ლამა(ზ) ზღაპრები

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
ლამა(ზ) ზღაპრები

Post by kotetbeli » 29 სექ 2008, 12:13

Roger Waters(vanichkebi)
საკუთარი თემები უკან მომრჩა და ეხლა ღამეებს ვათენებ, რომ დაწერა მოვასწრო, ასე, რომ სუუულ ცოტაც, ამეებს მოვრჩები და ზღაპარსაც გამოვაცხობ :roll:
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
Ninukala
იეტი
Posts: 4473
Joined: 14 მაი 2007, 10:53
Location: წყნეთი
Contact:
ლამა(ზ) ზღაპრები

Post by Ninukala » 29 სექ 2008, 15:22

რა მაგრები ხართ.... აუ.... დრო არ მაქვს თორემ ერთი ზღაპარი ლამა ჩემზეც იყოს... ;)
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ლამა(ზ) ზღაპრები

Post by ARCHILI » 29 სექ 2008, 22:37

მამა ლამა, დედა - კეშუნია, ბებია- ელპიდე, ბაბუა - ტარასი,
ძმები: გობე, კოტეტბელი, არჩილი, ვანიჩკები, დრუიდი და მთელი საქართველო იუწყებიან, რომ


გარდაიცვალა თუთიყუშ ლამას (ძე ან ასული) დამსეტყვეცაოშვილი

პანაშვიდები არ შედგება გარდაცვალების მიზეზიდან გამომდინარე

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
ლამა(ზ) ზღაპრები

Post by Int3lig3nt » 30 სექ 2008, 02:30

ეს ზღაპრებში არ წავა :roll: ?
ხევსურეთის თემაში დავწერე ივლისში

არ წავა, ნუ წავა, ლამა ხომ არის მთავარი მოქმედი პერსონაჟი...


წარმოგიდგენთ რომანტიული ჟანრის ფილმს

კარვული მზერა

(სამწუხაროდ ძალზედ ძველი ფილმია და მხოლოდ სამი კადრი შემოგვრჩა)

მთავარ როლებში:

ლამა
ცნობილი ქართველი მოლაშქრე, მოლექსე და მომღერალი - ლამა.

მირანდუხტ
მშვენიერი ქართველი მოლაშქრე, მოცეკვავე და მოფარფატე - მირანდა.


განგაშის ზარი გაისმა სოფელ მუცოში...
თორღვა მერკვილაურის მხოლოდშობილი ასული, მშვენიერი მირანდუხტი, ლომისის ყმამ, ლამამ მოიტაცა!
სასწრაფოდ ჩაკეტეს ყველა გასასვლელი, თუმცა გულწასულ მირანდუხტს, ლამა უკვე არღუნის ხეობაში მიაქროლებდა.
სოფლის რჩეული ვაჟკაცები დაადევნა თორღვამ, მაგრამ ლამა რის ლამა იქნებოდა, მდევარისგან თავი არ დაეღწია და სამშვიდობოს არ გასულიყო.

დაღამდა...
ცხენი დაიღალა...
ლამამ ნაბადი გაშალა, მგზავრობით დაღლილ-დაქანცული მირანდუხტი ზედ მიაწვინა და თავადაც გვერდით მიუჯდა...
იჯდა ასე გაუნძრევლად და მთვარის შუქით განათებულ მირანდუხტს დაჰყურებდა...

ანაზდად მირანდუხტმა თვალები გაახილა...
ლამას დანახვაზე შეჰკივლა და გაქცევა სცადა, მაგრამ მის ძლიერ მკლავებს სად გაექცეოდა?!

Image

ლამამ მომნუსხველი მზერა სტყორცნა მირანდუხტს!

Image

აბა რომელი ქალი გაუძლებდა ამ გამოხედვას, ამ ემოციას?!
მირანდუხტის გული და გონებაც დამორჩილდა და ცოტა ხანში ხმატკბილი სიმღერაც შემოსძახეს:

ლამა:
ჩემი იყავ, ჩემი ხარ დააა... მუდამ ჩემი იქნებიიიი...
მირანდუხტ:
შენი ვიყავ, შენი ვარ დააა... მუდამ შენი ვიქნებიიი...

Image

დასასრული
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ლამა(ზ) ზღაპრები

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 30 სექ 2008, 03:43

ARCHIL_i wrote:მამა ლამა, დედა - კეშუნია, ბებია- ელპიდე, ბაბუა - ტარასი,
ძმები: გობე, კოტეტბელი, არჩილი, ვანიჩკები, დრუიდი და მთელი საქართველო იუწყებიან, რომ


გარდაიცვალა თუთიყუშ ლამას (ძე ან ასული) დამსეტყვეცაოშვილი

პანაშვიდები არ შედგება გარდაცვალების მიზეზიდან გამომდინარე
მოცა შე კაცო, ეს ზღაპარია თუ ნამდვილი ამბავი?
არ თქვა, რომ სინამდვილეა, თორემ დევიღუპეთ.
რად გვინდა თავი უდამსეტყვეცაოშვილოდ (ჯანდაბა, ენა და თითები მომტყდა. ეს რა ამაზრზენი და გრძელი გვარია?..),
რა ვქნათ უდამსეტყვეცაოშვილოდ (ჯანდაბა, ენა და თითები მომტყდა. სხვა გვარი მაინც ჰქონოდა.)?
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ლამა(ზ) ზღაპრები

Post by Mta Mkvarebia » 30 სექ 2008, 11:18

Int3lig3nt
აქაა მაგ რომანტიული მელოდრამის ადგილი, მაშ სად? ჯერ კიდევ ხევსურეთის თემაში რომ წავიკითხე პირველად, მაშინ გადავბჟირდი :D . მაგარია!
Image

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
ლამა(ზ) ზღაპრები

Post by kotetbeli » 30 სექ 2008, 21:46

Int3lig3nt
გაიხარე, მაგარიაა :)

ლამას თავზე რომ ფანარი უკეთია მაგის შუქზე მირანდუხტი კი არა, მგლები, დათვები, კურდღლები, ტურები და ფოთოხლართებიც კი მორჩილდებიან :lol:
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
Nik@
ბოდიალა
Posts: 132
Joined: 27 ოქტ 2007, 17:49
Location: LaBoRaToRy,景都景
ლამა(ზ) ზღაპრები

Post by Nik@ » 30 სექ 2008, 22:41

Image Image
სუპეღ!

User avatar
Georgian Rabbit
მაწანწალა
Posts: 430
Joined: 06 აგვ 2007, 10:17
Location: Tbilisi, Georgia
ლამა(ზ) ზღაპრები

Post by Georgian Rabbit » 07 ოქტ 2008, 17:00

hoda

neta am zghaprebze ras amboben?

sheucyvites dafinanseba?

kotetbelze ras amboben neta? gadadgao amis cin vighacam



kotetbeli
:kiss:
"გაგანოყიერებ მე შენ" (c) ლამა

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
ლამა(ზ) ზღაპრები

Post by kotetbeli » 18 ოქტ 2008, 01:44

Georgian Rabbit
დრო მოვა და ყველაფერსა ვთქომ! :roll:
მპუა! :wink:
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
ლამა(ზ) ზღაპრები

Post by Truli » 21 ოქტ 2008, 22:11

ჰაჰაააა ლამაზეზღაპრები.გე უნდა გავაკეთოთ!!
კოტე, ქვევრი, ინტელ, უმაგრესი იყო :lol: :lol: :lol: :lol:
იმედია გაგრძელება იქნება
მი მალატ შვან

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ლამა(ზ) ზღაპრები

Post by ARCHILI » 22 ოქტ 2008, 20:50

იყო და არა იყო რა...

როგორ არა იყო რა... ლამა იყო...

ახლა ჩემი დისშვილი მეკითხება, ლამა რა არისო?

მე ვუთხარი, მგონი ლამა რა კი არა, ვინ უნდა იყოს თქო...

არა, მთლად დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ მაინც...

ჰოდა...

ერთ დღეს ლამა შინიდან გამოვიდა...

ერთ დღეს რა, შინიდან ყოველდღე გამოდის... თქვენ შესვლა იკითხეთ, თორემ გამოსვლა - იცოცხლე...

ოჯახში ლეგენდად დადის ლამას შინიდან გატანებული სუფთა სამოსი და შინ მიტანილი რაღაც ერთობლიობა ტალახის შემადგენელი ელემენტებისა და მიკროელემენტებისა...

ლამას გამოსვლა ყველაზე მეტად სარეცხის მანქანას ეშინია და ლამას მისვლა კიდევ.. ნუ.. პრინციპში ისევ მას...

ლამა ხშირად იკარგებაო- ესეც ლეგენდად დადის, მე კი ამას სრულიად არ ვეთანხმები, მე ხშირად მივლია მასთან... იქა... იქა... რა ქვია... ნუ სალამეთში...

მხოლოდ ორჯერ დავიკარგეთ... ნუ ორი გასვლიდან ორჯერ... ნუ.. კარგი.. ჰო... ერთი გასვლიდან...

ჰო.. კარგი, კარგი... გასვლამდე... მაგრამ სამაგიეროდ მხოლოდ ორჯერ...

ჰო.. კარგი, კარგი, სამჯერ..,

ნუ ოთხჯერ...

ვაახ... რას გადამეკიდეთ.. კაი, ჰო... ხუთჯერ იყო მხოლოდ.. ნუ ექვსჯერ...

რა იყო... ითვლიდით, კაცო?..

შვიდჯერ იყო, მეტჯერ არა...

მეზობლებს გეფიცებით, რვაზე მეტჯერ არ ყოფილა...

ნაღდად, ნაღდად... მაგ ორნიშნა ციფრებს დაანებეთ თავი... მე გასვლამდე ვამბობ, თორემ გასვლის შემდეეეეეგ...

მანდ ჩემი არითმეტიკული ცოდნა კი არა, ადმინის კიბერნეტიკული უსასრულობაც კი ვერ დაითვლის...

ჰო...

და სად ვიყავი?..

ვაა...

მოკლედ...

დაბვიკარგე რა მოსაყოლში...

მოკლედ...

ლამას ხსენება და დაკარგვა ერთია რა... ეს კიდევ არაფერი, მთავარია სეტყვამ მაინც არ დასცხოს...

მაგრამ... რაღაც შავი ღრუბელი კი გამოჩნდა და...










იყო და არა იყო რა...

იყო...

იყო....

იყო მეთქი!!! ვაახ!!!

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

(ეს ნიშანი რა შუაშია, არ ვიცი, მაგრამ მაინც დავსვი, ჩემს გულს ესიამოვნა... და უარი არ ვუთხარი...)

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
ლამა(ზ) ზღაპრები

Post by kotetbeli » 29 ოქტ 2008, 10:42

ARCHIL_i
დონე ხარ შე მაგარო! :)
ერთი გაგრძელება არ დაგიწერია და ლამასთან გაგიშვებ სადმე პახოდში! :wink:
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
Ninukala
იეტი
Posts: 4473
Joined: 14 მაი 2007, 10:53
Location: წყნეთი
Contact:
ლამა(ზ) ზღაპრები

Post by Ninukala » 29 ოქტ 2008, 10:57

ARCHIL_i
ჩემი ნიჭიერი მამილო ვინ არის.... :)
მაგარია...
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
ლამა(ზ) ზღაპრები

Post by namcecuna » 29 ოქტ 2008, 11:39

:lol: :lol: :lol:
დამინდეთ :D

მარტო I ზღაპარი მქონდა წაკიტხული და ახლა "პერედოზიროვკა" დამემართა მგონი :D:D:D
წამო, ზღაპარში ...
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]