’’სამარგალო გვალო შხვა რე’’ ანუ ჩემი ’’ოდაბადე’’

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
lali
მაწანწალა
Posts: 347
Joined: 10 ოქტ 2008, 22:36
Location: tbilisi
’’სამარგალო გვალო შხვა რე’’ ანუ ჩემი ’’ოდაბადე’’

Post by lali » 12 ნოე 2008, 20:19

:)

გახსოვთ, შავ ბუხარში შავ ქვაბში რომ რაღაცა თუხთუხებდა :D


აი ეს თუხთუხებდა :lol:


Image

ეს სამეგრელოში საფირმო რაღაცაა :D

ყველიან კვერებს ეძახიან :)
esec gaivlis....

User avatar
lali
მაწანწალა
Posts: 347
Joined: 10 ოქტ 2008, 22:36
Location: tbilisi
’’სამარგალო გვალო შხვა რე’’ ანუ ჩემი ’’ოდაბადე’’

Post by lali » 12 ნოე 2008, 20:31

:)

ეს დაფნის ბუჩქებით შემოფარგლული ის ადგილია სადაც ’’ოხვამერის’’ჭურია ჩაფლული :)


Image


Image
esec gaivlis....

User avatar
lali
მაწანწალა
Posts: 347
Joined: 10 ოქტ 2008, 22:36
Location: tbilisi
’’სამარგალო გვალო შხვა რე’’ ანუ ჩემი ’’ოდაბადე’’

Post by lali » 16 ნოე 2008, 15:15

სამწუხაროდ, დასურათებულ თხრობას ვეღარ შევძლებ, რადგან გუშინწინ ჩემი კომპიუტერი ავად გახდა, ანუ დავირუსდა :(
შესაბამისად, ყველა სურათი წაიშალა :(

ამჟამად, ჩემმა ვაჟმა დიდსულოვნად დამითმო თავისი ნოუთბუქი :)

იქნებ, ასე უკეთესიც იყოს, მალე მოვრჩები ყველაფერს :) თქვენც დაისვენებთ და მეც :)
esec gaivlis....

User avatar
lali
მაწანწალა
Posts: 347
Joined: 10 ოქტ 2008, 22:36
Location: tbilisi
’’სამარგალო გვალო შხვა რე’’ ანუ ჩემი ’’ოდაბადე’’

Post by lali » 16 ნოე 2008, 15:31

მგზავრობით გადაღლილს, ალბათ, რამდენად სასიამოვნო გეჩვენება, ბოლოსდაბოლოს მშობლიურ სახლში საყვარელი ადამიანების გვერდით ყოფნა...

...და ესევ მოვდუნდი, დედასთან ვარ...


პირველი ორი დღე შესანიშნავი ამინდი იყო. მერე კი ''კოკის'' (პატარა გორაკი შუა სოფელში) მხრიდან ქარმა წამოუბერა და უკვე ვიცოდი - ღამით რაც არ უნდა კაშკაშა ვარსკვლავებით მოჭედილი ყოფილიყო ცა, დილას აუცილებლად ღრუბლებით მოიჭიმებოდა და წვიმად დაიღვრებოდა...

ასეც მოხდა :)
esec gaivlis....

User avatar
lali
მაწანწალა
Posts: 347
Joined: 10 ოქტ 2008, 22:36
Location: tbilisi
’’სამარგალო გვალო შხვა რე’’ ანუ ჩემი ’’ოდაბადე’’

Post by lali » 16 ნოე 2008, 15:50

წვიმაც სასიამოვნოა იქ, სადაც გიხარია ყოფნა


მოღრუბლულმა ამინდმაც დამაზარა ლოგინიდან დილაუთენია წამოდგომა, ბუმბულა საბანიც უკვე გსიამოვნებს...
და ჩვილივით გაყურსული ნებივრობ თბილ საწოლში. გესმის, თუ როგორ დაფაჩუნობს თითის წვერებზე დედა, საუზმეს ამზადებს და სანამ გაუძლებ ამ ჭკუიდანგადამყვან სურნელს სამზარეულოდან, მანამ იხანგრძლივებ ბავშვობისდროინდელ სიამოვნებას...
ველოდები ჩუმადშემოსული დედა როგორ შემიკეცავს ჩამოშლილი საბნის კალთას, არ შესცივდესო ''ბავშვს'' :) და მე როგორ მოვეხვევი უცებ და ვაკოცებ ჯაფისაგან გაუხეშებულ ხელებსა და ცისფერ, მოულოდნელობისაგან შემკრთალ თვალებში...

სანამ დედა გყავს ბავშვი ხარ, ყოველთვის ბავშვი, რამდენი წლისაც არ უნდა იყო...
esec gaivlis....

User avatar
lali
მაწანწალა
Posts: 347
Joined: 10 ოქტ 2008, 22:36
Location: tbilisi
’’სამარგალო გვალო შხვა რე’’ ანუ ჩემი ’’ოდაბადე’’

Post by lali » 16 ნოე 2008, 16:52

იმ დილასაც ისევ ისე გავიყურსე თბილ საწოლში დედის მოლოდინში.

ცალი თვალით კი ხურმის ხეს გავხედე , აივანზე რომ შემოეფინა თავისი ფართეფოთლიანი და მწიფე ნაყოფით დახუნძლული ტოტები
და უცებ, გაოცებულმა ათასი პაწაწუნა მზე დავინახე არეკლილი ატლასივით კრიალა ნაყოფის ნარინჯისფერ ზედაპირზე,

მზე ამოსულიყო :)

ჩემი წასვლის წინ მაინც გამახარა შემოდგომის ბოლო დღემ. :)
Last edited by lali on 27 ნოე 2008, 01:08, edited 1 time in total.
esec gaivlis....

User avatar
lali
მაწანწალა
Posts: 347
Joined: 10 ოქტ 2008, 22:36
Location: tbilisi
’’სამარგალო გვალო შხვა რე’’ ანუ ჩემი ’’ოდაბადე’’

Post by lali » 16 ნოე 2008, 17:16

:)

მოკლედ, ამაოდ ველოდი დედას ( როგორც შემდგომში გაირკვა ჩემი თბილისში გამომგზავრების სამზადისში იყო :D , გოჭიო, ყველიო, ღვინოო და ათასი სხვა რამ თავის რიგს ელოდა ჩანთაში ჩასაბრძანებლად :D )

საშველი არ იყო, უნდა ავმდგარიყავი :) და ის იყო ხელი უნდა გამეყო თბილ ჯემპრში, რომ უეცრად, მწარედ მეჩხვლიტა მკლავზე. :)
ხელი მოვაფათურე და ყურძნის გამხმარი მარცვლის მსგავსი რაღაც ამომყვა :( - მამას ფუტკარი.
თურმე, მზისგან და ჩემი სუნამოსაგან გზააბნეულმა მოაკითხა '' მორიგ ყვავილს'' :)
შემეცოდა, მაგრამ რა მექნა, ნესტრის გარეშე დარჩენილი ფუტკარი დასაღუპად იყო განწირული :(
Last edited by lali on 16 ნოე 2008, 21:55, edited 1 time in total.
esec gaivlis....

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
’’სამარგალო გვალო შხვა რე’’ ანუ ჩემი ’’ოდაბადე’’

Post by ARCHILI » 16 ნოე 2008, 18:42

ქალბატონო ლალი, მეგრული მითები და შელოცვებია საინტერესო... მახსოვს, ბებიაჩემმა იცოდა შელოცვა და ეგონა, რომ ძალა ჰქონდა... თუმცა, ბებიას ლოცვას (და არა შელოცვას) რომ დიდი ძალა აქვს, კი ვიცი...

დღეს ძალიან საინტერესო წიგნი ვიპოვე მეგრული მითებისა და ზეპირსიტყვიერების შესახებ (აპოლონ ცანავას და კორნელი დანელიას შრომები)...

თქვენი ნაამბობი კი ძალიან საონტერესოა...


:)

ჯგიროდ წასაკითხი (ვინ თქვა, რომ მეგრულად მეტყველება არ შემიძლია :wink: )

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
’’სამარგალო გვალო შხვა რე’’ ანუ ჩემი ’’ოდაბადე’’

Post by ნინი_85 » 16 ნოე 2008, 20:08

lali wrote:ველოდები ჩუმადშემოსული დედა როგორ შემიკეცავს ჩამოშლილი საბნის კალთას, არ შესცივდესო ''ბავშვს"...

სანამ დედა გყავს ბავშვი ხარ, ყოველთვის ბავშვი, რამდენი წლისაც არ უნდა იყო...

მამა გამახსენდა...

სანამ მშობლები გვყვანან ბავშვები ვართო... მაშ...
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
lali
მაწანწალა
Posts: 347
Joined: 10 ოქტ 2008, 22:36
Location: tbilisi
’’სამარგალო გვალო შხვა რე’’ ანუ ჩემი ’’ოდაბადე’’

Post by lali » 16 ნოე 2008, 21:12

ნინი_85


მართალი ხარ, ნინი, გეთანხმები :)



ARCHIL_i


ამ წიგნის შესახებ არ მსმენია, ალბათ, ძალიან საინტერესოა

ისე , შესაძლებელი იქნება ამ წიგნიდან საინტერესო რაგაცეების ამოკრეფა :wink:

ჰო და გვექნება მიზეზი ამ თემაში შემოვიჭყიტოთ დროდადრო და არ ჩავძიროთ :D
esec gaivlis....

User avatar
ნიმფა
იეტი
Posts: 1352
Joined: 12 ოქტ 2007, 15:23
Location: სამშობლო
Contact:
’’სამარგალო გვალო შხვა რე’’ ანუ ჩემი ’’ოდაბადე’’

Post by ნიმფა » 16 ნოე 2008, 21:14

lali
ძალიან მიომწონს თქვენი თემა და არ შეწყვიტოთ თხრობა :)

მა მიორქ სამარგალ'ო :D

User avatar
lali
მაწანწალა
Posts: 347
Joined: 10 ოქტ 2008, 22:36
Location: tbilisi
’’სამარგალო გვალო შხვა რე’’ ანუ ჩემი ’’ოდაბადე’’

Post by lali » 16 ნოე 2008, 21:30

ფუტკრის ამბავს დავასრულებ და მოგეშვებით :D


მოკლედ, მკვდარი ფუტკარი მოვისროლე და - დედაააა დავიძახე :) ,

უნებურად, გამეცინა ჩემ თავზე. ამხელა ქალი და ''დედააა''

გულგახეთქილი ამოვარდა აივანზე დედა, დანისპირი წაუსვა ნაკბენს, ნესტარს ამოღება უნდაო და მერე რაღაც ბალახი წამისვა.

პატარა ბავშვივით ვიჯექი და ჟრუანტელი მივლიდა დედის წუხილზე.

ბავშვი ვიყავი იმ წუთში და ეს ორივეს გვსიამოვნებდა...


...

...

...







ღმერთმა ყველას დიდ ხანს გიცოცხლოთ მშობელი ...



:)
esec gaivlis....

User avatar
lika-li
მაწანწალა
Posts: 408
Joined: 26 აპრ 2008, 21:31
’’სამარგალო გვალო შხვა რე’’ ანუ ჩემი ’’ოდაბადე’’

Post by lika-li » 23 ნოე 2008, 16:33

რა კარგია სოფელში, ბებიასთან :)
...მე ჩრდილიც მიყვარს შენი,
მზის დაბნელების მსგავსი...

User avatar
ele
იეტი
Posts: 1173
Joined: 06 სექ 2007, 13:56
Location: tb ele see
’’სამარგალო გვალო შხვა რე’’ ანუ ჩემი ’’ოდაბადე’’

Post by ele » 27 ნოე 2008, 00:05

lali wrote::)

გახსოვთ, შავ ბუხარში შავ ქვაბში რომ რაღაცა თუხთუხებდა :D


აი ეს თუხთუხებდა :lol:


Image

ეს სამეგრელოში საფირმო რაღაცაა :D

ყველიან კვერებს ეძახიან :)

საშინლად მიყვააარს . . .
მაგრამ 1 ცალზე მეტს ვერ გეახლებით. . .:)
კუჭი მიმძიმდება შემდეგ. . .:)
. . . კიდევ ერთი დღე . . .

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
’’სამარგალო გვალო შხვა რე’’ ანუ ჩემი ’’ოდაბადე’’

Post by MIRANDA » 27 ნოე 2008, 00:23

lali wrote::)

ეს სამეგრელოში საფირმო რაღაცაა :D

ყველიან კვერებს ეძახიან :)
მე ბებია მყავს მეგრელი და დედაჩემიც აკეთებს ხოლმე ამ "სამეგრელოში საფირმო რაღაცას"...

ოღონდ ჩვენ (ბავშვებმა) არ ვიცოდით რა ერქვა და მოხარშული ხაჭაპური დავარქვით :D

ძალიან გემრიელი კია და...
და რა თქმა უნდა, ელეს თქმის არ იყოს, ძალიან ნოყიერიცაა ...

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]