მოკლედ, თუ არ დავწერე ჩემი საცოდაობა, კარავიდან ასე უკვალოდ გაქრობა ღალატში ჩამეთვლება...
ვინ დამწყევლა, არ ვიცი, მაგრამ მე რომ ნორმალურ სამსახურში არ მიწერია, საბოლოოდ დავრწმუნდი. წინა სამსახურის მოუცლელობას ვტიროდი და ახლა სადაც ვარ, ეს საერთოდ ჯოჯოხეთია... ისეთ რეჟიმში ვმუშაობ, ფაქტობრივად, ტრეფიკინგის მსხვერპლი ვარ.

არა ნორმირებული სამუშაო საათები, არა მაგიდა, არა სკამი, არა კომპიუტერი, არა ინტერნეტი... ცოტა ძნელი წარმოსადგენია ასეთი სამუშაო პირობები (ამას პირობები არც ჰქვია, კაცმა რომ თქვას), მაგრამ ოფისი ახლა რემონტდება და ინვენტარი საკმარისი არაა.
თუმცა ინვენტარი ჯანდაბას და თავიდან იმდენი საქმე დამევალა, კინაღამ ჭკუიდან გადამიყვანეს. ეტყობა, ამათ ქრისტე ღმერთი ვეგონე და ყველაფერს მთხოვდნენ - ქართული, უცხოური, ფეხბურთი, სხვა სპორტები... სპორტზე შტატიანი მხოლოდ მე ვარ და ამიტომ დამავალეს, მაგრამ ძაან ბევრი ახსნა დამჭირდა საიმისოდ, რომ ერთი კაცი ყველაფერს ვერ გავაკეთებ; რომ ყველაფერი არც ვიცი იმ დონეზე, გაზეთში ვწერო... თან, ყოველ დღე, მინიმუმ, თითო გვერდი უნდა მეკეთებინა (თუმცა ორსაც ხშირად უშვებენ), ბოლო გვერდისთვის ცალკე პორტრეტები უნდა მეკეთებინა. ისიც - აუცილებლად ყვითელი, აუცილებლად - ქალებზე და აუცილებლად... ჯერ ერთი, სხვა რომ არაფერი აკეთო, ყოველ დღე მარტო პორტრეტების კეთებაა გვარიანი სამუშაო. თან, ყვითელი ჟურნალისტი არასოდეს ვყოფილვარ და არც ვაპირებ "გაყვითლებას". მაგრამ ეს კიდევ არაფერი - ამბობენ, რომ სპორტი იმდენად წამყვანი უნდა იყოს, გაზეთი გაყიდოსო, შტატი კი მხოლოდ ერთი დაშვებული და, წინსაწარი დაპირების მიუხედავად, არც შტატგარეშეების მოყვანა უნდათ, სპორტის გვერდებს კი რატომღაც ყველაზე გვიან კითხულობენ. გუშინ 1 საათზე დაწერილი მასალა საღამოს 6 საათამდე არ წაიკითხეს და არც მე მაძლევენ უფლებას, სანამ გვერდი არ აეწყობა, სახლში წავიდე... ჰო - ტავიდან სპორტის გვერდების აწყობაც მევალებოდა... მოკლედ, მინიმუმ, 3 კაცის საქმეს ვაკეთებდი, ახლა კი რაღაცები მოვიკელი და ცოტა მაოვისუნთქე, მაგრამ მაინც ტრეფიკინგის პირობებში ვარ...
ერთადერთი სეღავათი ის მაქვს, რომ რამდენიმე კარაველი ერთად ვმუშაობთ - ვარდანაული ამ რედაქციაშია (ოღონდ ეგ დღეგამოშვებითაა), კოტეტბელი - დაბლა სართულზეა, მოდერი ილია კი გვერდით კორპუსში. ერთი კარავი გვინდა ეზოში დავცეთ და აგვეწყობა საქმე სომხის გიტარასავით.

მაგრამ ბარბარობას კოტესტან ჩასასვლელადაც ვერ მოვიცალე...
მაგრამ ასე გაგრძელებას დიდხანს არ ვაპირებ - ცოტას კიდევ ვუყურებ, თუ დალაგდებიან, თორემ აქ გამჩერებელი არა ვარ. ან თავისუფლებას მოვიპოვებ, ან - ჰორორაზე გადავალ.
მოკლედ, ასეა ჩემი საქმეები ამჟამად და ამიტომ ვერაფერში გიერთდებით, თორემ ღმერთია მოწამე, სურვილი დიდია.