ცხენ-ტური თუშეთში

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ცხენ-ტური თუშეთში

Post by Gvalva » 02 სექ 2008, 14:49

თუშეთზე უკვე უამრავი თემაა არშემდგარი, გადადებული და დაუხურავი, მაგრამ მე ცოტა სხვანაირი რამე მინდა და ამიტომ ახალი თემა გავხსენი.

თუშეთში მინდა წასვლა კამაზის ძარაზე დგომით, იქ რომ ავალთ ცხენის ქირაობა და ცხენტური შეძლებისდაგვარად ბევრი ადგილის სანახავად.

მოკლედ, ცხენ-ტური მაინტერესებს და ვფიქრობ თუშეთი ამისთვის ყველაზე კარგი ადგილია მეთქი. ყველაზე ბევრი და კარგი ცხენიც მანდაა და სანახავზე ხომ არაფერს ვიტყვი.

უკვე მოფიქრებული მაქვს როგორ უნდა ჩავალაგო ნივთები "ხურჯინში" და არა ზურგჩანთაში, რომ ცხენზე ადვილი გადასაკიდი იყოს. :).

ცხენზე ჯდომის გამოცდილება მაქვს 1 საათი არხოტში, უსათვალოდ, ბალიშებით და კომფორტით :), შეიძლება რამდენიმე დღე ცხენ-ტური ვერ გავქაჩო, მაგრამ სურვილი დიდია და მგონი ეს გამაძლებინებს.

აბა, თვითგვემა ვისაც უყვარს გამოთქვით სურვილი და დეტალებზე შევთანხმდეთ :)

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
ცხენ-ტური თუშეთში

Post by ZVIOSULI » 02 სექ 2008, 14:54

Gvalva
რამდენხნიანს აპირებ გეგმავ დაახლოვებიტ მაინც?
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ცხენ-ტური თუშეთში

Post by Naia » 02 სექ 2008, 14:57

ოქტომბრის დასაწყისში დაგვიანებულია ჰო? :(

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ცხენ-ტური თუშეთში

Post by Gvalva » 02 სექ 2008, 14:57

4-5 დღე ალბათ

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ცხენ-ტური თუშეთში

Post by Gvalva » 02 სექ 2008, 14:59

Naia

შეიძლება არც იყოს დაგვიანებული, მე მოქუფრული ამინდის სილამაზეც მიყვარს :)

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ცხენ-ტური თუშეთში

Post by Mta Mkvarebia » 02 სექ 2008, 14:59

Gvalva
მე და ცხენების ხანმოკლე სიყვარული ლამის ჩემი ხერხემლის გადამტვრევით დასრულდა :( ამიტომ ვარჩიე არაკარვული ჯიპი თუშეთის მოსანახულებლად :oops: .

მეტყვით, ალბათ, ჰოდა მაშინ დატეულიყავი იმ თემაში, აქ რა მოგარბენინებდაო....მშუუურს! :oops: ..ეს მომარბენინებდა...
Image

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
ცხენ-ტური თუშეთში

Post by Int3lig3nt » 02 სექ 2008, 15:19

Gvalva
როდისთვის?
იმედია მანამდე მოვახრჩობთ ამ პროექტს :?
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ცხენ-ტური თუშეთში

Post by guruli » 02 სექ 2008, 15:41

Gvalva - :twisted: :twisted: :twisted: ადმინ, დაისჯები იცოდე :!: :!: :!: თანაც, ძაან მწარედ. :twisted:
არ დამცალდა იმ თემის დასრულება, თორემ საგაისო გეგმებზეც მინდოდა დამეწერა, რასაც მთლიანად ცხენ-ტურს ვუკავშირებ. ვინაიდან თუშეთის სოფლები უკვე ყველა ვიცი (ზოგიერთი - თვალდახუჭულმაც კი :D ), ახლა განაპირა მხარეებში მაინტერესებს წასვლა. მაგალითად, ორეთიდან შქავ კლდეზე ავირბინო; ავიდე დიკლოს მაღლა მდებარე მთაზე, სადაც მაგთის ანძა დადგეს და საიდანაც მთელი თუშეთი ჩანს; მაკრატელას ქედს გავყვე და სახეოს გავლით გადავიდე ნაყაიჩოზე, საიდანაც თუშეთის ოთხივე ხეობა მოჩანს, ანდა, ჯერ ავიდე პირიქითში - გირევში, გადაცხედო ჩეჩნების მხარეს, მერე დავბრუნდე ჭეშოში და იქიდან ავიდე ნაყაიჩოზე, იქიდან კი დავეშვე წოვათაში, მერე შემოვბრუნდე, ავიდე ალაზნის სათავეებში და დავბრუნდე გომეწარში, ვეძისხევში ან კოკლათაში. საამისოდ საუკეთესო ტრანსპორტი სწორედ ცხენია და არც ისე ხანგრძლივი გამოვა - 3-4 დღე. ამ ყველაფერს გაისად ვაპირებ და ვნახოთ, თუ მოვაბი თავი. თუმცა, არაა გამორიცხული, ახლაც გამოგედევნოთ და აი, მაშინ კი მართლა ვიქნები ღირსი, ჩამტოვოთ და დამტოვოთ იმ თუშეთში. :lol: :lol: :lol:
ოქტომბრის დასაწყისი გვიანი არაა, მაგრამ მაინც დარეკეთ ომალოში, ცხენები გადმორეკილი არ ჰყავდეთ ბარში. მაგ დროს მეძროხეები წამოსულები არ იქნებიან, მაგრამ ზედმეტ ცხენებს ცოტა ადრე მოდენიან ბარში, სანამ ჩამოთოვს.

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
ცხენ-ტური თუშეთში

Post by paata_ » 02 სექ 2008, 15:43

Gvalva


10-15 cxeni iq rcheba mteli zamtari

ase rom magis problema araa

dge jdeba 20-30 lari

User avatar
perwkli
იეტი
Posts: 1088
Joined: 09 მარ 2007, 04:18
Location: ბუნბუნლანდია
ცხენ-ტური თუშეთში

Post by perwkli » 02 სექ 2008, 15:49

ვაიმე, რა მაგარია Image

მარა მე ვერ წამოვალ Image

იმიტომ რომ უკეთეს შემთხვევაში ცხენიდან ჩამოვვარდები პირველივე მკვეთრ მოსახვევში Image


გამცილებლების სიაში ჩავეწერები Image
პეპილოტა ვიქტუალინა როგალდინა.

http://bunbunland.blogspot.com/

User avatar
ele
იეტი
Posts: 1173
Joined: 06 სექ 2007, 13:56
Location: tb ele see
ცხენ-ტური თუშეთში

Post by ele » 02 სექ 2008, 16:28

მაგარი იდეაა

ახლავე ვიწყებ სულიერ და ფიზიკურ მომზადებააას . . .


Image
. . . კიდევ ერთი დღე . . .

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ცხენ-ტური თუშეთში

Post by Gvalva » 02 სექ 2008, 16:28

guruli

ამ დროს სულ იპოლიტი მახსენდება საახალწლო აბანოს ფილმიდან, რატო უნდა იცადო მთელი წელი, როცა წელსაც შეიძლება ამის გაკეთება... :)


P.შ. მეც არ გამიკვირდა, რატო არ წერია ჩემი პოსტი მეთქი... თურმე არ გამომიგზავნია :)

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ცხენ-ტური თუშეთში

Post by guruli » 02 სექ 2008, 17:13

Gvalva
P.შ. მეც არ გამიკვირდა, რატო არ წერია ჩემი პოსტი მეთქი... თურმე არ გამომიგზავნია
:lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol:

User avatar
likakoo
იეტი
Posts: 1294
Joined: 29 ივნ 2007, 14:27
Location: msoflio
ცხენ-ტური თუშეთში

Post by likakoo » 02 სექ 2008, 20:36

2 dgiani tu iqneba da tanac shabat-kviras daumtxvevt, aucileblad wamoval!!!!!!

cxenze jdomis gamocdileba maqvs!... 8)

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
ცხენ-ტური თუშეთში

Post by Int3lig3nt » 02 სექ 2008, 21:37

likakoo
xenze jdomis gamocdileba maqvs!...
გერგეთში :D?
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]