იყო და არა იყო რა...
როგორ არა იყო რა... ლამა იყო...
ახლა ჩემი დისშვილი მეკითხება, ლამა რა არისო?
მე ვუთხარი, მგონი ლამა რა კი არა, ვინ უნდა იყოს თქო...
არა, მთლად დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ მაინც...
ჰოდა...
ერთ დღეს ლამა შინიდან გამოვიდა...
ერთ დღეს რა, შინიდან ყოველდღე გამოდის... თქვენ შესვლა იკითხეთ, თორემ გამოსვლა - იცოცხლე...
ოჯახში ლეგენდად დადის ლამას შინიდან გატანებული სუფთა სამოსი და შინ მიტანილი რაღაც ერთობლიობა ტალახის შემადგენელი ელემენტებისა და მიკროელემენტებისა...
ლამას გამოსვლა ყველაზე მეტად სარეცხის მანქანას ეშინია და ლამას მისვლა კიდევ.. ნუ.. პრინციპში ისევ მას...
ლამა ხშირად იკარგებაო- ესეც ლეგენდად დადის, მე კი ამას სრულიად არ ვეთანხმები, მე ხშირად მივლია მასთან... იქა... იქა... რა ქვია... ნუ სალამეთში...
მხოლოდ ორჯერ დავიკარგეთ... ნუ ორი გასვლიდან ორჯერ... ნუ.. კარგი.. ჰო... ერთი გასვლიდან...
ჰო.. კარგი, კარგი... გასვლამდე... მაგრამ სამაგიეროდ მხოლოდ ორჯერ...
ჰო.. კარგი, კარგი, სამჯერ..,
ნუ ოთხჯერ...
ვაახ... რას გადამეკიდეთ.. კაი, ჰო... ხუთჯერ იყო მხოლოდ.. ნუ ექვსჯერ...
რა იყო... ითვლიდით, კაცო?..
შვიდჯერ იყო, მეტჯერ არა...
მეზობლებს გეფიცებით, რვაზე მეტჯერ არ ყოფილა...
ნაღდად, ნაღდად... მაგ ორნიშნა ციფრებს დაანებეთ თავი... მე გასვლამდე ვამბობ, თორემ გასვლის შემდეეეეეგ...
მანდ ჩემი არითმეტიკული ცოდნა კი არა, ადმინის კიბერნეტიკული უსასრულობაც კი ვერ დაითვლის...
ჰო...
და სად ვიყავი?..
ვაა...
მოკლედ...
დაბვიკარგე რა მოსაყოლში...
მოკლედ...
ლამას ხსენება და დაკარგვა ერთია რა... ეს კიდევ არაფერი, მთავარია სეტყვამ მაინც არ დასცხოს...
მაგრამ... რაღაც შავი ღრუბელი კი გამოჩნდა და...
იყო და არა იყო რა...
იყო...
იყო....
იყო მეთქი!!! ვაახ!!!
(ეს ნიშანი რა შუაშია, არ ვიცი, მაგრამ მაინც დავსვი, ჩემს გულს ესიამოვნა... და უარი არ ვუთხარი...)