ბეთანია - 31.08.08

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
ბეთანია - 31.08.08

Post by Int3lig3nt » 05 სექ 2008, 16:16

Archil
მაგათ არ უთქვიათ ჩემთვის Wink

ნამდვილი მოლაშქრე მარტო წინ კი არ იყურება, არამედ მთლიანად აფიქსირებს სიტუაციას თავის გარშემო, ასე რომ Wink

(რა მაგარი ტრაბახი გამომივიდა Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing )
არ მჯერა შენი, მაგათმა ჩამიშვეს!
არადა როგორ გავაფრთხილე... არ თქვათ, მერე გავყიდოთ და ფული სამ ნაწილად გავიყოთო.
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ბეთანია - 31.08.08

Post by Archil » 05 სექ 2008, 17:26

Int3lig3nt

სხვა იყო, სხვა.... ;)
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
ბეთანია - 31.08.08

Post by გვალდა » 05 სექ 2008, 22:59

Int3lig3nt
მე შენ არ გიცნობდი კარვამდე. საერთოდ არ გიცნობდი :shock:
ჩემი აპლოდისმენტები :!:
სვანეთოლოგი

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
ბეთანია - 31.08.08

Post by Int3lig3nt » 06 სექ 2008, 00:58

გვალდა
:roll:

მივდივარ წინ და უცებ წინიდან წყლის დგაფუნი მომესმა. გავიარე ცოტაც და რას ვხედავ:

Image

ლამამ საცა კი თავისი ჩასატევი გუბე ნახა, ყველგან შიგ წვებოდა და ამ დაგუბებულს დანახვაზე ხომ წარმოგიდგენიათ რას ისიამოვნებდა :)

გზად რამდენჯერმე შეგვხვდა მარჯვნივ და მარცხნივ ასახვევი გზები. ზოგი სამანქანოც კი იყო, მაგრამ არ აგვიხვევია.
მარტო ერთს გავყევით, სანამ მდინარეს მიუყვებოდა.
მერე კი მთისკენ წავიდა მაღლა და ჩავედით ისევ მდინარისკენ.

მივყვებოდით მდინარეს და დავხტოდით აქეთ-იქით. ამას იმათზე ვამბობ, ვისაც ჯერ კიდევ მშრალი ჰქონდა ფეხები.

ნატალი და კიკი, დილიდან რომ მაწვალებდნენ ამ გადასვლა-გადმოსვლაზე, ახლა არხეინად მიაბიჯებდნენ წყალში :).
ნესასაც დაუსველდა წკაპუნები.

აგი რა მცენარეა?

Image

ერთ ჯერზე ცოტა ზემოთ ავუხვიეთ, მაგრამ ელექტრო-ანძები შორს მოჩანდა (ასე უთქვამს მენახირეს, ანძებთან აუხვიეთო) და ისევ მდინარეზე დავბრუნდით.

ფანარი და დრო რომ მქონოდა, აუცილებლად ავბობღდებოდი ამ გამოქვაბულში :(

Image
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
ბეთანია - 31.08.08

Post by Int3lig3nt » 06 სექ 2008, 01:00

ანძებთან რომ მივედით, ზემოთ კაი დიდი ბილიკი მიდიოდა, სამანქანო გზას მივამსგავსე და მე და ლამა დასაზვერად წავედით.
სამანქანო გზა კი არ იყო, მაგრამ ეტყობოდა რომ კაი ხნის გაკვალული იყო და ბევრი ხალხი იყო ზედ ნასიარულები.
რამდენიმე ათეული მეტრი რომ გავიარეთ გზამ ოდნავ შეუხვია მარჯვნივ.
ლამამ თქვა, მარჯვნივ თუ უხვევს, ე.ი. ის გზაა მენახირემ რომ გვითხრაო.

მაინც არ გავჩერებულვართ, გავაგრძელეთ კიდევ აღმართებში გზა, რომელიც სულ უფრო და უფრო მარჯვნივ უხვევდა.

უკვე დაბნელება დაიწყო და მე სასწრაფოდ ქვემოთ ჩავბრუნდი, რომ სხვები ამომეყვანა.

ნეტა რისი ბუდეა

Image

ჩავდიოდი და ვყვიროდი, იქნებ გავაგონო-თქო, რა ამოივლიდა ამ გზას ისევ ახლიდან :D.
სამწუხაროდ დიდი ხმა არ მომცა ღმერთმა და ყვირილი არ შემიძლია.
სტვენა ხო საერთოდ.
მივდიოდი ქვემოთ და გავყვიროდი, როგორც შემეძლო.
კაი ბლომად ჩავიარე და ბაცილას ლაპარაკი გავიგე, ლამამ და ინტელამ გზა იპოვეს და ავიდეთო (თურმე ხუმრობდა). გამიხარდა, გაიგესო და დავდექი, დაველოდები-თქო.
შენც არ მომიკვდე, ადგილიდან არ იძვროდნენ.
ვიძახე კიდე და ვერ გავაგონე. არადა კარგად გავიგე მე ბაცილას ლაპარაკი.
ჩავედი ისევ ქვემოთ, როგორც იქნა გავაგონე და წამოვიდნენ.
უკვე საკმაოდ დაბნელებული იყო, სახეებს ვერ გაარჩევდი.

ზვიომ კომენდანტობა ითავა, მწკრივში ჩაგვაყენა და თავად ჩამკეტად დაგვიდგა.
პირველი მე მივდიოდი და მომყვებოდნენ.

მთელი ეს საღამო ჩემს თავზე ვიყავი გაბრაზებული, ფანარი რომ არ წამოვიღე :(.

მალე ლამას ძახილიც გავიგეთ, შევგროვდით და გზას გავუყევით.
უკვე სრულიად დაბნელებული იყო. ფეხქვეშ გზას კი ვხედავდით, მაგრამ ძნელი იყო მაინც, თან დაღლილები, ნატკენი ფეხებით.
ყველაზე დიდი პრობლემა ის იყო, რომ არ ვიცოდით სად მივდიოდით.
არა კი ვიცოდით, რომ აქეთ უნდა ამოგვეხვია, მაგრამ რამდენი ხანი და საით მოგვიწევდა ბოდიალი, ეგ გაურკვეველი იყო.
უცებ წინ შუქები დავინახე და გამიხარდა. რაღაც სოფელი იქნებოდა და იქ მოგვაკითხავდა ჩვენი მიკროავტობუსი.
თურმე სულ ტყულად მიხაროდა... ეს სოფელი კაი შორს იყო :(.

მალე გზა ორად გაიყო. ჩემდა გასაკვირად არჩილის GPS-მა ცუდი გზა აირჩია (მე რომელიც მომეწონა, უფრო გატკეპნილი და ფართო იყო).
ეს გზა მარჯვნივ მიდიოდა და წესით აქეთაც უნდა წავსულიყავით.
მალე წყნეთი გამოჩნდა. ორიენტირი რომ დავინახეთ, იმდენად აღარ ვნერვიულობდით.
თბილისიც გვეჭყანებოდა ხანდახან.

ასე ვიარეთ დაახლოებით საათნახევარი.
ხან გავიფანტებოდით, ხან შევქუჩდებოდით.

ზვიო აკონტროლებდა ჩვენს რიგს :).

ზემოთ, ჩვენგან ორასიოდე მეტრში მოძრავი შუქი დავინახე.
აშკარად ეტყობოდა, რომ მანქანა იყო და ტრასაზე მოძრაობდა.
ეს უკვე სამშვიდობოს გასვლას ნიშნავდა :).

Image

ერთ ვიწრო ხევში ჩავედით, ამოვედით და ბოლო აღმართი გვქონდა დარჩენილი (მერე მივხვდით, რომ ბოლო იყო).
ავიარეთ და გვეგონა ნაგავსაყრელზე მოვხვდით. სინამდვილეში ტრასა ყოფილა და მის გვერდით ეყარა ნაგავი :).
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
ბეთანია - 31.08.08

Post by Int3lig3nt » 06 სექ 2008, 01:07

ასფალტზე ფეხის დადგმა მგონი არასდროს არ გამხარებია ასე.
ძალიან ვნერვიულობდი გოგონებზე.
საშიში მართლა არ იყო არაფერი, უბრალოდ ასე გვიან ტყე-ღრეში ბოდიალი არასასიამოვნო იყო და მშობლებისთვის ცუდი მოსასმენი :).
უწყლობაც თავისას შვრებოდა.

ტრასით განვაგრძეთ გზა და მალე შუქები დავინახეთ.
ვიღაცამ თქვა, სამხედრო ბაზა არისო.
ჩვენთვის უკვე მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, მთავარია ცივილიზაციასთან ახლოს ვიყავით და მალე წყლის დალევის საშუალებაც გვექნებოდა.
დავურეკეთ მძღოლს, მაგრამ ვერ გავაგებინეთ ნორმალურად, სად უნდა მოსულიყო.

მალე წინიდან მომავალი მანქანა შევნიშნეთ.
ჯიპი იყო.
ახალგაზრდა წყვილი იჯდა შით.
ხელი ავუწიე და გავაჩერე.
- ხომ ვერ გვეტყვით, სად ვართ?
- ახლა ნაფეტვრების გზაზე ხართ.
- მძღოლს რა ვუთხრათ, სად მოგვაკითხოს?
- უთხარით, რომ მაღლივთან ნაფეტვრების გზაზე გადმოუხვიოს და კი გნახავთ.
- მადლობა, მადლობა
- ბევრი ხართ, თორე მე წაგიყვანდით :D.

ამჯერად გასაგებად ავუხსენით მძღოლს და მშვიდად გავაგრძელეთ გზა.

მაშინ გამხსენდა, რომ აპარატი მქონდა და სურათებიც გადავიღე...

გადავრჩით :D!

Image

Image

Image

რაღაც შენობას რომ გავუსწორდით, ვიღაცა ჭკვიანს იდეა მოუვიდა, რაღას დავდივართ, ბარემ აქ გავჩერდეთ და დაველოდოთო.

რა თქმა უნდა ყველას მოგვეწონა ეს იდეა და გავჩერდით.
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
ბეთანია - 31.08.08

Post by Int3lig3nt » 06 სექ 2008, 01:13

მეც ისევ ავამუშავე ფოტოაპარატი

არჩილს სადღაც მოსაწევი ”გაუჩითავს”, ნახეთ რა დღეში არიან

Image

ხომ ეტყობა ფოტოს, ვარაუდით რომ ვიღებდი :D

Image

ჩვენ

Image

რომ გადავიღე ეს სურათი, მერე დავინახე, რომ თავი ჰქონია ლიკაკოს ჩახრილი.

Image

ამოიხედე-მეთქი, მეორედ გადავიღე და ახლა კიკის აქვს თავი დახრილი
არცერთს რომ არ ეწყინოს, ორივეს დავდებ :P

Image

მარი და კონსტანტინე, იგივე კოტე, იგივე კოკა, იგივე კოსტია.

Image

გვანციტო და ნატალიკო :)

Image

ერთი ამას უყურეთ...
ფანარი წამოუღია... ე.ი. იცოდა ასე რომ დაგვემართებოდა...
გამოსაძიებელია ეს ამბავი!

Image
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
ბეთანია - 31.08.08

Post by Int3lig3nt » 06 სექ 2008, 01:17

მიკროავტობუსმა დიდხანს აღარ გვალოდინა.
თავიდან არ გვეგონა, ის რომ იყო, დაბალი ”პასადკა” აქვსო, თიკომ თქვა.
საბედნიეროდ ცდებოდა :P.

გააჩერა და მივლასლასდით :)

Image

ვერ მივხვდი აქ რას აკეთებენ ლამა და ბაცილა

Image

მართალი ხარ, მაგარი ლაშქრობა გამოვიდა :)

Image

Image

კარაველებით დატვირთული მიკროავტობუსი

Image
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
ბეთანია - 31.08.08

Post by Int3lig3nt » 06 სექ 2008, 01:25

დავსხედით თუ არა, მაშინვე წყალი მოვითხოვეთ.
მძღოლს 5 ლიტრიანით კი ჰქონდა წყალი, მაგრამ ძალიან თბილი იყო.

მხოლოდ რამდენიმემ შეძლო დალევა

Image

კიკის არ სჯერა რომ იმდღევანდელი ამბავი მას გადახდა

Image

ბოლოსღა გავიგე, რომ ეს ორნი - დაიკოები ყოფილან :)

Image

მაღლივის ასახვევთან რომ ჩამოვედით, პირველივე მარკეტში შევცვივდით და როგორც არჩილმა თქვა, მთელი კვირის გეგმა შევუსრულეთ წყლის გაყიდვაში :).

პირველად თამუსია და პერწკლი ჩავიდნენ, მერე კონსტანტინე მგონი, მერე გვანცა და ასე ვაგზლის მოედნამდე მხოლოდ 5-6 შემოვრჩით.

თიკალოს ყველაზე მეტად გაუმართლა, მისი სახლისკენ მიდიოდა ეს მიკროავტობუსი და თან გაჰყვა.

ჭირი იქა, ლხინი აქა
ქატო იქა, ფქვილი აქა.
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ბეთანია - 31.08.08

Post by Archil » 06 სექ 2008, 03:48

Int3lig3nt

გმადლობ მონათხრობისათვის და ფოტოებისათვის. ძნელია რამე დაუმატო...

ისე, ფარანი მეც მქონდა წამოღებული... მიუხედავად იმისა, რომ გერგეთის მერე ელემენტების დატენვა ვერ მოვასწარი, მაინც ჩავაგდე ზურგჩანთაში. გამოცდილება მაინც თავისას იძლევა.... მთელ მანძილზე ვერა, მარა ადგილ-ადგილ მაინც გამომადგა...

GPS რომ არა, კარგად ვიბოდიალებდით, მერწმუნე. სადაც ავუხვიეთ, იქ არ უნდა აგვეხვია, ცოტა წინ უნდა წავსულიყავით და გზა გადაკვეთავდა მდინარეს და იქ უნდა ავსულიყავით. მერეც წინ ვაპირებდით სიარულს და არა მარჯვნივ გახვევას, როგორც რუქამ გვიკარნახა. გვანცუნიამ პროტესტობამაც დაიწყო, ეს სად ამოხვედითო... მარა დავაწყნარე - სადაც ყველა მიდის, იქ უნდა წავიდეთ, თუნდაც ჯოჯოხეთში მიდიოდნენ თქო.. ასეთია ლაშქრობის წესი და ათად გაყოფა არ მოსულა. გამოცდილი წინამძღოლებიც არცთუ ისე იშვიათად არასწორად ატარებენ ჯგუფს და თუ გჯერა მათი, რომ მიგიყვანენ საბოლოო წერტილამდე, უნდა მიყვე, თუ არ გჯერა და საერთოდ არ უნდა გაეკარო....

მე და ლამა რომ არ დავიკარგებოდით, მაგი მგონი ბეთანიისკენ რომ ვეშვებოდით ტყით, მაშინაც შენიშნეთ, ხან სად დავეშვებოდი გზის მოსაჭრელად და ხან სად და მაინც ერთმანეთს ვხვდებოდით. ზვიოსულზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია - სულ დაკარგულია, არა ამქვეყნიურია და რომც დაიკარგოს, ვერც შეამჩნევს :D:D:D:D და ინტუიციით მივა სახლში, ასე რომ საშიში და დასაკარგი მართლაც არაფერი იყო...

ყველამ კარგად აჩვენა თავი. მეშინოდა პანიკა არ დამართვოდათ, ბევრი ახალი იყო, გამოუცდელი - არაფერი მაგდაგვარი. მაგი კი არადა ცოტა კი გავბრაზდისავით - ჭორაობასაც არ მოეშვნენ გოგოები -- რაღაცა ექსტრიმის მაგვარი გაიჩითა, ა ბატონო ისიამოვნე ამითი, შუა ღამით, სიბნელეში, გაურკვეველი მიმართულებით მიდიხარ გაურკვეველი აზროვნებისა და წარმოშობის კარაველებთან და.... აპა.... ჭორაობა არც კი მიუტოვებიათ... :lol: :lol: :lol: :lol: :lol:

სირთულეზე.

ეს არ იყო რთული მარშუტი. გართულება მხოლოდ იმაში თუ მდგომარეობდა, რომ დაბნელდა და სიბნელეში მოგვიწია სიარული. სხვა მხრივ არაფერი არ იყო რთული. ზურგჩანთებიც კი არ უთრევია უმრავლესობას. ვისაც რთულად მოეჩვენა, გაითვალისწინოს, რომ კიდევ რამოდენიმე მარტივი ლაშქრობა უნდა გაიაროს იმისათვის, რომ შედარებით რთულს შეეჭიდოს. მე არ გამიგია არავისგან წუწუნი, მარა თუ ასეთ ლაშქრობაზე იწუწუნა ვინმემ, მაშინ რთულზე რაღას იზამს. ასე რომ ასეთებმა გამოცდილება დააგროვოს და შემდეგ სცადოს შედარებით რთული ლაშქრობები. (მერწმუნეთ, ექსკურსიები უკვე აღარაფრად აღარ მოგეჩვენებათ სირთულით ამ გასვლის მერე).

ჰოდა კიდევ....

რაც უნდა აღინიშნოს უცილობლად.....

თამუსიას პარალონი არ ჰქონდა წამოღებული ;)
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ბეთანია - 31.08.08

Post by guruli » 06 სექ 2008, 11:49

მშვიდობა ტქვენს უვნებლად დაბრუნებას, მაგრამ ლამას ერთი რამე მაინც უნდა ვკითხო - მერამდენედ უნდა დაიკარგო ბეთანიაში, ჰა? :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol:

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ბეთანია - 31.08.08

Post by guruli » 06 სექ 2008, 11:53

მშვიდობა ტქვენს უვნებლად დაბრუნებას, მაგრამ ლამას ერთი რამე მაინც უნდა ვკითხო - მერამდენედ უნდა დაიკარგო ბეთანიაში, ჰა? :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol:

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
ბეთანია - 31.08.08

Post by Int3lig3nt » 06 სექ 2008, 11:58

guruli
არ დავკარგულვართ, დაგვიღამდა უბრალოდ :P.
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ბეთანია - 31.08.08

Post by guruli » 06 სექ 2008, 12:08

Int3lig3nt wrote:guruli
არ დავკარგულვართ, დაგვიღამდა უბრალოდ :P.
ჩვენ ბოდიში... :lol: :lol: გზების საძებნელად მე დავდიოდი, ალბათ.
და დაღამებამდე დაბრუნება, რატომ ვერ მოასწარით? :) :)

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
ბეთანია - 31.08.08

Post by Int3lig3nt » 06 სექ 2008, 12:14

guruli
და დაღამებამდე დაბრუნება, რატომ ვერ მოასწარით?
გოგონებმა მოითხოვეს, ღამე ტყეში არ გვივლიაო და გულს ხომ არ დავწყვეტდით?
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]