SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

ახალების მისალმება, "წავედი"/"დავბრუნდი" შეტყობინებები, მილოცვები

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by Mta Mkvarebia » 17 ნოე 2008, 23:21

Kavtaradze
qvevri
Mta Mkvarebia wrote:მე ვფიქრობ ახალი თემის გახსნას ჯობია ამ თემას მივაბათ პანაშვიდებისა და გასვენების შესახებ პოსტები. ეს თემა თამოს გადარჩენისათვის ბრძოლის ხანგრძლივი პროცესი იყო სამწუხარო დასასრულით :(. ამიტომ პირადად მე არ მინდა სხვა თემა რომ გაიხსნას მის გარდაცვალებაზე. ვერ შევეგუები თემის სათაურად მშრალ სიტყვებს "შატილის ასული გარდაიცვალა". და რატომღაც, ამ პროცესის და ჩვენი ბრძოლის და გულისტკივილის აღსანიშნავად, ვფიქრობ, ჯობია, თემის სათაურის შეუცვლელად, აქვე დავწეროთ პანაშვიდების და გასვენების საკითხებზე. როგორც კი ლელა კომპიუტერთან მოხვდება, ამ თემას აპინავს.

მოსაგონებლად კი ტრულალამ უკვე გახსნა თემა:
შატილის ასულის ხსოვნისათვის

მაგრამ ეს ჩემი აზრია,

თქვენ რას ფიქრობთ?
სპეციალურად არ გვინდოდა თემის გახსნა სათაურით: "შატილის ასული გარდაიცვალა", ამის შესახებ ზემოთ მოტანილ პოსტში ვწერდი. დაკრძალვამდე ეს თემა ამ სათაურით იქნება. მერე კი როცა თამუნა მოგვენატრება ტრულალას მიერ გახსნილ თემაში მოვიგონებთ.
Image

User avatar
Kavtaradze
იეტი
Posts: 1151
Joined: 27 მაი 2007, 23:34
Location: კოსმოს
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by Kavtaradze » 18 ნოე 2008, 00:09

Mta Mkvarebia
უი ბოდიში, არ მინახავს შენი პოსტი...

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 18 ნოე 2008, 01:36

პანაშვიდები გაიმართება 18 და 19 ნოემბერს 16:00 სთიდან
გამოსვენება 20 ნოემბერს, 14:00ზე

მის:
ნუცუბიძის მე3 მ/რონი, მე2 კვ, კორპ. 9
("ვილა ბერიკდან" ხელმარცხნივ 200 მეტრში)

პანაშვიდებისთვის ვიკრიბებით 3შაბათ-4შაბათს, საღამოს 7ზე "ივერიასთან".
დაკრძალვის დღეს, 5შაბათს 12ზე იმავე ადგილას
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 18 ნოე 2008, 01:37

და კიდევ, ეგებ საგაზეთო სამძიმარი გამოგვექვეყნებინა...
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
bususa
ბოდიალა
Posts: 148
Joined: 24 ივლ 2008, 14:52
Location: Tbilisi...
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by bususa » 18 ნოე 2008, 01:45

ძალიან მეწყინა.... მართალია არ ვიცნობდი, მაგრამ ძალიან მეწყინა... :cry: ....










უფალო, აცხოვნე და დაუმკვიდრე სასუფეველი... :cry:

anano
იეტი
Posts: 1620
Joined: 10 მარ 2006, 03:23
Location: Tbilisi- აქ ემღერება გულს...!
Contact:
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by anano » 18 ნოე 2008, 01:52

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:და კიდევ, ეგებ საგაზეთო სამძიმარი გამოგვექვეყნებინა...

კარგი აზრია....!
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by lama » 18 ნოე 2008, 02:06

უფალმა შეიწყალოს თამარის სული

ღმერთო ნათელში ამყოფე მისი სული

სულ ასე გაგიხსენებ ხოლმე :cry: :cry: :cry: :cry: :cry:

http://www.link.ge/file/147712/Untitled.wmv.html

:cry: :cry: :cry: :cry:
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by Tamari-ch. » 18 ნოე 2008, 09:26

მეგობრებო
ფსალმუნები როგორ უნდა წავიკითხოთ?
მე გიორგის და თამუნას სახელზე კითხულობდი ფსალმუნებს-
და წინ ლოცვას ვკითხულობდი ავადმყოფობაზე.

ახლა როგორ წაიკითხება?
მე მგონი მიცვალებულზე და ცოცხლებზე
ერთად არ შეიძლება


იქნებ ცალკე ჯგუფი შედგეს თამუნას სულისათვის საკითხავი?

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by Mta Mkvarebia » 18 ნოე 2008, 09:27

Tamari-ch.
ახლა ვაპირებდი შენთვის მოწერას, თამთ. ხაზზე რომ დაგინახე. აი დავწერე წინა გვერდზე:
Mta Mkvarebia wrote:ნახევარი "კარავი" ვესტუმრეთ დღეს შატილიონკას იმ ბინაში, სადაც პირმცინარი კისკისით გვმასპინძლობდა ხოლმე. ძალიან გამიჭირდა სწორედ მაგ ბინაში სამძიმარზე მისვლა. რატომღაც მეგონა, მშობლების ბინაში რომ ყოფილიყო, ასე არ გამიჭირდებოდათქო :cry:

როგორც გავიგე, სამძიმარი არის ხვალ და ზეგ (სამშაბათს და ოთხშაბათს). დაკრძალვა ხუთშაბათს, გამოსვენება 14 საათზე. შეკრების ადგილის შესახებ გოგა დაწერს უფრო კარგად.

ფსალმუნთა ჯგუფის წევრების უმეტესობასთან საუბრის შემდეგ, დღეს შევთანხმდით, რომ დღეიდან მხოლოდ ახლადშესვენებული თამარის სახელზე წავიკითხავთ ფსალმუნებს ორმოცამდე მაინც. გიორგის გამოჯანმრთელება ძალიან გვიხარია. ღმერთმა სულ კარგად ადა ჯანმრთელად ამყოფოს. მაგრამ ახლა თამარის სულს უფრო სჭირდება ჩვენი დახმარება :( .

ძველი შემადგენლობით გავაგრძელებთ კითხვას, მაგრამ თუკი ვინმეს არ შეუძლია გაგრძელება, შეგვატყობინოს და ჩავანაცვლებთ სათადარიგოებით. ასევე ვთხოვთ იმ კაარველებს, ვისაც სურვილი აქვს თამუნას სულის საცხონებლად ფსალმუნები წაიკითხოს, ჩამოწერონ სათადარიგო სია. რადგან 40 დღის განმავლობაში შეიძლება ყველამ ვერ მოახერხოს ყოველდღე ფსალმუნების კითხვა.

ლოცვას ვიწყებთ დღეიდან. მაგრამ თუ ყველა ვერ მოასწრებს დღეს ამ პოსტის ნახვას და დღეს ვერ წაიკითხავს ფსალმუნებს. ხვალ უკვე ხვალისთვის წასაკითხი კანონით გააგრძელებენ.

ფრჩხილებში მოცემულია დღეისთვის, 17 ნოემბრისთვის წასაკითხი კანონის ნომერი):

1. katy (VII კანონი)
2. ნინი_85 (VIII)
3. მთა მყვარებია (IX)
4. ნამცეცუნა (X)
5. likakoo (XI)
6. masai11 (XII)
7. Legenda (XIII)
8. თუთა (XIV)
9. მზევინარი (XV)
10. ნიმფა (XVI)
11. კოლხი გოგო (XVII)
12. svan_ka (XVIII)
13. E_katerina (XIX)
14. თამარი_ჩ (XX)
15. მირანდა (I)
16. Mariam (II)
17. ხრუხუნა (III)
18. თამუსია (IV)
19. კიკი (V)
20. irishka_mod (VI)

ჩვეულებისამებრ ვკითხულობთ დასაწყის ლოცვებს (დასაწყისი ლოცვები და ფსალმუნები შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულებზე), მერე ვკითხულობთ ფსალმუნს დიდებამდე. მერე ვამბობთ დიდებას:

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო (3-ჯერ).

უფალო შეგვიწყალენ (3-ჯერ).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მერე ვამბობთ მიცვალებულის ლოცვას თამარის სახელზე:

განუსვენე ქრისტე ღმერთო, სულსა ახლადშესვენებულისა მხევალისა შენისა თამარისი. განუსვენე მას, სადა იგი მიხედავს ნათელი პირისა შენისა, სადა იგი არ არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი და მიუტევე მას ყოველი შეცოდებანი მისნი და მიეც მას საუკუნო ხსენება
(მეტანია).

მერე ვაგრძელებთ კითხვას ისევ დიდებამდე. მერე ისევ თავიდან ვიმეორებთ.
Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by Tamari-ch. » 18 ნოე 2008, 09:29

აჰა
გასაგებია.

მე მგონი გიორგი უკვე კარგადაა
და რომ აღარ ვიკითხოთ მის სახელზე
უკვე
არაფერი დაშავდება.
ოკ.

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by Mta Mkvarebia » 18 ნოე 2008, 09:33

Tamari-ch.
ლოცვით არასოდეს დაშავდება, მაგრამ მეორე ჯგუფის შეკრება ვფიქრობ გაგვიჭირდება და ამიტომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება ფსალმუნთა ჯგუფის წევრთა უმრავლესობამ, ვინც გუშინ სამძიმარზე იყო. გიორგიმ რომ სძლია კრიზისს, ძალიან მიხარია, მაგრამ ახლა თამუნას სულისათვის უნდა ვილოცოთ. გიორგის კი ყველა ძველებურად მოვიხსენიებთ პირადად საკითხავ ფსალმუნებში და ლოცვებში.
Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by Tamari-ch. » 18 ნოე 2008, 09:34

ლოცვით არასოდეს დაშავდება, მაგრამ მეორე ჯგუფის შეკრება ვფიქრობ გაგვიჭირდება
კი,
მეც მაგი ვიგულისხმე.

User avatar
Katy
მაწანწალა
Posts: 629
Joined: 16 მარ 2006, 15:01
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by Katy » 18 ნოე 2008, 10:48

ახლა გავიგე ეს ამბავი... :( :( :(

არადა დღეს დილით ძველებურად მოვიხსენიე ცოცხლებში.. :( :( :(

ისეთი დაბნეული ვარ, წესიერად ვერც ვწერ ვერაფერს...

უფალო, დაუმკვიდრე ციური სასუფეველი მხევალსა შენსა თამარს!

User avatar
Kavtaradze
იეტი
Posts: 1151
Joined: 27 მაი 2007, 23:34
Location: კოსმოს
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by Kavtaradze » 18 ნოე 2008, 16:19

და სახელი მაინც რომ გადაკეთდეს ცოტათი არ შეიძლება?
ან ქვეტექსტად რო მიეწეროს რომ აღარაა ადამიანი ცოცხალი? შემომსვლელი რო შეხედავს იფიქრებს ცოცხალია ადამიანიო... :(

User avatar
Levani K
ბილიკზე მოარული
Posts: 43
Joined: 28 დეკ 2007, 17:25
Location: თბილისი
Contact:
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by Levani K » 18 ნოე 2008, 17:46

ძალიან ვწუხვარ ამ ტრაგედიის გამო. ვუთანაგრძნობ მის ოჯახს, ნათესავებს და ყველა კარაველს...
RED DEVIL

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]