ასურელი მამების კვალდაკვალ....

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by Tamari-ch. » 23 ოქტ 2008, 19:31

Image

ლამაზია....
:)


User avatar
ჩიტუციო
მაწანწალა
Posts: 412
Joined: 30 ივლ 2005, 09:25
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by ჩიტუციო » 23 ოქტ 2008, 20:02

ბოჭორმის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია ექვსაფსიდიანი ნაგებობაა, რომელიც გუმბათით გვირგვინდებოდა. ახლა გუმბათის ყელის მცირე მონაკვეთია მხოლოდ შემორჩენილი. აი ამ სურათზეც ჩანს ეს ნაწილი.

Image

ტაძარი X საუკუნით თარიღდება. ქართულ არქიტექტურაში მსგავსი გეგმარების - ექვსაფსიდიანი- ეკლესიები ძალზედ ცოტაა. მათ შორისაა გოგიუბა, კიაღმის-ალთი, ოლთისი და კაცხი. პრინციპში საქართველოს ტერიტორიაზე ძირითადად ეს 5 ეკლესიაა ჩვენთვის ცნობილი . აქედან სამი (გოგიუბა, კიაღმის ალთი და ოლთისი) ტაო-კლარჯეთში მდებარეობს, კაცხი - იმერეთში. ყველა ეკლესია X საუკუნითაა დათარიღებული. მიჩნეულია, რომ მსგავსი გეგმარება + ქოლგისებური გადახურვა და ცალკეული დეტალები, რაც ბოჭორმისა და კაცხის ტაძრებში გვხვდება ტაო-კლარჯეთის ხუროთმოძღვრული სკოლის გავლენაა.

ისე აქვე ვიტყვი, რომ ტაო-კლარჯეთის ზემოთ ხსენებული ეკლესიები ჩვენამდე არც ერთი არაა მოღწეული. გოგიუბას ტაძრის განადგურების მიზეზი აფეთქება იყო. შემორჩენილია 1902 წელს ექსპედიციის მიერ გადაღებული რამდენიმე სურათი და ანაზომი. მეორე ეკლესია ოლთისის ციხის ტერიტორიაზე იყო. როცა თაყაიშვილმა მოინახულა ეს ეკლესია მაგ დროს ჯერ კიდევ ადგილზე იყო, მისი მონახულების მერე ეკლესია დაანგრიეს. მესამე ეკლესია კიაღმის ალთიც ასევე დანგრეულია. :(

ხო ეს ისე .... ბოჭორმას რაც შეეხება.
ტაძარი მოგვიანებით მოხატეს, XI საუკუნის ბოლოსა და XII საუკუნის დასაწყისში. მხატვრობა ცუდათაა ჩემონახული, გუმბათისა და გუმბათის ყელის მხატვრობა მთლიანად დაკარგულია. გამოთქმულია ვარაუდი (გ. ალიბეგაშვილი), რომ გუმბათში მაცხოვრის ამაღლების სცენა იყო გამოსახული.

Image

ტაძარი, როგორც იცით წმინდა გიორგის სახელობისაა და შესაბამისად ამ ტაძარში ერთი მკლავი მთლიანად წმინდანის ცხოვრების სცენებს ქონდა დათმობილი. აი ერთ-ერთი სცენა.

Image

ბოჭორმაში არის ერთი საინტერესო ფიგურა გამოსახული, ესაა ჩრდილო-აღმოსავლეთ აფსიდი.

Image

ასმათ ოქროპირიძაე აქვს საფუძვლიანად შესწავლილი ბოჭორმის მხატვრობა და დიდი ყურადღება აქვს გამახვილებული ამ ფიგურაზე. აქ გამოსახულია საერო პირი, ვედრებით მიმართული მაცხოვრისკენ.

Image

სამწუხაროდ ეს ფიგურა ძალიანაა დაზიანებული და ვინაობის აღმნიშვნელი წარწერაც არაა შემორჩენილი. თუმცა მაინც ხერხდება გარკვევა თუ ვინაა აქ გამოსახული.
მოკლედ მისი ჩაცმულობა მეტყველებს, რომ აქ ან მეფე ან რომელიღაც მთავარია გამოსახული. ზოგადად როდესაც შეისწავლეს ტაძრის მოხატულობა დადგინდა რომ ის შესრულებული უნდა იყოს XI საუკუნის ბოლოსა და XII საუკუნის დასაწყისში. ეს ის პერიოდია, როდესაც კახეთის ცალკე სამეფოს შემოერთებით დავით აღმაშენებელმა მოახდინა საქართველოს სრული გაერთიანება. გარდა ამისა, ცნობილია რომ ამ პერიოდში კახეთის ორი ბოლო მეფე იყო კვირიკე IV და აღსართან I. აღსართანის აქ გამოსახვას ქალბატონი ასმათი გამორიცხავს იმის გამო, რომ როგორც ისტორიკოსები წერენ, ეს იყო უსჯულო მეფე, უსამართლო და უმეცარიო.

ამდენად რჩება ორი პიროვნება : I - კვირიკე IV და II დავით აღმაშენებელი.

მოკლედ თუ წაიკითხავთ ასმათის ნაშრომს ბოჭორმის ტაძარზე იქ ნახავთ თუ როგორ მიდის იმ დასკვნამდე, რომ აქ გამოსახული უნდა იყოს დავით IV აღმაშენებელი. :) თუმცა მეორე ვერსიასაც არ უარყოფს, მაგრამ უფრო მეტად დავითის გამოსახვას ემხრობა.

თუ კი აქ გამოსახულია კვირიკე IV მაშინ მხატვრობა დათარიღდება XI საუკუნის ბოლო ვიდრე 1102 წლამდე (ამ წელს კარდაიცვალა კვირიკე); და თუ კი მივიჩნევთ, რომ აქ გამოსახულია დავით IV, მაშინ მხატვრობა უნდა შესრულებულიყო 1104/5-დან (როცა მოხდა კახეთის შემოერთება) 1112 წლებამდე.

აი ერთ სურათსაც დავდებ, ყველაზე ძალიან ეს სახე მომეწონა. ანდრია პირველწოდებული...

Image
ვიკბინები... Image მართლა...

Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by Tamari-ch. » 23 ოქტ 2008, 20:13

ნატალი -
ჩემი ყურადღება მიიპყრო აი ამ ფიგურამ წითელში ზედა ფოტოზე -
მასხარას ჰგავს
ვინაა და რას ნიშნავს ეს სცენა?

და კიდევ ბორბალი დავინახე ფრესკებზე -
ისეთივე რვაწილიანი ბორბალი, როგორიც წირქოლში ვნახეთ -

რას ნიშნავს ეს ბორბალი?

User avatar
ჩიტუციო
მაწანწალა
Posts: 412
Joined: 30 ივლ 2005, 09:25
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by ჩიტუციო » 23 ოქტ 2008, 20:22

წითელში რომაა კაცი გამოსახული ესაა ერთ-ერთი ჯალათი, რომელიც აწამებდა წმინდა გიორგის. მანდ სწორედ ეგ სცენაა გამოსახული: წმინდა გიორგის შოლტით ცემა.

Image

და ბორბალს რაც შეეხება. ეგეც წმინდა გიორგის ცხოვრებიდანაა სცენა: ურმის თვალზე გაკვრა. წირქოლის ბორბალთან ამას არ აქვს კავშირი...

Image
ვიკბინები... Image მართლა...

Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by Tamari-ch. » 23 ოქტ 2008, 20:34

საინტერესოა ჯალათის წითლებში გამოწყობა -
მე მეგონა მხოლოდ კათოლიკებს ჰქონდათ შუა საუკუნეებში ტრადიცია
ჯალათების წითელ სამოსში გამოწყობის...

User avatar
doctor ako
მაწანწალა
Posts: 342
Joined: 10 ივლ 2008, 13:37
Location: დედამიწის სამოთხე
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by doctor ako » 23 ოქტ 2008, 20:40

Image


(უკომენტაროდ)

.

User avatar
doctor ako
მაწანწალა
Posts: 342
Joined: 10 ივლ 2008, 13:37
Location: დედამიწის სამოთხე
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by doctor ako » 23 ოქტ 2008, 20:43

Image

(უკომენტაროდ)

.

User avatar
doctor ako
მაწანწალა
Posts: 342
Joined: 10 ივლ 2008, 13:37
Location: დედამიწის სამოთხე
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by doctor ako » 23 ოქტ 2008, 20:48

Image

(უკომენტაროდ0


.

User avatar
doctor ako
მაწანწალა
Posts: 342
Joined: 10 ივლ 2008, 13:37
Location: დედამიწის სამოთხე
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by doctor ako » 23 ოქტ 2008, 20:52

Image

(უკომენტაროდ)

.

User avatar
doctor ako
მაწანწალა
Posts: 342
Joined: 10 ივლ 2008, 13:37
Location: დედამიწის სამოთხე
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by doctor ako » 23 ოქტ 2008, 20:57

Image

ასეთი ხალისით ავდიოდით კოშკისკენ მიმავალ გზაზე...

.

User avatar
doctor ako
მაწანწალა
Posts: 342
Joined: 10 ივლ 2008, 13:37
Location: დედამიწის სამოთხე
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by doctor ako » 23 ოქტ 2008, 21:19

Image

არ გვცივა არაო...

( - ძალიან კარგიო...)

"ღიმილებიო"

.

User avatar
doctor ako
მაწანწალა
Posts: 342
Joined: 10 ივლ 2008, 13:37
Location: დედამიწის სამოთხე
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by doctor ako » 23 ოქტ 2008, 21:38

Image

კოშკამდე სანამ ავიდოდით უკან ასეთი ლამაზი ხედი დავინახეთ...

.

User avatar
doctor ako
მაწანწალა
Posts: 342
Joined: 10 ივლ 2008, 13:37
Location: დედამიწის სამოთხე
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by doctor ako » 23 ოქტ 2008, 21:45

Image

ბოლო მოსახვევი იყო კოშკამდე, გზაზე მცენარეებს ვათვალიერებდი, უკან მოვიხედე და ...

(რომელი ფოტოგრაფი მე ვარ,აპარატს ვაჩხაკუნებ,მაგრამ ეს სურათი მომეწონა)

.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]