’’სამარგალო გვალო შხვა რე’’ ანუ ჩემი ’’ოდაბადე’’

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
lali
მაწანწალა
Posts: 347
Joined: 10 ოქტ 2008, 22:36
Location: tbilisi
’’სამარგალო გვალო შხვა რე’’ ანუ ჩემი ’’ოდაბადე’’

Post by lali » 08 ნოე 2008, 02:53

ეს ჩემი სოფლის თავშეყრის ადგილია, ეგრეთწოდებული ’’ ბირჟა’’.აქ იდგა სამი ჭადარი, მათგან მხოლოდ ერთი გადარჩა, რადგან ყველაზე ახალგაზრდა და ჯანსაღი იყო. მოსაჭრელად ვერანაირი მიზეზი ვერ მოუდეს, გარდა იმისა, რომ სულ წუწუნებდნენ მავანნი _ გზას გვიმრუდებს, შარას ორად ყოფსო


Image

თუ ფანტაზიას მოიხმართ, ამ სურათის შევსებაც შეიძლება -

მარჯვნივ იდგა თეთრი ქვის თლილი ლოდებისაგან აშენებული ჩაის მიმღები პუნქტი, მარცხნივ კი - სოფლის მაღაზია, რომელშიც ავეჯის გარდა, აბსოლუტურად ყველაფრის შეძენა შეიძლებოდა...

ერთიც და მეორეც, ახლო წარსულში, დროის უკუღმართობამ შეიწირა :(

ჯერ ფარულად, მერე კი , აქაოდა არავინ არის ხმისამომღებიო, ნაწილ- ნაწილ დაშალეს ორივე.

იგივე ბედი ეწია იქვე, ღობის კუთხეში მდგარ ხის ფარღალალა წისქვილსაც.
მისი ჭიანაჭამი, სიძველისაგან დახეთქილი ფიცრებიც ვიღაცას მოუვიდა თვალში და ოდესღაც სასიყვარულო ნაწერებით დაკაწრულმა კედლებმა, ვიღაცის სასიმინდე გაამაგრეს...

p.s. დამავიწყდა აღმენიშნა, რომ აქ იმართებოდა ’’ სახელგანთქმული ნარდის ჩემპიონატები’’. აქვე იდებოდა ნიძლავიც და ამ ჭადარზე, დიდის ამბით, მთელი ზარ-ზეიმით, აკრავდნენ რვეულის ფურცელს , რომელზეც დიდი ასოებით ეწერა გამარჯვებული ადამიანის სახელი ( რა ტქმა უნდა, მორიგ ’’ჩემპიონატამდე’’ :D )
esec gaivlis....

User avatar
GOGONA
იეტი
Posts: 2693
Joined: 10 მარ 2007, 01:21
’’სამარგალო გვალო შხვა რე’’ ანუ ჩემი ’’ოდაბადე’’

Post by GOGONA » 08 ნოე 2008, 03:36

lali wrote:ჭიშკარსმოყურადებული ბებია...

სახლში ვარ...

ვიცი, ტაბლაზე ახლადამოყვანილი ჭყინტი ყველი და ...
ეჰ, მეცნაურა :)
Who is John Galt?

User avatar
lali
მაწანწალა
Posts: 347
Joined: 10 ოქტ 2008, 22:36
Location: tbilisi
’’სამარგალო გვალო შხვა რე’’ ანუ ჩემი ’’ოდაბადე’’

Post by lali » 08 ნოე 2008, 22:45

ესეც ტრიფოლიის ღობე. გაძვრება ახლა მის ეკლებში თუნდაც ვარიკელა? :D


Image



შორიდან მისი ნაყოფი წვრილ მანდარინს ჰგავს, მას ყინვაგამძლე ფესვების გამო
ციტრუსის დასამყნობად (საძირედ) იყენებენ.

ბუნებრივი და პირველქმნილი ყველაფერი საუკეთესოა.

სად გინახავთ ტყეში პანტის ან წაბლის ხე, რომელსაც რწყავენ, ძირს უბარავენ ან სულაც, ფუთავენ ყინვამ რომ არ გაახმოს :)

ეს ხელოვნურად შექმნილს უნდა მუდმივად ყურადღება და პატრონობა :)
esec gaivlis....

User avatar
lali
მაწანწალა
Posts: 347
Joined: 10 ოქტ 2008, 22:36
Location: tbilisi
’’სამარგალო გვალო შხვა რე’’ ანუ ჩემი ’’ოდაბადე’’

Post by lali » 08 ნოე 2008, 22:55

შეადარეთ ერთმანეთს ხელოვნურად გაკეთებული და ტრიფოლიის ბუნებრივი ღობე :)

რკინის ბადეც შეიძლება დაიჟანგოს, გაფუჭდეს და შეკეთება დასჭირდეს.

ტრიფოლია კი თავის თავს თვითონ შველის, ყოველ გაზაფხულზე ახალ ამონაყარს რომ გაიკეთებს :D

Image


ამ ფოტოს მე ბუნებრივსა და ხელოვნურს შორის ჭიდილს დავარქმევდი :)
esec gaivlis....

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
’’სამარგალო გვალო შხვა რე’’ ანუ ჩემი ’’ოდაბადე’’

Post by ლეონტი » 08 ნოე 2008, 23:04

lali wrote:ეს ჩემი სოფლის თავშეყრის ადგილია, ეგრეთწოდებული ’’ ბირჟა’’.აქ იდგა სამი ჭადარი, მათგან მხოლოდ ერთი გადარჩა, რადგან ყველაზე ახალგაზრდა და ჯანსაღი იყო. მოსაჭრელად ვერანაირი მიზეზი ვერ მოუდეს, გარდა იმისა, რომ სულ წუწუნებდნენ მავანნი _ გზას გვიმრუდებს, შარას ორად ყოფსო


Image
მარცხენა ყანის პატრონმა ღობე გადმოწიოს და ჭადარი მოაყოლოს ღობეში, ამით სენტიმენტალურ მოგონებებისგან იხსნის მავანს ,თან ჭადარს გადაარჩენს, აგრეთვე აღარავინ იტყვის გზა ორად იყოფაო.
სანამ დროა თორე მოვლენ მანდაც ჯპს-ით მზომავები და გვიან იქნება.

User avatar
lali
მაწანწალა
Posts: 347
Joined: 10 ოქტ 2008, 22:36
Location: tbilisi
’’სამარგალო გვალო შხვა რე’’ ანუ ჩემი ’’ოდაბადე’’

Post by lali » 08 ნოე 2008, 23:11

სამეგრელოს მოსახლეობის 99, 9 % სიმინდის მოყვანით ირჩენს თავს.

:) არა, ის 0,1 %- იც სიმინდის პროდუქტს გეახლებათ, მაგრამ ზარმაცი კაცის ამბავი არ იცით :) , სეზონზე ხილით ვაჭრობა უფრო ეადვილება, ვიდრე ყანის მოვლა და მერე იმ ნავაჭრი ფულით სიმინდს ყიდულობს :D





ასე გამოიყურება ყანა მოსავლის საბოლოო აღებამდე


’’ჯარისკაცები’’

Image
esec gaivlis....

User avatar
lali
მაწანწალა
Posts: 347
Joined: 10 ოქტ 2008, 22:36
Location: tbilisi
’’სამარგალო გვალო შხვა რე’’ ანუ ჩემი ’’ოდაბადე’’

Post by lali » 08 ნოე 2008, 23:23

ლეონტი


მართალს ბრძანებთ, ბატონო, სენტიმენტალურმა მოგონებებმა მძლია,

მაგრამ ...

ბავშვობას ვიხსენებ და...

ისე, მე რომ მიყვარს ეს ყველაფერი, ასე მგონია რომ სხვასაც უნდა უყვარდეს-მეთქი





:D
esec gaivlis....

User avatar
lali
მაწანწალა
Posts: 347
Joined: 10 ოქტ 2008, 22:36
Location: tbilisi
’’სამარგალო გვალო შხვა რე’’ ანუ ჩემი ’’ოდაბადე’’

Post by lali » 08 ნოე 2008, 23:30

სოფლის გლეხი ’’ადგილობრივი’’ გამწევი ძალით.

ხუმრობა იქით იყოს და ურმისა და ხარის გარეშე კაცი ცოდვაა სოფლად.

ტრაქტორი ვერ დახნავს მთა- გორაზე შეფენილ ყანას :)


Image


მამა-შვილი :)
esec gaivlis....

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
’’სამარგალო გვალო შხვა რე’’ ანუ ჩემი ’’ოდაბადე’’

Post by ლეონტი » 08 ნოე 2008, 23:44

lali wrote:ლეონტი
ისე, მე რომ მიყვარს ეს ყველაფერი, ასე მგონია რომ სხვასაც უნდა უყვარდეს-მეთქი
კი,ნამდვილად, სხვასაც უყვარს, კარაველებზე ატვეჩაი ვარ, მაგალÑŒითად
აპა არა?
სხვების არ ვიცი .

User avatar
lali
მაწანწალა
Posts: 347
Joined: 10 ოქტ 2008, 22:36
Location: tbilisi
’’სამარგალო გვალო შხვა რე’’ ანუ ჩემი ’’ოდაბადე’’

Post by lali » 08 ნოე 2008, 23:46

სახლი, თუ შიგ არავინ ცხოვრობს , იშლებაო და ალბათ, მართლებიც არიან

ეს პროფესორ სერგი ჭილაიას სახლია, მეზობლები უვლიან, მაგრამ იგი მაინც სავალალო მდგომარეობაშია


Image


Image
Last edited by lali on 09 ნოე 2008, 00:14, edited 1 time in total.
esec gaivlis....

User avatar
lali
მაწანწალა
Posts: 347
Joined: 10 ოქტ 2008, 22:36
Location: tbilisi
’’სამარგალო გვალო შხვა რე’’ ანუ ჩემი ’’ოდაბადე’’

Post by lali » 08 ნოე 2008, 23:49

ლეონტი


კარველების იმედი მეც მქონდა

და კიდევ ’’მიაგკი ზნაკი’’ მომეწონა ’’ლ’’-ს მერე :D :D :D
esec gaivlis....

User avatar
lali
მაწანწალა
Posts: 347
Joined: 10 ოქტ 2008, 22:36
Location: tbilisi
’’სამარგალო გვალო შხვა რე’’ ანუ ჩემი ’’ოდაბადე’’

Post by lali » 09 ნოე 2008, 00:30

Image

ეს ნინა ბებიას და პაუ ბაბუას სახლია. ’’ პაუ’’ ობობას (’’პაუკის’’) შემოკლებული ფორმაა. მართლაც ობობას ჰგავდა ღიპიანი და მოკლე ხელ-ფეხის პატრონი პაუ ბაბუა, აბსოლუტურად მოტიტვლებული თავითა და უზარმაზარი შავი რქისჩარჩოიანი სათვალეებით :)
ეს ის ’’სახელგანთქმული’’ პაუ ბაბუა იყო, რომელიც სეზონიდან სეზონამდე ერთპიროვნულად ფლობდა ნარდის მითამაშის ’’ჩემპიონის’’ ტიტულს :D
esec gaivlis....

User avatar
lali
მაწანწალა
Posts: 347
Joined: 10 ოქტ 2008, 22:36
Location: tbilisi
’’სამარგალო გვალო შხვა რე’’ ანუ ჩემი ’’ოდაბადე’’

Post by lali » 09 ნოე 2008, 00:47

ახლა, ეზოს დავუბრუნდეთ, თავის პატრონზე არანაკლებ ’’ცნობილი’’ ნამდვილი მეგრული ოდით.
მისი ლამაზი რიკულები და აივნის სამშვენისები ბევრს იზიდავდა, ხელოვან ხალხსაც კი :D

ადრეც ვახსენე, ამ სახლის რამდენიმე კადრი შესულია ფილმში ’’ბათუ ქექია’’ :)

ამ ეზოს ჭიშკარი თითქმის არ იკეტებოდა ( ნინა ბებია ’’მეწამლე’’ იყო ) :)
ახლა კი მოხუცები არ არიან და მეზობლები პატრონობენ ისე, უბრალოდ, თავიანთი სურვილით.
ზამთარში სახურავს ხვეტენ თოვლისაგან, ზაფხულში კარ- ფანჯარას აღებენ - კედლები გამოშრესო.

ხანდახან წინკარში ლობიოსაც აშრობენ :wink: და ბოძებს შორის ხურმის ჩირსაც კიდებენ გასახმობად

:)

Image
esec gaivlis....

User avatar
lali
მაწანწალა
Posts: 347
Joined: 10 ოქტ 2008, 22:36
Location: tbilisi
’’სამარგალო გვალო შხვა რე’’ ანუ ჩემი ’’ოდაბადე’’

Post by lali » 09 ნოე 2008, 01:03

ხის სახლებს აგებდნენ, დიდი მონდომებით და ძალიან ლამაზად,

თან ისე შნოიანად, რომ ქვის სახლებს არაფრით ჩამოუვარდებოდა.


ეს სასტუმრო ოთახის კირითშეფითქული ბუხარი და სპილენძის ლამპის ჩამოსაკიდებელი მოჩუქურთმებული ნიშაა ჭერში ჩატანებული :)

Image

Image
esec gaivlis....

User avatar
lali
მაწანწალა
Posts: 347
Joined: 10 ოქტ 2008, 22:36
Location: tbilisi
’’სამარგალო გვალო შხვა რე’’ ანუ ჩემი ’’ოდაბადე’’

Post by lali » 09 ნოე 2008, 01:23

აივნის ჩახვეული ჩუქურთმები სიამოვნებას იწვევს მნახველში.
ეს ყველაფერი ხელით კეთდებოდა, ხშირად უბრალო ’’ჯაყვით’’, ჯიბის დანისმაგვარი ხელსაწყოთი, ჩარხის გარეშე.

რათქმა უნდა, აივანს ცალი მხარე ამოშენებული ქონდა, იქ სკამ-ლოგინი იყო მიდგმული, ზაფხულის ცხელ ღამეებში გარეთ, სიგრილეში დასაძინებლად
და ისედაც, მშვენიერი მოსასვენებელი იყო დაღლილი კაცისთვის... :)

და კიდევ, მყუდრო საჭორაო ადგილი ახალი ამბებისმოყვარული მეზობელი ქალებისათვის :lol:

Image :lol:
esec gaivlis....

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]