
დავხედე რუკას. რუკის მიხედვით ის რაც ამ ფოტოს უკანა ფონზეა Prazsky Hrad ანუ პრაღის ციხე (ან პრაღის სასახლე) უნდა ყოფილიყო... გადავწყვიტე ცოტა შემესვენა.. ეს შესვენება დაახლოებით ნახევარ საათიანი გამომივიდა.. იმდენად კმაყოფილი ვიყავი მიღწეულით, რომ გადავწყვიტე, რომ დასვენება მეკუთვნოდა... არადა ამ დროისთვის სულ რაღაც დღის 3 საათი იყო

P.S. მოედნის ცენტრში რომ მონუმენტი ჩანს სინამდვილეში შადრევანი იყო. წარწერა ვერ ვნახე (თუ ვერ წავიკითხე, აღარ მახსოვს), ამიტომაც არ ვიცი რაიმე ისტორია თუ აქვს ამ შადრევანს, ერთი ის ვიცი, რომ სადღაც ახლოს წესით ჩეხეთის პარლამენტიც უნდა ყოფილიყო, მაგრამ ეს მოგვიანებით აღმოვაჩინე (რუკის დახმარებით).
მოკლედ, ნახევარ საათიანი შესვენების შემდეგ გზა განვაგრძე პრაღის ციხის მიმართულებით...