სამცხე-ჯავახეთი, ასპინძა-ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონები
2. მარშუტის დასახელება:
თბილისი-ასპინძა-სარო-ხიზაბავრა-თოკი-კუმურდო-კარწახი-ხანჩალი-მადათაფა-საღამო-ნინოწმინდა-ახალქალაქი-ასპინძა-თბილისი
3. ხანგრძლივობა:
2 დღე
4. სირთულე:
მარტივი, ჯიპები (და მსუბუქი მანქანებიც) ყველგან მიდიან
5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
ჯიპის 5კაციან ეკიპაჟში თითოზე 50 ლარი
6. მონაწილეთა რაოდენობა
10, აქედან 2 მძღოლი
7. 2განიზატორი
ნაია, მთაშენკა, გამარჯობა საქართველო
8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
სოფლები 1მანეთისგან 2იდან 8 კმტრამდეა დაშორებული
9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
812 კმ
10. ფეხით გავლილი მანძილი:
მცირე
11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
ტბებზე სეზონზე ფრინველთა გადაფრენის ნახვა შეიძლება
ყველა სოფელშია ისტორიული თუ თანამედროვე სასულიერო ნაგებობა
12. საბანაკე ადგილები:
ტბებთან ყველაგან არის საბანაკე ადგილი, საუკეთესო ადგილებია ხელოვნურად გაშენებულ წიწვოვან ტყეებში
13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
სასმელი წყალი სოფლებშია, ტბებიდა კი მხოლოდ საღამოს ტბაზეა
14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
მზისგან დამცავი ნელსაცხებლები, ქუდი, საწვიმარი, საღამოსთის თბილი სამოსი. აგრეთვე საცურაო კოსტიუმი
საღამოს ტბისთვის, ანკესები საღამოს, ხანჩალის, მადათაფის ტბებისთვის
15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
ივნისი- ოქტომბერი
16. რისკები, საფრთხეები:
ადგილობრივი მოსახლეობის უმეტესობა სომეხია.
უნებართვოდ ფოტოს გადაღების ან ეთნიკურ ნიადაგზე გამომწვევი საუბრის შემთხვევაში მათგან აგრესიაა მოსალოდნელი
17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვევაში, შეიძლება,
ამ გასვლის ფარგლებში ინახოს
ჯავახეთი მდიდარია ისტორიული და სულიერი ძეგლებით, აგრეთვე ტბებით.
სასურველია გამგზავრებამდე მათი მონიშვნა და დროის არსებობის შემთხვევაში, უახლოესი მონახულება.
18. რუქა, ჯი-პი-ეს-მონაცემები

(მიმართულება ასპინძიძა-ახალქალაქი-კუმურდოკარწახი (წითელ ზოლზე)- ხანჩალი-მადათაფი-საღამო-ნინოწმინდა-ახალქალაქი-ასპინძა)
19. სასარგებლო საკონტაქტო ინფო:
20. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10ბალიანი სისტემით
სა2განიზაციო მხარე 9.5
მონახულებული ადგილები
ზოგი1თისთვის 8, 8.5, 9.
საროს ეკლესია, ხანჩალისა და საღამოს ტბები 9,5
შენიშვნის სახით.
კარწახის ტბის 1 ნაპირს საქართველოს მესაზღვრეები აკონტროლებენ, მე2ს თურქეთის. გარშემო დამცავი მავთულბადეა
შემოვლებული. ტბის ნაპირზე ან ნეიტრალურ ზონაში მოსახვედრად საქართველოს სასაზღვრო
პოლიციისგან წინასწარ ნებართვის აღებაა საჭირო. პასპორტის ქონა აუცილებელია.