მე გადავცურავ ზღვას ანუ გასეირნება თბილისის ზღვაზე 6.09.2008

ღია ცის ქვეშ სხვა აქტივობების შესახებ

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
მე გადავცურავ ზღვას ანუ გასეირნება თბილისის ზღვაზე 6.09.2008

Post by Archil » 08 სექ 2008, 23:39

ნაპირს მივუახლოვდით. უკვე ვხედავდით ტრასაზე მოსრიალე მანქანებს. კატერმა კიდევ ერთხელ მოგვაკითხა, არ ჩანდითო და შეგვეშინდაო. ნაპირის შესახებ ვკითხე - ბალახები სად არ არისო - არისო....

მანძილიც ვკითხე, რამდენია აქ მანძილი, ნაპირებს შორისო, ჩვენს გავლილ მანძილს ვეკითხებოდი - 2 კილომეტრიო. მთელი რევერანსებით მადლი მოვახსენე და...

დავრჩით მე და მონადირე



ღმერთმა მესამეჯერაც გამოგვიგზავნა მაშველები...ანეგდოტის მიხედვით, მეტის იმედი აღარ უნდა გვქონოდა...

ცოტა ბალახებში ცურვის შესახებ...

ბალახებში ცურვა მთლად სასიამოვნო რამე არაა :) მით უმეტს, რომ წინა წელს საკუთარი თვალით მაქვს ნანახი როგორ იხრჩობოდა მაგათით შეშინებული ბავშვი თბილისის ზღვაზე :)


რა მომენტია....
ბალახები გედება კიდურებზე... გეხვევა.. მოძრაობის საშუალებას არ გაძლევს. წარმოიდგინეთ წყალში ხარ და მოძრაობა არ შეგიძლია - როგორია? მაგარი... ამას დაუმატეთ რომ გეშინიათ ა გული გიჩერდებათ :) ხომ კაია? ჰოდა ამ ბალახებში უნდა გახვიდე... ამის შესახებ წინასწარ ვიცოდი უკვე... ამიტომაც ვეკითხებოდი სად არ არის ბალახებიო.

ბალახებში როგორ უნდა იცუროს ადამიანმა.

წვები წყალზე ჰორიზოტალურად, ფეხები გაჩერებულია, ხელის მტევნის მოძრაობით ძალიან ნელა მიიწევ წინ.
ბალახები გეხებიან, მაგრამ ასე შეგიძლია გადაიარო ბალახებით დაფარული მონაკვეთი და გახვიდე სამშვიდობოს.
ეს ყველაფერი წინასწარ ვიცოდი, გამოცდილებაც მქონდა... თუმცა წინ ახალი გამოცდილება მელოდა...
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
მე გადავცურავ ზღვას ანუ გასეირნება თბილისის ზღვაზე 6.09.2008

Post by MIRANDA » 08 სექ 2008, 23:47

Archil wrote: მაშველების კატერმა ისევ მოგვაკითხა. თქვენები ღელავენო...

............

იმათ ღელვას ურჩევნიათ მანქანით დაგვხვდნენ თქო, დავაბარე.
ნინი რომ გამოიყვანეს მაშველებმა ნაპირზე და გავიგეთ რომ თქვენ გადაწყვიტეთ ბოლომდე გადაგეცურათ, სულ რამდენიმე წუთში ბესო (თხაპნია) თავისი მანქანით თქვენს დასახვედრად წამოვიდა, ძალიან ადრე კი იყო, მაგრამ მაინც წამოვიდა, ელე და მისი 2 მეგობარიც თან გაყვა... 1 საათზე მეტ ხანს იყვნენ იქ და გიცდიდნენ ნაპირზე.. კატერმა რომ მეორედ მოგაკითხათ უკვე კარგა ხნის მისულები იყვნენ იქ ... :D

User avatar
txapnia
ბილიკზე მოარული
Posts: 85
Joined: 27 ნოე 2007, 17:14
მე გადავცურავ ზღვას ანუ გასეირნება თბილისის ზღვაზე 6.09.2008

Post by txapnia » 09 სექ 2008, 00:55

საღოლლ ხალხნოო მაგრებიი ხართ მე ვიდექიი იქ სადაც უნდაა მოსულიყავით და მართლაც რომ არ ჩანდით ნაპირიდანნ სანამ ხესთან არ მიხვედით და ძალიან ვღელავდი და ვნერვიულობდიი...

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
მე გადავცურავ ზღვას ანუ გასეირნება თბილისის ზღვაზე 6.09.2008

Post by Archil » 09 სექ 2008, 00:57

ნაპირზე გასასვლელი ადგილი შევარჩიესავით - რა მნიშვნელობა ჰქონდა სად გავიდოდით - მეორე ნაპირი იყო და 50 მეტრით მარხცნივ იქნებოდა თუ მარჯვნივ, რა მიშვნელობა აქვს...

წყლის დონე აწეული იყო საკმაოდ და წყალში ხეები დარჩენილიყვნენ. იქით წავიდეთო შევთავაზე მონადირეს, არა, მაქეთ არა, ხეებისკენ არ წავიდეთო...

კაი.. აღარ წავედით ხეებისკენ, უფრო მარცხნივ ავიღეთ გეზი. სადრაც უკვე გამარჯობაც გამოჩნდა :) ანუ ნაპირი უკვე ახლოს იყო....


საღამოობით როდესაც ავდიოდით, თბილისის ზღვაშI მოცურავე პლასტმასის ბოთლებს ვხვდებოდით. ყველას ახსოვს გამარჯობა საქართველოს მოწყობილი დასუფთავების აქციები - სადაც დაყრილ ნაგავს დავინახავთ - რას შვება გამარჯობა, ეს როგორ დატოვა აქაო, მაგას ვიძახით ხუმრობით და წყალში მოტივტივე ბოთლებსაც გამარჯობა შევარქვით.

ჰოდა გამარჯობაც გამოჩნდა. ერთი კი ვინანე. ერთი 5 ლიტრიანი გამარჯობა რომ გამოგვეყოლებინა, ნინიც არ წავიდოდა უკან თქო. კი ვფიქრობდი მასეთ რამეს, თოკით რომ გამომება, გამოგვყვებოდა თავისით, დასვენებისათვის ძალიანაც მოსახერხებელი რამეა. მაგას რომ დაეკიდო ადამიანი, დახრჩობა არანაირად არ გამოგივა. ჰოდა ვინანე უგამარჯვეობა.

წყალზე მოტივტივე ბოთლისკენ წავედით..

ბალახების კოლონია იწყებოდა უკვე... წინ წავედი... არა რა.. ეგეთებში ჯერ არ მიცურავია.... გაჩერებულზც კი მეხვეოდნენ ხელ-ფეხზე.... გული გეპინებაო, გამოთქმა ხომ გაგიგიათ? ჰოდა ეგეთი რამეები გემართება როცა ხელფერხი გებორკება შუა წყალში...

შევედი ბალახების კოლონიაში... კიდევ უფრო ღრმად... გაიშვიათების ნაცვლად უფრო ხშირდება... მონადირე წინ მიიწევს... რა უნდა იმ ბალახებში, დაბრუნდეს უკან..

არა, არა... მაგ ბალახებში ვერ გავალთ. აშკარააა. არადა ნაპირზე რა ხდება, უკვე ვხედავთ. რა უნდა ვქნათ.....

უკან ვბრუნდებით სიღრმეში...

როგორია, ნაპირს მისული უკან ვბრუნდებით...

უკან ხომ არ დავბრუნდეთო, ვხუმრობთ :)

არადა რომ ვერ გავიდეთ, მართლა მოგვიწევს უკანა გზაზე წასვლა, საიდანაც გამოვედით, იმ ნაპირზე დაბრუნება ... ჯანზე ვართ, რომ დაგვჭირდეს, ვიზამთ მაგასაც. გვეცინება თანაც მაგრად :) როგორია...

წყალში ჩაძირული ხისკენ მივცურავართ... ზედ ვაპირებ ასვლას, რომ იქიდან დავინახო საიდან შეიძლება ნაპირზე გასვლა, სადაა ნაკლები ბალახი...

უკანა გზაზე ისევ ის გამარჯობა შემოგვხვდა.. ტან წავიყოლებთქო.. მივედი და ბაწრით იყო დაბმული ფსკერზე - ფაქტიურად ტივტივა იო, იმის ნიშნად, რომ მის იქით ბალახები იწყებოდა.

მონადირემ მაშველებს დავუძახოთო.... კი ბატონო... ფაქტიურად გადაცურული გვაქვს და აწი გინდა მეორე ნაპირზე გავუყვანივართ მაშველებს, ჩვენთვის უკვე მნიშვნელობა არა აქვს - ჩვენთვის გააცურულია :)

ისიც ვიცი, რომ მოიძებნებიან ისეთებიც, რომლებიც იტყოდნენ, ბოლომდე ვერ გადახვედითო, ვერ გადაცურეთო... მახსოვს ეგეთებიც ყოფილა აქა... ბოლომდე ვერ იარეო....

ხეზე ავედი... მონადირეც ამომყვა. მაშველების მიმართულებით ხელებს ვიქნევ, ეგება და მოვიდნენო... შენც არ მომიკვდე... არავინ არ ჩანს....

ისევ და ისევ ის ანეგდოტი - სამჯერ გამოგიგზავნეო მაშველებიო :)

ლიმიტი ამოგვეწურა და მეოთხეჯერ არარ მოდიან...

ხიდან ვიყურები - ვერ გაარჩევ სადაა ბალახები და სად არა... წყლის ზედაპირზე ამოსულებს უფრო გვცივა, ქარი უბერავს ...

გაურკვეველია საით წავიდეთ. ერთი ვიცი, უკან რომ დავბრუნდეთ, ბალახები არ იქნება. ეგაა, რომ ცივდება და სიცივეში მოგვიწევს ცურვა. დაღლილობაც თავისას იზამს. მონადირეს შემთხვევაში პირველი მეთოდი - სიტუაციის მუქ ფერებში დახატვა უფრო დადებიტად მოქმედებს - უფრო მობილიზებული ხდება.

ხიდან ჩავდივარ წყალში - ნელ-ნელა...როგორც ხიდან ჩასვლისას ვიცი.. უცებ გამეცინა - ჩახტი, მე შენ გეტყვი და... :lol: :lol: :lol: ჰოდა წყალში მოვადინე ზღვართანი, მიდიხარ ფსკერისკენ, ხელის ერთი მოსმა და ისევ ზედაპირზე ხარ - ნეტავი რას ვწვალობდი ამდენს ჩამოსვლაზე ....

პირდაპირ ნაპირისკენ გადავწყვიტე წასვლა. მონადირე ხეზე მელოდება. დაზვერვაზე მივდივარ. თუ გაგვიმართლა, გამომყვება, თუ არადა მართლა მოგვიწევს უკან დაბრუნება...

წინ მივიწევ. ჯერჯერობით ბალახები არ მხვდება, თუ მხვდება და წვრილები... მაგენი საშიში არაა ჩემთვის. თუ რამეა, მონადირე უნდა გამომყვეს უკან და ამიტომ მაგათაც ვიშორებ - ვწყვიტავ იმ სიღრმეზე, რამხელაზეც შემიძლია - გზას ვათავისუფლებ.

მონადირემ რა ვქნაო... ჯერ არ ჩანდა საშიში ბალახები, უკან რომ დამეტოვებინა, მერე ჩემ გზას ზუსტად ვერ გაივლიდა და სჯობდა მე წამომყოლოდა. მომყვება ცურვით...

ბალახების მოწყვეტა-მოწყვეტით, ნელი სვლით ვუახლოვდებით ნაპირს. ნაპირზე უკვე შვინდისფერ ოპელს ვამჩნევთ - ეგენი ჩვენები არიან. თუმცა მანამდე გასვლაა საჭირო....

უკნიდან სიმღერა მესმის
"რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ
ყველაზე მაგრები, კარველები ვართ"

მეღიმება... მონადირეს მებრძოლი სული არ ისვენებს და ანცობას სახიფათო მომენტშიც არ ეშვება..

ჯერ გავიდეთ და მერე რაც გინდა ის იმღერეთქო...
სანამ არ გადახტები, ჰოპლა არ დაიძახოო, ასე უსწავლებიათ ჩემთვის...

ნაპირზე მყოფები უკვე კარგად გვხედავენ... სურათებს გვიღებენ... ტემპს არ ვუმატებ.. ჯერ გავიდეთ, სად გვეჩქარება...

უკვე ფეხი მიწასაც დაეჯახა. დავდექი და მონადირეს დავანახე, მიწაზე ვდგევარო, მივუბრუნდი..

ცოტა კი ეხამუსა, ისე მიეჩვია ცურვას, აღარ ეგონა მიწაზე სიარულს თუ შეძლებდა...

დაველოდესავოთ, თუმცა რა დალოდება, ორი ხელის მოსმაზე მომსდევდა... მიწაზე ვიდექით უკვე, მკერდამდე წყალში.....

"რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ
ყველაზე მაგრები, კარველები ვართ"

უკვე ორივენი ომახიანად ვმღეროდით :)

ნაპირი დაჭაობებიული იყო.. დანაგვიანებული...
მონადირემ პირდაპირ ააჭრა... ფეხები მიწაში იფლობოდა და დაესვარა საკმარისად. მე მოვერიდე საფლობს და ნაგავს, მოვუარე და შედარებით სუფთა ამოვედი... მოლოცვები, გმირები ხართო - დღემდე მაინც ვერ გავიგე რა იყო გმირობა, რაში მდგომარეობდა. მაგას როგორ ვაწყენინებდი, დღესასწაულს რატომ გავუფუჭებდი, მით უმეტეს რომ ცუდს არავინ მეუბნება, პირიქით, მხოლოდ კარგს და... მაინც რა პატარაა ადამიანი, ამპარტავნებაც რა ადვილად შეიძლება მოერიოს....

დღეს ობიექტზე გავედი. ერთი ჩემი ახლობელი მოვინახულე იქ. ცურვა უყვარს ძალიან და ვუთხარი - შაბათს თბილისის ზღვა გადავცურეო.

გაუხარდა, ეგეთ რამებზე მეც დამიძახეო, ერთად გავიდეთო. 1300 მოსმაზე გავდივარო ერთი ნაპირიდან მეორეზეო... ჯერ 200-ზე ვისვენებდიო, მერე 50-ზე გადავედიო. 55 წუთში ვახერხებ გადასვლასო...

ასე რომ...

მჯობნის მჯობნი არ დაილიაო...

ესეც წყალში ჩასვლამდე გადაღებული ფოტო. ნავების საშოვრად აქეთ გამოემართნენ ჩვენები...

Image

ესეც როგრო ბრუნდებიან ნავის გარეშე...

Image
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
მე გადავცურავ ზღვას ანუ გასეირნება თბილისის ზღვაზე 6.09.2008

Post by kotetbeli » 09 სექ 2008, 02:05

Archil

არჩილ, პოსტებს შორის ნუ ჩერდები (ზღვის გადაცურვისა არ იყოს), თორე მოვიდა მე2 სარეკლამო პაუზა...
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
Monadire
იეტი
Posts: 1097
Joined: 04 დეკ 2007, 11:07
Location: ალპური ზონა
მე გადავცურავ ზღვას ანუ გასეირნება თბილისის ზღვაზე 6.09.2008

Post by Monadire » 09 სექ 2008, 11:21

ვაჰ ეს რამხელა თემა გაგიშვანშვალებია? ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე. თან რა საინტერესოდ იკითხება. მართლაც და დეტექტივივით,დეტალურად. ყოჩაღ ცურვაშიც მაგარი ხარ და აღწერაშიც.
რაც შემეხება მე მთელი გზა ფიქრში გავატარე. ნერვიოლობით ნაკლებად . ნინიზე ვღელავდი უფრო .ის ბალახიც იმიტომ ვაჩვენე რომ შეგუებოდა და შემთხვევით რომ გადაჰყროდა არ შეშინებოდა. რომ წავიდა გული კი დამწყდა, მაგრამ მერე ცოტა მომეშვასავით .
არჩილი სულ მზრუნველი მამასავით მკითხულობდა, რაც რა თქმა უნდა ენერგიას მაძლევდა.ჯანზე ისედაც ვიყავი და რახან ის მკითხულობდა ვთვლიდი რომ ის კიდევ უფრო ენერგიულად იყო. ლაღად უდარდელად, მივცურავდი. ცურვისგან სიამოვნებას ვიღებდი ზურგული ,ბაყაყური,მკალავური (მკლავური ყველაზე ნაკლებად) მეთოდებით.არსადაც არ გვეჩქარებოდა. რომ დაბნელებულიყო არც ეგ იყო პრობლემა უწინ სულ ღამით მთვარის შუქზე ვიცურეთ.
ზურგული ყველაზე მეტად მიყვარს. მაგ სტილით ვისვენებდი .მშვენიერია ისვენებ,ცას უყურებ თან წინ და წინ მიიწევ მაინც. მაგრამ ტალღების გამო დიდხანს არ გრძელდებოდა ეგრე ცურვის სიამოვნება.წყალი მეყლაპობოდა რასაც დიდი ჩახველება და ცურვის სტილის შეცვლა მოსდევდა.
მაშველების კატერს მე არჩილისგან განსხავებით ცდუნებად აღვიქვამდი,რომელიც მტკიცე სულის გამო ბოლომდე ვსძლიეთ.
ის ხე მართლაც რა უცნაურად იდგა შუა წყალში .თითქოს მართლაც ზედ ასასვლელად და დასაზვერად განუწესებიათო.
განსაკუთრებული მადლობა ნინის, არჩილს და რა თქმა უნდა გულშემატკივრებს ,რომელთაც ის დღე კიდევ უფრო შენასიშნავი გახადეს დახვედრით(უჰ რა გემრიელად წავიდა მოშიებულზე ის ყურძენი და ვაშლი),ოვაციებით, დისკოთეკით...
”რაც მაგრები ვააართ ქართველები ვააააართ
ყველაზე მეგრებიიიიიი კარველები ვაააააართ...”
აუ ნეტა აქამდე სად ვიყავი?

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
მე გადავცურავ ზღვას ანუ გასეირნება თბილისის ზღვაზე 6.09.2008

Post by Archil » 09 სექ 2008, 12:24

kotetbeli

დავამთავროთ მოთხრობა და მერე რამენიც გაგიხარდება, იმდენი რეკლამა აკეთე :lol: :lol: :lol:

ფულს ადმინს გადაუხდი ;)


Monadire

კატერი შენ რაში გჭირდებოდა, ვიცით მაგი მე და შენ :lol: :lol: :lol: :lol:

ნაპირზე როგორ იყავით და რას შვებოდით, მაგი მოყევით.. გამოსვლის შემდეგ რაც მოხდა, მაგიც თქვენზეა...

რაც სურათები მაქვს, დავდებ
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
მე გადავცურავ ზღვას ანუ გასეირნება თბილისის ზღვაზე 6.09.2008

Post by Tamusia » 09 სექ 2008, 17:28

ეს მშვენიერი დღე იყო, მშვენიერი განწყობებით სავსე.

და , რა თქმა უნდა, ბრავო კარაველო გადამცურავებო
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
მე გადავცურავ ზღვას ანუ გასეირნება თბილისის ზღვაზე 6.09.2008

Post by ნინი_85 » 09 სექ 2008, 19:42

ეს დღე არასოდეს დამავიწყდება, უმაგრესი იყო!

დღე რომ დავნიშნე, ვფიქრობდი რომ 5 კაცზე მეტი არ მოვიდოდ. არც გადაცურვის მხურველები ვიყავით ბევრნი და გულშემატკივრებიც მაინცდამაინც არ აქტიურობდნენ.

12 საათზე მარის(ნინუცას+) შევხვდი, მედალიონები გადმომცა. რამდენიმე დღის წინ ვთხოვე დაემზადებინა მონაწილეებისათვის და 10 ცალი დამიმზადა.

15 საათამდე საკმაო დრო იყო და რა მეკეთებინა არ ვიცოდი, თბილისის ზღვაზე ასვლა ვიფიქრე, ნავის პატრონს შევუთანხმდები წინასწარ და დაგვხვდება, მარა მარტოს დამეზარა სიარული, რაც მოგვიანებით ძალიან ვინანე...

14:35 ზე უკვე სარაჯიშვილზე ვიყავი, მაღაზიები დავიარე, სავარაუდოდ რისი შეძენა შეიძლებიოდა ვნახე და რადგანაც არავინ ჩანდა, გაჩერებაზე ჩამოვჯექი. ცოტა ხანში მარშუტკიდან გადმოსული კოტეტბელი შევნიშნე, რომელიც მეტროსკენ გაემართა და გავყევი, იქ კიდევ თამუსია და არჩილი დავინახე, თურმე მოსულან და მე კიდევ არ ვიცოდი.

ძალიან მალე სხვა კარველები გამოჩნდნენ, არ ველოდი ასეთ აქტიურობას. ბევრნი მოვგროვდით, პროდუქტები შევიძინეთ და გავემართეთ თბილისის ზღვის დასალაშქრავად, თუმცა... ნავი ვერ ვიშოვეთ, ადმინისტრაციამდე ფეხით ავედით, იქ კიდევ ამინდი არაა საბანაო, ნავის მეპატრონეებიც მაგიტომ წავიდნენ, ზღვა ძალიან ღელავს და არ გირჩევთ ჩასვლასო.

ოოო... როგორი ამბავია, ამდენი ხალხი შეგიკრეფია და აღმოჩნდა რომ გადაცურვა თურმე ვერ შედგება იმიტომ, რომ ვაი ორგანიზატორი ხარ...

წამოვედით ყურებჩამოყრილები, ნერვიულ ნიადაგზე ჩიფსები შემომეჭამა, რამაც ცურვის დროს ძალიან შემიშალა ხელი.

რა უნდა ქნა, ნავი არაა, ზღვა ღელავს, საგულშემატკივროდ მოსული ხალხი კი დანიშნულ ღონისძიებას ელის...

მივედით იქ, სადაც "ბანაობა აკრძალულია", ისე მაინც ვიჭყუმპალავებთო და წყალში ჩავედით.

არჩილი მეუბნება: ამათ არ უთხრა და ჩვენ გადავცუროთო. თავიდან მეგონა რომ მეხუმრებოდა, ასეთი რისკი, დაზღვევის გარეშე.

კაი მეთქი და გავყევი, ნელ-ნელა ნაპირს ვშორდებოდით, მაინც ვფიქრობდი რომ უკან გამოვბრუნდებოდით.

თავიდან წყალი მესიამოვნა, ის ტალღებიც სახეში რომ მიტყლაშუნებდნენ.

ბევრჯერ მიცურავია ქარიან და წვიმიან ამინდში და ამიტომ დისკომფორტს არ განვიცდიდი, თან ვიცოდი ვისთან ერთადაც მივცურავდი და მეიმედებოდა.

ნაპირს რომ გამოვცდით შევნიშნე, რომ ჩვენები ერთად იყვნენ შეჯგუფებულები, მახსოვს რომ შევედით ილიამ მოგვაძახა, არც იფიქროთ გადაცურვაო და ჩვენც არა რას ამბობო. ახლა კი ალბათ ნერვიულობდნენ უკვე.

მე შუაში მივდიოდი, უფრო არჩილის გვერდით, რამდენჯერმე დავეჯახე კიდეც ცურვისას, მონადირე ჩემს მარჯვნივ, ცოტა უკან მოცურავდა.
თანდათან შემცივდა და რაღაც მომენტში შემეშინდა კიდეც, არჩილს გავძახე: ჩუმად ნუ ხარ, მომიყევი რამე თქო.

გზად ვისვენებდით, თუმცა ფიზიკურად დავიღალე მეთქი ვერ ვიტყვი, ერთადერთი რაც ხელს მიშლიდა სიცივე იყო და კიდევ ფსიქოლოგიური მომენტი, რამაც ალბათ საბოლოოდ გამოიწვია შედეგიც.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ თბილისის ზღვა ვერ გადავცურე, იმ მიზანს ვერ მივაღწიე, დიდი სიამაყით დავბრუნდი ნაპირზე.

მე იქ, შუა ზღვაში ადამიანობა დავინახე, მეგობრობა დავინახე და ერთმანეთის გატანა, ეს იმხელა აღმოჩენა იყო ჩემთვის რომ ყველაფერი გადაწონა.

როცა სიცივისგან გაკანკალებს, პულსი გაქვს აჩქარებული, ნაპირამდე კი 1,5 კმ-ია იცი, რომ განწირული არ ხარ, რადგან შენს გვერდით არიან ისეთი ადამიანები როგორიცაა არჩილი და მონადირე. რა დამავიწყებს იმ თანადგომას, იმ გამხნევებას, იმ განცდებს? არც არაფერი, ეს უკვე სამუდამოდ ჩაიბჭდა მეხსიერებაში.

ხელებს რომ მითბობდით სიცივისგან დაბურძგლულს, რომ მამხნევებდით... ეკლესია? აუ, არ ვიცი რა, მართლა არ ველოდი ამდენს... მერე შეტყუპული ფეხები, რომ ვერ ვწყდებოდით ერთმანეთს და რომ მაინც ვცდილობდით...

მადლობა მეგობრებო ყველაფერ ამისთვის...

მადლობა თითოეულ თქვენგანს, ვინც მოვიდა და მხარში ამოგვიდგა, ვინც გვგულშემატკივრობდა იქ ნაპირზე და ნერვიულობდა ჩევნთვის.

ყველანი ძალიან მიყვარხართ! კარავი უმაგრესი ფორუმია! კარველები კი ყველაზე საუკეთესონი!
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
მე გადავცურავ ზღვას ანუ გასეირნება თბილისის ზღვაზე 6.09.2008

Post by kotetbeli » 09 სექ 2008, 20:15

ნინი_85
გაიხარე!
ეგრე რა, ისე კარგად და მოკლედ გადმოეცი, ,,დაზიპული" ფაილივითაა და რომ წავიკითხე თავისით ,,განიზიპა" და გაფართოვდა ემოცია :wink: :wink:

ჩვენ ნაპირზე ვერთობოდითსავით, მაგრამ ეს ერთგვარი ფარული ნერვიულობის ფონზე ხდებოდა...
თითქოს სხვადასხვა თემაზე ვსაუბრობდით, მაგა შიგადაშიგ ,,უადგილოდ" და ,,სხვათაშორის" შევცერდებოდით, დაგაკვირდბოდით და ისევ დავიწყებდით ფუსფუსს - ბიჯო, ხედავ? მგონი მე2დი დაგაცურეს, უკვე 87-ედი უკან მოიტოვეს და ა.შ.
ყველა ძალიან ლამაზად და ალალი სიყვარულით გულშემატკივრობდა :)

კაი იყო :wink:
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
მე გადავცურავ ზღვას ანუ გასეირნება თბილისის ზღვაზე 6.09.2008

Post by ლეონტი » 09 სექ 2008, 20:17

ნინი_85
გასაგებია. მაგრები ვართ,მაგრანმ მე ვერ შეგაქებთ.
ღმერთის გამოცდა ქრისტემ არ იკადრა , როცა ეშმაკი ეუბნებოდა კლდიდან გადახტიო.

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
მე გადავცურავ ზღვას ანუ გასეირნება თბილისის ზღვაზე 6.09.2008

Post by Naia » 10 სექ 2008, 01:09

ლეონტი
+1

მადლობა ღმერთს, ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
მე გადავცურავ ზღვას ანუ გასეირნება თბილისის ზღვაზე 6.09.2008

Post by MIRANDA » 10 სექ 2008, 01:45

ნინი_85 wrote:გზად ვისვენებდით, თუმცა ფიზიკურად დავიღალე მეთქი ვერ ვიტყვი, ერთადერთი რაც ხელს მიშლიდა სიცივე იყო და კიდევ ფსიქოლოგიური მომენტი, რამაც ალბათ საბოლოოდ გამოიწვია შედეგიც.
დარწმუნებული ვარ გვერდით ნავი რომ გამოგყოლოდათ (უბრალოდ, ყოველი შემთხვევისთვის) შენც ბოლომდე გადაცურავდი. ანუ ვფიქრობ, რომ ფსიქოლოგიური მომენტი იყო, რამაც გადაგაწყვეტინა, რომ კატერს ნაპირისკენ გამოყოლოდი ...

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
მე გადავცურავ ზღვას ანუ გასეირნება თბილისის ზღვაზე 6.09.2008

Post by Archil » 10 სექ 2008, 13:39

დარწმუნებული ვარ, ნინი ბოლომდე გამოვიდოდა, უბრალოდ გაწვალდებოდა და ...

თორემ რა დამავიწყებს, სიცივისგან აკანკალებული იმას რომ იძახდა, თქვენ თუ არ მოდიხართ, არც მე წავალო... ცურვით მოგყვებითო...

Naia wrote:ლეონტი
+1

მადლობა ღმერთს, ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა
ე ბიჯოოო

შენ ოღონდ ჩემზე რამე ცუდი გაიგონო და ორივე ხელ-ფეხით ეთანხმები.. :lol: :lol: :lol:



ლეონტი
Naia


სპილო რომ დაიწყებს თვითმფრინავში ხტუნვას, ხომ იცით მაგი ანეგდოტი და..

არ ვარ სპილო და შემეშვით :lol: :lol: :lol:
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
zika
იეტი
Posts: 1466
Joined: 27 მაი 2008, 16:53
Location: Tbilisi
მე გადავცურავ ზღვას ანუ გასეირნება თბილისის ზღვაზე 6.09.2008

Post by zika » 10 სექ 2008, 14:04

:lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol:
გადაცურვის არცერთი ფოტო არგაქვთ უმორჩილესათ გთხოვთ დადეთ
:wink:
мир идет навстречу Вам во Всем.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]