ჩამოვასხათ ღვინო სახელად 'კარავი' - რთველი 2008

ღია ცის ქვეშ სხვა აქტივობების შესახებ

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ჩამოვასხათ ღვინო სახელად 'კარავი' - რთველი 2008

Post by Mta Mkvarebia » 23 სექ 2008, 11:32

Image

Image

Image

Image

აკრეფილი ფულით სამწვადე და სხვა პროდუქტები შევიძინეთ და გავუდექით გზას...

მაგრამ სამგორს გავცდით და აეროპორტის გზას დავადექით თუ არა, ისეთი რამ ვიხილეთ, ნოეს კიდობანში გვეგონა თავი და არა ნაიას ზურმუხტაში, იგივე განცდა ჰქონდა, ალბათ, ჩვენი კორტეჟის დანარჩენი 4 მანქანის შემადგენლობასაც. პირველი აზრი რაც მომივიდა, იყო: "კიდევ კარგი თიკოს ფირუზა და რუხის უსახელო BMW ივერიასთან დავტოვეთ და მაღალი გამავლობის მანქანებში გავნაწილდითთქო". ეს ფოტოებიც ბლომად დაიდო, მხოლოდ რამდენიმეს დავდებ:

Image

Image

Image

Image

Image

რამდენიმე საათი საცობებში ვიყავით გაჭედილი, ჩვენი კორტეჟის სხვა მანქანები ამ საცობში დავკარგეთ. დაახლოებით მაგ დროს იყო "ზურმუხტადან" 2 მეტრში რომ მეხი დაეცა ხეს :) . მახსოვს ცოტა ხნის შემდეგ სველ ასფალტზე თეთრი ლაქების დანახვისას, როგორ ვუთხარი გოგოებს, "ლამა რატომ მოგვყავდა, ნახეთ, სეტყვაათქო :wink: " მაგრამ სიცილი დამაყარეს, თეთრი ხრეშიაო... ცოტა ხანში კი ეს სურათი ვნახეთ :) :

Image

"არის თუ არა ეს სეტყვათქო, და მაშინვე ლამასთან გადავრეკე, რომელიც თხაპნიას ფრონტერათი წამოგვეწია უკან: "ჩადი მანქანიდან, დარჩი არ წამოხვიდეთქო :lol:
Image

User avatar
Katy
მაწანწალა
Posts: 629
Joined: 16 მარ 2006, 15:01
ჩამოვასხათ ღვინო სახელად 'კარავი' - რთველი 2008

Post by Katy » 23 სექ 2008, 12:22

mokled, dagebedat am sezonze cvimebshi siaruli! :) rogor vnanob rom ar shemomixedavs am temashi da eseti ram gamovtove... :(

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ჩამოვასხათ ღვინო სახელად 'კარავი' - რთველი 2008

Post by Mta Mkvarebia » 23 სექ 2008, 12:24

Image

Image

Image

Image

ასე მხიარულად მივედით დანიშნულების ადგილამდე და შევესიეთ ვენახს :wink:

Image

Image

Image

Image

Image

ნაიას ხედავთ რა მაგარი ზურგჩანთა აქვს შიგ ჩამონტაჟებული წყლის ტომრით და სამხრეზე დამაგრებული მილით? ღილაკის გადართვა-გადმორთვით წყლის ნაცვლად შეგიძლიათ მოწრუპოთ: ყავა, ცივი კოკა-კოლა, ბორჯომიიიიი. ჰოდა თუ ყურძენს ჩაყრით ზურგჩანთაში, ეგრევე მაჭარი წამოვა მილიდან :wink:
Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ჩამოვასხათ ღვინო სახელად 'კარავი' - რთველი 2008

Post by Mta Mkvarebia » 23 სექ 2008, 13:00

Image

ქალბატონი ქვევრი:
Image

აილენდერი, იგივე თიკოს პლიუსი პაატა, რომელსაც აბუდელაურის გასვლიდან იცნობთ :wink:
Image
მარიამი და პაატა ისეთი მონდომებით მუშაობდნენ, რომ ყურადღებას არ აქცევდნენ არავის:) ....

ინტელა მარტო ფოტოებს კი არ იღებდა :wink:
Image

Image

მოკრეფილ ყურძენს წონიდნენ:
Image

და ქვევრი აჯამებდა:

Image

აი, ამდენი მოვკრიფეთ:

Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ჩამოვასხათ ღვინო სახელად 'კარავი' - რთველი 2008

Post by Mta Mkvarebia » 23 სექ 2008, 13:24

მერე ვალმოხდილები სუფრასთან შევიკრიბეთ და მოსავალი დავლოცეთ. სანამ ერთი ნაწილი მუშაობდა მეორე ნაწილი მწვადების შეწვასა და სუფრის გაშლაზე ზრუნავდა:

Image

Image

Image

Image

ახლადშეუღლებულებიც დავლოცეთ :D

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image
Image

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
ჩამოვასხათ ღვინო სახელად 'კარავი' - რთველი 2008

Post by Int3lig3nt » 23 სექ 2008, 13:31

Mta Mkvarebia
მაგარი რეპორტაჟია :).

კიდევ კაი, შენ მაინც დააფიქსირე, რომ ვმუშაობდი, თორე მერე, ღვინო რომ დადგება (სწორი ფორმაა ”დადგება”?) და ერთ ყლუპს რომ მოვითხოვ, მეტყვიან:

- ჩვენ რომ ვმუშაობდით, შენ ფოტოებს იღებდი. დადექი და ახლაც ფოტოები გადაუღე-ო.

ვოტ!
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ჩამოვასხათ ღვინო სახელად 'კარავი' - რთველი 2008

Post by Mta Mkvarebia » 23 სექ 2008, 13:59

Image

თამუსია პარალონითაც ძალიან ლამაზია და პარალონის გარეშეც :wink:
Image

კეკელა და მარო :wink:

Image

ქოლგა ტრადიციული ფოტოს გადასაღებად გვინდოდა, მაგრამ ინტელას აქვს მაგ ტრადიციული კადრის მთელი სერია გადაღებული და სახლიდან ავტვირთავ ერთ-ერთს :wink:

წრეში ბურთი. ისე, ეს ბურთი მე რომ არ გადმომეღო მაკენას მანქანიდან, კაციშვილს არ გაახსენდებოდა თამაში და ასე კარგადაც ხომ ვერ გაერთობოდნენ :wink: :D


Image

Image

Image

Image

Image

Image

Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ჩამოვასხათ ღვინო სახელად 'კარავი' - რთველი 2008

Post by Mta Mkvarebia » 23 სექ 2008, 14:45

Int3lig3nt
:D , მუშაობდი კი არა, შენნაირი დაუზარელი ნეტა ყველა იყოს :D

ჰოდა ბუბა ვანსკის შესახებ დიდი დრამატურგისა და რეჟისორის კოტეტბელისათვის უჩურჩულებიათ ყურში და ახლა მაესტრო ფიქრობს დაამტკიცოს თუ არა მისი კანდიდატურა ერთერთ როლზე დიდ ლამასთან ერთად :lol:
( http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... 703#157703 )

Image

Image

Image

თიკო და პაატა

Image

ლამაზები
Image

აბა ლამა რას აკეთებს თუ იცით? ბიდონს ხეხავს? ეგღა აკლია, ხელებს იბანს შიგ :wink: :lol: ...

Image

Image

ასეთი მოსიყვარულეა ჩვენი ლამა, ხან ვის ეხუტებოდა და უბარტყუნებდა მხარზე ტორებს, ხან ვის :wink:
Image

ჩვეულებისამბრ, არც ილია იყო გულგრილი სუსტი სქესისადმი. მაგრამ მისი სიყვარულის გამოხატულებას ყოველთვის დიდი სიხარულით როდი ხვდებოდნენ :lol:

Image

თამუსიამ რა სადღეგრძელოები აწია ვენახის პატრონებთან წამოსვლის წინ, უნდა გენახათ :D , გააოცა ხალხი, იმათ რა იციან, რა განძი გვყავს:D ..თან რა პოპულარული :wink:

Image

ასე ჩავტვირთეთ ყურძენი საბარგულებში:

Image

უკანა გზაზე მშვიდობით გავიარეთ, ნიაღვრები დამშრალი იყო და დაბრკოლებაც აღარ შეგვხვედრია.

სამწუხაროდ მე მცხეთაში ვერ წავედი დანარჩენებთან ერთად ყურძნის დასაწურად. ამიტომ ჩემი რეპორტაჟი აქ დასრულდა. ძალიან სასიამოვნო დღე იყო. მოუთმენლად ველი რთველ 2009-ს, მანამდე კი ჩვენი დაკრეფილი და დაწურული ყურძნით და მერე "კარვის" ეტიკეტიან ბოთლებში ჩამოსხმული ღვინით "კარვის" სადღეგრძელო უნდა ავწიოთ! :D
Image

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ჩამოვასხათ ღვინო სახელად 'კარავი' - რთველი 2008

Post by MIRANDA » 23 სექ 2008, 15:11

Int3lig3nt wrote:Mta Mkvarebia
კიდევ კაი, შენ მაინც დააფიქსირე, რომ ვმუშაობდი.
:( მე რომ გადაგიღე ყურძნით სავსე სათლი როგორ გაგქონდა პლანიდან ის ფოტო არ ითვლება???? :roll:


Mta Mkvarebia

რეპორტაჟების დედა ხარ !!! შენი მონათხრობის და კომენტარების კითხვა მსიამოვნებს...

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ჩამოვასხათ ღვინო სახელად 'კარავი' - რთველი 2008

Post by Mta Mkvarebia » 23 სექ 2008, 15:14

MIRANDA
;-*, (მერამდენეჯერ ვწუწუნებ, რომ კოცნის გაგზავნის სმაილი არა გვაქვს კარავზე :) )
Image

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
ჩამოვასხათ ღვინო სახელად 'კარავი' - რთველი 2008

Post by Int3lig3nt » 23 სექ 2008, 15:19

MIRANDA
მე რომ გადაგიღე ყურძნით სავსე სათლი როგორ გაგქონდა პლანიდან ის ფოტო არ ითვლება????
აქ რომ დაგედო ჩაგეთვლებოდა :P.

გეხუმრები, როგორ არ ითვლება Image
(აგერ მთაშენკა, მე სმაილიკით ვაკოცე)
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

Tikalo?!
მაწანწალა
Posts: 379
Joined: 01 ივლ 2008, 11:30
ჩამოვასხათ ღვინო სახელად 'კარავი' - რთველი 2008

Post by Tikalo?! » 23 სექ 2008, 15:49

ჰეჰეეე

რა მაგარი იყოოო

როგორი შეშინებულს მაქვს ხელები აფარებული ბურთის მოხევდის მოლიდონში მაგარი ვიხალისე :lol:

User avatar
Mariam
მაწანწალა
Posts: 521
Joined: 20 სექ 2007, 22:49
ჩამოვასხათ ღვინო სახელად 'კარავი' - რთველი 2008

Post by Mariam » 23 სექ 2008, 17:53

სურათებს თქვენთანაც აღარ აჩვენებს, თუ მარტო მე მჭირს ეს უბედურება? :?
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით
Image

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ჩამოვასხათ ღვინო სახელად 'კარავი' - რთველი 2008

Post by MIRANDA » 23 სექ 2008, 17:56

Mariam
Imageshack.us-ზე ატვირთულ ფოტოებს არც ჩემთან აჩვენებს... ატვირთვაც მინდოდა ფოტოსი და საიტი არ გამიხსნა... ასე რომ imashack მიიცვალა ალბათ, იმედია დროებით..

User avatar
kolxi gogo
მაწანწალა
Posts: 362
Joined: 18 იან 2008, 18:06
Location: Kolxeti
Contact:
ჩამოვასხათ ღვინო სახელად 'კარავი' - რთველი 2008

Post by kolxi gogo » 23 სექ 2008, 18:46

ესეც მე, ერთ-ერთი მერთველე! ძალიან მაინტერესებდა ზოგადად რთველი და განსაკუთრებით, რთველი, რომელიც საფუძვლად დაედო ძალიან დიდ ტრადიციას: ,,კარავის" ღვინის ჩამოსხმას. ძალიან მიხაროდა, როცა ვუყურებდი, თუ რა ენთუზიაზმით მუშაობდა თითოეული ვენახში! ჯერ მარტო გურჯაანში გამგზავრების ენთუზიაზმი! ყველა ,,არაკარაველი" იფიქრებდა, რომ ეს ხალხი მთლად ჯანსაღად ვერ არის რა დროს რთველიაო, მაგრამ ისინი მწარედ შეცდებოდნენ... დიდი მადლობა იდეის ავტორებს! დიდ მოლოდინიტ ველოდები საფერავის დაჭაშნიკებას! დარწმუნებული ვარ, ,,ქვევრს" არაფერი შეეშლება! მადლობა ყველას!

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]