ხადას ხეობა - 7.09.08

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
SHORENA
მაწანწალა
Posts: 345
Joined: 12 ივლ 2007, 18:43
Location: Tbilisi
ხადას ხეობა - 7.09.08

Post by SHORENA » 12 სექ 2008, 14:04

ყველა სირთულე კი ამ-ელგუჯას ციხეში ასვლით დაიწყო :)

Image
ესეც მე და ანუკი
Image

საკმაოდ რთული ასასვლელ-ჩამოსასვლელი იყო და აქვე ავღნიშნავ, რომ არა ჩვენი მძღოლი-თამაზი და ჩვენი ყოჩაღი ბიჭები ალბათ ვერც ავიდოდით და ვერც ჩამოვიდოდით ასე მშვიდობიანად

User avatar
SHORENA
მაწანწალა
Posts: 345
Joined: 12 ივლ 2007, 18:43
Location: Tbilisi
ხადას ხეობა - 7.09.08

Post by SHORENA » 12 სექ 2008, 14:17

ესეც იქვე გზის ქვემოთ, ნაკადულთან (სახელი :roll:)

Image
Image

ხოდა ეს ნაკადული ერთ დროს ისე ადიდებულა, რომ მთელი ხიდი წაუღია და ადგილობრივი მოსახლეობა ფაქტიურად უტრანსპორტოდ დაუტოვებია :(

User avatar
SHORENA
მაწანწალა
Posts: 345
Joined: 12 ივლ 2007, 18:43
Location: Tbilisi
ხადას ხეობა - 7.09.08

Post by SHORENA » 12 სექ 2008, 14:29

გზად არა ერთგან შევისვენეთ, მათ შორის ამ ნანგრევებთან და ერთ დროს ალბათ მთელი ხეობისთვის ერთ-ერთ სტრატეგიულ ადგილას, აქედან ძალიან ბევრი კოშკი და ლომისის ეკლესიაც კი კარგად მოსჩანდა:)

Image
Image

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
ხადას ხეობა - 7.09.08

Post by Int3lig3nt » 12 სექ 2008, 14:36

SHORENA
ნაკადულთან
ეგ ნაკადული მდინარე ხადაა :P.
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
SHORENA
მაწანწალა
Posts: 345
Joined: 12 ივლ 2007, 18:43
Location: Tbilisi
ხადას ხეობა - 7.09.08

Post by SHORENA » 12 სექ 2008, 15:02

ჩანჩქერზე არაჩვეულებრივი საღამო იყო, მაგრამ მზე რომ მთას შემოეფარა და სიცივე და დრო ვიგრძენით აბარგება-ჩაბარგება დავიწყეთ და გზას დავადექით. მე და ანუკიმ, ვიდრე სხვები წამოგვეწეოდნენ, ნორმალური გზის ძებნაში ჯერ შამბნარში გავტოპეთ და ნორმალური გზა რომ ვერ ვიპოვნეთ უკანვე გამოვტოპეთ და მერე კვლავ მდინარე-ხადას მივადექით იმ იმედით რომ თავდაპირველი გზით დავბრუნდებოდით, მაგრამ ვინ გვაცადა მდინარეზე როგორც გადავსკუპდით ისევე გადმოვსკუპდით და ისევ ცუდად ნაცად გზას დავადექით სადაც სხვა გზა არ იყო გარდა სირთულით #2 აღმართებისა რომ საურმე გზამდე აგვეღწია :).

ესეც ამ აღმართებზე, კიკი, დაქლინგი, მე, ენნ-ი, და დაქლინგის+ :)
Image
Image

User avatar
SHORENA
მაწანწალა
Posts: 345
Joined: 12 ივლ 2007, 18:43
Location: Tbilisi
ხადას ხეობა - 7.09.08

Post by SHORENA » 12 სექ 2008, 15:37

ესეც უკანა გზაზე, შესვენება ისევ იმ სტრატეგიულ ადგილას ნასახლართან თუ ნაკოშკართან :roll:

Image
Image
Image

ჭირიც იქა და ლხინიც აქა..

ვუი, ხო მართლა, 8 ქულით კი შევაფასე ეს ლაშქრობა მაგრამ მარშუტკის ”ტაშ-ფანდურმა” იმდენად გაგვახალისა და გაგვართო რომ ქულის აწევა მოვითხოვე მაგრამ ლაშქრობაში არ ითვლებაო და აღარც გამისაჩივრებია :wink: :D
მოკლედ, ვანო დიიიიიდი მადლომა (ეჭვი მაქვს ამ ბიჭთან არა ერთი მადლობა კიდებვ მელის მომავალში :wink:)

marita 777
მაწანწალა
Posts: 642
Joined: 31 ოქტ 2007, 14:09
Location: tbilisi
ხადას ხეობა - 7.09.08

Post by marita 777 » 13 სექ 2008, 21:16

(ეჭვი მაქვს ამ ბიჭთან არა ერთი მადლობა კიდებვ მელის მომავალში)...


SHORENA

მეც ეგ ეჭვი მქონდა, როცა მომიწია მის ლაშქრობაში წასვლა პირველად და გამართლდა კიდეც ჩემი ეჭვი :wink:
amindi moqmedebs

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ხადას ხეობა - 7.09.08

Post by guruli » 14 სექ 2008, 01:15

ინტრიგანობაში არ ჩამომართვათ :D , მაგრამ ლამას იქითობას კარავის მაისურა ეცვა და უკან - სხვა? :roll: :roll:

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
ხადას ხეობა - 7.09.08

Post by teo- » 14 სექ 2008, 02:40

chven ro gorebtan gadaviget rato ar deb im fotoebs??????????????

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ხადას ხეობა - 7.09.08

Post by MIRANDA » 26 სექ 2008, 11:38

ამ თემაში კიდევ უნდა დაიდოს რამდენიმე ფოტო. . . მაგალითად ჩანჩქერის მიმართულებით /ხტუნვა-ხტუნვით/ მიმავალ კარაველებზე ზურა ნ-ის მიერ გადაღებული ფოტოები.
guruli wrote:ინტრიგანობაში არ ჩამომართვათ :D , მაგრამ ლამას იქითობას კარავის მაისურა ეცვა და უკან - სხვა? :roll: :roll:
ჰოოო, და + კიდევ ჰქონდა 1-2 მაისური, რომელიც სხვებსაც ათხოვა.. აპა :)

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ხადას ხეობა - 7.09.08

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 27 სექ 2008, 01:55

იფ, იფ, იფ,
ვისიამოვნე თქვენი ფოტოებით.
ლამაზია იქაურობა
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
ხადას ხეობა - 7.09.08

Post by Int3lig3nt » 30 ოქტ 2008, 02:33

ბავშვობაში მომიყვნენ ლეგენდას, თითქოს ძველად ვიღაცას დაუწყევლია ჩვენი გვარი (ნაზღაიძეები).
წყევლა შემდეგში მდგომარეობდა: არც გამრავლდეთ და არც დაწყდეთო.
(საქართველოს დღევანდელი მდგომარეობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, წყევლა კი არა, დალოცვა გამოდის :)).
მას შემდეგ ნაზღაიძეთა გვარი ექვსას ქუდოსან-მანდილოსანს ითვლის და ეს რიცხვი არ იცვლებაო.
ნუ ლეგენდა ამას მოგვითხრობს და რამდენად მართალია, არ ვიცი :).
ისე ადრე გადავამოწმე საბჭოთა კავშირის დროინდელ რაღაც წიგნში, ქართული გვარები და მათი რიცხოვნება იყო აღწერილი.
ნაზღაიძეები 596 ეწერა (ახლოს არის წყევლის რიცხვთან :)).

ჰოდა ახლა რატომ გიყვებით ამას, მაინცდამაინც ხადას თემაში.

გუშინწინ ნათესავს ვესაუბრე ტელეფონზე.
ისტორიკოსია - ალექსანდრე (ლექსო) ნაზღაიძე, გვარებს იკვლევს.
ადრე გადაცემაც კი ჰქონდა ტელეკომპანია იბერიაზე - ”გვარიშვილობა” ერქვა, თუ სწორად მახსოვს.

მან ასეთი რამ მიამბო ამ ლეგენდის შესახებ:

ადრე მთიულეთში იცოდნენ (შეიძლება სხვაგანაც):
ვინმეს რომ დაწყევლიდნენ, თავიანთი სალოცავის ეზოში, მიწაში არჭობდნენ დიდ ქვას - ”სამანს”.
ვიდრე სამანი მიწაში იდებოდა, იქამდე იქნებოდა ეს ვინმე დაწყევლილი.

ჩვენს გვარზეც მსგავსი ამბავი ყოფილა
ხადას მთავარ სალოცავში (სადაც კარაველებიც ვიყავით და გოგოების შესვლა არ შეიძლებოდა) დაუწყევლიათ ჩვენი გვარი ხადელებს და დაურჭვიათ სამანი.
რატომ და რისთვის დაწყევლეს, არ ვიცი... ერთი ვერსიაა ის, რომ ჩვენი გვარი ციხისთავი ყოფილა მიულეთში და შეიძლება რაღაც უთანხმოება მოსვლოდათ.

ახლა ხადელებთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ ჩვენებს, ნათესავდებიან კიდევაც, მაგრამ ეს წყევლა ლაქად რჩებოდა...

წელს წასულან ხადას, მლეთიდან (ჩემი სოფელია. ხადის ხეობიდან 10 კმ-ში, გუდაურის გზაზე) მამაკაცები, წაუყვანიათ საკლავი, რათა შენდობა ეთხოვათ და სამანი ამოეღოთ.

სამანის ამოღების პროცესი შემდეგში მდგომარეობს:
სამანს მოაბამდნენ გრძელ თოკს, ჩაებმებოდნენ გვარის წარმომადგენლები და გაქაჩავდნენ.
ეს იმიტომ, რომ მარტო ერთ ადამიანზე არ გადასულიყო წყევლა.
თან ამ დროს ხადელებიც იქ უნდა ყოფილიყვნენ და მალმალე ეძახათ ”შეუნდოს!” (იმედია ეს სიტყვა სწორად მახსოვს :)).
შემდეგ, დაკლავდნენ საკლავს (ხარი უნდა ყოფილიყო აუცილებლად) და დაილოცებოდნენ.

ეს ჩემი სოფლელი კაცები უკან ”წყევლამოუხსნელი” დაბრუნდნენ.
საქმე იმაშია, რომ იმ სალოცავის ეზოში ბევრი ქვა იყო ჩარჭობილი და ვერ გაიგეს, რომელი იყო ჩვენი სამანი.
დამსხდარან და ხადელებთან ერთად კარგად უქეიფიათ :D.

ჰოდა როგორც ლექსომ მითხრა, კიდევ კაი, რომ არაფერი არ ამოიღესო.
მასეთი ლეგენდა ზაქაიძეებშიც ყოფილა (რომლებიც ხადის ციხისთავები იყვნენ) და სრულიად შესაძლებელია, ჩვენი გვარი არაფერს შუაშია და რაღაც გაუგებრობას აქვს ადგილიო.
ამით შეიძლება სხვისი წყევლა აგვეკიდა და აუტკივარი თავი ძალით აგვეტკიებინა.

ეს ამბავი შეიძლება სასაცილოდ არ გყოფნით :). მეც არასერიოზულად ვუყურებ, მაგრამ მთიულეთში ჯერ კიდევ არის შემორჩენილი ძველი ადათ-წესები და არ გამიკვირდება, კიდევ რაღაც უცნაურს თუ გავიგებ :).

ვიცი არეულად დავწერე, მაგრამ მეპატიება, ძილის დრო მაქვს :D.
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
ხადას ხეობა - 7.09.08

Post by zura N. » 21 დეკ 2008, 22:09

ხოოო, რავიცი, რავიცი შეიძლება ძალიან რაჭვული გამომდის მარა გადავწყვიტე მეც შევამატო ჩემი რამდენიმე სურათი ამ თემას. ვეცდები ცოტა განსხვავებულები დავდო და თქვენთვის საინტერესო... :oops: :oops: :oops:
Last edited by zura N. on 21 დეკ 2008, 22:37, edited 1 time in total.
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
ხადას ხეობა - 7.09.08

Post by zura N. » 21 დეკ 2008, 22:36

ხედები ელგუჯას ციხიდან:

Image

Image

Image

თავად ლამა... :wink:

Image
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
ხადას ხეობა - 7.09.08

Post by zura N. » 21 დეკ 2008, 22:46

Image

Image

Image

Image
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]