კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები
Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia
-
lali
- მაწანწალა
- Posts: 347
- Joined: 10 ოქტ 2008, 22:36
- Location: tbilisi
Post
by lali » 12 ნოე 2008, 20:19
გახსოვთ, შავ ბუხარში შავ ქვაბში რომ რაღაცა თუხთუხებდა
აი ეს თუხთუხებდა
ეს სამეგრელოში საფირმო რაღაცაა
ყველიან კვერებს ეძახიან

esec gaivlis....
-
lali
- მაწანწალა
- Posts: 347
- Joined: 10 ოქტ 2008, 22:36
- Location: tbilisi
Post
by lali » 12 ნოე 2008, 20:31
esec gaivlis....
-
lali
- მაწანწალა
- Posts: 347
- Joined: 10 ოქტ 2008, 22:36
- Location: tbilisi
Post
by lali » 16 ნოე 2008, 15:15
სამწუხაროდ, დასურათებულ თხრობას ვეღარ შევძლებ, რადგან გუშინწინ ჩემი კომპიუტერი ავად გახდა, ანუ დავირუსდა
შესაბამისად, ყველა სურათი წაიშალა
ამჟამად, ჩემმა ვაჟმა დიდსულოვნად დამითმო თავისი ნოუთბუქი
იქნებ, ასე უკეთესიც იყოს, მალე მოვრჩები ყველაფერს

თქვენც დაისვენებთ და მეც

esec gaivlis....
-
lali
- მაწანწალა
- Posts: 347
- Joined: 10 ოქტ 2008, 22:36
- Location: tbilisi
Post
by lali » 16 ნოე 2008, 15:31
მგზავრობით გადაღლილს, ალბათ, რამდენად სასიამოვნო გეჩვენება, ბოლოსდაბოლოს მშობლიურ სახლში საყვარელი ადამიანების გვერდით ყოფნა...
...და ესევ მოვდუნდი, დედასთან ვარ...
პირველი ორი დღე შესანიშნავი ამინდი იყო. მერე კი ''კოკის'' (პატარა გორაკი შუა სოფელში) მხრიდან ქარმა წამოუბერა და უკვე ვიცოდი - ღამით რაც არ უნდა კაშკაშა ვარსკვლავებით მოჭედილი ყოფილიყო ცა, დილას აუცილებლად ღრუბლებით მოიჭიმებოდა და წვიმად დაიღვრებოდა...
ასეც მოხდა

esec gaivlis....
-
lali
- მაწანწალა
- Posts: 347
- Joined: 10 ოქტ 2008, 22:36
- Location: tbilisi
Post
by lali » 16 ნოე 2008, 15:50
წვიმაც სასიამოვნოა იქ, სადაც გიხარია ყოფნა
მოღრუბლულმა ამინდმაც დამაზარა ლოგინიდან დილაუთენია წამოდგომა, ბუმბულა საბანიც უკვე გსიამოვნებს...
და ჩვილივით გაყურსული ნებივრობ თბილ საწოლში. გესმის, თუ როგორ დაფაჩუნობს თითის წვერებზე დედა, საუზმეს ამზადებს და სანამ გაუძლებ ამ ჭკუიდანგადამყვან სურნელს სამზარეულოდან, მანამ იხანგრძლივებ ბავშვობისდროინდელ სიამოვნებას...
ველოდები ჩუმადშემოსული დედა როგორ შემიკეცავს ჩამოშლილი საბნის კალთას, არ შესცივდესო ''ბავშვს''

და მე როგორ მოვეხვევი უცებ და ვაკოცებ ჯაფისაგან გაუხეშებულ ხელებსა და ცისფერ, მოულოდნელობისაგან შემკრთალ თვალებში...
სანამ დედა გყავს ბავშვი ხარ, ყოველთვის ბავშვი, რამდენი წლისაც არ უნდა იყო...
esec gaivlis....
-
lali
- მაწანწალა
- Posts: 347
- Joined: 10 ოქტ 2008, 22:36
- Location: tbilisi
Post
by lali » 16 ნოე 2008, 16:52
იმ დილასაც ისევ ისე გავიყურსე თბილ საწოლში დედის მოლოდინში.
ცალი თვალით კი ხურმის ხეს გავხედე , აივანზე რომ შემოეფინა თავისი ფართეფოთლიანი და მწიფე ნაყოფით დახუნძლული ტოტები
და უცებ, გაოცებულმა ათასი პაწაწუნა მზე დავინახე არეკლილი ატლასივით კრიალა ნაყოფის ნარინჯისფერ ზედაპირზე,
მზე ამოსულიყო
ჩემი წასვლის წინ მაინც გამახარა შემოდგომის ბოლო დღემ.

Last edited by
lali on 27 ნოე 2008, 01:08, edited 1 time in total.
esec gaivlis....
-
lali
- მაწანწალა
- Posts: 347
- Joined: 10 ოქტ 2008, 22:36
- Location: tbilisi
Post
by lali » 16 ნოე 2008, 17:16
მოკლედ, ამაოდ ველოდი დედას ( როგორც შემდგომში გაირკვა ჩემი თბილისში გამომგზავრების სამზადისში იყო

, გოჭიო, ყველიო, ღვინოო და ათასი სხვა რამ თავის რიგს ელოდა ჩანთაში ჩასაბრძანებლად

)
საშველი არ იყო, უნდა ავმდგარიყავი

და ის იყო ხელი უნდა გამეყო თბილ ჯემპრში, რომ უეცრად, მწარედ მეჩხვლიტა მკლავზე.

ხელი მოვაფათურე და ყურძნის გამხმარი მარცვლის მსგავსი რაღაც ამომყვა

- მამას ფუტკარი.
თურმე, მზისგან და ჩემი სუნამოსაგან გზააბნეულმა მოაკითხა '' მორიგ ყვავილს''
შემეცოდა, მაგრამ რა მექნა, ნესტრის გარეშე დარჩენილი ფუტკარი დასაღუპად იყო განწირული

Last edited by
lali on 16 ნოე 2008, 21:55, edited 1 time in total.
esec gaivlis....
-
ARCHILI
- იეტი
- Posts: 8437
- Joined: 13 ივნ 2007, 13:08
Post
by ARCHILI » 16 ნოე 2008, 18:42
ქალბატონო ლალი, მეგრული მითები და შელოცვებია საინტერესო... მახსოვს, ბებიაჩემმა იცოდა შელოცვა და ეგონა, რომ ძალა ჰქონდა... თუმცა, ბებიას ლოცვას (და არა შელოცვას) რომ დიდი ძალა აქვს, კი ვიცი...
დღეს ძალიან საინტერესო წიგნი ვიპოვე მეგრული მითებისა და ზეპირსიტყვიერების შესახებ (აპოლონ ცანავას და კორნელი დანელიას შრომები)...
თქვენი ნაამბობი კი ძალიან საონტერესოა...
ჯგიროდ წასაკითხი (ვინ თქვა, რომ მეგრულად მეტყველება არ შემიძლია

)
-
ნინი_85
- იეტი
- Posts: 2289
- Joined: 29 აგვ 2007, 12:16
-
Contact:
Post
by ნინი_85 » 16 ნოე 2008, 20:08
lali wrote:ველოდები ჩუმადშემოსული დედა როგორ შემიკეცავს ჩამოშლილი საბნის კალთას, არ შესცივდესო ''ბავშვს"...
სანამ დედა გყავს ბავშვი ხარ, ყოველთვის ბავშვი, რამდენი წლისაც არ უნდა იყო...
მამა გამახსენდა...
სანამ მშობლები გვყვანან ბავშვები ვართო... მაშ...
მეაც გავთუშდ მეაც!
-
lali
- მაწანწალა
- Posts: 347
- Joined: 10 ოქტ 2008, 22:36
- Location: tbilisi
Post
by lali » 16 ნოე 2008, 21:12
ნინი_85
მართალი ხარ, ნინი, გეთანხმები
ARCHIL_i
ამ წიგნის შესახებ არ მსმენია, ალბათ, ძალიან საინტერესოა
ისე , შესაძლებელი იქნება ამ წიგნიდან საინტერესო რაგაცეების ამოკრეფა
ჰო და გვექნება მიზეზი ამ თემაში შემოვიჭყიტოთ დროდადრო და არ ჩავძიროთ

esec gaivlis....
-
ნიმფა
- იეტი
- Posts: 1352
- Joined: 12 ოქტ 2007, 15:23
- Location: სამშობლო
-
Contact:
Post
by ნიმფა » 16 ნოე 2008, 21:14
lali
ძალიან მიომწონს თქვენი თემა და არ შეწყვიტოთ თხრობა
მა მიორქ სამარგალ'ო

-
lali
- მაწანწალა
- Posts: 347
- Joined: 10 ოქტ 2008, 22:36
- Location: tbilisi
Post
by lali » 16 ნოე 2008, 21:30
ფუტკრის ამბავს დავასრულებ და მოგეშვებით
მოკლედ, მკვდარი ფუტკარი მოვისროლე და - დედაააა დავიძახე

,
უნებურად, გამეცინა ჩემ თავზე. ამხელა ქალი და ''დედააა''
გულგახეთქილი ამოვარდა აივანზე დედა, დანისპირი წაუსვა ნაკბენს, ნესტარს ამოღება უნდაო და მერე რაღაც ბალახი წამისვა.
პატარა ბავშვივით ვიჯექი და ჟრუანტელი მივლიდა დედის წუხილზე.
ბავშვი ვიყავი იმ წუთში და ეს ორივეს გვსიამოვნებდა...
...
...
...
ღმერთმა ყველას დიდ ხანს გიცოცხლოთ მშობელი ...

esec gaivlis....
-
lika-li
- მაწანწალა
- Posts: 408
- Joined: 26 აპრ 2008, 21:31
Post
by lika-li » 23 ნოე 2008, 16:33
რა კარგია სოფელში, ბებიასთან

...მე ჩრდილიც მიყვარს შენი,
მზის დაბნელების მსგავსი...
-
ele
- იეტი
- Posts: 1173
- Joined: 06 სექ 2007, 13:56
- Location: tb ele see
Post
by ele » 27 ნოე 2008, 00:05
lali wrote:
გახსოვთ, შავ ბუხარში შავ ქვაბში რომ რაღაცა თუხთუხებდა
აი ეს თუხთუხებდა
ეს სამეგრელოში საფირმო რაღაცაა
ყველიან კვერებს ეძახიან

საშინლად მიყვააარს . . .
მაგრამ 1 ცალზე მეტს ვერ გეახლებით. . .

კუჭი მიმძიმდება შემდეგ. . .

. . . კიდევ ერთი დღე . . .
-
MIRANDA
- სხარტი
- Posts: 2711
- Joined: 06 სექ 2007, 11:45
Post
by MIRANDA » 27 ნოე 2008, 00:23
lali wrote:
ეს სამეგრელოში საფირმო რაღაცაა
ყველიან კვერებს ეძახიან

მე ბებია მყავს მეგრელი და დედაჩემიც აკეთებს ხოლმე ამ "სამეგრელოში საფირმო რაღაცას"...
ოღონდ ჩვენ (ბავშვებმა) არ ვიცოდით რა ერქვა და მოხარშული ხაჭაპური დავარქვით
ძალიან გემრიელი კია და...
და რა თქმა უნდა, ელეს თქმის არ იყოს, ძალიან ნოყიერიცაა ...