

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
caucasica wrote:.... მინდა შემოგთავაზოთ საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრ “ბუდე”-ს პრეს რელიზებიდან ფრაგმენტები. ეს პრეს რელიზები გამოხატავს აღნიშნული ორგანიზაციის პოზიციას.
http://gccw.org/
ჯავახეთის ტბები დღეს
ჯავახეთი საქართველოს სამხრეთ ნაწილში მდებარეობს და ადმინისტრაციულად სამცხე-ჯავახეთის რეგიონს მიეკუთვნება. კულტურული მემკვიდრეობის გარდა,არანაკლებად საამაყო და ყურადღების ღირსია ამ რეგიონის მრავალფეროვანი ბუნება-ჯავხეთის მაღალმთიანი პლატო ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისითსაქართველოში ერთ-ერთი უნმიშვნელოვანესი ადგილია: აქ ექვსი დიდი და სამოცდაათამდე მცირე ზომის ტბაა განლაგებული და თითოეული მათგანი საერთაშორისო დონეზე აღიარებულ სტატუსს იმსახურებს უნიკალურობის თვალსაზრისით.
განსაკუთრებული მნიშვნელობით ხანჩალის, ბოღდაშენის, მადატაფას და კარწახის
ტბები გამოირჩევა. ამ ტბებზე 100-მდე სახეობის ფრინველი ბუდობს, ხოლო გადაფრენებისას 200-მდე სახეობის ნახვაა შესაძლებელი, რომელთაგან ბევრი სახეობა სხვადასხვა საერთაშორისო კონვენციებშია შეტანილი და დაცვის ქვეშ იმყოფება.
მრვლფეროვანია ამ ტბების იხტიოფაუნაც. სამწუხაროდ, დღეისათვის ამ ტბების ეკოლოგიური მნიშვნელობა ჯეროვნად არაა შეფასებული და არსებული მწირი ინფორმაცია მათ არც თუ სახარბიელო მდგომარეობაზე მეტყველებს: შეცვლილია თითქმის ყველა ტბის კონტური, მისი ბუნებრივი მდგომარეობა და აქედან გამომდინარე დარღვეულია მათი ეკოლოგიური წონასწორობა. ტბების არასწორი სასოფლო-სამეურნეო მოხმარება სათავეს კომუნისტების დროიდან იღებს. თუმცა იმ დროს არასწორად, მაგრამ მაინც როგორღაც რეგულირდებოდა ტბების მენეჯმენტი.
ამჟამად თითქმის ყველა ტბაზე სათევზე მეურნეობაა, სადაც იმ კომერციულ სახეობების მოშენება ხდება, რომლებიც იწვევს ადგილობრივი სახეობების მოსპობას და ზოგ შემთხვევაში ხდება ტბის ნაწილის ამოშრობა, მიმდინარეობს სათევზემეურნეობისთვის საჭირო ნაგებობების მშენებლობა, რაც ცვლის ტბებისბუნებრივ ფორმას და ეს ყველაფერი თვითნებურად, უმართავად ხდება და ძირითადად კომერციულ მიზანებს ემსახურება. თევზის უცხო სახეობების გამრავლებას კანონიც კრძალავს, ანუ სპეციალური ნებართვის გარეშე გარკვეული კომერციული სახეობების მოშენება აკრძალულია. ეს სახეობებია სიგა, ცისარტყელა კალმახი და სხვა, ანუ ისინი, რომლებიც ბუნებრივად არ არსებობდნენ, მათ კი გააქრეს ბუნებრივი იხტიოფაუნა და აქვთ კომერციული ღირებულება.
ასევე დაუშვებელია ტბების გარშემო ბალახის უკონტროლო თიბვა, არ არსებობს თიბვის სეზონური კონტროლი (მობუდარი ფრინველების ინკუბაციისა და ბარტყობის პერიოდში), ზოგ ადგილზე საერთოდაც დაუშვებელია თიბვა (თიბვის დროს იღუპებიან ბარტყები ან მათ ჭამენ მტაცებლები, რადგან აღარ აქვთსაფარველი), ამ ყველაფერს თან ერთვის უკონტროლო ბრაკონიერობა როგორც თევზჭერის ასევე ფრინველებზე. თევზაობენ დენით, დინამიტით, საწამლავით და ა. შ., რაც ყოვლად გაუმართლებელია.
ხანჩალის ტბის უიღბლობის ამბავი, ანუ როგორ შეიძლება ადამიანმა მტრად გადაიკიდოს ბუნება
ამ სფეროში მომუშავე ადამიანთა ვიწრო წრის გარდა, ალბათ ბევრს არ სმენია ხანჩალის ტბის თავზე დატრიალებული “უიღბლობის” შესახებ. ამ ტბის უბედობის ამბავი იმის კარგი მაგალითია, თუ რა პრობლემების მოტანა შეუძლია ბუნებრივი რესურსების არასწორ მართვას: სასოფლო-სამეურნეო ექსპერიმენტების შედეგად დღეისათვის ეს ტბა გაქრობის პირასაა, რამაც საკმაოდ მძიმე პირობებში ჩააყენა მის გარშემო განლაგებული ათამდე სოფელი და ქალაქი ნინოწმინდა.
პირველად ხანჩალის ტბისთვის 1961 წელს “მოიცალეს”. მანამადე კი ის ზომითმეორე
ტბა იყო საქართველოში (1310 ჰა), რამდენიმე ასეული ათასი ფრინველისთვის საბუდარ, გამოსაზამთრებელ და დასასვენებელ ადგილს წარმოადგენდა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის მას საირიგაციო, სანიტარულ-ჰიგიენური და სარეკრეაციო მნიშვნელობა ჰქონდა. ამ წელს მთავრობის დაგაწყვეტილებით ხანჩალის ტბა თევზის მეურნეობად გადაიქცა: წყალი ამოაშრეს, ააშენეს სპეციალური არხები და 1964 წელს ისევ წყლით გაავსეს და გაუშვეს სარეწაო თევზი. თევზის მეურნეობა წარმატებული და მომგებიანი გამოდგა, თუმცა გაურკვეველი მიზეზების გამო 1968 წელს პროექტი შეჩერდა. 1979 წელი ხანჩალის ტბას ახალ განსაცდელს უმზადებდა: ტბიდან წყალი კვლავ ამოაშრეს და მისი ფსკერი ტრანსფორმირებული იქნა როგორც სასოფლო-სამეურნეო სავარგული: 6 წლის მანძილზე ის სახნავ-სათესი მიწის დანიშნულებას ასრულებდა. თუმცა “ვიღაცის” უსაზღვრო ფანტაზიას ბოლო არ ჰქონდა. 1985 წელს აშენდა დამბა, რომელმაც ტბა ორ ნაწილად გაჰყო - მისი
მესამედი კვლავ წყლით აავსეს, ხოლო მეორე ნაწილი “სახნავ-სათესად” დატოვეს.
1993-ში ტბის დარჩენილი მესამედი ისევ დააშრეს, მაგრამ შემდეგ წელს ეს ნაწილი
ბუნებრივად მაინც აივსო.
1997 წლის მაისში კი ბუნებამ თავისი სიტყვა თქვა: მთიდან თოვლის დნობის
შედეგად წამოსულმა ნაკადმა ძველი დამბა რამოდენიმე ადგილას გაბზარა და ხანჩალის დარჩენილი ერთი მესამედი კიდევ ერთხელ დაშრა და დაიწრიტა. საბოლოოდ დამბა აღდგენილ იქნა, მაგრამ დაირღვა ეკოსისტემა, რადგან ტბა მთელი წლის განმავლობაში კვლავ ცარიელი იყო (უკვე მერამდენედ?!). ამის შემდეგტბისთვის დრო არღარავის ჰქონდა და თავიც მიანებეს – დღეს იქ აღარცთევზის მეურნეობაა, ვერც საირიგაციოდ იყენებენ წყალს და ვეღარც დამშრალ ორ მესამედს ხმარობენ. ეს უნიკალური ტბა გაქრობის პირასაა, რაც არა მარტო იქ მობინადრე ფრინველებისთვისაა არასახარბიელო, არამედ საკამოდ ზარალდება ტბის გარშემო მოსახლეობაც – გაქრა სარწყავი წყალი და თევზი, რომელსაც მნიშვნელოვანი
წვლილი შეჰქონდა რაიონის ეკონომიკაში, გაჩნდა ეპიდემიების საშიშროებები და ბოლოს, ადამიანები მშვენიერი ტბის ადგილას ახლა ერთ უზარმაზარ ორმოს უყურებენ, რაც არც თუ ისე სასიამოვნო უნდა იყოს.
....
Makena wrote:....აგარის სამონასტრო კომპლექსი მოიცავს 5 ეკლესიას, მათ შორის მთავარი ეკლესია ერთერთი უდიდესი ერთნავიანი ტაძარია საქართველოში. იგი თლილი ქვითაა ნაგები,და მეტად ლამაზი და ნატიფია, მრავლად არის ჩუქურთმები, აღმოსავლეთის სარკმელი ძალზედ ნატიფად არის დამუშავებუი და მოჩუქურთმებული, ტაძარი მოხატული იყო ფრესკებით რომელთა მცირე ნაწილია გადარჩენილი. აქვეა სატრაპეზო, სამრეკლო და სხვა სამეურნეო ნაგებობანი, ასევე აქვე მდებარეობს დარნა რომელიც ქვემოთ ხეობისკენ გადის ერთერთ ეკლესიაში. მოკლედ უმშვენიერესი ადგილთაგანია, რომლის ნახვა საოცრად ამაღლებულ განწყობაზე აყენებს კაცს.
არსანიშნავია ის ფაქტი რომ რესტავრაცია დაწყებულია და იმედია გაგრძელდება და ბოლომდე მიიყვანენ ამ კეთილშობილურ საქმეს.
რაც შეეხება სიძველეს: აგარა 10-11 საუკუნეს განეკუთვნება....