შატილის ასულის ხსოვნისათვის

ახალების მისალმება, "წავედი"/"დავბრუნდი" შეტყობინებები, მილოცვები

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
z g a r b i
იეტი
Posts: 1531
Joined: 21 ნოე 2007, 11:42
Location: ტყე
შატილის ასულის ხსოვნისათვის

Post by z g a r b i » 17 ნოე 2008, 15:40

შატილი წელს ნათლისღებაზე გავიცანი..... მაშინ გაყინულ არაგვში ჩავიდა, მე ვერ გავბედე იქ ჩასვლა,გარშემო სულ თოვლი იყო....... ასეთი დამამახსოვრდა ის,მხირული,სიცოცხლითსავსე.. მისი თვალებიდან თავისულფალი სული იმზირებოდა........
მაშინ პირველად და უკანასკნელად ვნახე შატილი. ბოლომდე მქონდა იმედი რომ ასეთი სული არ დანებდებოდა
Image

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
შატილის ასულის ხსოვნისათვის

Post by ZVIOSULI » 17 ნოე 2008, 15:47

Trulala wrote:ბოლოს შატილი კარვის დაბადების დღეზე ვნახე...
უხასიათოდ ვიყავი, საკუთარ თავში ჩაკეტილი... არ მინდოდა ურთიერთობა.... რას წარმოვიდგენდი რომ შანსი გავუშვი ხელიდან და ამ ადამიანს ამ ცხოვრებაში ვეღარ ვნახავდი?...
მისი ბოლო თხოვნა კი რამდენიმე კვირით ადრე, მგონი ნაიას რომ ვაცილებდით მაშინ იყო...
აღდგომის დღეებში მე მარტოს მინდოდა ასვლა აბასთუმანში. ხალხი ორშაბათს დიდგორში ხეების დასარგავად აპირებდა ასვლას... მე არ მინდოდა იქ წამოსვლა...
შატილმა კი არ ვიცი რატომ, მაგრამ ისეთი დაჟინებით მთხოვდა წამოდიო... უარი ვუთხარი...
გავიდა დრო, ეს ამბავი მოხდა... მაშინვე გამახსენდფა შატილის თხოვნა და მიუხედავად აბასთუმანის შემდეგ დაღლილობისა და ფეხის ტკივილისა წავედი... უკანასკნელი თხოვნა იყო, რომლის არ შესრულების უფლებაც არ მქონდა...
იქ შატილის სახელზე ხე დავრგით...
მას მერე ეგ ხე არ მინახავს... მაინტერესებს... ეგებ ავიდეთ და იქ მოვიგონოთ შატილი?

Image
:!: :!: :!: :!: :!: :!: :!: :!: :!:
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

User avatar
nusa
იეტი
Posts: 2183
Joined: 08 ივნ 2007, 09:46
Location: Tbilisi
Contact:
შატილის ასულის ხსოვნისათვის

Post by nusa » 17 ნოე 2008, 15:48

გავიხსენო?!...

ან კი, რა დამავიწყებს თამუნას ლაღ ღიმილს...
Image

User avatar
Jnosy
იეტი
Posts: 1716
Joined: 31 მარ 2005, 11:53
Location: თბილისი
Contact:
შატილის ასულის ხსოვნისათვის

Post by Jnosy » 17 ნოე 2008, 16:02

* ტრაგედიას სულაც არ არის ეს :) ყველას ძაააალიან დაწყდა გული, მესმის, მაგრამ ძალიან გთხოვთ გახსოვდეთ რომ თამარი გარდაიცვალა

:)
მისი დახმარება ახლა უფრო ძნელია ვიდრე აქამდე, ასე, რომ ვილოცოთ მისი სულისთვის...
იმეტყველე გამართული ქართულით!!!

User avatar
zika
იეტი
Posts: 1466
Joined: 27 მაი 2008, 16:53
Location: Tbilisi
შატილის ასულის ხსოვნისათვის

Post by zika » 17 ნოე 2008, 16:22

Image[/quote]
Last edited by zika on 17 ნოე 2008, 18:08, edited 1 time in total.

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
შატილის ასულის ხსოვნისათვის

Post by Mta Mkvarebia » 17 ნოე 2008, 16:30

თამო,

იმდენი რამ მახსენდება, არ ვიცი, რა დავწერო.

მეც აბასთუმანში გაგიცანი, ნაიას დაბადების დღის გასვლაში. 5 თვე გიცნობდი სულ. უძვირფასესი ადამიანი გახდი ჩემთვის ამ მოკლე პერიოდის განმავლობაში. მახსოვს, შენი ავარიის ამბავი რომ გავიგე და ატირებულს რომ მკითხეს, "ბავშვობის მეგობარს დაემართა ეს უბედურებაო?" გამიკვირდა, "არა რამდენიმე თვეა ვიცნობ, მაგრამ ბავშვობის მეგობარში არ გამომერჩევა ისეთი ძვირფასიათქო :( ".

შენნაირი სიცოცხლით სავსე და მხიარული ადამიანები იშვიათია, ყველა სიტუაციაში დადებითი მუხტი შეგქონდა, იმდენად გიხაროდა ცხოვრება. თითქოს იცოდი რაც შეგემთხვეოდა და რა ადრეულად დაგკარგავდით და ცდილობდი, გაორმაგებულად გეჩუქებინა გარშემომყოფთათვის სითბო და სიხარული.

მგონი ბელამ დაწერა, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არ ვიცნობდიო... საბედნიეროდ გიცნობდი... უფლის მადლობელი ვარ რომ მომცა შენთან თუნდაც ხანმოკლე დროის განმავლობაში ურთიერთობის ბედნიერება. შენ ერთერთ ნათელ წერტილად დარჩები ჩემს ცხოვრებაში, რომელსაც ყოველთვის სიხარულით, ცოცხლად გავიხსენებ...

ვინ დათვლის რამდენი ფოტო მაქვს შენთვის გადაღებული. თითოეულ მათგანთან ცალკე ისტორია და სასიამოვნო მოგონებაა დაკავშირებული. არ ვიცი, რომელი ერთი ამოვარჩიო აქ დასადებად, რომ შენს მეგობრებს ცოცხლად დავამახსოვროთ შენი თავი.

თუმცა ამ ფოტოების დასადებად დიდი, ძალიან დიდი დრო გვაქვს, როცა კი მოგვენატრები, ყველა ხომ მაშინვე აქ შემოვიხედავთ? :(

მანამდე გზას დაგილოცავ, თამო, უფლისკენ მიმავალ გზას. ჩვენ კი ვეცდებით ლოცვით ეს გზა გაგიადვილოთ.

მიყვარხარ...
Image

User avatar
zika
იეტი
Posts: 1466
Joined: 27 მაი 2008, 16:53
Location: Tbilisi
შატილის ასულის ხსოვნისათვის

Post by zika » 17 ნოე 2008, 16:41

lama wrote: Image

შენ ჩვენო სიცოცხლევ სულ მუდამ ჩვენთან იქნები ჩვენს გვერდით სულ ასეთი მომღიმარი

Image
мир идет навстречу Вам во Всем.

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
შატილის ასულის ხსოვნისათვის

Post by Truli » 17 ნოე 2008, 16:42

მე კი ის მახსენდება.. შატილი ხშირად ამბობდა, რომ ისე ჩაითრია კარავმა, რომ სხვა მეგობრებს ვეღარ ნახულობდა... სულ მეკითხებიანო, რა არის ეს კარავი.ჯი, სექტააო ასეთიო?...
მი მალატ შვან

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
შატილის ასულის ხსოვნისათვის

Post by Truli » 17 ნოე 2008, 17:02

Image
Image
ეს იყო დავით გარეჯში..
მი მალატ შვან

User avatar
Ninukala
იეტი
Posts: 4473
Joined: 14 მაი 2007, 10:53
Location: წყნეთი
Contact:
შატილის ასულის ხსოვნისათვის

Post by Ninukala » 17 ნოე 2008, 17:07

Trulala
გარეჯში მართლა ფანტასტიური იყო.... ძალიან მიყვარს გოგას ეს ფოტოები.... :) როგორი მხიარულები ვართ მე და შატილი.... :)

მე მახსენდება როგორ მცინებდა ლაპარაკში... :D

Image

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
შატილის ასულის ხსოვნისათვის

Post by Truli » 17 ნოე 2008, 17:33

Image
არმაზი...
აქაც რა მხიარულია, ლეგენდარული ხინკალ-ქუდით...
მახსოვს ამ გასვლაში ვაჩუქე ბილაინის შარფი და წელზე მოიხვია, როდესაც უშანგი ქიქოძის სახლი დავტოვეთ...
მი მალატ შვან

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
შატილის ასულის ხსოვნისათვის

Post by Truli » 17 ნოე 2008, 17:55

ესეც შატილი ჩემი ნაჩუქარი შარფით
Image
მი მალატ შვან

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
შატილის ასულის ხსოვნისათვის

Post by lama » 17 ნოე 2008, 18:12

შენ ჩემს გულში დარჩები სამარადისოდ ჩემო სიხარულო

ჩემო სილაღევ ჩემო ბუსხუნავ (მახსოვს ამ სიტყვას, რომ ვეძახდით ერთმანეთს )

მომენატრები ძალიან ძალიან ძალიან

რომ გნახავ კიდევ აი ასე დავდგები შენს გვერდით

ძალიან დამწყვიტე გული :cry: :cry: :cry: :cry:



Image

შენ ჩვენო სიცოცხლევ სულ მუდამ ჩვენთან იქნები ჩვენს გვერდით სულ ასეთი მომღიმარი

Image
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
შატილის ასულის ხსოვნისათვის

Post by namcecuna » 17 ნოე 2008, 22:42

ყველაფერს რასაც აკეთებდა -მთელი ასრსებით აკეთებდა, მთელი ენერგიით და გულით...

სულ მომღიმარი მიდგას თვალწინ და მისი კისკისი ჩამესმის, გამორჩეული, ხალასი...

მთელი ზამთარი ვგეგმავდით საციგურაოდ წასვლას, თამუნამ დამაყენა ციგურებზე ბაკურიანში და რომ ჩამოვთბილისდით-ყინულის სახლში უნდა გაგვეგრძელებინა ციგურაობა... ბოლოს ზუსტი დღე რომ დავთქვით-მალევე ავარიაც მოხდა...

ეს ფოტო მიყვარს... ასეთი გულით ეკიდებოდა ყველაფერს, რასაც მისი თვალი და ხელი მისწვდებოდა...


Image
Image
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
შატილის ასულის ხსოვნისათვის

Post by namcecuna » 17 ნოე 2008, 22:43

და ეს ბედნიერი დღე მიყვარს...

Image
Image
წამო, ზღაპარში ...
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]