გურულისგან მოკითხვა

ახალების მისალმება, "წავედი"/"დავბრუნდი" შეტყობინებები, მილოცვები

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
გურულისგან მოკითხვა

Post by გვალდა » 25 ივნ 2008, 21:41

guruli
რაღაცნაირი (დადებითი) შეგრძნება მაქვს, როდესაც სამსახურიდან მოვდივარ. თავისუფალი ვარ! :lol:

ხო, უკეთესი მოდის ყოველთვის. ეჭვი არ შეგეპაროს.
სვანეთოლოგი

User avatar
chuna
იეტი
Posts: 1877
Joined: 14 თებ 2006, 00:46
Location: tbilisi
გურულისგან მოკითხვა

Post by chuna » 25 ივნ 2008, 22:00

guruli
შენ გაიხარე! "გაგეხსნა გონება?" :lol:

ეხლა ჩვენი ხარ!!!!!!!!!!!!!! მარტო გაცილებებით ხომ დაიღალე? :D

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
გურულისგან მოკითხვა

Post by popins » 25 ივნ 2008, 23:06

ამდენ უმუშევარს რა გვეშველება... :roll:

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
გურულისგან მოკითხვა

Post by guruli » 11 ივლ 2008, 17:57

ვახ, ახლა ვნახე ეს გამოხმაურებები - სამსახურიდან წამოსვლის მერე ინტერნეტთან იშვიათად ვარ და იმიტომ...
სხვა კი რა გითხრათ - ჩემს თავზე ვბრაზობ, აქამდე რატომ არ წამოვედი-მეთქი... ბოლო წლები ისეთი გიჟური რიტმით ვიმუშავე და ვიცხოვრე, ახლა ამდენი თავისუფალი დრო ნამდვილი ნირვანაა. :D :D პირველი ორი დღე, რაკი სამსახურში არ მეჩქარებოდა და თავში იმის ფიქრი არ მიტრიალბდა, დღეს ამაზე უნდა ვწერო და ხვალ - იმაზე-მეთქი, შაბათი მეგონა და ეკლესიაში წასასვლელად ვემზადებოდი. :D
სამსახურიც ვიშოვე უკვე - ჯერ ყოველკვირეული გაზეთში და ჟურნალებში. ხვალაც ზუსტად ჟურნალების დაკვეთების გამო ვერ მივდივარ შატილში და ჩემს თავზე მეცინება - უმუშევარი მქვია და სამსახურის საქმეების გამო ვერ ვიცლი-მეთქი. :D 4 აგვისტოდან იმ გაზეთიდან წამოსულები ახალ გაზეთს ვაკეთებთ და მერე ისევ დამეწყება საგიჟეთი, მაგრამ უკვე იმ გრაფიკით არ ვიმუშავებ - გამორიცხულია.
იმ სამსახურიდან წამოსვლა იმიტომაც აღმოჩნდა კარგი, რომ ბოლო ხელფასი იქ დარჩენილებზე მეტი გამომიგზავნეს რატომღაც. :lol: :lol: ესეც ერთი დასტური იმისი, რა დარეხვილი უფროსი მყავდა. :D

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
გურულისგან მოკითხვა

Post by guruli » 12 სექ 2008, 14:40

ეს წუთია, ინტერნეტი სახლშიც დავიყენე და აწი სულ კარავში ვიქნები. ჩემი სახლიდან, ჩემი კომპიდან პირველი პოსტი ამ საიტზეა და ამ თემაში. :P :P

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
გურულისგან მოკითხვა

Post by ნინი_85 » 12 სექ 2008, 14:41

guruli


გილოცავ ირაკლი :D
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
nusa
იეტი
Posts: 2183
Joined: 08 ივნ 2007, 09:46
Location: Tbilisi
Contact:
გურულისგან მოკითხვა

Post by nusa » 12 სექ 2008, 14:58

ვააახ, მომილოცნია :D
Image

User avatar
legenda
იეტი
Posts: 2401
Joined: 05 დეკ 2007, 14:00
Location: Tbilisi
გურულისგან მოკითხვა

Post by legenda » 12 სექ 2008, 15:39

მომილოცავს ბატონო გურულ....ვახთ რა მაგარია :lol:

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
გურულისგან მოკითხვა

Post by guruli » 12 სექ 2008, 15:50

ნინი_85, nusa, legenda - გმადლობთ, გმადლობთ, გაიხარეთ. :)

User avatar
kiki
იეტი
Posts: 1518
Joined: 29 ივნ 2007, 17:25
გურულისგან მოკითხვა

Post by kiki » 12 სექ 2008, 15:52

guruli wrote:ეს წუთია, ინტერნეტი სახლშიც დავიყენე და აწი სულ კარავში ვიქნები. ჩემი სახლიდან, ჩემი კომპიდან პირველი პოსტი ამ საიტზეა და ამ თემაში. :P :P
გამიხარდა:)

გილოცავ!!!!

User avatar
Jnosy
იეტი
Posts: 1716
Joined: 31 მარ 2005, 11:53
Location: თბილისი
Contact:
გურულისგან მოკითხვა

Post by Jnosy » 12 სექ 2008, 15:57

guruli
შენ რომ აწი რაღაც მიზეზების მოგონენები განაგრძო, ვეღარ ვიძმაკაცებთ ძმაო ჩვენ რა...
იმეტყველე გამართული ქართულით!!!

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
გურულისგან მოკითხვა

Post by guruli » 12 სექ 2008, 16:51

kiki - გაიხარე.
Jnosy
guruli
შენ რომ აწი რაღაც მიზეზების მოგონენები განაგრძო, ვეღარ ვიძმაკაცებთ ძმაო ჩვენ რა...
კაცო, მე ხელის შემშლელი მიზეზები სამსახურიდან მქონდა, თორემ უინტერნეტობით კი არა. :)

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
გურულისგან მოკითხვა

Post by guruli » 22 დეკ 2008, 13:05

მოკლედ, თუ არ დავწერე ჩემი საცოდაობა, კარავიდან ასე უკვალოდ გაქრობა ღალატში ჩამეთვლება...
ვინ დამწყევლა, არ ვიცი, მაგრამ მე რომ ნორმალურ სამსახურში არ მიწერია, საბოლოოდ დავრწმუნდი. წინა სამსახურის მოუცლელობას ვტიროდი და ახლა სადაც ვარ, ეს საერთოდ ჯოჯოხეთია... ისეთ რეჟიმში ვმუშაობ, ფაქტობრივად, ტრეფიკინგის მსხვერპლი ვარ. :cry: :cry: არა ნორმირებული სამუშაო საათები, არა მაგიდა, არა სკამი, არა კომპიუტერი, არა ინტერნეტი... ცოტა ძნელი წარმოსადგენია ასეთი სამუშაო პირობები (ამას პირობები არც ჰქვია, კაცმა რომ თქვას), მაგრამ ოფისი ახლა რემონტდება და ინვენტარი საკმარისი არაა.
თუმცა ინვენტარი ჯანდაბას და თავიდან იმდენი საქმე დამევალა, კინაღამ ჭკუიდან გადამიყვანეს. ეტყობა, ამათ ქრისტე ღმერთი ვეგონე და ყველაფერს მთხოვდნენ - ქართული, უცხოური, ფეხბურთი, სხვა სპორტები... სპორტზე შტატიანი მხოლოდ მე ვარ და ამიტომ დამავალეს, მაგრამ ძაან ბევრი ახსნა დამჭირდა საიმისოდ, რომ ერთი კაცი ყველაფერს ვერ გავაკეთებ; რომ ყველაფერი არც ვიცი იმ დონეზე, გაზეთში ვწერო... თან, ყოველ დღე, მინიმუმ, თითო გვერდი უნდა მეკეთებინა (თუმცა ორსაც ხშირად უშვებენ), ბოლო გვერდისთვის ცალკე პორტრეტები უნდა მეკეთებინა. ისიც - აუცილებლად ყვითელი, აუცილებლად - ქალებზე და აუცილებლად... ჯერ ერთი, სხვა რომ არაფერი აკეთო, ყოველ დღე მარტო პორტრეტების კეთებაა გვარიანი სამუშაო. თან, ყვითელი ჟურნალისტი არასოდეს ვყოფილვარ და არც ვაპირებ "გაყვითლებას". მაგრამ ეს კიდევ არაფერი - ამბობენ, რომ სპორტი იმდენად წამყვანი უნდა იყოს, გაზეთი გაყიდოსო, შტატი კი მხოლოდ ერთი დაშვებული და, წინსაწარი დაპირების მიუხედავად, არც შტატგარეშეების მოყვანა უნდათ, სპორტის გვერდებს კი რატომღაც ყველაზე გვიან კითხულობენ. გუშინ 1 საათზე დაწერილი მასალა საღამოს 6 საათამდე არ წაიკითხეს და არც მე მაძლევენ უფლებას, სანამ გვერდი არ აეწყობა, სახლში წავიდე... ჰო - ტავიდან სპორტის გვერდების აწყობაც მევალებოდა... მოკლედ, მინიმუმ, 3 კაცის საქმეს ვაკეთებდი, ახლა კი რაღაცები მოვიკელი და ცოტა მაოვისუნთქე, მაგრამ მაინც ტრეფიკინგის პირობებში ვარ...
ერთადერთი სეღავათი ის მაქვს, რომ რამდენიმე კარაველი ერთად ვმუშაობთ - ვარდანაული ამ რედაქციაშია (ოღონდ ეგ დღეგამოშვებითაა), კოტეტბელი - დაბლა სართულზეა, მოდერი ილია კი გვერდით კორპუსში. ერთი კარავი გვინდა ეზოში დავცეთ და აგვეწყობა საქმე სომხის გიტარასავით. :D მაგრამ ბარბარობას კოტესტან ჩასასვლელადაც ვერ მოვიცალე...
მაგრამ ასე გაგრძელებას დიდხანს არ ვაპირებ - ცოტას კიდევ ვუყურებ, თუ დალაგდებიან, თორემ აქ გამჩერებელი არა ვარ. ან თავისუფლებას მოვიპოვებ, ან - ჰორორაზე გადავალ.
მოკლედ, ასეა ჩემი საქმეები ამჟამად და ამიტომ ვერაფერში გიერთდებით, თორემ ღმერთია მოწამე, სურვილი დიდია.

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
გურულისგან მოკითხვა

Post by MIRANDA » 22 დეკ 2008, 13:18

guruli
გვენატრები!!!

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
გურულისგან მოკითხვა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 22 დეკ 2008, 13:21

guruli
ეგ რა დაგმართნია შე კაცო
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]