
მზის დაბნელების მსგავსი...

User avatar
lika-li
მაწანწალა
Posts: 408
Joined: 26 აპრ 2008, 21:31
მონატრება ბეიჯინგიდან

Post by lika-li » 06 დეკ 2008, 17:17

ერთხელაც სტუდქალაქის სკვერში ერთი ჩინელი ქალი მომიახლოვდა და გამომეცნაურა, თურმე ჩინეთის ცენტრალური ტელევიზიიდან ყოფილა, გაირკვა, რომ ეძებდნენ უცხოელ სტუდენტებს სასწავლო პროგრამების ჩასაწერად, და შემომთავაზა ტელევიზიაში მუშაბა
რა თქმა უნდა დავთანხმდი :)

გადაღების პროცესში:

Image
Last edited by lika-li on 06 დეკ 2008, 18:41, edited 1 time in total.
...მე ჩრდილიც მიყვარს შენი,
მზის დაბნელების მსგავსი...

User avatar
lika-li
მაწანწალა
Posts: 408
Joined: 26 აპრ 2008, 21:31
მონატრება ბეიჯინგიდან

Post by lika-li » 06 დეკ 2008, 17:28

ეს ჩემი თანამშრომლები :)

Image
...მე ჩრდილიც მიყვარს შენი,
მზის დაბნელების მსგავსი...

User avatar
lika-li
მაწანწალა
Posts: 408
Joined: 26 აპრ 2008, 21:31
მონატრება ბეიჯინგიდან

Post by lika-li » 06 დეკ 2008, 17:54

აი, კიდევ

Image

ეს არის ერთერთი სოფელი ქალაქ ბეიჯინგში :) ექსკურსიაზე ვართ სამსახურიდან
...მე ჩრდილიც მიყვარს შენი,
მზის დაბნელების მსგავსი...

User avatar
lika-li
მაწანწალა
Posts: 408
Joined: 26 აპრ 2008, 21:31
მონატრება ბეიჯინგიდან

Post by lika-li » 06 დეკ 2008, 18:08

ესე თქვეს ჩინელებმა პიტნა უნდა მიიწებო საფეთქლებზე და ამშვიდებს ნერვებსო :lol: (მართლა ასე მითხრეს)

Image
Last edited by lika-li on 06 დეკ 2008, 20:47, edited 1 time in total.
...მე ჩრდილიც მიყვარს შენი,
მზის დაბნელების მსგავსი...

User avatar
lika-li
მაწანწალა
Posts: 408
Joined: 26 აპრ 2008, 21:31
მონატრება ბეიჯინგიდან

Post by lika-li » 06 დეკ 2008, 18:16

Linda
ნებისმიერ რესტორანში გაწვდიან ერთჯერად ჩხირებს სპეციალური შეფუთვით :)

Image

ესეც ჩინური "თიი თაიმი" :D
...მე ჩრდილიც მიყვარს შენი,
მზის დაბნელების მსგავსი...

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]