ნაპირზე გასასვლელი ადგილი შევარჩიესავით - რა მნიშვნელობა ჰქონდა სად გავიდოდით - მეორე ნაპირი იყო და 50 მეტრით მარხცნივ იქნებოდა თუ მარჯვნივ, რა მიშვნელობა აქვს...
წყლის დონე აწეული იყო საკმაოდ და წყალში ხეები დარჩენილიყვნენ. იქით წავიდეთო შევთავაზე მონადირეს, არა, მაქეთ არა, ხეებისკენ არ წავიდეთო...
კაი.. აღარ წავედით ხეებისკენ, უფრო მარცხნივ ავიღეთ გეზი. სადრაც უკვე გამარჯობაც გამოჩნდა

ანუ ნაპირი უკვე ახლოს იყო....
საღამოობით როდესაც ავდიოდით, თბილისის ზღვაშI მოცურავე პლასტმასის ბოთლებს ვხვდებოდით. ყველას ახსოვს გამარჯობა საქართველოს მოწყობილი დასუფთავების აქციები - სადაც დაყრილ ნაგავს დავინახავთ - რას შვება გამარჯობა, ეს როგორ დატოვა აქაო, მაგას ვიძახით ხუმრობით და წყალში მოტივტივე ბოთლებსაც გამარჯობა შევარქვით.
ჰოდა გამარჯობაც გამოჩნდა. ერთი კი ვინანე. ერთი 5 ლიტრიანი გამარჯობა რომ გამოგვეყოლებინა, ნინიც არ წავიდოდა უკან თქო. კი ვფიქრობდი მასეთ რამეს, თოკით რომ გამომება, გამოგვყვებოდა თავისით, დასვენებისათვის ძალიანაც მოსახერხებელი რამეა. მაგას რომ დაეკიდო ადამიანი, დახრჩობა არანაირად არ გამოგივა. ჰოდა ვინანე უგამარჯვეობა.
წყალზე მოტივტივე ბოთლისკენ წავედით..
ბალახების კოლონია იწყებოდა უკვე... წინ წავედი... არა რა.. ეგეთებში ჯერ არ მიცურავია.... გაჩერებულზც კი მეხვეოდნენ ხელ-ფეხზე.... გული გეპინებაო, გამოთქმა ხომ გაგიგიათ? ჰოდა ეგეთი რამეები გემართება როცა ხელფერხი გებორკება შუა წყალში...
შევედი ბალახების კოლონიაში... კიდევ უფრო ღრმად... გაიშვიათების ნაცვლად უფრო ხშირდება... მონადირე წინ მიიწევს... რა უნდა იმ ბალახებში, დაბრუნდეს უკან..
არა, არა... მაგ ბალახებში ვერ გავალთ. აშკარააა. არადა ნაპირზე რა ხდება, უკვე ვხედავთ. რა უნდა ვქნათ.....
უკან ვბრუნდებით სიღრმეში...
როგორია, ნაპირს მისული უკან ვბრუნდებით...
უკან ხომ არ დავბრუნდეთო, ვხუმრობთ
არადა რომ ვერ გავიდეთ, მართლა მოგვიწევს უკანა გზაზე წასვლა, საიდანაც გამოვედით, იმ ნაპირზე დაბრუნება ... ჯანზე ვართ, რომ დაგვჭირდეს, ვიზამთ მაგასაც. გვეცინება თანაც მაგრად

როგორია...
წყალში ჩაძირული ხისკენ მივცურავართ... ზედ ვაპირებ ასვლას, რომ იქიდან დავინახო საიდან შეიძლება ნაპირზე გასვლა, სადაა ნაკლები ბალახი...
უკანა გზაზე ისევ ის გამარჯობა შემოგვხვდა.. ტან წავიყოლებთქო.. მივედი და ბაწრით იყო დაბმული ფსკერზე - ფაქტიურად ტივტივა იო, იმის ნიშნად, რომ მის იქით ბალახები იწყებოდა.
მონადირემ მაშველებს დავუძახოთო.... კი ბატონო... ფაქტიურად გადაცურული გვაქვს და აწი გინდა მეორე ნაპირზე გავუყვანივართ მაშველებს, ჩვენთვის უკვე მნიშვნელობა არა აქვს - ჩვენთვის გააცურულია
ისიც ვიცი, რომ მოიძებნებიან ისეთებიც, რომლებიც იტყოდნენ, ბოლომდე ვერ გადახვედითო, ვერ გადაცურეთო... მახსოვს ეგეთებიც ყოფილა აქა... ბოლომდე ვერ იარეო....
ხეზე ავედი... მონადირეც ამომყვა. მაშველების მიმართულებით ხელებს ვიქნევ, ეგება და მოვიდნენო... შენც არ მომიკვდე... არავინ არ ჩანს....
ისევ და ისევ ის ანეგდოტი - სამჯერ გამოგიგზავნეო მაშველებიო
ლიმიტი ამოგვეწურა და მეოთხეჯერ არარ მოდიან...
ხიდან ვიყურები - ვერ გაარჩევ სადაა ბალახები და სად არა... წყლის ზედაპირზე ამოსულებს უფრო გვცივა, ქარი უბერავს ...
გაურკვეველია საით წავიდეთ. ერთი ვიცი, უკან რომ დავბრუნდეთ, ბალახები არ იქნება. ეგაა, რომ ცივდება და სიცივეში მოგვიწევს ცურვა. დაღლილობაც თავისას იზამს. მონადირეს შემთხვევაში პირველი მეთოდი - სიტუაციის მუქ ფერებში დახატვა უფრო დადებიტად მოქმედებს - უფრო მობილიზებული ხდება.
ხიდან ჩავდივარ წყალში - ნელ-ნელა...როგორც ხიდან ჩასვლისას ვიცი.. უცებ გამეცინა - ჩახტი, მე შენ გეტყვი და...

ჰოდა წყალში მოვადინე ზღვართანი, მიდიხარ ფსკერისკენ, ხელის ერთი მოსმა და ისევ ზედაპირზე ხარ - ნეტავი რას ვწვალობდი ამდენს ჩამოსვლაზე ....
პირდაპირ ნაპირისკენ გადავწყვიტე წასვლა. მონადირე ხეზე მელოდება. დაზვერვაზე მივდივარ. თუ გაგვიმართლა, გამომყვება, თუ არადა მართლა მოგვიწევს უკან დაბრუნება...
წინ მივიწევ. ჯერჯერობით ბალახები არ მხვდება, თუ მხვდება და წვრილები... მაგენი საშიში არაა ჩემთვის. თუ რამეა, მონადირე უნდა გამომყვეს უკან და ამიტომ მაგათაც ვიშორებ - ვწყვიტავ იმ სიღრმეზე, რამხელაზეც შემიძლია - გზას ვათავისუფლებ.
მონადირემ რა ვქნაო... ჯერ არ ჩანდა საშიში ბალახები, უკან რომ დამეტოვებინა, მერე ჩემ გზას ზუსტად ვერ გაივლიდა და სჯობდა მე წამომყოლოდა. მომყვება ცურვით...
ბალახების მოწყვეტა-მოწყვეტით, ნელი სვლით ვუახლოვდებით ნაპირს. ნაპირზე უკვე შვინდისფერ ოპელს ვამჩნევთ - ეგენი ჩვენები არიან. თუმცა მანამდე გასვლაა საჭირო....
უკნიდან სიმღერა მესმის
"რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ
ყველაზე მაგრები, კარველები ვართ"
მეღიმება... მონადირეს მებრძოლი სული არ ისვენებს და ანცობას სახიფათო მომენტშიც არ ეშვება..
ჯერ გავიდეთ და მერე რაც გინდა ის იმღერეთქო...
სანამ არ გადახტები, ჰოპლა არ დაიძახოო, ასე უსწავლებიათ ჩემთვის...
ნაპირზე მყოფები უკვე კარგად გვხედავენ... სურათებს გვიღებენ... ტემპს არ ვუმატებ.. ჯერ გავიდეთ, სად გვეჩქარება...
უკვე ფეხი მიწასაც დაეჯახა. დავდექი და მონადირეს დავანახე, მიწაზე ვდგევარო, მივუბრუნდი..
ცოტა კი ეხამუსა, ისე მიეჩვია ცურვას, აღარ ეგონა მიწაზე სიარულს თუ შეძლებდა...
დაველოდესავოთ, თუმცა რა დალოდება, ორი ხელის მოსმაზე მომსდევდა... მიწაზე ვიდექით უკვე, მკერდამდე წყალში.....
"რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ
ყველაზე მაგრები, კარველები ვართ"
უკვე ორივენი ომახიანად ვმღეროდით
ნაპირი დაჭაობებიული იყო.. დანაგვიანებული...
მონადირემ პირდაპირ ააჭრა... ფეხები მიწაში იფლობოდა და დაესვარა საკმარისად. მე მოვერიდე საფლობს და ნაგავს, მოვუარე და შედარებით სუფთა ამოვედი... მოლოცვები, გმირები ხართო - დღემდე მაინც ვერ გავიგე რა იყო გმირობა, რაში მდგომარეობდა. მაგას როგორ ვაწყენინებდი, დღესასწაულს რატომ გავუფუჭებდი, მით უმეტეს რომ ცუდს არავინ მეუბნება, პირიქით, მხოლოდ კარგს და... მაინც რა პატარაა ადამიანი, ამპარტავნებაც რა ადვილად შეიძლება მოერიოს....
დღეს ობიექტზე გავედი. ერთი ჩემი ახლობელი მოვინახულე იქ. ცურვა უყვარს ძალიან და ვუთხარი - შაბათს თბილისის ზღვა გადავცურეო.
გაუხარდა, ეგეთ რამებზე მეც დამიძახეო, ერთად გავიდეთო. 1300 მოსმაზე გავდივარო ერთი ნაპირიდან მეორეზეო... ჯერ 200-ზე ვისვენებდიო, მერე 50-ზე გადავედიო. 55 წუთში ვახერხებ გადასვლასო...
ასე რომ...
მჯობნის მჯობნი არ დაილიაო...
ესეც წყალში ჩასვლამდე გადაღებული ფოტო. ნავების საშოვრად აქეთ გამოემართნენ ჩვენები...
ესეც როგრო ბრუნდებიან ნავის გარეშე...
