
თუ ფანტაზიას მოიხმართ, ამ სურათის შევსებაც შეიძლება -
მარჯვნივ იდგა თეთრი ქვის თლილი ლოდებისაგან აშენებული ჩაის მიმღები პუნქტი, მარცხნივ კი - სოფლის მაღაზია, რომელშიც ავეჯის გარდა, აბსოლუტურად ყველაფრის შეძენა შეიძლებოდა...
ერთიც და მეორეც, ახლო წარსულში, დროის უკუღმართობამ შეიწირა

ჯერ ფარულად, მერე კი , აქაოდა არავინ არის ხმისამომღებიო, ნაწილ- ნაწილ დაშალეს ორივე.
იგივე ბედი ეწია იქვე, ღობის კუთხეში მდგარ ხის ფარღალალა წისქვილსაც.
მისი ჭიანაჭამი, სიძველისაგან დახეთქილი ფიცრებიც ვიღაცას მოუვიდა თვალში და ოდესღაც სასიყვარულო ნაწერებით დაკაწრულმა კედლებმა, ვიღაცის სასიმინდე გაამაგრეს...
p.s. დამავიწყდა აღმენიშნა, რომ აქ იმართებოდა ’’ სახელგანთქმული ნარდის ჩემპიონატები’’. აქვე იდებოდა ნიძლავიც და ამ ჭადარზე, დიდის ამბით, მთელი ზარ-ზეიმით, აკრავდნენ რვეულის ფურცელს , რომელზეც დიდი ასოებით ეწერა გამარჯვებული ადამიანის სახელი ( რა ტქმა უნდა, მორიგ ’’ჩემპიონატამდე’’
