Mta Mkvarebia wrote:ნახევარი "კარავი" ვესტუმრეთ დღეს შატილიონკას იმ ბინაში, სადაც პირმცინარი კისკისით გვმასპინძლობდა ხოლმე. ძალიან გამიჭირდა სწორედ მაგ ბინაში სამძიმარზე მისვლა. რატომღაც მეგონა, მშობლების ბინაში რომ ყოფილიყო, ასე არ გამიჭირდებოდათქო
როგორც გავიგე, სამძიმარი არის ხვალ და ზეგ (
სამშაბათს და ოთხშაბათს). დაკრძალვა
ხუთშაბათს, გამოსვენება 14 საათზე. შეკრების ადგილის შესახებ გოგა დაწერს უფრო კარგად.
ფსალმუნთა ჯგუფის წევრების უმეტესობასთან საუბრის შემდეგ, დღეს შევთანხმდით, რომ
დღეიდან მხოლოდ ახლადშესვენებული თამარის სახელზე წავიკითხავთ ფსალმუნებს ორმოცამდე მაინც. გიორგის გამოჯანმრთელება ძალიან გვიხარია. ღმერთმა სულ კარგად ადა ჯანმრთელად ამყოფოს. მაგრამ ახლა თამარის სულს უფრო სჭირდება ჩვენი დახმარება

.
ძველი შემადგენლობით გავაგრძელებთ კითხვას, მაგრამ თუკი ვინმეს არ შეუძლია გაგრძელება, შეგვატყობინოს და ჩავანაცვლებთ სათადარიგოებით. ასევე ვთხოვთ იმ კაარველებს, ვისაც სურვილი აქვს თამუნას სულის საცხონებლად ფსალმუნები წაიკითხოს, ჩამოწერონ სათადარიგო სია. რადგან 40 დღის განმავლობაში შეიძლება ყველამ ვერ მოახერხოს ყოველდღე ფსალმუნების კითხვა.
ლოცვას ვიწყებთ
დღეიდან. მაგრამ თუ ყველა ვერ მოასწრებს დღეს ამ პოსტის ნახვას და დღეს ვერ წაიკითხავს ფსალმუნებს. ხვალ უკვე ხვალისთვის წასაკითხი კანონით გააგრძელებენ.
ფრჩხილებში მოცემულია დღეისთვის,
17 ნოემბრისთვის წასაკითხი კანონის ნომერი):
1. katy (VII კანონი)
2. ნინი_85 (VIII)
3. მთა მყვარებია (IX)
4. ნამცეცუნა (X)
5. likakoo (XI)
6. masai11 (XII)
7. Legenda (XIII)
8. თუთა (XIV)
9. მზევინარი (XV)
10. ნიმფა (XVI)
11. კოლხი გოგო (XVII)
12. svan_ka (XVIII)
13. E_katerina (XIX)
14. თამარი_ჩ (XX)
15. მირანდა (I)
16. Mariam (II)
17. ხრუხუნა (III)
18. თამუსია (IV)
19. კიკი (V)
20. irishka_mod (VI)
ჩვეულებისამებრ ვკითხულობთ
დასაწყის ლოცვებს (
დასაწყისი ლოცვები და
ფსალმუნები შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულებზე), მერე ვკითხულობთ ფსალმუნს
დიდებამდე. მერე ვამბობთ
დიდებას:
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო (3-ჯერ).
უფალო შეგვიწყალენ (3-ჯერ).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მერე ვამბობთ მიცვალებულის ლოცვას თამარის სახელზე:
განუსვენე ქრისტე ღმერთო, სულსა ახლადშესვენებულისა მხევალისა შენისა თამარისი. განუსვენე მას, სადა იგი მიხედავს ნათელი პირისა შენისა, სადა იგი არ არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი და მიუტევე მას ყოველი შეცოდებანი მისნი და მიეც მას საუკუნო ხსენება (მეტანია).
მერე ვაგრძელებთ კითხვას ისევ
დიდებამდე. მერე ისევ თავიდან ვიმეორებთ.