Gvalva -

ადმინ, დაისჯები იცოდე

თანაც, ძაან მწარედ.
არ დამცალდა იმ თემის დასრულება, თორემ საგაისო გეგმებზეც მინდოდა დამეწერა, რასაც მთლიანად ცხენ-ტურს ვუკავშირებ. ვინაიდან თუშეთის სოფლები უკვე ყველა ვიცი (ზოგიერთი - თვალდახუჭულმაც კი

), ახლა განაპირა მხარეებში მაინტერესებს წასვლა. მაგალითად, ორეთიდან შქავ კლდეზე ავირბინო; ავიდე დიკლოს მაღლა მდებარე მთაზე, სადაც მაგთის ანძა დადგეს და საიდანაც მთელი თუშეთი ჩანს; მაკრატელას ქედს გავყვე და სახეოს გავლით გადავიდე ნაყაიჩოზე, საიდანაც თუშეთის ოთხივე ხეობა მოჩანს, ანდა, ჯერ ავიდე პირიქითში - გირევში, გადაცხედო ჩეჩნების მხარეს, მერე დავბრუნდე ჭეშოში და იქიდან ავიდე ნაყაიჩოზე, იქიდან კი დავეშვე წოვათაში, მერე შემოვბრუნდე, ავიდე ალაზნის სათავეებში და დავბრუნდე გომეწარში, ვეძისხევში ან კოკლათაში. საამისოდ საუკეთესო ტრანსპორტი სწორედ ცხენია და არც ისე ხანგრძლივი გამოვა - 3-4 დღე. ამ ყველაფერს გაისად ვაპირებ და ვნახოთ, თუ მოვაბი თავი. თუმცა, არაა გამორიცხული, ახლაც გამოგედევნოთ და აი, მაშინ კი მართლა ვიქნები ღირსი, ჩამტოვოთ და დამტოვოთ იმ თუშეთში.
ოქტომბრის დასაწყისი გვიანი არაა, მაგრამ მაინც დარეკეთ ომალოში, ცხენები გადმორეკილი არ ჰყავდეთ ბარში. მაგ დროს მეძროხეები წამოსულები არ იქნებიან, მაგრამ ზედმეტ ცხენებს ცოტა ადრე მოდენიან ბარში, სანამ ჩამოთოვს.